განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
121210018002441573
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 121210018002441573

№ 2/ბ-774-18წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: სს ,,კ------- ბ----“

წარმომადგენელი: ქ------- ყ---–----

მოწინააღმდეგე მხარე: ნ----- ლ-----------, ჯ---- ლ-----------, მ---- ქ-–-------, ი---- ბ---------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხ----- მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების განჩინების კანონიერება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2016 წლის 27 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ--------“ წარმომადგენელმა ე-–----- გ--–-–---–--, მოპასუხეებად დაასახელა ნ----- ლ-----------, ჯ---- ლ-----------, მ---- ქ-–------, ი---- ბ--------- და ფულადი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.

მოსარჩელემ, იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ი---- ბ---------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ--------“ წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო ი---- ბ---------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარეს, ხ----- რ------ ს------– ი---------–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №---.0-.3-.0--.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საქმე სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელისა გამო მოპასუხეების ნ----- ლ-----------ს, ჯ---- ლ-----------ს, მ---- ქ-–------ს და ი---- ბ---------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა ხ----- მაგისტრატ სასამართლოს.

ხ----- მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით, სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელი ნ----- ლ-----------ს, ჯ---- ლ-----------ს, მ---- ქ-–-------ს და ი---- ბ---------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, დარჩა განუხილველად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:

2016 წლის 17 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ე-–----- გ--–-–---–-- და წარადგინა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გაგზავნის, ჩაბარება/ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

წარმოდგენილი უკუგზავნილებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი მოპასუხე ჯ---- ლ----------- გარდაცვლილია, გზავნილი ჩაიბარა შვილმა - ზ------ ლ------------ (01.0-.2016წ.).

გარდა ამისა, 2016 წლის 18 ივლისს, მოპასუხე ნ----- ლ-----------ს მიერ წარდგენილ შესაგებელზე დართული იქნა ჯ---- ლ-----------ს გარდაცვალების მოწმობა რომლითაც დგინდება, რომ ჯ---- ლ-----------ს გარდაცვალების თარიღია 2015 წლის 7 თებერვალი.

სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს სარჩელში მოპასუხის სახელი, გვარი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობას პირი მოიპოვებს დაბადებით და იგი წყდება მისი გარდაცვალებით.

გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ერთერთი მოპასუხე ჯ---- ლ----------- გარდაცვლილია 2015 წლის 7 თებერვალს, რაც ადასტურებს, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხე უკვე ხუთი თვის გარდაცვლილი იყო.

ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია გარდაცვლილი პირის მიმართ სამართალწარმოების დაწყება (სარჩელის აღძვრა), სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქმის წარმოების განმავლობაში უფლებამონაცვლეობა, აღნიშნული კი, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო ედავა გარდაცვლილის მემკვიდრეთა წინააღმდეგ, რაც არ განუხორციელებია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ჯ---- ლ-----------ს გარდაცვალების ფაქტი მათთვის ცნობილი გახდა შესაგებელზე თანდართული დოკუმენტებიდან. ამდენად, მათთვის უცნობი იყო მისი სამკვიდრო ქონებისა და მემკვიდრეების არსებობის შესახებ. სს ,,კ------- ბ----“ სასამართლო სხდომაზე აპირებდა გაეხმო სასარჩელო მოთხოვნა ჯ---- ლ-----------ს მიმართ და საქმის წარმოება გაგრძელებულიყო ნ----- ლ-----------ს, მ---- ქ-–------სა და ი---- ბ---------- მიმართ, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი მთლიანად დატოვა განუხილველად, რითაც შეეზღუდათ შუამდგომლობის წარმოდგენის, უფლებამონაცვლეობის დადგენის, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების და სარჩელის გამოხმობის უფლება ჯ---- ლ-----------ს მიმართ.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ სს ,,კ------- ბ----ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ--------“ წარმომადგენელმა ე-–----- გ--–-–---–--, მოპასუხეებად დაასახელა ნ----- ლ-----------, ჯ---- ლ-----------, მ---- ქ-–------, ი---- ბ--------- და ფულადი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ--------“ უფლებვამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ,,კ------- ბ----“.

დადგენილია, რომ მოცემული სარჩელის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნის შემდეგ, ხ----- მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით, სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელი ნ----- ლ-----------ს, ჯ---- ლ-----------ს, მ---- ქ-–-------ს და ი---- ბ---------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორად დატოვა თუ არა ხ----- მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ სს,,კ------- ბ----ს“ სარჩელი ნ----- ლ-----------ს, ჯ---- ლ-----------ს, მ---- ქ-–------ს და ი---- ბ---------- მიმართ განუხილველი, ერთ-ერთი მოპასუხის გარდაცვალების გამო.

სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2.2 მუხლზე, რომლის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

ამავე კოდექსის 79.1 და 80.1 მუხლების მიხედვით, მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელი წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 11.3 მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირი არ წარმოადგენს საპროცესო უფლებაუნარიან სუბიექტს და სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე მხარეს.

ამდენად, დაუშვებელია გარდაცვლილი პირის მიმართ სამართალწარმოების დაწყება (სარჩელის აღძვრა).

ვინაიდან, სს ,,კ------- ბ----ს“ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მომენტისათვის მოპასუხედ დასახელებული ჯ---- ლ----------- უკვე გარდაცვლილი იყო, არ არსებობდა მის მიმართ სარჩელის (განცხადების) აღძვრის წინაპირობა (დასაშვებობა), რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სარჩელი უნდა დაეტოვებინა განუხილველად, მხოლოდ ჯ---- ლ-----------ს ნაწილში, ხოლო სხვა პირების მიმართ უნდა გაგრძელებულიყო საქმის წარმოება.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო სარჩელის დასაშვებობას ამოწმებს ერთიანობაში, ყველა მოპასუხის მიმართ, ხოლო ამავე კოდექსის 187.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა სოლიდარულად, ყველა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, ერთ-ერთი მოპასუხის მიმართ დასაშვებობის წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იყო არა მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ, არამედ მთლიანად, სარჩელი დაეტოვებინა განუხილველად.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სსკ-ის 186.1 ”თ” მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, აღნიშნული კი, ამავე კოდექსის 187.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ვინაიდან, სარჩელის დარჩა განუხილველად, სსსკ-ის 1991 მუხლის შესაბამისად, განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველოფის ღონისძიება-დასაბუთებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 372-ე და 3-6-ე მუხლის შესაბამისად, თუ კერძო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ხ----- მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,კ------- ბ----ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ხ----- მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე