გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
190210016001261885
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/248-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.03.2019 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე

მოსარჩელე გ---–--- მ---------ე

წარმომადგენლები თამაზ ჯალიაშვილი

დარეჯან ბუცხრიკიძე

მოპასუხეები ზ---- პ---–--–---–ი

ნ-------- ა---–-–---–ი

წარმომადგენელი თათია ფხაკაძე

დავის საგანი ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 8 მაისს შედგენილი დაყადაღების აქტიდან ბოშის ფირმის სარეცხი მანქანის, ტოშიბას ფირმის ორკამერიანი შავი ფერის მაცივრის, სამეულის (დივანი და ორი სავაძელი); ფილიპსის ფირმის კომპიუტერის კომპლექტის (პროცესორი, მორიტორი, კლავიატურა და მაუსი); ტოშიბას ფირმის ფერადი ტელევიზორის, კომპიუტერის დასადგამი მაგიდის ამორიცხვა.

 

სარჩელის გარემოებები:

ზ---- პ---–--–---–თან აკავშირებდა ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა ოჯახის შეუქმნელად, ჰყავთ ერთი შვილი. რამდენიმე წელია ერთმანეთთან ურთიერთობა არა აქვთ. მოსარჩელის განმარტებით ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, მშობლების ბინაში. 2015 წლის მაისში აღმასრულებელმა მის საცხოვრებელ ბინაში დააყადაღა ბინაში არსებული საოჯახო ავეჯი და ტექნიკა. ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა და მაცივარი დედამ საჩუქრად გადასცა 2010 წლის 1 მაისს დაბადების დღეზე. ავეჯის სამეული ასევე მშობლებმა აჩუქეს. კომპიუტერი და ტელევიზორი 2013 წელს შეიძინა. ზ---- პ---–--–---–ის ამ მისამართზე არასდროს ყოფილა რეგისტრირებული და არც სხვა უფლებები გააჩნია ამ ქონებაზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ---- პ---–--–---–მა სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე ნ-------- ა---–-–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნივთების შეძენის შესახებ მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ასევე დაუსაბუთებელია ის განმარტება, რომ ზ---- პ---–--–---–ი და გ---–--- მ---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არიან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე ზ---- პ---–--–---–ისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით დაყადაღებულია ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა, ტოშიბას ფირმის ორკამერიანი შავი ფერის მაცივარი, სამეული (დივანი და ორი სავარძელი); ფილიპსის ფირმის კომპიუტერის კომპლექტი (პროცესორი, მორიტორი, კლავიატურა და მაუსი); ტოშიბას ფირმის ფერადი ტელევიზორი, კომპიუტერის დასადგამი მაგიდა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ნოდარ შოთაძემ 2015 წლის 8 მაისს შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით დაყადაღებულია შემდეგი ნივთები: ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა, ტოშიბას ფირმის ორკამერიანი შავი ფერის მაცივარი, სამეული (დივანი და ორი სავარძელი); ფილიპსის ფირმის კომპიუტერის კომპლექტი (პროცესორი, მორიტორი, კლავიატურა და მაუსი); ტოშიბას ფირმის ფერადი ტელევიზორი, კომპიუტერის დასადგამი მაგიდა.

 

აღნიშნული ნივთები აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგ მისამართზე: რუსთავი, 1---------------------------- იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს კრედიტორის ნ-------- ა---–-–---–ის სასარგებლოდ, ხოლო მოვალეა ზ---- პ---–--–---–ი. დაყადაღების აქტში მითითებულია, რომ ნივთების აღწერას ესწრებდა გ---–--- მ---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ნივთები მისი საკუთრებაა.

 

იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც ნ-------- ა---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს შპს ,,სატო +”ს და ზ---- პ---–--–---–ს მოსარჩელე ნ-------- ა---–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 60 000 ლარის გადახდა; მოპასუხეებს შპს ,,სატო +”ს და ზ---- პ---–--–---–ს მოსარჩელე ნ-------- ა---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 1 800 ლარის ოდენობით.

 

ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,სატო +”მა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გნაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს სატო+“-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს სატო+“-ის კერძო საჩივარი.

 

ამდენად, აღსასრულებელი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაშია და მის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– დაყადაღების აქტის ასლი (ს.ფ. 16-19. ტომი 1)

– განჩინებების ასლები (ს.ფ. 116-151. ტომი 1

 

3.2.2. დაყადაღებული ნივთები არ არის შეძენილი ზ---- პ---–--–---–ის მიერ. ნივთების ნაწილი შეძენილია გ---–--- მ---------ის მიერ, ხოლო ნაწილი აჩუქეს მშობლებმა. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია გ---–--- მ---------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, სადაო ნივთებიდან მის მიერ არის შეძენილი კომპიუტერი, კონპიტერის მაგიდა და ტელევიზორი, ხოლო მშობლებმა აჩუქეს მაცივარი და სარეცხი მანქანა, ავეჟი.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2004 წლის 30 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ---–--- მაისაურაძის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე რუსთავი, 1------------------ 58 კოდი 0------------------. დაყადაღებული ნივთები აღწერილია ამ მისამართზე მდებარე ბინაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.

 

მოვალე ზ---- პ---–--–---–ი არ ცხოვრობს რუსთავში იმ მისამართზე, სადაც მდებარეობს დაყადაღებული ნივთები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზ---- პ---–--–---–ი ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც დაყადაღებული ნივთებია აღწერილი და რომ ეს ნივთები მისი შეძენილია. სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს ავალდებულებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უარსაყოფად თავადაც წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის ან დაუდასტურებლობის შესახებ. სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ნ-------- ა---–-–---–ის, როგორც კრედიტორის სასარგებლოდ, რის გამოც მის ინტერესში შედის დაადასტუროს დაყადაღებულ ნივთებზე მოვალის საკუთრების უფლება და უარყოს სარჩელის გარემოებები, გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

დაყადაღებული ნივთები განთავსებული და დამონტაჟებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში და განკუთვნილია ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.

 

სადაო ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მათი დანიშნულებაა საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი ბინაში მცხოვრებ პირთა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით სარგებლობაში მომსახურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლების საფუძველზე ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სადაც ეს ნივთებია განთავსებული და დამონტაჟებული და გამოიყენება ამ უძრავ ქონებაში მცხოვრები პირების მიერ.

 

ამ ნორმებით გათვალისწინებული, მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომლის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ პრეზუმფციის გაქარწყლება. განსახილველ დავაში ასეთი მხარეა მოპასუხე, რადგან იგი იძულებით აღსრულებაში კრედიტორია, ნივთები მის სასარგებლოდაა დაყადაღებული, რის გამოც მან უნდა დაასაბუთოს, რომ უძრავი ქონება არ ეკუთვნის მოსარჩელეს და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში დაყადაღებული ნივთები არის მისი მოვალის ზ---- პ---–--–---–ის საკუთრება.

 

მოპასუხის მტკიცების საგანში შედის ასევე იმ გარემოების დასაბუთება, რომ ზ---- პ---–--–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს სადაო მისამართზე, იგი ფაქტობრივად გ---–--- მ---------ის ოჯახის წევრია ან სხვა საფუძვლით ამ მისამართზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის 3.5 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას პირის საცხოვრებელი ადგილის შინაარსის შესახებ. კერძოდ, საქმეზე =ბს-65-65(კს-15) 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის საცხოვრებელი ადგილის დაფუძნება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ორი კუმულატიური პირობის არსებობის შემთხვევაში: ერთი მხრივ პირი უმთავრესად, ძირითადად, ფაქტობრივად უნდა იმყოფებოდეს აღნიშნულ ადგილზე, ხოლო მეორე მხრივ სახეზე უნდა იყოს პირის ნება, განზრახვა, რომ მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. პირის გარკვეულ ადგილას მხოლოდ ფაქტობრივი ყოფნა მოცემულ ადგილს არ აქცევს საცხოვრებელ ადგილად, ასეთ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ფაქტობრივი ყოფნა მოცემულ ადგილზე ავტომატურად, რომ წარმოშობდეს საცხვრებელ ადგილს მაშინ ყოველი პატიმრის თუ ავადმყოფის საცხოვრებელ ადგილად მისაჩნევი იქნებოდა ციხე ან საავამდყოფო, თუკი მათი იქ ყოფნა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა. კონკრეტული ადგილის საცხოვრებელ ადგილად მიჩნევისთვის აუცილებელია არსებული გარემოებებიდან თვალსაჩინოდ ვლინდებოდეს, რომ პირი მოცემულ ადგილზე დროებით არ იმყოფება. ამასთანავე უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემულ ადგილზე ფაქტობრივი ყოფნა გამოწვეულია პირის ნებით და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით“.

 

ამდენად, პირის საცხოვრებელი ადგილია მისი ადგილსამყოფელი, რასაც იგი თავად ირჩევს თავის ძირითად საცხოვრებლად.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ ამომრჩეველთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ზ---- პ---–--–---–ის რეგისტრაციის მისამართია საგარეჯოს რაიონის ს------–-----------------------------–----. ამ მისამართზე გაეგზავნა მოპასუხეს სასამართლო კორესპონდენცია და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრის, დედის მეშვეობით.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე ზ---- პ---–--–---–ის საცხოვრებელი მისამართი, მისი ფაქტობრივო ადგილსამყოფელია ის საცხოვრებელი ბინა, სადაც დაყადაღებული ნივთები მდებარეობს. მოპასუხე ასევე სადაო გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ გ---–--- მ---------ე და ზ---- პ---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არიან. მოპასუხეს საქმის განხილვისას არ აღუძრავს შუამდგომლობა ამ გარემოების შესახებ სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 210-211. ტომი 1)

- ამონაწერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდიდან (ს.ფ. 173-174, ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 151-ე, 186-ე, 1158-ე, 1151-ე, 170-ე, 172-ე მუხლები

· ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებაში ზ---- პ---–--–---–ი არის მოვალე, შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების შესახებ პრეტენზის აცხადებს დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.

 

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. მოძრავი ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს შემძენის ინტერესებს იმით, რომ მოძრავი ნივთის შეძენის დროს კანონი არ ავალდებულებს დოკუმენტალურად შეამოწმობის გასაყიდ ნივთზე გამყიდველის საკუთრების უფლება. ამ ნორმის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელობა საკმარისია მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისათვის. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც აცხადებს ნივთზე საკუთრების უფლების პრეტენზიას.

 

აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის ავეჯი და საოჯახო ელექტროტექნიკის მოწყობილობები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ და არის მისი საკუთრება.

 

დაყადაღებული ნივთებზე უფლებები ზ---- პ---–--–---–ს არ გააჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1158-ე საფუძველზე, რადგან ზ---- პ---–--–---–ი და გ---–--- მ---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ამ ნორმის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 1151-ე მუხლის საფუძველზე კი მეუღლეთა მოვალეობებს წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის მფლობელობაშია, განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, ბინა მოსარჩელის საკუთრებაშია 2004 წლიდან, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლის საფუძველზე მოიპოვა მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ზ---- პ---–--–---–ის საცხოვრებელი ადგილია იმ ბინის მისამართი, სადაც დაყადაღებული ნივთებია განთავსებული.

 

მოვალე ზ---- პ---–--–---–ი არ ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც დაყადაღებული ნივთები მდებარეობს. მისი რეგისტრაციის მისამართია საგარეჯოს რაიონის სოფელი კაკაბეთი, სადაც მოპასუხეს ჩაბარდა სასამართლო კორესპონდენციები. ამდენად, მოვალე ფაქტობრივად არ ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც ნივთებია განლაგებული, არ ფლობს და არ სარგებლობს ამ ნივთებით, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით დადგენილი პრეზუმფცია, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი დაყადაღებული მოძრავი ნივთების შეძენის შესახებ დოკუმენტაცია, თუმცა ეს ფაქტი არ აქარწყლებს ამ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობას. უძრავი ქონება, სადაც ნივთები დააყადაღა აღმასრულებელმა, არის გ---–--- მ---------ის საკუთრება. დაყადაღებული ნივთები განთავსებული და დამონტაჟებულია ამ მისამართზე და განკუთვნილია ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე ივარაუდება, რომ ეს მოძრავი ნივთები ეკუთვის იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სადაც ეს ნივთებია განთავსებული და დამონტაჟებული და გამოიყენება ამ უძრავ ქონებაში მცხოვრები პირების მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ამ ნორმის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს ამ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია მთავარი ნივთის - უძრავი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში სადაო ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მათი დანიშნულებაა საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით სარგებლობაში მომსახურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს კანონისმიერი პრეზუმფცია, იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ პირს, რომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია ეს ნივთები და გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით. ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ ვარაუდს. ამდენად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის განხილვის დროს, ისეთ შემთხვევაში როცა დაყადაღებული ნივთები განთავსებულია მესამე პირის და არა მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მოპასუხის (სააღსრულებო წარმოების კრედიტორის) მტკიცების საგანში შედის სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციის გასაქარწყლებელი ფაქტის დადასტურება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მოვალეს. კრედიტორმა ნ-------- ა---–-–---–მა ვერ გააბათილა ეს პრეზუმფცია. მოვალის რეგისტრაციის მისამართი არ არის ის მისამართი, სადაც ნივთებია განლაგებული და არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი სადაო მისამართზე ცხოვრობს და სარგებლობს დაყადაღებული ნივთებით.

 

შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება, რადგან განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში და განკუთვნილია მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის და წარმოადგენს ამ ბინის საკუთვნებელს, რომელიც შეძენილია ბინაში მაცხოვრებელი პირის მიერ მისივე საჭიროებისათვის.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ეს ნორმა ითვალისწინებს იმ პრეზუმფციას, რომ მოვალესთან აღმოჩენილი მოძრავი ნივთები არის მოვალის საკუთრება. თავის მხრივ ეს პრეზუმფცია გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამდენად, ეს ნორმა სასამართლო აღმასრულებელს აძლევს უფლებას მოვალის საკუთრებად მიიჩნიოს მოვალის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები და არ ავალდებულებს თითოეულ ნივთზე საკუთრების უფლება დოკუმენტურად შეამოწმოს.

 

ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის არსი სწორედ ამ პრეზუმფციის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე. მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 44-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფცია გარწყლდება და დაყადაღებული ნივთი მოსარჩელეს უბრუნდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება, სადაც ნივთები მდებარეობს და დამონტაჟებულია, არ ეკუთვნის მოვალეს, იგი არ არის რეგისტრირებული ამ ბინაში, ფაქტობრივად არ ცხოვროს ამ მისამართზე, არ ფლობს დაყადაღებულ ნივთებს, რის გამოც მოძრავი ნივთების საკუთრების შესახებ პრეზუმფცია (სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი) ვრცელდება მოსარჩელის მიმართ, რადგან ნივთები მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარეობს. ეს პრეზუმფცია მტკიცებულებებით გაქარწყლებული არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები შეძენილი მოსარჩელის მიერ, მოვალეს ეს ნივთები არ შეუძენია და არც სხვა რაიმე საფუძვლით მოუპოვებია მათზე საკუთრების უფლება (მაგ. გარიგების საფუძველზე). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მათ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხე ზ---- პ---–--–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. საქმეზე გადახდილია სახელწიფო ბაჟი სარჩელზე 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, ჯამურად 75 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის მოსარჩელისთვის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს გ---–--- მ---------ის სარჩელი;

 

1. 1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 8 მაისს შედგენილი დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები: ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა, ტოშიბას ფირმის ორკამერიანი შავი ფერის მაცივარი, სამეული (დივანი და ორი სავაძელი); ფილიპსის ფირმის კომპიუტერის კომპლექტი (პროცესორი, მორიტორი, კლავიატურა და მაუსი); ტოშიბას ფირმის ფერადი ტელევიზორი, კომპიუტერის დასადგამი მაგიდა;

 

2. გ---–--- მ---------ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე 2016 წლის 25 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი (საგადახდო დავალება N9427737 )და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 2016 წლის 26 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი (საგადახდო დავალება N9434645). ტანდა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში სახაზინო ანგარიშის კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22;

 

3. ზ---- პ---–--–---–ს და ნ-------- ა---–-–---–ს დაეკისროთ გ---–--- მასიურაძისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 75 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი