გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/137-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მც------ რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა”
წარმომადგენელი - მე--- ტო-------
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - რო--- ხა---–---–-
წარმომადგენელი - მა---- სა-–-----–-–---–-
დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - აუცილებელი გზის მოწყობა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - აუცილებელი გზით სარგებლობისათვის ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრება
აღწე---ლობითი ნაწილი
1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” ნება დაერთოს მოპასუხე რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაში არსებულ 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №72.0--------) 1441 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „სა---------–--------------------------------------–-ა“ ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი - ლეხურას 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, აუცილებელია „კორპორაციას“ მოიპოვოს და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ დაარეგისტრიროს საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განლაგებული ყველა მიწის ნაკვეთის შესაბამისი ფართობით სარგებლობის უფლებები. „პროექტის“ დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, „კორპორაციამ“ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან, ასევე დაწყებულია მუშაობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების „კორპორაციის“ კაპიტალში შეტანასთან ან/და მათზე სერვიტუტის უფლების გავრცელებასთან დაკავშირებით, ხოლო მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე ვერ ხერხდება „კორპორაციის“ სასარგებლოდ სარგებლობის უფლების მოპოვება, მათი მხრიდან, ხელშეკრულების გაფორმებასა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის „კორპორაციის“ სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით (შეზღუდული სარგებლობით) დატვირთვაზე უარის გაცხადების გამო. „კორპორაციას“ აღნიშნული პროექტის განხორციელების და თავის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, ესაჭიროება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის უფლების მოპოვება, რითაც შესაძლებლობა ექნება განახორციელოს როგორც „პროექტით“ გათვალისწინებული სამუშაოები, უზრუნველყოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და შემდგომში მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია.
მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ №72.0--------) განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნატახტარი-ლეხურას 31 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში. ამასთან, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ,,კორპორაციის’’ საკუთრებაში არსებული, მოქმედი მაგისტრალური გაზსადენი (საგურამო-ქუთაისის მონაკვეთი) საკადასტრო კოდით: 72.0----- და მასზე უკვე ვრცელდება ,,მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით განსაზღვრული მილსადენის დაცვის ზონების და შეზღუდვები. ,,პროექტის განხორციელების და ,,კორპორაციის’’ მიერ, თავის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კორპორაციამ’’ საკუთარი ხარჯებით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დიდ ნაწილთან და საკუთარი ხარჯით დაარეგისტრირა შესაბამისი უფლებები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სს „სა---------–--------------------------------------–-ამ“ მოპასუხესთან აწარმოა მოლაპარაკებები, თუმცა სერვიტუტის ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ განხორციელდა.
მოსარჩელის განმარტებით, კორპორაციის შეთავაზება მოპასუხისადმი წარმოადგენს სამართლიან პირობას, ვინაიდან მიწის მესაკუთრეს ,,სერვიტუტის მიწით’’ სარგებლობა ეზღუდება მხოლოდ სამშენებლო პე---ოდის განმავლობაში, რომელიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით გრძელდება 1 ან მაქსიმუმ 2 წლის ვადით და აღნიშნულ პე---ოდში ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო ღრებულება ,,ექსპერტიზის ბიუროს’’ დასკვნის შესაბამისად არის განსაზღვრული. ამასთან, მშენებლობის პე---ოდში ,,კორპორაცია’’ ცდილობს ხელი შეუწყოს მიწის მესაკუთრეს აიღოს კუთვნილი მოსავალი. მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარე, ,,კორპორაციის’’ საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენი (ს/კ 72.0-----) აშენებულია 1990-1991 წლებში, ახალი მილსადენის მშენებლობა კი გათვალისწინებულია სწორედ აღნიშნული გაზსადენის დემონტაჟის შემდეგ, ამავე მილსადენის ტრანშეაში. აღნიშნული მილსადენის მდებარეობის გათვალისწინებით, მილსადენის დაცვის ზონების და შეზღუდვის პირობები მიწის ნაკვეთებზე უკვე ვრცელდება, შესაბამისად ახალი მილსადენის მშენებლობით, მიწის ნაკვეთებზე ახალი სახის შეზღუდვების და ზემოქმედების არეალის გავრცელებას ადგილი არ ექნება. მესაკუთრეები თავისუფლად შეძლებენ მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, გააგრძელებენ მის დამუშავებას, ერთწლიანი კულტურების და მრავალი სახეობის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ხოლო მშენებლობის ან შემდეგში - მილსადენის ექსპლუატაციის დროს ,,კორპორაციის’’ მიერ მიწის ნაკვეთზე რაიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში ,,კორპორაცია’’ მზადაა სრულად, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აუნაზღაუროს მესაკუთრეს მიყენებული ზიანი.
1.2. რო--- ხა---–---–-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
1.2.1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” რო--- ხა---–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა” ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი - ლეხურას მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. კორპორაციისათვის აუცილებელია მოიპოვოს მილსადენის სამშენებლო დერეფანში განლაგებული ყველა მიწის ნაკვეთის შესაბამისი ფართობით სარგებლობის უფლებები. აღნიშნული მონაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოექცა რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მც------ რაიონის სოფელ ძა-–--–-. შესაბამისად, კორპორაციას პროექტის განხორციელების მიზნით ესაჭიროება რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების მოპოვება.
იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა უფლებებისა და ინტერესების თანაზომიე--- დაცვა და მიწის მესაკუთრის უფლებების შეზღუდვა არ იქცეს მისთვის დაუსაბუთებელ სამოქალაქო ტვირთად, აუცილებელია რო--- ხაიკაშვილს მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის სანაცვლოდ, რაც უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის დაწესებული შეზღუდვები, რაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება. სერვიტუტის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს ,,ექსპლუატაციის პე---ოდის” განმავლობაში, ეს პე---ოდი კი განმარტებულია როგორც ,,მილსადენისა” და ,,მილსადენის საშუალებების” ექსპლუატაციისა ან/და ფიზიკური არსებობის მთლიანი პე---ოდი. ,,სამშენებლო პე---ოდის” დასრულებიდან მილსადენი საშუალებების სრული დემონტაჟის დასრულებამდე დაწესებული შეზღუდვა გაგრძელდება რამოდენიმე ათეული წლების განმავლობაში, რა პე---ოდშიც მიწის მესაკუთრე იძულებული იქნება ითმინოს მისი კუთვნილი მიწის გამოყენება. რო--- ხა---–---–-ს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შესაძლებელია იგი გამოყენებული იქნეს სხვა დანიშნულებისამებრ, ხოლო ნაკვეთის ქვეშ მაგისტრალური გაზსადენის არსებობის გამო ნაკვეთი მთლიანად დაკარგავს სხვაგვარად გამოყენების ფუნქციას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რო--- ხა---–---–-ს წარმომადგენელმა მა---- სა-–-----–-–---–-ა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხე რო--- ხა---–---–- არ არის წინააღმდეგი სს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, მხოლოდ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის პირობით. ანუ მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არის მხოლოდ კომპენსაციის სახით მოსარჩელის მიერ შეთავაზებული თანხა.
2.2. მოპასუხე სს ,,ნა--------------------------------–---” წარმომადგენელმა მე--- ტო-------მ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკომპენსაციო ოდენობის გამოანგარიშება განხორციელდა მიწის ნაკვეთის აღწე---ს შედეგებისა და მიწის ნაკვეთზე მდებარე კულტურებთან დაკავშირებით სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნით დადგენილი ღირებულების შესაბამისად, ანუ მოსარჩელეს, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის გამო ადგება მხოლოდ 145 ლარის ოდენობის ზიანი. სხვა სახის ზიანი მოსარჩელეს არ ადგება, ვინაიდან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, მიწის ნაკვეთზე ფაქტიურად ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება იქნება შესაძებელი, რისი უფლებამოსილებას მესაკუთრეს ამჟამად გააჩნია. ხოლო მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის ისედაც არის შეზღუდული, მისი ნაკვეთზე მდებარე ,,საგურამო-ქუთაისის’’ მაგისტრალური გაზსადენის (ს/კ 72.0-----) არსებობის გამო.
ამდენად სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელე მხარის პოზიცია საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, სადაც იგი გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიუთითებს 3000 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „სა---------–--------------------------------------–-ა“ ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი - ლეხურას 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №81 ბრძანება; (ტომი1, ს.ფ 23)
- საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N2-04 ბრძანება (ტომის 1, ს.ფ 125);
- სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ ბიზნეს გეგმა (ტომის 1, ს.ფ 24-40)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. პროექტის განხორციელების უზრუნვეყლოფის მიზნით, ,,კორპორაციამ’’ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უდიდეს ნაწილთან და დაარეგისტრირა თავისი უფლებები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი 1, ს.ფ 1-21)
- ინფორმაცია ,,პროექტის’’ სამშენებლო დერეფანში განლაგებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ,,კორპორაციის’’ სასარგებლოდ რეგისტრირებული სერვიტუტის უფლებების შესახებ (ტომი 1, ს.ფ 53-64)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ტომი 1, ს.ფ 65-79)
3.1.3. რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი ძალისი, საკადასტრო კოდი №72.0--------. აღნიშნული მიწის ნაკვეთი განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნატახტარი-ლეხურას 31 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწე--- საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ 49)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნატახტარი-ლეხურას 31 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში განლაგებული მიწის ნაკვეთების და მათი მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკები. (ტომი 1, ს.ფ 51-52)
3.1.4. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას”, ზემოთ აღნიშნული პროექტის სრულყოფილად უზრუნველყოფის მიზნით, ესაჭიროება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ ფართობზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლების მოპოვება სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დატანილი განლაგების შესაბამისად, კერძოდ: რო--- ხა---–---–-ს კუთვნილ 6500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 72.0--------; 1441 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტომი 1, ს.ფ 106)
3.1.5. 2017 წლის 21 სექტემბერს, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ამ” №LE210917/17-07 წე---ლით, რო--- ხაიკაშვილს გაუგზავნა შეთავაზება, ,,კორპორაციასთნ” სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, თუმცა თანხმობა არ მიუღია.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” 2017 წლის 21 სექტემბრის №LE210917/17-07 წე---ლი (ტომი 1, ს.ფ 98)
3.1.6. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ რო--- ხა---–---–-ს მიმართ სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად ზიანის ანაზღაურებისათვის შეთავაზებული იქნა საკომპენსაციო თანხა 154,62 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” 2017 წლის 21 სექტემბრის №LE210917/17-07 წე---ლი (ტომი 1, ს.ფ 98) .
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 03 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ 102-105)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ შეთავაზებული სერვიტუტის ხელშეკრულებით რო--- ხა---–---–-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაზსადენის არსებობის გამო წარმოეშობათ თმენის ვალდებულება, რაც გამოიხატება შემდეგში: ხელშეკრულების მოქმედების მთელი პე---ოდის განმავლობაში (რაც მოიცავს მილსადენისა და მილსადენის საშუალებების ექსპლუატაციისა ან/და ფიზიკური არსებობის მთლიან პე---ოდს, ,,სამშენებლო პე---ოდის” დასრულებიდან ,,მილსადენისა” და ,,მილსადენის საშუალებების” ექსპლუატაციისა და სრული დემონტაჟის დასრულებამდე) ეკრძალება მიწის დაკავება, სარგებლობა, ფლობა. დაწესებული შეზღუდვა, რომელიც აისახება საჯარო რეესტრში, დაწესებული იქნება რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში. რო--- ხა---–---–-ს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მოპასუხეს სურს ააშენოს სახლი, სათბური. ნაკვეთი არის დამუშავებული და დათესილია სიმინდი. ხოლო მიწის ნაკვეთის ქვეშ მაგისტრალური გაზსადენის არსებობის გამო ეს ნაკვეთი აბსოლიტურად დაკარგავს მისი სხვაგვარად გამოყენების ფუნქციას. ნაკვეთში შევა ტექნიკა და მიწის ნაკვეთს დაეკარგება ღირებულება და მისით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებულია, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ მიწის ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლებების მოპოვების აუცილებლობა, ხოლო საწინააღმდეგო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ მოპასუხის კუთვილი მიწის ნაკვეთებით სარგებლობისას მოპასუხეს უწესდება გარკვეული შეზღუდვები, რაც წარმოშობს მისი მხრიდან აღნიშნულით თმენის ვალდებულებას. ის გარემოება, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა” ისარგებლებს ისეთი უფლებებით როგორიცაა მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შესვლა, მასზე მანქანა-მოწყობილობების შეტანა და განთავსება და სხვა შეზღუდვები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მილსადენისთვის ზიანი მიყენება, რა თქმა უნდა წარმოშობს თმენის ვალდებულებას, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” პოზიციას თმენის ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლი, 208-ე მუხლის მესამე ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის თანახმად მოქმედებს დიპოზიციურობის პრინციპი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატე---ალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში რო--- ხაიკაშვილმა ცნო სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” ნება დაერთოს მოპასუხე რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაში არსებულ 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.0--------) 1441 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიე--- თმენის ვალდებულება არაა უსასყიდლო ვალდებულება. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა უფლებებისა და ინტერესების თანაზომიე--- დაცვა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების შეზღუდვა არ იქცეს მათთვის დაუსაბუთებელ სამოქალაქო ტვირთად, აუცილებელია მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენების თმენის სანაცვლოდ მოპასუხეს დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაცია.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან კანონმდებელი საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის დაწესებული კომპენსაციის ოდენობას არ აკონკრეტებს, იგი უნდა განსაზღვროს სასამართლომ გონივრულ ფარგლებში, რომელიც არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი.
„თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიე--- ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში.
,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, I ზონაში იკრძალება ნებისმიე--- საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ხეების დარგვა; ბ) ნებისმიე--- სახის საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენისათვის ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტისათვის ზიანის მიყენება; გ) ნებისმიე--- სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მაგისტრალური მილსადენის პატრულირებას და სხვა საექსპლუატაციო საქმიანობას; დ) ნებისმიე--- დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა; ე) ნებისმიე--- ფორმით მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; ვ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულ ობიექტებზე ზემოქმედება ან მათი დაზიანება; ზ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების აგება; თ) რაიმე სახის მასალის, მათ შორის ნაგვის ან ნარჩენების განთავსება – ნაგავსაყრელის მოწყობა; ი) ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი II ზონაში იკრძალება ნებისმიე--- საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ნებისმიე--- სახის შენობის ან ნაგებობის მშენებლობა; ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებებით სარგებლობა; გ) ნებისმიე--- სახის შედუღება ან ცეცხლის ალის ანთება; დ) ადვილად აალებადი, კოროზიული ან ტოქსიკური სითხეების შენახვა ან დაღვრა; ე) ფურაჟის, სასუქის და სხვა მასალების შენახვა; ვ) მანქანების ან სხვა მოძრავი აგრეგატების გასაჩერებლად სადგომების მოწყობა; ზ) დაღვრილი ნავთობის შეგროვების და გავრცელების შეკავების მიზნით მოწყობილი საცავების, არხების ან თხრილების შეცვლა ან დაზიანება; თ) მაგისტრალური მილსადენის დამცავი ნაგებობების შეცვლა ან დაზიანება; ი) ნებისმიე--- სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზონის დატბორვა; კ) იმ სახეობის ნარგავების დარგვა, რომლებიც არ არის ნებადართული ამ წესის №1 დანართში მოცემული ნარგავების განთავსების სქემის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე რო--- ხა---–---–-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ შეთავაზებული სერვიტუტის ხელშეკრულებით მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაზსადენის არსებობის გამო წარმოეშობა თმენის ვალდებულება, რაც გამოიხატება იმ გარემოებებში, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პე---ოდის განმავლობაში (რაც შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე ათეული წელი) ეკრძალება მესაკუთრეს მიწის დაკავება, სარგებლობა, ფლობა და კონტროლი, რამდენადაც ეს აუცილებელია მილსადენის ოპერაციებისათვის. ასევე, მას ეკრძალება სამშენებლო პე---ოდის განმავლობაში შესვლა და რაიმე საქმიანობის განხორციელება სერვიტუტით დატვირთულ მიწის ტე---ტორიაზე. ასევე, მიწის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ზემოთ ხსენებული შეზღუდვები.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასასც, რომ სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოხდება საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის შეზღუდული სარგებლობის უფლების რეგისტრაცია, რაც გარკვეულწილად შეამცირებს უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიე---ა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მიხედვით) რო--- ხა---–---–-ს მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის სს ,,სა---------–--------------------------------------–-ისათვის” გადასახდელად დაკისრების შესახებ, მაგრამ არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე ითხოვს, არამედ არსებული რეალობის გათვალისწინებით იგი უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. სასამართლო უპირობოდ ვერ მიიჩნევს რო--- ხა---–---–-ს გაანგარიშებას საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის კომპენსაციის გადახდის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. მოპასუხემ, ამ შემთხვევაში სს ,,სა---------–--------------------------------------–-ამ” მოსარჩელე მხარეს კომპენსაციის სახით შესთავაზა 154,62 ლარი, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ფაქტიურად წარმოადგენს ერთი წლის მანძილზე სასოფლო-სამეურნეო მოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანს. თავად მოსარჩელე მხარეს კი კომპენსაციის თანხის გაანგარიშების არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრეს დაკისრებული აქვს თმენის ვალდებულება და ის, რომ აღნიშნული ურთიერთობა მხარეებს შორის სცილდება ჩვეულებრივი სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს, მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია მოპასუხე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” მოსარჩელე რო--- ხა---–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 1500 ლარის ოდენობით.
6.3. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, კორპორაციის მიერ გატარებულია ძირითადი ღონისძიებები, რაც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო პროცედურების გავლას, რაც თავის მხრივ დატვირთულია მრავალმხრივი და შრომატევადი პროცესებით, კერძოდ, შემუშავებულია მშენებლობის პროექტი, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩატარებულია არქეოლოგიური კვლევა, გაფორმებულია სერვიტუტის ხელშეკრულებები, გაღებულია მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯები, რაც თავის მხრივ მოიცავს ეროვნული არქივის მომსახურების, ექსპერტიზის მიერ შესრულებული სამუშაოს, საწვავის, საჯარო რეესტრის, სანოტარო მომსახურების და სხვა მომსახურების ხარჯებს. კორპორაციის მიერ გაღებული ხარჯები არის სოლიდური (დღეის მდგომარეობით შეადგენს 354 040 ლარს). ამასთან, საერთო სასამართლოებში დავების განხილვის და დასრულებისთვის საჭირო პროცედურების და ვადების, ასევე საქმეთა სიჭარბის გათვალისწინებით, შესაძლოა დავა წლობით გაგრძელდეს. სამუშაოების დროულად განუხორციელებლობა კი კორპორაციის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სამუშაოები შესყიდულია, ხოლო გაზსადენის მშენებლობის შემდეგ, იგეგმება აღნიშნული გაზსადენის სისტემაში ჩართვა, რაც რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგებით უზრუნველყოფას მოემსახურება. ახალი გაზსადენის აშენებამდე, კორპორაცია ლიცენზირებული ოპერატორის მეშვეობით გააგრძელებს გაზის მიწოდებას ძველი გაზსადენის მეშვეობით, რომლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნული იწვევს ტექნიკური მომსახურების საჭიროებას. გაზსადენზე არსებული დაზიანებების გამო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას კი გაზის გაფრქვევის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და გაზსადენის ექსპლუატაციის შედეგად მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რაც იწვევს მეტ დაზიანებას, გაზის დანაკარგს, გამტარუნარიანობის დაქვეითებას, შესაბამისად, ,,კორპორაციის’’ ფინანსურ ზარალს. სამშენებლო სამუშაოების ოპერატიულად დაუსრულებლობის შემთხვევაში კი ყველაზე დიდი ზიანი მოსახლეობას და საწარმოებს მიადგება, ვინაიდან მუდმივად არსებობს დიდი მასშტაბის ავარიის და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი მისი აღსრულებით გამოწვეულ, სავარაუდო ზიანს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც გადაწყვეტილება, აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭების ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ძირითადი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო მთავარ სხდომამდე, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, გადახდილი მოსარჩელე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ, უნდა დაუბრუნდეს მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მოსარჩელე რო--- ხა---–---–-ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” მოსარჩელე რო--- ხა---–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 45 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას’’ მიენიჭოს მოპასუხე რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლება, სარჩელზე თანდართულ აზომვით ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად, კერძოდ: რო--- ხა---–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.0--------) - 1441 კვმ მიწის ფართობის გამოყენებაზე.
1.2. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” დაუბრუნდეს 2018 წლის 31 იანვარს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება №924). თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების სახაზინო კოდი 300783150;
2. რო--- ხა---–---–-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. მოპასუხე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” მოსარჩელე რო--- ხა---–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის 1500 ლარის გადახდა;
2.2. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას’’ დაეკისროს რო--- ხა---–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 45 ლარის ანაზღაურება;
3. აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭების ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
4. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მც------ რაიონული სასამართლოს საშუალებით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მც------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მც------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია