განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2019
საქმის ნომერი
330210014541156
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014541156

N2ბ/3960-2016

თ---–---- სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - შპს ,,ბე------ა’’, მე---- ჟო--------, ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დ------"

წარმომადგენელი - როინ მიგრიაული

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

მესამე პირები:

1. სსიპ შემოსავლების სამსახური;

2. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს "ბე------ა-9--ის", ააიპ "საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დ------ს" და მე---- ჟო--------ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 199- წლის 21 ოქტომბერს, თ---–---- მერიის მიერ დარეგისტრირდა შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------", სარეგისტრაციო ნომრით 1---. წესდების თანახმად შპს-ს დამფუძნებლები იყვნენ რესპუბლიკური ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დ------", შპს "ბე------ა 9-" და მე---- ჟო--------;

 

2.2. საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში. ამ წლებში საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით „თ---–---- დ------“ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული იყო ოთხჯერ, ასევე 1996-2001 წლებში საფეხბურთო კლუბი „თ---–---- დ------“ უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდა ყოველწლიურად.

 

2.3. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია საფეხბურთო კლუბი დ------, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------, რომელსაც მინიჭებული აქვს მოქმედი გადამხდელის სტატუსი. საფეხბურთო კლუბი დ------ს სამართლებრივ ფორმად მითითებულია - სხვა, საგადასახადო რეგისტრაციის თარიღად 01/01/1997, მოდიფიკაცია აქტიური. შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბი დ------ს მოდიფიკაციად - აქტიურის და გადამხდელის სტატუსად - მოქმედის განსაზღვრა განპირობებულია იმით, რომ საფეხბურთო კლუბს აქვს საგადასახადო ვალდებულებები.

 

2.4. 2013 წლის 11 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმით დამტკიცდა შპს "საფეხბურთო კლუბი თ---–---- დ------ს" წესდების ახალი რედაქცია.

შპს "ბე------ა-9-", ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ სპორტული კლუბი "დ------მ" და მე---- ჟორდიანიას წარმომადგენელმა 2013 წლის 12 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" და მისი ახალი წესდების ასახვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმცხადებელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია ქ. თ---–---- მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 199- წლის 21 ოქტომბერს (რეგისტრაციის N1---). მეწარმე სუბიქტის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს.

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე.

ამავე დადგენილებით განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის სამართლებრივი შედეგები, რომლის შესაბამისადაც, მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს "მეწარმეთა შსახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები.

"მეწარმეთა შესახებ"საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით დადგენილი იყო, რომ თუ "საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე".

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებით, ზემოთმითითებული სამართლებრივი შედეგის დადგომის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ საფუძვლად განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის ამავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადის უშედეგოდ გაშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან არ დასტურდებოდა შპს "საფეხბურთო კლუბი თ---–---- დ------ს" (ს/ნ 2--------) მიერ ხელახალი რეგისტრაციის გავლის ფაქტი, მისი რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ითვლებოდა გაუქმებულად.

 

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში დაცული არ იყო შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ დგინდებოდა მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი. ასევე, არ იყო დაცული შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოში შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერის ასლი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. შესაბამისად, შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) რეგისტრაცია კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლებოდა გაუქმებულად. შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში, რაც დასტურდებოდა შპს-ს ტურნირებში მონაწილეობით და მისი ფინანსთა სამინისტროში მოქმედი გადამხდელის სტატუსით რეგისტრირებით და დამფუძნებლებმა თავისი 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყვიტეს ლიკვიდაციის რეჟიმი და აქტიურ სუბიექტად აქციეს შპს.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი 2002 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით იმსჯელა შპს "ბე------ა 9--ის" დირექტორის განცხადებაზე შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" ხელახალი რეგისტრაციის შესახებ და განმარტა, რომ "საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავს ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შუძლებლობას და რეგისტრაციის გაუქმების დადგომას. როდესაც სახელმწიფო ორგანო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ადგენს საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვადას მნიშვნელობა არ აქვს და საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ამ ვადის გასვლის შემდეგაც. კანონმდებლის მიერ რეგისტრაციის და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსზღვრა დაკავშირებულია საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან. მისი მიზანია აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა".

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში 2009 წლის 03 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სამეწარმეო რეესტრის და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს საფუხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------” (ს.კ. 2--------) რეგისტრირებულია ქ. თ---–---- მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 199- წლის 21 ოქტომბერს (რეგისტრაციის ნომერი N1---). სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (მათ შორის საინდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში არ არის დაცული. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს” 199- წლის წესდება) საფუძველზე არ დგინდება ზემოაღნიშნული სუბიექტისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს. 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N578 დადგენილების მე-2 მუხლიდან გამომდინარე, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე, კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული წარმოადგენდა სპეციალურ ნორმას, რომელიც ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოებს ეხებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაუქმებას ქვემდებარებოდა იმ საწარმოთა რეგისტრაცია, რომლებიც "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში ხელახალ რეგისტრაციას არ გაივლიდნენ. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად დაექვემდებარნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, ხოლო 5.8 პუნქტის თანახმად, თუ საწარმო რეგისტრირებული იყო, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობოდა, რეგისტრაცია უქმდებოდა, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მეორე მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა "მეწარმეთა შესახებ" კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები - "თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე".

 

ხელახალი რეგისტრაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე გააგრძელა და მკაცრად განსაზღვრა ის ვადა, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი 2002 წლის 5 ივლისის N3კ661-02 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ "საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავს ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შუძლებლობას და რეგისტრაციის გაუქმების დადგომას. როდესაც სახელმწიფო ორგანო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ადგენს საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვადას მნიშვნელობა არ აქვს და საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ამ ვადის გასვლის შემდეგაც. კანონმდებლის მიერ რეგისტრაციის და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსზღვრა დაკავშირებულია საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან. მისი მიზანია აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა".

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას წარმოადგენდა - არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის; ის უნდა ქმნიდეს უფლების თუ ურთიერთობების განსაზღვრულობას, რაც დაირღვა მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) რეგისტრაცია კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლებოდა გაუქმებულად.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა წარმომადგენლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია მოხდა შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" გაუქმება, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში, რაც დასტურდებოდა შპს-ს ტურნირებში მონაწილეობით და მისი ფინანსთა სამინისტროში მოქმედი გადამხდელის სტატუსით რეგისტრირებით.

 

სასამართლომ პირველ რიგში აღნიშნა, რომ "მეწარმეთა შესახებ" კანონის 1996 წლამდე მოქმედი რედაქციით (47-ე მუხლი) პარტნიორთა კრება იღებდა გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევოდა ადგილი არ ჰქონია. ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობით გულისხმობდა და გულისხმობს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას, გაუქმებას.

 

მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელმა ნორმატიული აქტით განსაზღვრა, რომ თუ საწარმო სამი თვის ვადაში არ გაივლიდა ხელახალ რეგისტრაციას, სუბიექტი ავტომატურად ცხადდებოდა გაუქმებულად, რაც სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში იგივე შედეგის მომტანად მიიჩნია, რაც საწარმოს ლიკვიდაცია. ერთ შემთხვევაში, პარტნიორებს ჰქონდათ გარკვეული საფუძვლების არსებობისას უფლებამოსილება მიეღოთ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციაზე (გაუქმებაზე), მეორე შემთხვევაში კი კანონმა განსაზღვრა თუ რა შემთხვევაში მოხდებოდა საწარმოს გაუქმება (ლიკვიდაცია). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------), ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შედეგად აღარ წარმოადგენდა მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობით შპს-მ როგორც იურიდიულმა პირმა დაასრულა თავისი არსებობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის აღარ არსებობდა. ამდენად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელეთა აღიარებითი სარჩელი, დადგენილი (აღიარებული) ყოფილიყო, რომ 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) დღეს წარმოადგენდა მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს, მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა - 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღდგენა - უშუალოდ დაკავშირებული იყო პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. ვინაიდან, სასამართლო არ აკმაყოფილებდა პირველ სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნაც, უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, თითქოსდა, იმის გამო, რომ 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებულმა შპს „საფეხბურთო კლუბმა თ---–---- დ------მ“ (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე იგი ითვლება გაუქმებულად.

 

შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------მ“, როგორც დამოუკიდებელმა სამართლის სუბიექტმა 2013 წლის 11 ნოემბერს შეწყვიტა ლიკვიდაციის რეჟიმი და გააგრძელა არსებობა იურიდიული პირის სტატუსით. შესაბამისად, იგი როგორც აქტიური სუბიექტი, იმყოფება მესამე პირებთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლის შემდეგ შპს ,,თ---–---- დ------“ არ გაუქმებულა და შესაბამისად, იგი არც ამოშლილა არც იმ პერიოდში მოქმედი სამეწარმეო რეესტრიდან, არც ადმინისტრაციულ ორგანოს გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი, როგორც სამეწარმეო სუბიექტის გაუქმების ან რეესტრიდან ამოშლის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ იგი კვლავ წარმოადგენს მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა თავად საქალაქო სასამართლოს მიერ როგორც უდავო ფაქტობრივი გარემოება, რაც ცხადყოფს, რომ საქალაქო სასამართლომ გარკვეულწილად მაინც გაიზიარა იურიდიულ დოქტრინასა და ლიტერატურაში დამკვიდრებული ის მოსაზრება, რომ საწარმოს გაუქმება არ ნიშნავს მის საბოლოო მოსპობას და გაქრობას სამართლებრივი სივრციდან.

 

3.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1123-701 (კ-05)) განმარტა, რომ საწარმოს გაუქმება და ლიკვიდაცია სხვადასხვა ცნებები, პროცესები და ეტაპებია და საწარმოს გაუქმების კანონისმიერი საფუძვლის დადგომა არ არის ავტომატურად საწარმოს საბოლოოდ გაუქმების საფუძველი, არამედ აღნიშნული კანონისმიერი საფუძვლები არის საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველი და საბოლოოდ საწარმოს უფლებაუნარიანობის დასრულება (სრულად გაუქმება) ხდება სწორედ საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

 

3.3. შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ ს/ნ 2--------, როგორც სამართლის სუბიექტის ფაქტის აღიარება (დადგენა) და მისი ასახვა სამეწარმეო რეესტრში უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------სა“ და მისი დამფუძნებლებისათვის, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციით უზრუნველყოფილი იქნება კრედიტორების მოთხოვნებისაგან სამართლებრივი დაცვა, ვალდებული პირების წინააღმდეგ მოთხოვნების სრულყოფილად განხორციელება, არსებული ქონებრივი პრეტენზიების წარდგენა მესამე პირების მიმართ და ა.შ.. შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------“ შეძლებს აქტიურად განახორციელოს საფეხბურთო-სპორტული საქმიანობა, იგი დაიბრუნებს თავის ადგილს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და მას აღუდგება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება.

 

3.4. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ თითქოსდა იმ პერიოდში მოქმედი 1995წ. მეწარმეთა შესახებ კანონისა და 1994 წლის 28 ოქტომბრის პარლამენტის N578 დადგენილების თანახმად, შპს საფეხბურთო კლუბი თ---–---- დ------ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის, კანონმდებლის მიერ დადგენილი ხელახალი რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით გაუქმდა. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს საფეხბურთო კლუბი თ---–---- დ------ დღეს გაუქმებულ საწარმოდ ითვლება.

 

3.5. შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ შემთხვევაში, საწარმოს გაუქმების არც ერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ დამდგარა, რაც ნიშნავს იმას, რომ შპს საფეხბურთო კლუბი ,,თბილისი დ------“ საბოლოოდ არ გაუქმებულა და იგი დღესაც არსებობს.

 

შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“, როგორც სუბიექტის არსებობა დადასტურებულია ასევე შემდეგი გარემოებებით: შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------“ შემოსავლების სასმახურის ბაზაში დღემდე რეგისტრირებულია გადამხდელის სტატუსის მქონე სუბიექტად; შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ აქვს არა მხოლოდ მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, არამედ მნიშვნელოვანი ვალდებულებებიც, რის გამოც 2013 წელს ჩატარებულ იქნა შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ პარტნიორთა კრება და დამტკიცდა შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ წესდების ახალი რედაქცია.

 

ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------“ აგრძელებს არსებობას როგორც სამართლის სუბიექტი და მისი სტატუსი სრულიად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------“, როგორც იურიდიული პირი არსებობს და არ მომხდარა მისი გაუქმების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (არ ამოშლილა სამეწარმეო რეესტრიდან და არც აღნიშნულზე არანაირი ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა). ყოველივე აღნიშნული კი ნათლად ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე და 25.4 მუხლების თანახმად, შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ სამოქალაქო უფლებაუნარიანობის შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია და იგი დღემდე არსებობს როგორც მოქმედი სამართლის სუბიექტი.

 

3.6. როგორც სარჩელში და სასამართლო პროცესებზეც აღინიშნა, შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ სამეწარმეო რეესტრში ხელახალი რეგისტრაცია ვერ განხორციელდა 1996 წლამდე გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. იმ პერიოდის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოხატულებაა ასევე ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ მიზანმიმართულად არ გამოიყენა იმ პერიოდში (2005 წელს) მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით მინიჭებული ვალდებულება და არ მოახდინა შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“ რეგისტრაცია და მისი მონაცემების სამეწარმეო რეესტრში შეტანა.

 

3.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა და დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი მოცემულ დავასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესი და მისი დაკმაყოფილებით შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიღწევის საფუძვლები. ფაქტია, რომ მოპასუხეები ეცილებიან, ედავებიან მოსარჩელეებს იმ გარემოებაზე, რომ შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------“ თითქოსდა გაუქმებულია და არ არსებობს როგორც სუბიექტი, რის გამოც საჯარო რეესტრი უარს აცხადებს მის სამეწარმეო რეესტრში ასახვაზე.

 

დღეს მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 მუხლი ადგენს რა საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას, საჯარო რეესტრის ბაზაში რეგისტრაციის არარსებობა ხელს უშლის შპს საფეხბურთო კლუბ ,,თ---–---- დ------ს“ იყოს სამოქალაქო ბრუნვის აქტიური მონაწილე და აქტიურად განახორციელოს თავისი უფლებები და ინტერესები. საწარმოს რეგისტრაციას გააჩნია როგორც ფაქტის ან მოვლენის აღნიშვნის, ისე კონსტიტუციური მნიშვნელობა, რეგისტრაციის მონაცემთა საჯაროობა იცავს სავარაუდო კონტრაგენტებსა და მესამე პირებს, მაგრამ რეგისტრაციის არარსებობა არ შეიძლება გამოყენებული იქნას საწარმოს (მოცემულ შემთხვევაში შპს საფეხბურთო კლუბ ,,თ---–---- დ------ს“) წინააღმდეგ.

 

ამდენად, სახეზეა ,,მეწარმეთა შესახებ კანონის“ 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დაინტერესებული პირი და ასევე სახეზეა დაინტერესებული პირებისათვის (მოსარჩელეებისათვის: შპს საფეხბურთო კლუბ ,,თ---–---- დ------ს“ დამფუძნებლებისათვის) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინამდებარე აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესი და მისი დაკმაყოფილებით შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიღწევის საფუძვლები, რაც წარმოადგენს წინამდებარე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განიხილა თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ და თავისი 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შესაბამისად, უცვლელი დარჩა თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "ბე------ა-9-"-მა, ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------მ" და მე---- ჟო--------მ, მოითხოვეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით, შპს "ბე------ა-9--ის", ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------ს", მე---- ჟო--------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად (საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ: ა) დამატებით კვლევას საჭიროებს მოსარჩელის პრეტენზიების ის ნაწილი, რომელიც ეხება საწარმოს მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის ფაქტს, როგორც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება, როგორც კონსტიტუციური ნიშანი; ბ) დასადგენია ფაქტი, ობიექტურად ირიცხებოდა თუ არა სამეწარმეო რეესტრში საფეხბურთო კლუბი ლიკვიდაციის რეჟიმში, თუ ამოშლილია რეესტრიდან; გ) დამატებით კვლევას საჭიროებს საფეხბურთო კლუბის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებული საკითხი; დ) დღეს რა სტატუსით სარგებლობს საფეხბურთო კლუბი, მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 199- წლის 21 ოქტომბერს თ---–---- მერიამ დაარეგისტრირა შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" სარეგისტრაციო ნომრით 1---. წესდების თანახმად, საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ რესპუბლიკური ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დ------", შპს "ბე------ა 9-" და მე---- ჟო-------- (ტ.1; ს.ფ. 22-32 - შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" 199- წლის წესდება);

 

1994 წლის 28 ოქტომბრის მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონი ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს. საქართველოს პარლამენტის 28.10.1994 წლის #578 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამარლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 01 იანვრამდე. ამავე დადგენილებით განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის სამართლებრივი შედეგები, რომლის შესაბამისადაც ამოქმედდებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8. მუხლით გათვალისწინებული წესები, რაც რეგისტრაციის გაუქმებას ნიშნავდა. კერძოდ, აღნიშნული ნორმა ადგენდა ქცევის შემდეგ წესს: თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე.

 

უდავოა, რომ ნორმატიულად განსაზღვრულ ვადაში შპს საფეხბურთო კლუბ "თ---–---- დ------ს" ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.

 

4.2. შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" ერთ-ერთი პარტნიორის - შპს „ბე------ა 9-“-ის დირექტორმა მ. რატიანმა 2001 წლის ივლისში მიმართა სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შპს საფეხნურთო კლუბი „თ---–---- დ------ს“ რეგისტრაციის მოთხოვნით. 26.07.2001 წლის გადაწყვეტილებით მოთხოვნა ხელახალი რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა პარტნიორმა შპს „ბე------ა 9-“-მა.

 

თ---–---- საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 18.04.2002 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ბე------ა9-“-ის სააპელაციო საჩივარი. გაუმქდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 26.07.2001 წლის გადაწყვეტილება და განცხადება რეგისტრაციის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.I, ს.ფ.44,45).

 

თ---–---- საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 18.04.2002 წლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა უკვე ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა „დ------მ“ და მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საწარმოს ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილებით ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი „დ------ს“ წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თ---–---- საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 18.04.2002 წლის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ბე------ა 9-“-ის დირექტორის განცხადება შპს „საფეხბურთო კლუბ „თ---–---- დ------ს“ ხელახალ რეგისტრაციაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ.196-202).

 

4.3. საფეხბურთო კლუბი „თ---–---- დ------“, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში, ამავე წლებში იგი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იყო ოთხჯერ, ასევე, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდა ყოველწლიურად (ტ.1; ს.ფ. 224 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25.10.2014წ. წერილი);

 

4.4. საფეხბურთო კლუბი რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში საიდენტიფიკაციო კოდით N2--------, მას მინიჭებული აქვს მოქმედი გადამხდელის სტატუსი. საფეხბურთო კლუბის სამართლებრივ ფორმად მითითებულია - სხვა, საგადასახადო რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების თარიღად 01/01/1997, მოდიფიკაცია - აქტიური (ტ.1;ს.ფ.227 - ინფორმაცია საგადასახადო რეგისტაციის შესახებ);

 

შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბის მოდიფიკაციად „აქტიური“ და გადამხდელის სტატუსად „მოქმედი“ განსაზღვრა იმით იყო განპირობებული, რომ კლუბს გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები (ტ. 1; ს.ფ. 64-65 - შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია);

 

2019 წლის 7 ივლისის შედარების აქტის თანახმად, საფეხბურთო კლუბს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. არსებული დავალიანება ჩამოწერილი იქნა როგორც 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღიარებული და შეუსრულებელი ვალდებულება (იხ. ტ.2. 19.07.2019წ ოქმი დანართით).

 

4.5. 2013 წლის 11 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმით დამტკიცდა შპს "საფეხბურთო კლუბი თ---–---- დ------ს" წესდების ახალი რედაქცია. საფეხბურთო კლუბის დამფუძნებლებმა, 2013 წლის 12 ნოემბერს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვეს მეწარმეთა და არამესწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს-ისა და მისი ახალი წესდების რეგისტრაცია (ტ 1; ს.ფ. 46 - პარტნიორთა კრების ოქმი; ს.ფ. 33 - წესდება; ს.ფ. 82 - ერთობლივი განცხადება);

 

4.6. სამეწარმეო რეესტრმა განმცხადებელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საფუძლად მიეთითა 1994 წლის 28 ოქტომბერს მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებით ხელახალი რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვება.

 

4.7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში დაცული არ არის შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ დგინდება მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი (ტომი 1; ს.ფ. 98 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 ნოემბრის პასუხი);

 

4.8. შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერის ასლი, ასევე არ არის დაცული შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოში (ტომი 1; ს.ფ. 156 - შემოსავლების სამსახურის პასუხი);

 

4.9. თავდაპირველად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვდნენ: 1) დადგენილი (აღიარებული) იქნეს, რომ 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) წარმოადგენს მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს; 2) 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------" (სარეგისტრაციო ნომრით 1---, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------) აღდგენილი იქნეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2017 წლის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და, საბოლოოდ მოითხოვა: 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------’’ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი მოქმედ იურიდიულ პირად. აღინიშნა, რომ აღიარების შემდეგ დამფუძვნებლები ხელახლა გაივლიან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და თავიდან მიმართავენ სამეწარმეო რეესტრს, ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

4.10. პირველ რიგში, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს საკითხი იმის თაობაზე, საწარმოს მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის პირობებში, მეწარმეთა კანონის 5.8. მუხლის საფუძველზე, იურიდიული პირის გაუქმება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საწარმო აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც სუბიექტი, თუ გაუქმების შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს იურიდიული პირი, რადგან იგი არ ამოშლილა სამეწარმეო რეესტრიდან.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 25.4 მუხლის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლი განსაზღვრავს რა საპროცესო უფლებაუნარიანობის ცნებას, პირდაპირ ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ 80.3 მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ცალსახად ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული კი გულისხმობს სწორედ იმას, რომ იურიდიულ პირს უფლებაუნარიანობა გააჩნია და იგი, როგორც სამეწარმეო სუბიექტი არსებობს იქამდე, ვიდრე არ მოხდება მისი გაუქმების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (ანუ ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან).

 

საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება და ამოშლა რეესტრიდან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი გულისხმობს სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას, ლიკვიდატორების დანიშვნას და სხვა. გაუქმებაში არ იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტის არსებობის სრული მოსპობა, მისი გაქრობა სამართალებრივი სივრციდან, არამედ საზოგადოების გაუქმებიდან მის სრულ მოსპობამდე არის დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც ხორციელდება საზოგადოების საქმეების დამთავრება, საზოგადოების მიერ კრედიტორული თუ დებიტორული მოთხოვნების განხორციელება. იმისათვის, რომ გაუქმებული საზოგადოება მივიდეს თავისი არსებობის საბოლოო შეწყვეტამდე, უნდა განხორციელდეს მისი სალიკვიდაციო წარმოება. ანუ, დროის მიხედვით, საზოგადოების არსებობის სრული დამთავრება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელებულია ლიკვიდაცია და დამთავრებულია საწარმოს რეალიზებადი ქონების დანაწილება. შესაბამისად, გაუქმება დროის მიხედვით ყოველთვის წინ უსწრებს არსებობის დამთავრებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგიტრაციასავალდებულო ფაქტებს განეკუთვნება, როგორც საწარმოს დაფუძნება, ისე მისი გაუქმება. კორპორაციულად ორგანიზებული კაპიტალური საზოგადოებები, რომელთაგან აპელანტი, შპს-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, დარეგისტრირდა 199- წელს, ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარებოდა მეწარმეთა კანონის ამოქმედებიდან (1995 წლის 1 მარტი) 1996 წლის 1 იანვრამდე, N578-ე დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტის შეუსრულებლობის, ანუ ხელახალი რეგისტრაციის 1996 წლის 1 იანვრამდე გაუვლელობის შემთხვევაში, გამოიყენებოდა მეწარმეთა კანონის 5.8. მუხლით (1996 წლის რედაქციით) დადგენილი წესები, ანუ რეგისტრაცია გაუქმებულად ცხადდებოდა.

 

ამ კუთხით, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქობრივ გარემოებაზე, რომ საფეხბურთო კლუბი გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში. შესაბამისად, დასადგენია ფაქტი, ირიცხება თუ არა სამეწარმეო რეესტრში საფეხბურთო კლუბი ლიკვიდაციის რეჟიმში, თუ ამოშლილია იგი რეესტრიდან, ანუ კონსტიტუციური ნიშანი, რომელიც საწარმოს იურიდიული არსებობის შეწყვეტას უკავშირდება აღრიცხულია რეესტრში.

 

დადგენილია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემდეგ, რაც გახდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „თ---–---- დ------“, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში, ამავე წლებში იგი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იყო ოთხჯერ, ასევე, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდა ყოველწლიურად (ტ.1; ს.ფ. 224 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25.10.2014წ. წერილი). აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კლუბი განაგრძობდა არსებობას და რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ არ გამქრალა სამართლებრივი სივრციდან.

 

მართალია, საკასაციო სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილებით შპს „ბე------ა 9-“-ის დირექტორის განცხადება შპს საფეხბურთო კლუბ „თ---–---- დ------ს“ ხელახალი რეგისტრაციის თობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო კლუბის ზემოხსენებულ აქტივობებს ადგილი ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე - 1996-2001 წლებში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ იმყოფებოდა თუ არა კლუბი ლიკვიდაციის რეჟიმში და ამოშლილი იყო თუ არა სამეწარმეო რეესტრიდან, არ დაუდგენია.

 

ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ: „საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, 1995 წლის 01 მარტამდე კერძო სამოქალაქო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა 1996წ. 31 დეკემბრამდე ხელახალ რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. რეგისტრაცია ჩაითვლებოდა გაუქმებულად. ...... ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „შ-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, იგი, როგორც იურიდიული პირი, 1996წ. 31 დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს, ანუ მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში კი, სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ლიკვიდატორები და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი. ამ პროცესში უნდა დადგინდეს საზოგადოების კრედიტორები, საზოგადოების დარჩენილი ქონება უნდა გამოიხატოს ფულად თანხაში. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (სკ-ის 387-ე მუხლი), უნდა დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს საზოგადოების ყოფილ პარტნიორებსა და გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეზე საზოგადოებაში მათი წილის შესაბამისად“ (სუსგ Nას-768-1393-03, 19.05.2004წ.).

 

საკასაციო სასამართლოს დასახელებული პრეცედენტი სწორედ იმ პოზიციას განამტკიცებს, რომ კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, რაც საწარმოს გაუქმების სამართლებრივი შედეგის გამომწვევია, სალიკვიდაციო პროცედურების დაწყების მაუწყებელია. მოცემულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა საწარმოს, როგორც უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი სუბიექტის სხვა სამართლებრივ რეჟიმში - სალიკვიდაციო პროცესში გადასვლას ნიშნავს (სუსგ Nას-1015-958-2015, 18.03.2016წ).

 

აღნიშნული დასკვნა ასევე ეფუძნება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სამართლის მაგალითებს. მათ შორის გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, გაუქმებული კომპანიები კვლავაც განაგრძობენ არსებობას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საჭიროა მათი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისათვის. გაუქმებული კომპანიები შეიძლება შერწყმის ან გაყოფის მონაწილე პირები აღმოჩნდნენ. გერმანული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ კომპანიის არსებობის გახანგძლივებას, რომელიც უკვე გაუქმებულია ათწლეულების განმავლობაში. ივარაუდება, რომ, როდესაც კომპანიის ამოცანა იცვლება გაუქმების შედეგად, ორგანიზაციის მიზანი შეიძლება კვლავ შეიცვალოს კომპანიის აღდგენის მოტივით. გაუქმებული კომპანიის აღდგენის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

 

პალატა მიუთითებს გადაწყვეტილების 4.7. და 4.8. პუნქტებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურში შპს საფეხბურთო კლუბი "თ---–---- დ------ს" სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოუძიებლობის გამო არ შეიძლება მტკიცების ტვირთის რეგისტრირებულ პირზე გადატანის საფუძველი გახდეს, რადგან სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოების ვალდებულებაა უზრუნველყონ რეგისტრირებული მონაცემების შენახვა, ხოლო მონაცემთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი, კანონის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანოების მხარეზეა. მანამდე კი, მოქმედებს საწარმოს რეგისტრაციის პრეზუმფცია და თუნდაც შეცდომით დარეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად, მითუმეტეს, დადგენილია და სადავო არ არის, რომ შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------ს“, როგორც სუბიექტის არსებობა დადასტურებულია 1996-2001 წლებში მისი აქტიური სპორტული საქმიანობით, ვიდრე 2001 წლის გაზაფხულზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ შეუწყვიტა მას ფედერაციის სუბიექტის სტატუსი და არ გაუუქმა ადგილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

 

ყოველივე აღნიშნული ადასტურებს ,,კლუბის’’ ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას. ამასთან, ვინაიდან, ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს გადაწყვეტილება არ დარეგისტრირებულა რეესტრში, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული პირის ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნისა და მისი მოქმედ იურიდიულ პირად აღიარების თაობაზე.

 

4.11. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის საკითხებს და ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლით გადასახადის გადამხდელად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება, ხოლო 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“.

 

ამდენად, გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში პირი აღირიცხება მიუხელდავად თავისი სტატუსისა, თუ გააჩნია ბიუჯეტთან ანგარიშწორების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საფეხბურთო კლუბს 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება სულ 19 016 136 ლარის ოდენობით, რაც ამნისტირებული იქნა, როგორც აღიარებული და შეუსრულებელი ვალდებულება და 2019 წლის 7 ივლისის მდგომარეობით საფეხბურთო კლუბს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება (იხ.შედარების აქტები, ტ.2. 19.07.2019წ სხდომის ოქმის დანართი). ანუ, კლუბს 1996-2019 წლებში ჰქონდა მოქმედი გადამხდელის სტატუსი, მოდიფიკაცია აქტიური.

 

რაც შეეხება იურიდიული პირისათვის სტატუსის გაუქმებას/შეცვლას, ამ საკითხს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის არსებითი მნიშნელობა არ გააჩნია, თუმცა აღნიშნული ცვლილება ასახვას ჰპოვებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

4.12. პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის (199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------’’ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად) განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას-17-14-2015, 01.07.2015წ.; N ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; N ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; N ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; N ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.06.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ, მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ იყოს სამოქალაქო ბრუნვის აქტიური მონაწილე და დაიცვას საზოგადოების უფლებები და ინტერესები, რაც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მოქმედ იურიდიულ პირად აღიარებისა და რეგისტრაციის აღდგენის პირობებში (იხ. 3.7.პუნქტი). კერძოდ, მოსარჩელეს მითითებით აქვთ კონკრეტული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ. ამასთან, ცალსახაა, რომ ოთხგზის საქართველოს ჩემპიონს და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე კლუბს ფეხბურთელებთან გააჩნდა მოქმედი კონტრაქტები, გააჩნდა შესაბამისი საწრთვნელი ბაზები, სატრანსპორტო საშუალებები, კლუბის სასაქონლო ნიშანი და სხვა აქტივები, რომლითაც დღეს მესამე პირები სარგებლობენ.

 

ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელეებს გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ. შესაბამისად, 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) აღიარებული უნდა იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი მოქმედ იურიდიულ პირად, რაც სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ბე------ა 9-’’-ის, მე---- ჟო--------ს, ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------ს’’ დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------’’ აღიარებული უნდა იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი მოქმედ იურიდიულ პირად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან, დაკმაყოფილდა სარჩელი და სააპელაციო საჩივარი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აპელანტების, შპს ,,ბე------ა 9-’’-ის, მე---- ჟო--------ს, ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სამივე ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეების მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯების, ჯამში (100+150+300) 550 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ბე------ა 9-’’-ის, მე---- ჟო--------ს, სსიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,ბე------ა 9-’’-ის, მე---- ჟო--------ს, სსიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------ს’’ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. 199- წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს საფეხბურთო კლუბი ,,თ---–---- დ------’’ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი მოქმედ იურიდიულ პირად;

 

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აპელანტების, შპს ,,ბე------ა 9-’’-ის, მე---- ჟო--------ს, ააიპ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,დ------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 550 (100+150+300) ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი