გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210017001870644
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/8906-17

330210017001870644

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე - შპს ,,გე-----------ი“

წარმომადგენლები - გი-------–---–---ე, არ---–----------ე, ოთ----------ე

მოპასუხეები - 1. შპს ,,პლ----"

2. სს ,,პლ---- ჰო-–-----ი"

წარმომადგენელი - ლა–-------------ი

3. ჯ--------------–---–ი

4. შ------------–---–ი

წარმომადგენლები - ლა–-------------ი, თა----------–---–ი

5. ბა----------–-–---–ი

6. ნა---------------–ი

წარმომადგენლები - ალ---------------------ე, შა-–----------–-–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,პლ----“-ს, შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს, ჯ--------------–---–ს, შ------------–---–ს, ბა----------–-–---–ს და ნა---------------–ს შპს ,,გე-----------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით 9 725 454 ლარის გადახდა; (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი III, ს.ფ. 264-278).

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 23 მაისს მოსარჩელე კომპანიამ, შპს ,,გე-----------მა'' დააფუძნა შპს ,,პლ---- ფ-------“ (ს/კ4--------). მის დირექტორად დაინიშნა ჯ--------------–---–ი და მის კაპიტალში შეტანილი იქნა ცხრა უძრავი ქონება, მათ შორის, დღეს შპს ,,პლ----ს'' საკუთრებაში არსებული ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------; 0------------------, 0------------------;

 

2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლ---- ფ------მა'' შპს ,,ბ------- პლ----საგან“ შეიძინა ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------ და 0------------------;

 

შპს ,,პლ---- ფ------მა'' შპს ,,ბ------- პლ----ს'' წინაშე ფასის გადახდის ვალდებულების საზოგადოების კაპიტალში კონვერტაცია მოახდინა და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ბ------- პლ----ს'' გადაეცა შპს ,,პლ---- ფ-------ს'' კაპიტალში წილების 37,59%;

 

2014 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ბ------- პლ----მ'' შპს ,,პლ---- ფ-------ს'' კაპიტალში წილების 37,59% მიჰყიდა სს,, გ-----------''. სს ,,გ-----------'' დაფუძნებულ იქნა სს ,,პ-------–----ს'' მიერ, რომლის დირექტორი იყო ჯ--------------–---–ი. მოგვიანებით, 2013 წლის 05 სექტემბერს, ჯ--------------–---–ის გადაწყვეტილებით სს ,,გ-----------ს'' დირექტორად დანიშნულ იქნა ბა----------–-–---–ი.

 

2015 წლის 08 ივლისს სს ,,გ-----------ს'' დირექტორმა ბა----------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა შპს ,,პლ---- ფ-------ს'' პარტნიორის გადაწყვეტილება. სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: 1) შპს ,,პლ---- ფ-------ს'' პარტნიორთა კრებას ესწრებოდნენ შპს ,,პლ---- ფ-------ს'' 100%-ის მფლობელი პარტნიორები, კერძოდ სს ,,გ-----------'' და შპს ,,გე-----------ი'' 2) პარტნიორთა კრების თავმჯდომარედ კრებამ აირჩია ბა----------–-–---–ი და 3) პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა შპს ,,პლ---- ფ-------ს'' შვილობილი კომპანიის, შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის'' დაარსება და ამ უკანასკნელის კაპიტალში ზემოთ აღწერილი უძრავი ქონების შეტანა. სადავო გადაწყვეტილებას ხელს აწერს ბა----------–-–---–ი. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სამეწარმეო რეესტრში წარდგენილ იქნა შპს ,,პლ---- ფ--------ს'' (რომლის დირექტორიც გახლდათ ჯ--------------–---–ი) გადაწყვეტილება შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის'' დაფუძნების შესახებ და მის კაპიტალში შეიტანა 9 725 454 ლარის ღირებულების უძრავ/მოძრავი ქონება. პლ---- ჰო-–-----ს დირექტორად დაინიშნა ნა---------------–ი.

 

შპს ,,პლ---- ფ-------ს'' პარტნიორთა კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო გადაწყვეტილება, რადგანაც კრებას არ ესწრებოდა შპს ,,პლ---- ფ-------ს'' კაპიტალში ხმათა უმრავლესობის მფლობელი პარტნიორი - შპს ,,გე-----------ი'' (გე-----------ს ეკუთვნოდა პლ---- ფ-------ს კაპიტალში წილების 62,41%). შპს პლ---- ფ-------ს პარტნიორთა კრება არ იყო გადაწყევტილებაუნარიანი, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდა შსპ გე-----------ს.

 

2015 წლის 06 ოქტომბერს, ჯ--------------–---–ის, როგორც შპს პლ---- ფ-------ს დირექტორს, ნა---------------–ის, როგორც შპს პლ---- ჰო-–-----ის და შ------------–---–ის, როგორც შპს ე-------ს დირექტორის გადაწყვეტილებით, პლ---- ჰო-–-----მა შპს ე-------სთან ერთად დააფუძნა შპს პლ---- და ამ უკანასკნელის კაპიტალში შეიტანა პლ---- ჰო-–-----ისთვის შს პლ---- ფ-------ს მიერ 9 725 454 ლარის ღირებულების გადაცემული ქონება. პლ----ს დაფუძნებიდან 9 დღეში კი, 2015 წლის 15 ოქტომბერს პლ---- ჰო-–-----მა თავისი წილი 3 000 000 ლარად მიჰყიდა სს სე ეს სი-ს. შპს პლ----ს წილების 37% კი დარჩა შპს ე--------ს საკუთრებაში.

 

შპს პლ----ს დირექტორია შპს პლ---- ფ-------ს დირექტორის ხ-----–---–-ს შვილი - შ------------–---–ი, რომელიც დედასთან რ------------------–თან ერთად ფლობს შპს პლ----ს პარტნიორის, შპს ე--------ს კაპიტალში წილების 100%-ს;

 

შპს პლ---- ფ-------, რომლის დირექტორიც გახლდათ ჯ--------------–---–ი და რომელსაც 2015 წლის 07 ივლისის მდგომარეობით გააჩნდა 10 მილიონზე მეტი ქონება და მიმდინარე ბიზნესი, 1 წლის შემდგომ გახდა გადახდისუუნარო და 2016 წლის 31 მაისის ოქტომბერს სასამართლომ წარმოებაში მიიღო მისი განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

 

შესაბამისად მოსარჩელე თვლის, რომ ჯ--------------–---–მა, მისი ჯგუფის წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შპს გე-----------ს, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მითითებული გარემოებები და თანდართული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ ჯ--------------–---–ი მოსარჩელე კომპანიის - შპს ,,გე-----------ის“ მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს ,,პლ---- ფ-------ს“ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის შეუზღუდავი უფლებით კომპანიის დაფუძნების მომენტიდანვე სარგებლობდა. მან მისთვის გამოცხადებული ნდობა მხოლოდ კომპანიის საზიანოდ გამოიყენა. მის მიერ დადებული გარიგებები და განხორციელებული ქმედება, რომელიც აღწერილია სარჩელი მხოლოდ შპს ,,გე-----------ისათვის“ ზიანის მიყენებასა და არაკეთილსინდისიერ მიზნებს ემსახურებოდა, რათა უძრავი ქონება უკანონოდ მიეთვისებინა.

 

რაც შეეხება ბა----------–-–---–ის, ნათა მ---------–ის, შ------------–---–ის, სს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ და შპს ,,პლ----ს“ მიმართ მოთხოვნას, მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეებმა ჯ--------------–---–ს ხელი შეუწყვეს უკანონო მოქმედებების განხორციელებაში, ხოლო მეორე მხრივ შპს ,,პლ----“, რომელმაც ისარგებლა სხვისთვის შპს პლ---- ფ-------სათვის/გე-----------ისათვის მიყენებული ზიანით, თვითონ მიიღო სარგებელი. შესაბამისად მოსარჩელის განმარტებით, არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. შპს ,,პლ----“-მ, სს ,,პლ---- ჰო-–-----მა“ და ჯ--------------–---–მა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. 2015 წლის 08 ივლისს გაფორმებული და საჯარო რეესტრის მიერ აღსრულებული შპს ,,პლ---- ფ-------ს“ სახელით მიღებული გადაწყვეტილება შვილობილი საწარმოს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დაფუძნების შესახებ არის კანონიერი, ისევე, როგორც ნამდვილია მის საფუძველზე გაფორმებული სხვა ტრანზაქციებიც. შვილობილი საწარმოს დაფუძნება და მის კაპიტალში გარკვეული უძრავი ნივთების შეტანა შეესაბამებოდა შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორების შპს ,,გე-----------ისა“ და სს ,,გ-----------ს“ ნებას.

 

შპს ,,პლ---- ფ------ში“ არსებული გარკვეული უძრავი ქონების განკარგვა კომპანიის დამფუძნებელთან შპს ,,გე-----------თან“ და სს ,,გ---------სთან“ განიხილებოდა 2015 წლის ივლისის კრების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრეც. აღნიშნულს ადატურებს კომპანიის დირექტორისათვის ჯ--------------–---–ისათვის 2015 წლის 04 ივნისს გაგზავნილი წერილიც, რომელიც მან მიიღო შპს ,,პლ---- ფ-------ს“ მაჟორიტარი პარნიტორის შპს ,,გე-----------ის“ დირექტორის ბ-ნი ლ-------------სგან. მოცემულ ელექტრონულ წერილს ერთვის Microsoft Word-ის ფორმატში არსებული დანართი. აღნიშნული დანართი არის უძრავი ქონების განკარგვის შესახებ ოქმის სამუშაო ვერსია. შესაბამისად, აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,გე-----------ისთვის“ უცნობი იყო გარკვეული უძრავი ნივთების განკარგვის გეგმების შესახებ წარმოადგენს სრულიად დაუსაბუთებელს.

 

2015 წლის ივლისში ჩატარებული იქნა შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრება. მხარის აპელირების საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ კრება ჩატარებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ლ-------------, როგორც შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორი ინფორმირებული იყო დღის წესრიგის, შვილობილი საწარმოს დაფუძნების და მის კაპიტალში შპს ,,პლ---- ფ-------ს“ გარკვეული ქონების შეტანის შესახებ. 2015 წლის 08 ივლისის კრების ოქმი შედგენილ იქნა ნა---------------–ის მიერ, რომელიც უნდა დანიშნულიყო შპს ,,პლ---- ფ-------ს“ 100%-იანი შვილობილი საწარმოს შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დირექტორად. კრების ჩატარებამდე ნა---------------–მა ლ-------------ს გაუგზავნა მის მეირ შედგენილი კრების ოქმი. კომპანიაში მიღებული პრაქტიკის თანახმად, კრების ოქმს ხელი მოაწერა პარტნიორთა კრებაზე არჩეულმა თავმჯდომარემ ბა----------–-–---–მა, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,გე-----------ის“ მინორიტარი პარტნიორის სს ,,გ-----------ს“ დირექტორს.

 

შპს ,,პლ---- ფ------ში“ გამართული პარტნიორთა კრებების დროს ოქმზე კრების თავმჯდომარის ხელმოწერა წარმოადგენდა დამკვიდრებულ პრაქტიკას. გარდა 2015 წლის 08 ივლისის კრებისა, მსგავსუ ფორმით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სხვა გადაწყვეტილებებიც. აღნიშნული კრების ჩატარებამდე 1 თვით ადრე 2015 წლის 01 ივნისის კრების ოქმით შეტანილ იქნა ცვლილება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ წესდებაში. მოცემულ კრების ოქმს ხელს აწერდა არჩეული კრების თავმჯდომარე ბა----------–-–---–ი. ასევე, 2016 წლის 15 სექტემბერს შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი. მოცემული კრების ოქმსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ბა----------–-–---–ი. მოცემული კრების ოქმები აშკარად მოწმობენ შპს ,,პლ---- ფ------ში“ დამკვიდრებულ მიდგომას, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები ხელმოწერილ იქნას კრებაზე არჩეული თავმჯდომარის მიერ.

 

საგულისხმოა ისიც, რომ ბა----------–-–---–ს მინდობილობა ჰქონდა მიღებული შპს ,,გე-----------ის“ დირექტორის მხრიდან 2012 წლის 01 ოქტომბერს უვადოდ. მოცემული მინდობილობით ბა----------–-–---–ს უფლება ჰქონდა წარმოედგინა შპს ,,გე-----------ი“ შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაეჭირა განსახილველი საკითხებისათვის. შესაბამისად, მხარის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,გე-----------ისთვის“ უცნობი იყო აღნიშნული კრების ჩატარების თაობაზე ან სხდომა კანონის დარღვევით იქნა ჩატარებული, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეები თვლიან, რომ 2015 წლის 08 ივლისს პარტნიორთა კრებამ კანონის შესაბამისად მოახდინა გადაწყვეტილების მიღება 100%-იანი შვილობილი საწარმოს შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დაფუძნების და მასში ქონების შეტანის შესახებ.

 

მოპასუხეთა განმარტებით, 2015 წლის ოქტომბერში სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“ და შპს ,,ე------- A--“ ერთობლივად აფუძნებენ ახალ კომპანიას შპს ,,პლ----“-ს. სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს მიერ ახლად დაფუძნებულ შპს ,,პლ----“-ში შეტანილ იქნა სადავო უძრავი ნივთები, ხოლო შპს ,,ე-------“-ს მიერ სამი უძრავი ქონება, კონკრეტულად: 1) 0------------------, 2) 0------------------, 3) 0------------------, შეთანხმებული იქნა რომ სს ,,პლ---- ჰო-–-----ს“ ექნებოდა ახლად დაფუძნებულ კომპანიაში 67% წილების, ხოლო დარჩენილი 37% - შპს ,,ე------- A--’-ს. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოცემული გარიგების უკანონობის შესახებ აპელირებაც.

 

გარდა ამისა, შესაგებელში აღნიშნულია, რომ ჯ--------------–---–ი, როგორც შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორი, ხელმძღვანელობდა პარტნიორების მიერ მიღებული ოქმის საფუძველზე. 2015 წლის ივლისში პარტნიორთა კრების ოქმი მომზადდა დასაფუძნებელი შვილობილი საწარმოს შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ მომავალი დირექტორის ნა---------------–ის მიერ. შესაბამისად მოპასუხეებისათვის გაუგებარია, რაში გამოიხატება ჯ--------------–---–ის მხრიდან ქონების მითვისების მცდელობის განზრახვა. შპს ,,გე-----------ი“ ბრალს დებს ჯ--------------–---–ს ფიდუციური მოვალეობების დარღვევაში, რაც დაუსაბუთებელია მხარის მხრიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ 5 უძრავი ქონება გასხვისებულ იქნა შპს ,,იბეტორელზე“ როგორც კეთილსინდისიერ შემძენზე. შპს ,,ი----------–ს“ გადახდილი აქვს ნასყიდობის საფასური შპს ,,პლ----სთვის“. მოცემული გარიგების დადების დროს 2016 წლის დეკემბერში შპს ,,პლ----“-ს პარტნიორები იყვნენ სს ,,ს-------“ და შპს ,,ე------- A--’’. გაუგებარია მხარის პოზიცია როგორ და რა ფორმით მიითვისა ჯ--------------–---–მა აღნიშნული ქონება და რა ზიანი მიაყენა შპს ,,გე-----------ს“. იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ტომი IV, ს.ფ. 80-88)

 

2.2. ნა---------------–მა და ბა----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, სასარჩელო განცხადების ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არ იძლევა მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, გაურკვეველია ზიანი, კერძოსამართლებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი დაუდგენელ ზიანთან.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის თავისუფლების ფორმატში შპს ,,პლ---- ფ------მა“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმით დააფუძნა შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“, რომლის კაპიტალში შეიტანა 10 უძრავი ქონება, 324 დასახელების მოძრავი ქონება და 10 არამატერიალური ქონებრივი აქტივი, ხოლო შპს ,,პლ---- ჰო-–-----ს“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმით აღნიშნული შენატანი კომპანიის საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა 9 725 454,25 ლარით, მითითებული კერძოსამართლებრივი აქტებით შპს ,,პლ---- ფ-------“ გახდა შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ 100% წილის დამფუძნებელი მესაკუთრე. აღნიშნული 100%-იანი წილი შპს ,,პლ---- ფ-------“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის სამეურვეო ქონებაში შევიდა.

 

შპს ,,პლ---- ფ-------ს“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრებას, რომლითაც შპს ,,პლ---- ფ------ს“ მიეცა თანხმობა შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დაფუძნების თაობაზე, ესწრებოდა შპს ,,გე-----------ის“ დირექტორი ბატონი ლ. გ------ა და სს ,,გ-----------ს“ დირექტორი ბატონი ბ. გ----–-–---–ი, ხოლო ამავე დღეს შპს ,,პლ---- ფ-------ს“ მიერ, შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ პარტნიორთა კრების ოქმით დაფუძნდა ახალი იურიდიული პირი. შპს ,,პლ---- ფ-------ს“ ქონება ახალ კომპანია ,,პლ---- ჰო-–-----ს“ გადაეცა არა შპს ,,გე-----------ისა“ და სს ,,გ-----------ს“ პარტნიორთა კრების ოქმით, არამედ შპს ,,პლ---- ფ-------ს“, როგორც ქონების მესაკუთრის, მონაწილეობით შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დაფუძნების კრების ოქმით ანუ მესაკუთრე კომპანიიდან ახალ კომპანიაზე ქონება გადავიდა სწორედ დაფუძნების პარტნიორთა კრების ოქმით და არა შპს ,,გე-----------ისა“ და სს ,,გ-----------ს“ მონაწილეობით შედგენილი შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კომპანიის დაფუძნებაზე თანხმობის ოქმით, რომელზეც უთითებს მოსარჩელე. აღსანიშნავია, რომ შპს ,,პლ---- ფ-------ს“ წესდებით კომპანიის დირექტორატს არ ჰქონია შეზღუდვა პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე დაეფუძნებინა ახალი კომპანია და კაპიტალში შეეტანა არსებული კომპანიის ქონება.

 

მოპასუხეეთა განმარტებით, ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ,,გე-----------ისა“ და სს ,,გ-----------ს“ მონაწილეობით შედგენილ შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრების (ახალი კომპანიის დაფუძნებაზე თანხმობის ოქმი) თავმჯდომარეს ბატონ ბ. გ----–-–---–ს შპს ,,გე-----------ის“ 2012 წლის 01 ოქტომბრის მინდობილობით ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ ,,წარმოადგინოს საზოგადოება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაუჭიროს განსახილველ საკითხებს და როგორც შპს ,,გე-----------ის“ წარმომადგენელმა ხელი მოაწეროს შპს ,,პლ---- ფ-------ს“ კრების ოქმებს“. ანუ შეიძლება ითქვას, რომ შპს ,,გე-----------ის“ დირექტორს ბარონ ლ. გ------ას აღნიშნულ კრებაში მონაწილეობა მართლაც რომ არ მიეღო, კრება მაინც უფლებამოსილი იქნებოდა, ამიტომ ლ. გ------ას კრებაზე ყოფნა-არყოფნა კრების უფლებამოსილებისა და ოქმის ნამდვილობის თვალსაზრისით საქმისთვის არარელევანტურია.

 

მოპასუხეთა მითითებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს შპს ,,პლ---- ფ-------ს“ გადახდისუუნარობის გახსნიდან მის გაკოტრებულად გამოცხადებამდე 14 თვიან პერიოდში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის საქმისწარმოებისას მიღებული განჩინებების, რომლებიც ქვეყნდება სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს ვებ. გვერდზე, სასამართლოს შენობაში არსებულ დაფაზე და სამეწარმეო რეესტრში, გასაჩივრების თაობაზე, რაც იმის მაუწყებელია, რომ კომპანია ,,გე-----------მა“ იმთავითვე იცოდა შპს ,,პლ---- ფ-------ს“ ქმედებები და მდგომარეობა და სამართლებრივი თვალსაზრისით ეთანხმებოდა და იწონოებდა მას.

 

გარდა ამისა, ბა----------–-–---–ი და ნა---------------–ი თვლიან, რომ არასათანადო მოპასუხეები არიან, რადგან მათ მიმართ მოთხოვნის ნაწილში სახეზე გვაქვს იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ქმედება, პირველ შემთხვევაში სს ,,გ-----------ს“, ხოლო მეორე შემთხვევაში სს ,,პლ---- ჰო-–-----ის“, ვინაიდან 2015 წლის 08 ივლისის ოქმის მონაწილე იყო სს ,,გ-----------“, ხოლო შპს ,,პლ----ს“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე - სს ,,პლ---- ჰ---–-------“, ამიტომ აღნიშნულ ფაქტორებზე დაფუძნებულ სასარჩელო მოთხოვნის სათანადო მოპასუხეები არ არიან ბა----------–-–---–ი და ნა---------------–ი, როგორც ფიზიკური პირები. ვინაიდან, ბ. გ----–-–---–ის ეპიზოდში მოპასუხეა სს ,,გ-----------“, ხოლო ნ. მ---------–ის ეპიზოდში - სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“, როგორც ერთ შემთხვევაში პარტნიორთა და მეორე შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტი. (იხ. დაზუსტებული შესაგებელი ტომი IV, ს.ფ. 305-311, პოზიცია არასათანადო მოპასუხეობის შესახებ ტომი IV, ს.ფ. 341-342);

 

2.3. შ------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების საწინააღმდეგოდ აშკარაა, რომ 2015 წლის 08 ივლისს გაფორმებული და საჯარო რეესტრის მიერ აღსრულებული შპს ,,პლ---- ფ-------ს“ სახელით მიღებული გადაწყვეტილება შვილობილი საწარმოს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დაფუძნების შესახებ არის კანონიერი, ისევე, როგორც ნამდვილია მის საფუძველზე გაფორმებული სხვა ტრანზაქციებიც.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს ,,ე-------“-მ და მისმა დირექტორმა შ------------–---–მა შპს ,,პლ----ს“ დაფუძნებისას იხელმძღვანელეს საჯარო რეესტრშო ასახული ინფორმაციით. ,,პლ---- ჰო-–-----ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ მოცემული შვილობილი კომპანიის შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრებაზე. პარტნიორთა კრების 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება დირექტორის გადაწყვეტილებასთან ერთად რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის მიერ. შესაბამისად, მოცემული დოკუმენტის კანონიერება დადასტურებული იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერაც. შ------------–---–ს ჰქონდა სრული საფუძველი დაყრდნობოდა საჯარო რეესტრის მონაცემებს. საგულისხმოა ისიც, რომ 2015 წლის ოქტომბერში შპს ,,პლ----ს“ დაფუძნების დროისათვის შპს ,,გე-----------ის“ მხრიდან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა დაფიქსირებული. უფრო მეტიც, 2018 წელს სამეწარმეო რეესტრში შპს ,,პლ---- ფიტნენსის“ რეგისტრაციის გაუქმებამდე კომპანიის დირექტორად რჩებოდა ჯ--------------–---–ი. თუკი მაჟორიტარი პარტნიორისათვის მიუღებელი იყო შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, მას ერთ დღეში შეეძლო მიეღო დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. მაჟორიტარი პარტნიორის შპს ,,გე-----------ის“ მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ შვილობილი საწარმოს დაფუძნება სინამდვილეში მისი ნების შესაბამის გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

 

მოპასუხის განმარტებით, როგორც კომპანიის გაკოტრების შესახებ განჩინებიდან დგინდება, სს ,,პლ---- ჰო-–-----ში“ არსებული აქციების 100% რეალიზებულ იქნა აუქციონზე, რათა შპს ,,პლ---- ფ------ს“ დაეფარა საკუთარი კრედიტორების მიმართ არსებული მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს შ------------–---–ის მიმართ, რომელმაც როგორც შპს ,,ე-------“-ს დირექტორმა სს ,,პლ---- ჰო-–-----თან“ ერთად სრულიად კანონიერად დააფუძნა შპს ,,პლ----“. ახლად დაფუძნებულ შპს ,,პლ----ში“ ქონება შეტანილ იქნა როგორც შპს ,,ე-------“-ს, ისე სს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ მიერ.

 

გარდა ამისა შ------------–---–ი თვლის, რომ აღნიშნულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. შ------------–---–ის განმარტებით, შპს ,,გე-----------ი“ მოპასუხეთა წრეში ასახელებს შპს ,,პლ----ს“, რომლის დირექტორიც გახლავთ თვითონ. თუკი თუნდაც თეორიულად, შპს ,,გე-----------ი“ მიიჩნევს რომ შპს ,,პლ----ს“ მიერ დადებულმა რაიმე ხელშეკრულებამ ან მისმა ქმედებამ ზიანი მოუტანა მოსარჩელეს, ასეთი პრეტენზია ზარდგენილ უნდა იქნეს სწორედ შპს ,,პლ----ს“ მიმართ. გაუგებარია კომპანიის დირექტორმა რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე შეიძლება აგოს პასუხი შპს ,,გე-----------ის“ წინაშე. (იხ.შესაგებელი ტომი IV, ს.ფ. 112-119, პოზიცია არასათანადო მოპასუხეობის შესახებ ტომი IV, ს.ფ. 384);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,გე-----------ი“ 10.05.2006 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------) საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორს წარმოადგენს ლ-----------------–-------------------, ნიდერლანდები.

 

სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქტიის) გასხვისების ხელშეკრულების დადებამდე (საწარმოს რეგისტრაციიდან 2013 წლის 12 აპრილამდე) საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი იყო შპს ,,ბ--------------------“ ს/კ 2--------;

 

2013 წლის 12 აპრილიდან სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორის წილები გამოისახებოდა შემდეგნირად - ლ-----------------–-------------------, ნიდერლანდები 97 %, ს------------–----, რუსეთის ფედერაცია -3%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 159-180);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2011 წლის 20 მაისს შპს ,,გე-----------ი“-ს პარტნიორმა შპს ,,ბ-------------------მა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ: კრებაზე დაადგინეს, რომ შპს ,,გე-----------ი“-ს მიერ 100% წილით დაფუძნდეს შპს ,,პლ---- ფ-------“, რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 5464858,75 ლარით.

 

შპს ,,ბ--------------------ს“ მიერ 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლ---- ფ-------“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება, კერძოდ მდებარე:

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/2), სართული 5, ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (SP5/1), სართული 5, ფართი 1319.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (R5/1), სართული 5, ფართი 76.82 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (B5/1), სართული 5, ფართი 361.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

 

ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორად დაინიშნა ჯ--------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 18-19);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 20-21);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 22-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლ---- ფ------მა’’ შპს ,,ბ------- პლ----სგან" (ს/კ: 2--------) შეიძინა ქ. ბ-----მში, ი. ჭ--------- გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------;

 

შპს ,,პლ---- ფ------მა“ შპს ,,ბ------- პლ----ს“ წინაშე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების კონვერტაცია მოახდინა საზოგადოების კაპიტალში და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ბ------- პლ----“-ს გადაეცა შპს ,,პლ---- ფ-------ს“ კაპიტალში 37,59%-იანი წილი.

 

შპს ,,ბ------- პლ----“-სა და სს ,,გ-----------“-ს შორის 2014 წლის 26 ნოემბერს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,პლ---- ფ-------“-ს დამფუძნებელი პარტნიორების წილები გამოისახებოდა შემდეგნირად - შპს ,,გე-----------ი“ 62,41%, სს ,,გ-----------“ 37,59%.

 

სს ,,გ-----------’’ დაფუძნებული იქნა სს ,,პ-------–----“-ს მიერ, რომლის დირექტორი იყო ჯ--------------–---–ი. 2013 წლის 25 სექტემბერს, სს ,,პ-------–----"-ს გადაწყვეტილებით ს.ს. ,,გ-----------’’-ს დირექტორად დაინიშნა ბა----------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 32-41);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 42-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2015 წლის 08 ივლისს შპს ,,პლ---- ფ-------“-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების დამფუძნებლის სს ,,გ-----------ს“ დირექტორი ბა----------–-–---–ი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ მიერ შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს დაფუძნებისა და მის კაპიტალში უძრავ-მოძრავი ქონების შეტანის შესახებ.

 

შპს ,,პლ---- ფ-------“-ს მიერ 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა შემდეგი უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ:

- ქ. ბ-----მში, ი. ჭ--------- გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ხელშეკრულების დანართ N1 განსაზღვრული მოძრავი და არამატერიალური ქონება;

 

შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა ნათა მ---------–ი.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა შპს ,,გეოფ-------“ წარმოდგენილი დირექტორის ლ-------------ს სახით და სს ,,გ-----------“ წარმოდგენილი ბა----------–-–---–ის სახით. კრების ოქმი ხელმოწერილია ბა----------–-–---–ის მიერ. მოსარჩელე სადავოდ ხდის პატრნიორთა აღნიშნულ კრებაზე მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 184-185);

- ხელშეკრულების დანართი (ტომი III, ს.ფ. 186-191);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 26-27, 32-33, 38-39, 44-45, 50-51, 60-61, 66-67, 72-73, 80-81, 90-91);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 202-203);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. შპს ,,გე-----------ი“-ს დირექტორის დ--------------ის მიერ 2012 წლის 01 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე ბა----------–-–---–ს მიენიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: ,,წარმოადგინოს საზოგადოება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაუჭიროს განსახილველ საკითხებს და როგორც შპს ,,გე-----------ის“ წარმომადგენელმა ხელი მოაწეროს შპს ,,პლ---- ფ-------ს“ კრების ოქმებს.

 

2012 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,გე-----------ი“-ს პარტნიორმა შპს ,,ბ-------------------მა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შპს ,,გე-----------ის“ მოქმედი დირექტორის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ შპს ,,გე-----------ის“ დირექტორი დ--------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შპს ,,გე-----------ის“ დირექტორად, წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით, დაინიშნა ი-------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (ტომი III, ს.ფ. 118);

- 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 168-169)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. 2015 წლის 11 სექტემბერს შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების დამფუძნებლის შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორი ჯ--------------–---–ი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის რეორგანიზაციისა და საზოგადოების დირექტორის დანიშვნის შესახებ, კერძოდ მოხდა შპს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და სს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ დირექტორად დაინიშნა ნა---------------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 207-209);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 222-223);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. 2015 წლის 01 ოქტომბერს სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს აქციონერთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა 100%-ის მფლობელი შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორი ჯ--------------–---–ი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს ,,პლ---- ჰო-–-----ის“ მიერ ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებების შეტანის შესახებ.

 

შპს ,,პლ---- ფ-------“-ს მიერ 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლ----“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა შემდეგი უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ:

- ქ. ბ-----მში, ი. ჭ--------- გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ხელშეკრულების დანართ N1 განსაზღვრული მოძრავი და არამატერიალური ქონება;

 

2015 წლის 05 ოქტომბერს შპს ,,პლ----“-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების დამფუძნებლის სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს (წილის 63%-ის მესაკუთრე) დირექტორი ნა---------------–ი და შპს ,,ე-------“-ს (წილის 37%-ის მესაკუთრე), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლ----“-ს დაფუძნების შესახებ. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შესატანის ოდენობა განისაზღვრა 10 000 000 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,ე-------“-ს მიერ 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლ----“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა შემდეგი უძრავი ქონება,- ფართი B5/1, სართული V, ფართით 361,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0------------------;

- ფართი R5/1, სართული V, ფართით 76,82 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0------------------;

- ფართი SP5/1, სართული V, ფართით 1319,50 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0------------------;

 

შპს ,,პლ----“-ს კაპიტალი, 2015 წლის 05 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 10 000 000 ლარით, რომელიც დამფუძნებელ პარტნიორთა შორის განაწილდა შემდეგნაირად: სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“ - 63%; შპს ,,ემ ბი სი“ - 37%;

 

ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პლ----“-ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შ------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება, დანართი (ტომი III, ს.ფ. 238-248);

- 2015 წლის 01 ოქტომბრის სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 249);

- 2015 წლის 05 ოქტომბრის შპს ,,პლ----“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 250-252);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 253-254);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.8. 2015 წლის 15 ოქტომბერს სს ,,პლ---- ჰო-–-----ს“, როგორც შპს ,,პლ----“-ს 63% წილის მესაკუთრესა და სს ,,ს-------“-ს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,პლ----“-ში 63%-იანი წილის მესაკუთრე გახდა სს ,,ს-------“;

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის საფუძველზე ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 3 000 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 304-305);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „პლ---- ფ-------“-ს დირექტორის ჯ--------------–---–ის განცხადება შპს „პლ---- ფ-------“-ს გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „პლ---- ფ-------“-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ---- ფ-------“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,მარდი პლ----“, შპს ,,მარდი პლ----“-მ ქონება შეიძინა 13700 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ---- ფ-------“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,ი----------–ი“, შპს ,,ი----------–მა“ ქონება შეიძინა 249750 ლარად. სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაკმაყოფილდა მეოთხე რიგის კრედიტორი, მეექვსე რიგის კრედიტორები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მათ შორის ჯ--------------–---–ის, შ------------–---–ის და შპს ,,ე-------“-ის მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა მეშვიდე რიგის კრედიტორები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ---- ფ-------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.10.2016 წლის განჩინება (ტომი III, ს.ფ. 306-308);

- 25.12.2017 წლის განჩინება (ტომი IV, ს.ფ. 259-263);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,გე-----------ი“ მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ჯ--------------–---–მა დაარღვია კანონისმიერი ვალდებულება - კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ მართვის მოვალეობა, ხოლო დანარჩენმა მოპასუხეებმა ხელი შეუწყეს ჯ--------------–---–ს უკანონო მოქმედებების განხორციელებაში.

 

მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლები.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-91 მუხლის

მე-6 პუნქტის ”გ” და”ზ” ქვეპუნქტები და მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს ჯ--------------–---–ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს, რომელიც მან შპს ,,გე-----------ი“-ს მიაყენა შპს ,,პლ---- ფ------ში“ დირექტორად მისი მუშაობის პერიოდში ანუ სარჩელის ავტორი თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას უკავშირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოების (აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ საზოგადოების დირექტორს თავის მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი _ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს _ მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია.

 

საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე _ როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (იხ. სუსგ №ას-245-230-2014, 23 ოქტომბერი, 2015 წელი.).

 

საკასაციო სასამარლოს მითითების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს დირექტორის მიერ ვალდებულების კანონშეუსაბამოდ შესრულება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას, ადასტუროს მოთხოვნის მართებულობა.

 

მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა სახის ვალდებულება გააჩნია დირექტორს და რა სახის ვალდებულების დარღვევისათვის შეიძლება დადგეს დირექტორის პასუხისმგებლობა.

 

სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები.

 

ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე, Smith vs Van Gorkom (იხ.Supreme Court of Delaware ,Smith v Van Gorkom, 488A.2d 858 Delaware1985), დელავერის უმაღლესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორთა მოვალეობები საწარმოს მიმართ მოიცავს ზრუნვის (Duty of Care) და ერთგულების (Duty of Loyalty) ვალდებულებას.

 

სასამართლო იყენებს Business Judgement Rule-ს რათა დაადგინოს დარღვეულ იქნა თუ არა დირექტროთა მხრიდან ზრუნვის ვალდებულება. Business Judgement Rule-ს თანახმად, თუკი დირექტორი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, როგორც ჩვეულებრივ გონიერი ადამიანი იმოქმედებდა მის ადგილზე, იგი არ შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის ქვეშ, მხოლოდ იმ არასასურველი შედეგის გამო, რაც გადაწყვეტლებას მოჰყვა.

 

ზრუნვის მოვალეობასთან დაკავშირებით ორი მნიშვნლოვანი და ყველაზე ხშირად ციტირებადი სასმართლო გადწყვეტილება არსებობს აშშ-ში, კერძოდ კი დელავერის შტატში. ესენია: დისნეის საქმე (Disney case) და სმიტ ვან გორკომის საქმე (Van Gorkom case).

 

დისნეის ბორდის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ ეისნერმა დაიქირავა მიხაელ ოვიცი კომპანიის პრეზიდენტის პოზიციაზე. 15 თვის შემდეგ დისნეიმ შეწყვიტა ოვიცთან ხელშეკრულება. ხელშკერულების გაწყვეტის გამო, მიხაელ ოვიცს კომპანიამ გადაუხადა 140 მილიონი აშშ დოლარი. ასეთი დიდი თანხის გადახა, მხოლოდ 15 თვიანი მუშაობის შემდეგ, არაბუნებრივად მიიჩნიეს დისნეის აქციონერებმა და წარადგინეს დერივაციული სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მიხელ ეისნერს, მიხეილ ოვიცს და სხვა დირექტორებს კომპანიის ხაზინაში უნდა დაებრუნებინათ 140 მილიონი დოლარი და 60 მილიონი დოლარი დამატებით, როგორც პროცენტი.

 

კეთილსინდისიერების ვალდებულების დაზუსტებისა და განმარტების შემდეგ, დელავერის სასამართლომ დაასკვნა, რომ მიხეილ ეისნერს და სხვა დირექტორებს, მართალია არ უჩვენებიათ სამაგალითო კორპორციული საქციელი, მაგრამ მათ მიერ მიხეილ ოვიცის დაქირავება არ წამოადგენდა არაკეთილსინდისიერ საქციელს ან ზრუნვის მოვალეობის დარღვევას. სასამართლო მსჯელობის თანახმად, პოტენციული დანახარჯებისა და ალტერნატიული შესაძლებლობების აწონდაწონის შემდეგ, ბატონი ეისნერის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნდა რომ დისნეის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის მოქმედებდა კეთილსინდისიერად. როგორც სასამართლომ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ დირექტორებს არ ქონიათ სათანადო ინფორმაცია, ადგილი არ აქვს მათ მიერ დაკისრებული ვალდებულების განზრახ იგნორირებას, არამედ ისინი მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად. ზრუნვის მოვალეობის დარღვევა “დანაშაულებრივ” ხასიათს ატარებს, ხოლო დისნეის დირექტროთა ქმედებას არ მიუღწევია ასეთი დონისათვის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დირექტორი უნდა მოქმედებდეს დინჯად, ინფორმირებულობის საფუძველზე. უხეში გაუფრთხილებლობა კი წარმოადგენს სტანდარტს, რათა დადგინდეს დარღვეული იყო თუ არა მისი მხრიდან ზრუნვის მოვალეობა.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული საქმე განსხვავდება Van Gorkom-ის საქმისგან, სადაც სასამართლომ დაადგინა რომ ზრუნვის მოვალება დარღვეული იყო დირექტორთა მიერ, ვინაიდან დირექტორატმა კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2 საათზე ნაკლებ დროში, ისე რომ არ ჰქონდა სათანადო და სრულყოფილი ინფორმაცია ტრანზაქციასთან დაკავშირებით, დაეყრდნო რა ორი აღმასრულებლი ოფიცრის მიერ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულ პრეზენტაციას. წარმოდგენილი არ ყოფილა დამოუკიდებელი და სამართლიანი მოსაზრება საკითხის შესახებ. (Smith v. Van Gorkom, 488 A.2d (Del.1985)

 

სხვაგვარად იყო საქმე დისნეისთან დაკავშირებით. მართალია მიხეილ ოვიცის დაქირავება და შემდგომ მისი გათავისუფლება საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა კომპანიას, მაგრამ დისნეის ზომების გათვალისწინებით, იგი აბსოლუტურად განსხვავდება გადაწყვეტილებისგან, რომელმაც შესაძლოა კომპანიის არსებობის შეწყვეტა გამოიწვიოს, როგორც ეს ვან გორკომის საქმის შემთხვევაში იყო.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით.

 

ამდენად ფიდუციური მოვალეობა მოიცავს ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობას.

 

ზრუნვის მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს თუკი დირექტორმა არ შეისწავლა საკითხი, არ მოიძია ინფორმაცია, არ ესწრებოდა დირექტორატის სხდომებს, სათანადოდ არ ზედამხედველობდა დაქმვემდებარებულ პირებს, არ იყო ადექვატურად ინფორმირებული კომპანიის საქმიანობის შესახებ და არ ფლობდა სათანადო ცოდნასა და უნარებს. ამდენად, ზრუნვის მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს დირექტორის მხრიდან არაინფორმირებულ მდგომარეობაში თავის ჩაყენება, საკითხის არასათანადოდ გამოკვლევა.

 

რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ზრუნვის მოვალეობის დარღვევა და ზიანის შედეგობრივი კავშირი ზრუნვის მოვალეობის დარღვევასთან.

 

დირექტორები არ აგებენ პასუხს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობისთვის, რომელიც მათ მიაწოდეს მრჩევლებმა, ექსპერტებმა, რომლებიც აირჩნენ გონივრული ზრუნვით და თუკი გასაკეთებელი საქმე მათი ექსპერტიზის და ცოდნის ფარგლებში იყო. თუმცა იგი არც ბრმად უნდა ენდოს ინფორმაციას, მან ინფორმაცია კრიტიკული თვალით უნდა მიმოიხილოს. შესაბამისად ზრუნვის მოვალეობა, როგორც წესი არ ჩაითვლება დარღვეულად, როდესაც დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ზემოხსენებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერების მოვალეობას, იგი ცალკე კომპონენტია, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას არ მოიცავს. კეთილსინდისიერების მოვალეობის ქვეშ მოისაზრება უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება, კომპანიის წარმატებისათვის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება, ინტერესთა კონფლიქტისათვის თავის არიდება.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,გე-----------ი“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ ჯ--------------–---–ის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დედა კომპანიის (შპს ,,გე-----------ისთვის“) ქონების უკანონო მითვისება. კერძოდ, 2011 წლის 23 მაისს მოსარჩელე კომპანიამ, შპს ,,გე-----------მა“ დააფუძნა შპს ,,პლ---- ფ-------“ და მის კაპიტალში შეიტანა ცხრა უძრავი ქონება, მათ შორის დღეს შპს პლ----ს საკუთრებაში არსებული ხუთი ქონება. ამის შემდგომ, 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს პლ---- ფ------მა შპს ბ------- პლ----საგან შეიძინა ხუთი უძრავი ქონება, რომელიც იმართებოდა თავად ჯ--------------–---–ის მიერ. შპს ,,პლ---- ფ------მა“ კი შპს ,,ბ------- პლ----ს“ წინაშე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების საზოგადოების კაპიტალში კონვერტაცია მოახდინა და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ბ------- პლ----ს გადაეცა შპს პლ---- ფ-------ს კაპიტალში წილების 37,59%. მოგვიანებით 37,59% გასხვისდა სს ,,გ---------სზე“, რომელიც ასევე ჯ--------------–---–ის მიერ კონტროლდებოდა და იმართებოდა. 2015 წლის 08 ივლისს კი შპს გე-----------ისგან ფარულად, სს ,,გ-----------“ და შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორი ჯ--------------–---–ი იღებენ გადაწყვეტილებას დააფუძნონ ახალი კომპანია შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“ და საწესდებო კაპიტალში შეიტანონ უძრავ/მოძრავი ქონება, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 9 725 454 ლარს. 2015 წლის 06 ოქტომბერს კი შპს ,,პლ---- ჰო-–-----ი“ და ჯ--------------–---–ის ოჯახის მიერ კონტროლირებადი კომპანია შპს ს-------“ იღებენ გადაწყვეტილებას დააფუძნონ შპს ,,პლ----“, რომელსაც საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით შპს პლ---- ჰო-–-----ის გადაეცა ამ უკანასკნელისთვის შპს პლ---- ფ-------ს მიერ გადაცემული უძრავ/მოძრავი ქონება, აღნიშნულიუ გადაწყვეტილება ასევე მიღებულია ჯ--------------–---–ის მიერ. ამის შემდგომ, კი სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“ ასხვისებს მის კუთვნილ წილს შპს ,,პლ----ში“ და კარგავს კონტროლს სადავო ქონებებზე.

 

ამდენად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს დარღვეული იქნა თუ არა დირექტორის ჯ--------------–---–ის მხრიდან ზრუნვისა და კეთილსიდისიერების მოვალეობა. თუმცა სასამართლო მიიჩნევს პირველ რიგში, განმარტოს დერივაციული (არაპირდაპირ) სარჩელის სახე.

 

6.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას მოსარჩელის არასათანადო მხარის სტატუსთან მიმართებით.

 

სასამართლო პირველ რიგში, განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები]. განასხვავებენ სარჩელების კლასიფიკაციას, როგორც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ისე, მატერიალური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე (შდრ: სუსგ №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).

 

სარჩელის კლასიფიკაცია შესაძლებელია მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით. დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, მატერიალურ სამართალში სარჩელის ძირითად სახეებად გვევლინება სანივთოსამართლებრივი სარჩელები, როგორებიცაა სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელები. სავინდიკაციო სარჩელი არის არამფლობელი მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის სარჩელი უკანონო მფლობელის წინააღმდეგ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული და ნატურით არსებული ნივთის დაბრუნების თაობაზე. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა .და განკარგვისთვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას; ვალდებულებითი-სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტური, კონდიქციური) სარჩელები. თითოეული მათგანი მიმართულია უფლებამოსული პირისთვის ქონების დაბრუნებისკენ და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისკენ. მაგალითად, დელიქტური სარჩელი მიმართულია არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისკენ. ასეთია ის ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ვინდიკაციისგან განსხვავებით, რომლის საგანია მხოლოდ ნატურით არსებული ნივთი, დელიქტური სარჩელით შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება როგორც ნატურით, ისე ფულადი სახით, როცა ნატურით რესტიტუცია შეუძლებელია. კონდიქციური სარჩელები, რომლითაც ხდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვისი ქონებრივი სიკეთის ხარჯზე, პირის არამართლზომიერი თუ მართლზომიერი მოქმედების ან დაუძლეველი ძალის შედეგად მიღებულის (შეძენილი ან დაზოგილი) უკან დაბრუნება, რითაც მიიღწევა ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენით (იხ., ცვაიგერტი კ., კოტცი ჰ., შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტ.II, გამოცემის მეცნიერული რედაქცია და ბოლოთქმა თ.ნინიძის, თარგმანი ე. სუმბათაშვილის, თბ., 2001, 228).

 

დერივაციული სარჩელი კი, თანამედროვე ცივილისტური დოქტრინის, თუ კანონმდებლობის თანახმად, უფლებას აძლევს აქციონერს (ამ უფლებით უმეტესად სწორედ უმცირესობაში მყოფი აქციონერები სარგებლობენ), აგრეთვე, საზოგადოების პარტნიორებს გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა. შეიძლება ითქვას, რომ დერივაციული სარჩელი კორპორაციული მართვის ამოცანების განხორციელების მიზნებსაც ემსახურება.

 

აღსანიშნავია, რომ კორპორაციულსამართლებრივ კონტექსტში ხელმძღვანელი (დირექტორი) საწარმოს და არა მისი აქციონერების / პარტნიორების მინდობილი პირი - მისი ფიდუციარია. აქციონერების /პარტნიორების ურთიერთობა კი განპირობებულია სწორედ „საწარმოს საუკეთესო ინტერესით“, ვინაიდან სწორედ აქციონერია /პარტნიორია საწარმოს წარმატების მთავარი მოსურნე და მისი მთავარი მოსარგებლე (ბენეფიციარი) (იხ., ჯუღელი გ., დირექტორთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე ახალი სასამართლო პრაქტიკის შედარებით სამართლებრივი მიმოხილვა. ჟურ. ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა; აგრეთვე, იხ., Emanuel S., Emanuel L., Corporations, Aspen Publishers Online, New York, 2009, 46-78; Modern Company Law for a Competitive Economy Final Report (London: DTI, 2001), paras. 6.19-6.40, Shareholder Litigation: Common Law, 212-249).

 

სამართლის მეცნიერებაში დერივაციულ (არაპირდაპირ) სარჩელს უწოდებენ აქციონერის/პარტიორის მიერ ინიცირებულ მოთხოვნას, რომელსაც იგი წარადგენს კორპორაციის სასარგებლოდ და კორპორაციის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. კორპორაციული მართვის პრინციპებით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობის აღიარება წარმოადგენს ინვესტორთა რწმენის გაზრდის საფუძველს და აღიქმება აქციონერთა უფლებების დაცვის რეალურ მექანიზმად, რაც ზოგადად კორპორაციულ მართვაში მცირე აქციონერთა/მინორიტარ პარტნიორთა ჩართულობას უზრუნველყოფს და ეფექტური კორპორაციული მართვის მოდელის ჩამოყალიბებაზეც აისახება (იხ., მაჭავარიანი ს. დისერტაცია: კორპორაციული ჯგუფების მართვა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მართვის პრინციპების ინტეგრაცია ქართულ კერძო სამართალში”. თბილისი, 2015, 143, 144).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია (დამატებით იხ., ჭანტურია ლ, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბ., 2006, 202-203, 256, 302, 384-386, 405-407; მაისურაძე დ, სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ.ი.ბურდული, თბ., 2011, 113-117. ბურდული ი, ზუბიაშვილი ნ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 37, ველი 5-6, თბ., 2017.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია. დერივაციული სარჩელი წარმოადგენს დირექტორთთა კორპორაციული ანგარიშვალდებულების მექნიზმს. დერივაციული სარჩელი უზრუნველყოფს, რომ დირექტორის არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებული იქნება კომპანიისათვის კომპანიის სახელით მოქმედი აქციონერის ( პარტნიორის) მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთი სარჩელი, ერთის მხრივ, ერთგვარი პრევენციაა დირექტორის მხრიდან გადაცდომის საწინააღმდეგოდ, როდესაც მას გააზრებული აქვს, რომ აქციონერი (პარტნიორი) უფლებამოსილია დირექტორატის გვერდის ავლით დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი კომპანიის სახელით და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დერივაციული სარჩელის აღვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (case-by-case).

 

ამდენად, დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება, პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში, არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ, ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

 

განსახილველი სარჩელი აღძრულია შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორის მიერ დირექტორის მიმართ, დავის საგანზე, რომელიც შეეხება კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არა კომპანიის, არამედ პარტნიორის შპს ,,გე-----------ის“ სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „პლ---- ფ-------“-ს დირექტორის ჯ--------------–---–ის განცხადება შპს „პლ---- ფ-------“-ს გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „პლ---- ფ-------“-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ---- ფ-------“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,მარდი პლ----“, შპს ,,მარდი პლ----“-მ ქონება შეიძინა 13700 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, შპს ,,პლ---- ფ-------“-ს საკუთრებაში არსებული #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,ი----------–ი“, შპს ,,ი----------–მა“ ქონება შეიძინა 249750 ლარად. სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაკმაყოფილდა მეოთხე რიგის კრედიტორი, მეექვსე რიგის კრედიტორები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მათ შორის ჯ--------------–---–ის, შ------------–---–ის და შპს ,,ე-------“-ის მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა მეშვიდე რიგის კრედიტორები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ---- ფ-------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

 

საქმეში წარმოდგენილია შპს ,,გე-----------ის“ უფლებამოსილი პირის 2017 წლის 06 თებერვლის განაცხადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლისაგან მოითხოვა ინფორმაცია შპს ,,პლ---- ფ-------ს“ კრედიტორების შესახებ. (იხ ტომი IV, ს.ფ. 387);

 

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლის შემთხვევები) გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა), რაც გათვალისწინებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14 მუხლით. რაც შეეხება იურიდიულ პირის ლიკვიდაციისას, ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტისთანავე.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, იურიდიული პირების საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, ვინაიდან ისინი წარმოიშობა და შეწყდება ერთდროულად _ რეგისტრაციის მომენტიდან და ამ რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.

 

,,გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმხორციელებული სუბიექტის უუნარობას გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ერთის მხრივ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ჯ--------------–---–ის მიერ განხორციელებულა მოქმედებებმა მიიყვანა შპს ,,პლ---- ფ-------“, თუმცა მეორეს მხრივ მას არც გადახდისუუნარობის დაწყებამდე და არც მისი დაწყების შემდეგ არ წარუდგენია მოთხოვნა ჯ--------------–---–ის მიმართ, რის უფლებასაც ანიჭებდა მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის ,,გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ მას არ მოუთხოვია სადავო უძრავი ქონებების შპს ,,პლ---- ფ-------“-ს საკუთრებაში დაბრუნება და არც დირექტორისაგან ზიანის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,პლ---- ფ-------“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული განჩინებით შპს ,,გე-----------მა“ დაკარგა გაკოტრების პროცედურის ფარგლებში წარდგენის უფლება, რაც სასარჩელო მოთხოვნის ჩვეულებრივი წესით შემოწმების შეფასებასაც გამორიცხავს, რადგან დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად, ხოლო განსახილველი სარჩელი აღძრულია შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორის მიერ დირექტორის მიმართ, დავის საგანზე, რომელიც შეეხება კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არა კომპანიის არამედ პარტნიორის შპს ,,გე-----------ის“ სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის აღძვრის საპროცესო სამართლებრივ საკითხთან მიმართებით მოპასუხემ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას თანხის დაკისრების ნაწილში, აღსანიშნავია, რომ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილია საწარმოს დირექტორის მიერ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შედეგად საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ 9 725 454 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ჯ--------------–---–ისათვის დაკისრების არამართლზომიერება განპირობებულია საკორპორაციო სამართალში დამკვიდრებული პრეზუმფციით, რომელიც კომპანიის დირექტორს იცავს არაპროპორციული პასუხისმგებლობისაგან.

 

აღნიშნული პრეზუმფცია პრაქტიკაში განიმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში (იხ., სუსგ №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; ას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი), რომელშიც ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობა. საკასაციო პალატის განმარტებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობა საგადასახადო ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

საგულისხმოა, რომ წინამდებარე დავაში მოსარჩელის პრეტენზია, რომელიც შპს ,,პლ---- ფ-------“-ს მიერ წილის გასხვისებას, ახალი საწარმოს დაფუძნებას და მის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანას შეეხება, ვერ აქარწყლებს მატერიალურ სამართალში მოქმედ პრეზუმფციას დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, თითქოსდა დირექტორმა არამართლზომიერად განკარგა მისთვის შპს ,,პლ---- ფ-------“-ს წესდებით მინიჭებული უფლება დაეფუძნებინა ახალი კომპანია და მის კაპიტალში შეეტანა სადავო უძრავი ქონებები, დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის/საზოგადოების ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს დირექტორი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისს შპს ,,გე-----------ი“-ს პარტნიორმა შპს ,,ბ-------------------მა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ კრებაზე დაადგინეს, რომ შპს ,,გე-----------ი“-ს მიერ 100% წილით დაფუძნდეს შპს ,,პლ---- ფ-------“, რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 5464858,75 ლარით.

 

შპს ,,ბ--------------------ს“ მიერ 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლ---- ფ-------“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება, კერძოდ მდებარე:

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/2), სართული 5, ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (SP5/1), სართული 5, ფართი 1319.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (R5/1), სართული 5, ფართი 76.82 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

- ქ. ბ-------, ი-–----------- ქ. N5, კომერციული ფართი (B5/1), სართული 5, ფართი 361.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;

 

ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პლ---- ფ-------ს“ დირექტორად დაინიშნა ჯ--------------–---–ი.

 

2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლ---- ფ------მა’’ შპს ,,ბ------- პლ----სგან" (ს/კ: 2--------) შეიძინა ქ. ბ-----მში, ი. ჭ--------- გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------, 0------------------; შპს ,,პლ---- ფ------მა“ შპს ,,ბ------- პლ----ს“ წინაშე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების კონვერტაცია მოახდინა საზოგადოების კაპიტალში და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ბ------- პლ----“-ს გადაეცა შპს ,,პლ---- ფ-------ს“ კაპიტალში 37,59%-იანი წილი. შპს ,,ბ------- პლ----“-სა და სს ,,გ-----------“-ს შორის 2014 წლის 26 ნოემბერს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,პლ---- ფ-------“-ს დამფუძნებელი პარტნიორების წილები გამოისახებოდა შემდეგნირად - შპს ,,გე-----------ი“ 62,41%, სს ,,გ-----------“ 37,59%. სს ,,გ-----------’’ დაფუძნებული იქნა სს ,,პ-------–----“-ს მიერ, რომლის დირექტორი იყო ჯ--------------–---–ი. 2013 წლის 25 სექტემბერს, სს ,,პ-------–----"-ს გადაწყვეტილებით ს.ს. ,,გ-----------’’-ს დირექტორად დაინიშნა ბა----------–-–---–ი.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლ--–----–-----უმ წარადგინა შპს ,,პლ---- ფ-------"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული იქნა შპს ”პლ---- ფ-------” -ს (ს/ნ 4--------) ქონება. საიდანაც დადგინდა რომ საწარმოს გააჩნდა ორი უძრავი ქონება, 08 დასახელების მოძრავი ნივთები და 100% წილი სს „პლ---- ჰო-–-----“-ში. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა ამ ქონების შეფასება. ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 738 128, 94 ლარი. ასევე შპს ”პლ---- ფ------”-ს ქონდა ერთი დებიტორული მოთხოვნა შპს „p------------”-ის (ს/კ 4--------) მიმართ, რომელმაც სრულად გადაიხადა დავალიანება 10000 ლარი. კომპანიას არ აქვს დადებითი ნაშთი არც ერთ საბანკო დაწესებულებაში.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. სადაც ქონებას ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, საწარმოს ქონების რეალიზაცია განხორციელდა მესამე აუქციონზე ლოტებად და ქონება გაიყიდა სრულად. ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული იქნა შემდეგი ოდენობის თანხა: 1. 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის #29110 (100% წილის სს „პლ---- ჰო-–-----“-ში) შემძენი გახდა შპს პლ---- მენეჯმენტი (---------), რომელმაც 179991.55 (ას სამოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა თერთმეტ და ორმოცდა თხუთმეტი თეთრი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 27 456,34 ლარს (179991.55 – 27 456.34 = 152 535.21). 2. 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის #:29115 (08 დასახელების მოძრავი ქონების) შემძენი გახდა კ-----------–----ე (0----------), რომელმაც 229.8 (ორას ოცდა ცხრა ლარად და ოთხმოც თეთრად) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 35,05 ლარს (229.80 – 35.05 = 194.75). 3. 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის #: 29114 (უძრავი ქონების ტექნიკურ სათავსი (ს.კ.0------------------ ) შემძენი გახდა შპს „მარდი პლ----“(4--------), რომელმაც 13 700 (ცამეტი ათას შვიდას) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 2089.83 ლარს (13 700 – 2089.83 = 11 610,17). 4. 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის #:29797 (უძრავი ქონების არასაცხოვრებელი - კომერციულ ფართი (ს.კ.0------------------)) შემძენი გახდა შპს „ი----------–ი“ (4--------), რომელმაც 249 750 (ორას ორმოცდაცხრა ათას შვიდას ორმოცდაათ) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 38 097,46 ლარს (249 750 – 38 097,46 = 211 652.54).

 

ჯამში აუქციონზე აღნიშნული ქონების რეალიზების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 443 671.35 ლარი. აქედან, დღგ-ს ჯამური ოდენობა შეადგენს 67 678.68 ლარს, რომელიც გადაირიცხა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. შესაბამისად, შპს „პლ---- ფ-------’’-დან (4--------) გაკოტრების მმართველის მიერ აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა შეადგენდა (443 671.35 - 67 678.68 = 375 992.67) 375 992.67 (სამას სამოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარს რასაც დაემატა საწარმოს დებიტორის მიერ გადახდილი თანხა 10000 ლარი და ჯამში კრედიტორებისათვის გასანაწილებელმა თანხამ შეადგინა (375 992.67+10000=385 992.67) 385 992.67 ლარი.

 

დერივაციული სარჩელის ანალიზისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო დოქტრინაში დამკვიდრებული პრინციპების გაცნობა. აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია უცხოური სასამართლო პრაქტიკის, კერძოდ დელავერის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი. (BREHM V. EISNER, OVITZ, AND OTHERS, 746 A.2d 244 (2000)); დელავერის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აქციონერთა დერივაციული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან იგი არ შეიცავდა დაწვრილებით ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებდნენ გონივრულ ეჭვზე, რომ მოპასუხე დირექტორები იყვნენ დაინტერესებული და არ იყვნენ დამოუკიდებელი ან რომ მათი ქმედება არ იყო დაცული კეთილსინდისიერი კომერციული გადაწყვეტილების პრივილეგიით (business judgment rule).

 

დელავერის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს დერივაციული სარჩელი, კერძოდ არ არის საკმარისი მხოლოდ პირადი მოსაზრებების და ზოგადი საკითხების მითითება. თუმცა მოსარჩელეს არ ევალება მტკიცებულებების მტკიცება. მოსარჩელის მოვალეობაა, დაწვრილებით მიუთითოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აუცილებელია მისი მოთხოვნის დასამტკიცებლად. ამ ფაქტებს უწოდებენ „კრიტიკულ ფაქტებს“, „ძირითად ფაქტებს“ ან „ელეემენტარულ ფაქტებს“. გარდა იმისა, რომ ფაქტების აღწერა უნდა იყოს დეტალური, სარჩელის წესებით ასევე სავალდებულოა კანცლერის სასამართლოს რეგლამენტის 8(ე) მუხლის მოთხოვნის დაცვა, რომ ეს აღწერილობა უნდა იყოს „მარტივი, ლაკონური და პირდაპირი“. მრავალსიტყვიანი სარჩელი, რომელიც სავსეა პირადი მოსაზრებებით - არ აკმაყოფილებს სარჩელისთვის წაყენებულ ამ ძირითად მოთხოვნებს. მოსარჩელემ დაწვრილებით უნდა აღწეროს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იძლევა გონივრულ ეჭვს, რომ კომპანიის გასაჩივრებული ქმედება არ წარმოადგენს კეთილსინდისიერი კომერციული გადაწყვეტილების შედეგს. ამ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნის (რეგულაციის) უკან ორი რამ დგას. ერთი მხრივ, იგი მოსარჩელეს აძლევს მტკიცებულებათა მოპოვების და სასამართლოზე მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას, თუ მისი სარჩელი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და უთითებს გონივრულ საფუძველს იმისათვის, რომ მოთხოვნა დააყენოს მან კომპანიის მაგივრად. მეორე მხრივ კი ეს წესი არ აძლევს საშუალებას აქციონერს, დაახარჯვინოს კომპანიას ფული და რესურსები მტკიცებულებათა მოპოვებასა და სასამართლო განხილვაში ისეთ საქმეზე, როდესაც აქციონერი დონკიხოტურად ცდილობს ვითომდა კომპანიის სახელით დააყენოს მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მის დასკვნებს, აზრებს და სპეკულაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შპს ,,პლ---- ფ-------“-ს შექმნა პერსპეტქიული იყო, რაც შპს ,,გე-----------ის“ ჩართულობით მოხდა, შპს ,,პლ---- ფ-------“-ს მიერ ახალი კომპანიის დაფუძნების არაკეთილსინდისიერება ნაკლებად სავარაუდოა და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს შსპ ,,პლ---- ფ-------სათვის“ მიყენებული ზიანის დამადასტურებელ უტყუარ გარემოებად.

 

აქედან გამომდინარე, ახალი კომპანიის დაფუძნება და საწარმოს კაპიტალში სადავო უძრავი ქონებების შეტანა, ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძველად, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს პირადი დაინტერესებით, კომპანიის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად და საფუძვლად დაედოს დირექტორისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სხვა მტკიცებულებები კი, რომელთა ერთობლობაში შეფასებით სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ჯ--------------–---–ი, როგორც საზოგადოების დირექტორი ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა, წარმოდგენილი არ არის [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები].

 

შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ახალი კომპანიის შექმნით შპს ,,პლ---- ფ------მა“ მისი დირექტორის მეშვეობით განკარგა ქონება, რითაც დირექტორმა საზოგადოებას მოუსპო კრედიტორების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, დაუსაბუთებელია, რადგან ფიდუციური ვალდებულებები (ერთგულება და გულისხმიერება (ზრუნვა) მოითხოვს ხელმძღვანელისგან (დირექტორისგან), არ იმოქმედოს ინტერესთა კონფლიქტის დროს საწარმოს ინტერესების საპირისპიროდ, ასევე არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერესებს (მოგების მაქსიმიზაციას). დამოუკიდებელი (ინტერესთა კონფლიქტის გარეშე) მოქმედი დირექტორის ქმედების (სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებისას) შეფასებისას გამოიყენება ე.წ. „მართებული სამეწარმეო გადაწყვეტილების პრეზუმფცია“ - Business Judgment Rule (შდრ: Larry E. Ribstein დაKelly A. Alces, “Directors“ Duties in Failing Firms”, 1 J. Bus. & Tech. L. 529, 536, 2006-2007), რომლის გასაქარწყლებლად მოსარჩელის მიერ რელევანტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამარლოს მითითების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს დირექტორის მიერ ვალდებულების კანონშეუსაბამოდ შესრულება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას, ადასტუროს მოთხოვნის მართებულობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს, საწარმოს დირექტორის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯ--------------–---–ის მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას ადგილი არა აქვს, ხოლო საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ შპს ,,პლ---- ფ-------“-ს დირექტორი სადავო პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამომდინარეობს აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე („პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“; ,, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.“) და 408.1-ე (“იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“) მუხლების შემადგენლობიდან.

 

დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში ზიანი სახეზეა და ის გამოწვეულია მოსარჩელის საკუთრების ხელყოფით, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობის არსებობის კონტექსტში (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ზიანი და მიზეზ-შედეგობრიობა).

 

მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დადასტურებული ვერ იქნა, ჯ--------------–---–ის მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევა, სახეზე არ არის დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ოთხივე ელემენტი ა) მოსარჩელის წინააღმდეგ მესამე პირების მიერ განხორციელებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება - უპირობოდ დაცული ფასეულობის, საკუთრების უფლების ხელყოფა; ბ) ბრალეულობა - მოპასუხემ შეგნებულად, სადავო გარიგების გაცნობიერებულად დადებით, ხელი შეუწყო მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფას; გ) ზიანი - მესაკუთრემ ქონებრივი დანაკლისი განიცადა; დ) მიზეზ-შედეგობრიობა - მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ქმედების შედეგად.

 

საქმეში დადასტურებული ვერ იქნა, რომ შპს ,,პლ----“-ს 63% წილის საშუალო ღირებულება გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა 3 000 000 ლარზე მეტს. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 9725454 ლარს, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

რაც შეეხება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ 2015 წლის 08 ივლისის კრების ოქმს, საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებაზე პარტნიორებმა განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: 1. შპს ,,პლ---- ფ-------ს“ მიერ ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების საკითხი და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შეტანის საკითხი კაპიტალში,.

 

შპს ,,პლ---- სისტემსის“ პარტნიორთა კრებაზე გამოცხადა სს ,,გ-----------“-ს დირექტორი ბა----------–-–---–ი, რომელიც ამავდროულად იყო შპს ,,გ------------“-ს წარმომადგენელი. აღნიშნული გარემოება დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,გე-----------ი“-ს დირექტორის დ--------------ის მიერ 2012 წლის 01 ოქტომბერს გაცემული მინდობილობით, რომლის საფუძველზე ბა----------–-–---–ს მიენიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: ,,წარმოადგინოს საზოგადოება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაუჭიროს განსახილველ საკითხებს და როგორც შპს ,,გე-----------ის“ წარმომადგენელმა ხელი მოაწეროს შპს ,,პლ---- ფ-------ს“ კრების ოქმებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია 2012 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,გე-----------ი“-ს პარტნიორმა შპს ,,ბ-------------------მა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შპს ,,გე-----------ის“ მოქმედი დირექტორის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ შპს ,,გე-----------ის“ დირექტორი დ--------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა შპს ,,პლ---- ფ------ში“ გამართულ პარტნიორთა კრების დროს ოქმზე კრების თავმჯდომარის ხელმოწერა, რომ კომპანიაში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, 2015 წლის 08 ივლისის კრების ჩატარებამდე 1 თვით ადრე, 2015 წლის 01 ივნისის კრების ოქმით, შეტანილ იქნა ცვლილება შპს ,,პლ---- ფ-------ს“ წესდებაში. მოცემულ კრების ოქმს ხელს აწერდა არჩეული კრების თავმჯდომარე ბა----------–-–---–ი. ასევე, 2016 წლის 15 სექტემბერს, სადავო კრების ოქმის მიღების შემდეგ, შპს ,,პლ---- ფ-------ს“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი. მოცემულ კრების ოქმსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ბა----------–-–---–ი. (იხ. ტომი III, ს.ფ. 99-118); გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სადავო კრების ოქმის საფუძველზე შესაბამისი მოქმედებები უძრავი ქონების გადაცემის შესახებ განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და თვლის, რომ 2015 წლის 08 ივლისს პარტნიორთა კრება ჩატარდა პარნიოტრთა 100% მონაწილეობით.

 

მითითებული დასკვნისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომაზე ბუნდოვანი იყო მოსარჩელე მხარის პოზიცია მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მის მიერ მოხდა მხოლოდ იმის მითითება, რომ შპს ,,გე-----------ი“ სათანადო წესით არ ყოფილა ინფორმირებული. სასამართლო მითითებულ განმარტებასტან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავისი ახსნა-განმარტებითაც კი არ ახდენს სათანადოდ შედავებას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნულ სადავო გარემოებას ადგილი არ ჰქონია - მინდობილობა არ გაცემულა ბა----------–-–---–ის სახელზე და 2015 წლის 08 ივლისის შემდგომ, კერძოდ 2016 წლის 15 სექტემბერს ბა----------–-–---–ის სახელით განხორციელებული ქმედებაც, რომელიც ეხება კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილებას, კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს განმარტება არ გაუკეთებია, და შესაბამისად, არ შედავებია მხარეს. ხოლო რაც შეეხება, მინდობილობაში არსებული მონაცემების სისწორეს თუ მის უზუსტობას, აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

7.2. შპს ,,პლ----“, ითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის 20 544,56 ლარის გადახდა.

 

შპს ,,პლ----“-ს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების 20 544,56 ლარის შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლის თანახმად, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, ”რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობიდაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯებიდან დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროისა და რესურსების, თავად საქმის განხილვის სირთულისა და ვადების თვალსაზრისით საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით რაც სასამართლოს აზრით უნდა შეადგენდეს მხოლოდ 5000 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,გე-----------ი“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხეებს შ------------–---–სა და ბა----------–-–---–ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებისა და საწარმოს წილების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. (იხ. ტომი IV, ს.ფ. 171-176)

 

ვინაიდან შპს ,,გე-----------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,გე-----------ი“-ს სარჩელი მოპასუხეების - შპს ,,პლ----“-ს, სს ,,პლ---- ჰო-–-----ი“-ს, ჯ--------------–---–ის, შ------------–---–ის, ბა----------–-–---–ისა და ნა---------------–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით (საქმე N2/8906-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

 

2.1. შ------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა:

 

2.1.1. ბინა #-- (ბლოკი #6), სართული 5, ფართი 70.50 კვ.მ საკადასტრო კოდი 0----------------------, მის. ქ. თბილისი, ჭ--------- გამზ. 80;

 

2.1.2. ავტოსადგომი, სართული 1 (ნიშნული -2.90), ფართი 14.00 კვ.მ საკადასტრო კოდი 0-------------------------, მის. ქ. თბილისი, ჭ--------- გამზ. 80;

 

2.1.3. ავტოსადგომი, სართული 1 (ნიშნული -2.90), ფართი 14.00 კვ.მ საკადასტრო კოდი 0-------------------------, მის. ქ. თბილისი, ჭ--------- გამზ. 80;

 

2.1.4. ბინა #7 (ბლოკი ,,ბ“), სართული 3, ფართი 97.40 კვ.მ საკადასტრო კოდი 0-------------------------, მის. ქ. თბილისი, ჭ--------- გამზ. 80;

 

2.1.5. ავტოსადგომი (64), საკადასტრო კოდი 0--------------------------, მის. ქ. თბილისი, ჭ--------- გამზ. 80.

 

2.2. შ------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი წილების გასხვისების და გირავნობის უფლებით დატვირთვა: ა) 1% წილი შპს ,,ე-------“-ის (ს/ნ 4--------) კაპიტალში. ბ). 50% წილი შპს ,,პიაცა მზიურის“ (ს/ნ 4--------) კაპიტალში.

 

2.3. ბა----------–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა, რომლის მახასიათებლებია: კომერციული ფართი, სართული 3, საკადასტრო კოდი 0------------------, მის. ქ. ბ-------, ჭ--------- #5.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. შპს ,,გე-----------ი“-ს შპს ,,პლ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 5000 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე