განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002360212
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1147-18 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
I აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი II აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - - - სსიპ ს--------------------------------------------- მ------------------ ზ------------------------------------- ლ-–----------- თ------------------, თ------------- ი-------------------
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- თ------------------ს და თ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ს/კ------------- და ს/კ------------- და ზ-------------------------------------სა და სსიპ ს--------------------------------–------------ დაევალა თ------------------ს და თ--------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე - მიწის ნაკვეთებზე მოწყობილი/გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. თ------------------ს საკუთრებას წარმოადგენს ზუ-------- მუნიციპალიტეტში სოფ. გ----------–- არსებული 1492 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ------------- (ნაკვეთის წინა ნომერი 4-----------);
2.2. თ-------------ს საკუთრებას წარმოადგენს ზუ-------- მუნიციპალიტეტში სოფ. გ----------–- არსებული 1251 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-------------;
2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოწყობილია/განთავსებულია ასფალტირებული საავტომობილო გზა (გზის ნაწილი), რომელიც თავის მხრივ ჩრდილოეთიდან უერთდება ზუგდიდი-განმუხურის საავტომობილო გზას, სამხრეთით უკავშირდება გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს: სტადიონს, სკვერს და გასართობ ცენტრს. აღნიშნულის გარდა მიწის ნაკვეთი დასავლეთის მხრიდან წარმოადგენს არსებული სკვერის ნაწილს, სადაც მოწყობილია გამწვანების ზოლი. საავტომობილო გზა და გამწვანების ზოლი, რომელიც უკანონოდ არის განთავსებული მოსარჩელეთა საკუთრებაში ცალკე უფლების ობიექტის ანდა ხაზობრივი ნაგებობის სახით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში;
2.4. შესრულებული სამუშაოების მასშტაბებით სასამართლომ დაადგინა, რომ იგი წარმოადგენს კომპეტენტური სა---–-–-----/ადმინისტრაციული ორგანოების (მოპასუხეების) მხრიდან განხორციელებული მოქმედებების შედეგს;
2.5. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ, მდებარეობს სა---–-–-----ს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ-------------, სადაც ძირითადად მდებარეობს სადავო გზისა და გამწვანების ზოლის ძირითადი (მნიშვნელოვანი ნაწილი) ნაწილი;
2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ მცდელობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები სადავო საკითხზე, თუმცა უშედეგოდ.
2.7. ს---------------------------------------------ს წერილობით მიმართვის თანახმად სასამართლომ დაადგინა, რომ თ-------------ს და თ------------------ს საკუთრებაში არსებულ ქონებას (ს/კ------------- და 4-----------) და სა---–-–----- საკუთრებაში არსებულ ქონებას შორის ზედდება არ ფიქსირდება;
2.8. 20.07.2017 წელს სსიპ ს--------------------------------–-------------- თ-------------ს და თ------------------ს განცხადებები სადავო საკითხებზე გადაუგზავნა ზუ-------- მუნიციპალიტეტს, რადგან მიიჩნია, რომ საკითხის შემდგომი განხილვა მის კომპეტენციას წარმოადგენდა;
2.9. 22.08.2017 წელს ზუ-------- მუ--–----–-------- გამგებელმა სსიპ ს--------------------------------–------------ წერილობით შეატყობინა, რომ სადავო საკითხის მოგვარება სცილდება გამგეობის კომპეტენციას;
2.10. 06.10.2017 წელს სსიპ ს---------------------------------------------დან მოსარჩელეების განცხადება შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა სა---–-–----- რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუ--------, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში;
2.11. 18.10.2007 წელს გუბერნატორის ადმინისტრაციამ წერილობით აცნობა სსიპ ს--------------------------------–------------, რომ საკითხი არ შედის მის კომპეტენციაში;
2.12. 20.11.2017 წელს სსიპ ს--------------------------------–-------------- მოსარჩელეების განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს;
2.13. 28.11.2017 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა ზ-------------------------------------ს, სსიპ ს--------------------------------–------------ და მოსარჩელეებს, სადაც განმარტა, რომ დეპარტამენტს ევალება საერთაშორისო და შიდასა---–-–-----ებრივი გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა. ამასთან, გზების ნუსხის მიხედვით (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წ N407 დადგენილებით ,,საერთაშორისო და შიდასა---–-–-----ებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ") მოსარჩელის განცხადებებში მითითებული გზა არ ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე და მიწის ნაკვეთები 4----------- და 4----------- 160 მ-ით არის დაშორებული დეპარტამენტის ბალანსზე არსებული შედასა---–-–-----ებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის ღერძიდან. დეპარტამენტს არ განუხორციელებია განსახლების პროცედურები მიწის ნაკვეთებზე ს/კ------------- და ს/კ------------- და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე;
სამართლებრივი დასაბუთება:
2.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172–ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
2.15. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან;
2.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103–ე მუხლის მე–3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
2.17. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში უძრავ ნივთზე მესაკუთრის უფლებამოსილება დადგენილია მოსარჩელეების სასარგებლოდ;
2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა;
2.19. დადასტურებული იქნა, რომ სადავო ნაკვეთების მომჯნავედ მდებარეობს სა---–-–-----ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ-------------, სადაც მოწყობილია სკვერი (გამწვანების ზოლი), რომლის ნაწილიც შეჭრილია მოსარჩელეთა საკუთრებაში. რაც შეეხება სადავო გზას, სასამართლოს მითითებით ის წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას;
2.20. სარჩელის გაანმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
2.21. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით;
2.22. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები სამეურნეო და თვისი მნიშვნელობის მიხედვით იყოფა საერთაშორისო, შიდასა---–-–-----ებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად;
2.23. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-106 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტით ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა ადგილობრივი მუ--–----–-------- კომპეტენციაა, ხოლო 107-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით მუ--–----–--------თვის მიკუთვნებულია მუ--–----–-------- ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ ს--------------------------------–-------------- და ზ------------------------------------, ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩეილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
3.1. ზ------------------------------------ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით ზ------------------------------------- არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს და შესაბამისად მის კომპეტენციას აღემატება ზუ-------- რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;
3.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მოპასუხედ განსაზღვრავს პირს, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადაოდ გახადა მისი უფლება. ვინაიდან, ზ-------------------------------------- მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გაცემული სამართლებრივი აქტით მოსარჩელეების უფლება არ დარღვეულა - შესაბამისად, ზ------------------------------------- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. ზუ-------- რაიონული სასამართლო დავის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსაგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
3.1.3. ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონი და საქართელოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ განსაზღვრავს რომელი გზა მიეკუთვნება მუ--–----–-------- გამგებლობას და რომლის მოწყობა, მოვლა-პატრონობაზეა ის პასუხისმგებელი. მხოლოდ აღნიშნულ კანონებზე მითითება არ წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ზუ-------- მუ--–----–-------- მიერ გაცემული რომელიმე სამართლებრივი აქტით ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გახდა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული სკვერის ან გზის ნაწილის მოწყობის საფუძველი. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც მუ--–----–-------- როლს დაადასტურებდა აღნიშნული სკვერისა თუ გზის საფარის ნაწილის მოწყობაში. ასევე, დადასტურებული ფაქტია, რომ სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარეობს სა---–-–-----ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ-------------, რომელზეც მოწყობილია სკვერი (გამწვანების ზოლი), შეჭრილია მოსარჩელეთა საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------------------------------------- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;
3.1.4. ზ-------------------------------------მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;
3.2. სსიპ სა---–-–----- ქო----- ეროვნულმა სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, სარჩელის განმხილველმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი;
3.2.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. თ------------------სა და თ-------------ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და საავტომობილო გზის/გამწვანების ზოლის დემონტაჟი. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა სსიპ- ს---------------------------------------------ს მიმართ, მაშინ როდესაც სააგენტოს არ აქვს დაკავებული მითითებული მიწის ნაკვეთი, არ ფლობს მას, არ ახორციელებს მასზე გზის საფარისა და გამწვანების ზოლის მოწყობა (აღნიშნული არ შედის სააგენტოს კომპეტენციაში), ან/და სხვა რაიმე ფორმით არ ზღუდავს მოსარჩელეთა მიერ საკუთრებით სარგებლობას. საქმეში წარმოდგენილი არც-ერთი მტკიცებულებით არ დგინდება სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის მფლობელობის, საავტომობილო გზის მოწყობის ან/და სხვა რაიმე ფორმით მოსარჩელეებისთვის საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტი. რის გამოც სსიპ ს--------------------------------------------- მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს;
3.2.3. სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლის თანახმად მოპასუხე - სსიპ ს--------------------------------------------- არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის მიმართაც შეიძლება წარდგენილ ყოფილიყო წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნა. სააგენტოს არ აქვს დაკავებული მითითებული მიწის ნაკვეთი, არ ფლობს მას, მასზე არ განუხორციელებია გზის საფარისა და გამწვანების ზოლის მოწყობის სამუშაოები ან/და სხვა რაიმე ფორმით არ ზღუდავს მოსარჩელეთა მიერ საკუთრებით სარგებლობას;
3.2.4. აპელანტმა მიუთითა ,,სა---–-–----- ქო----- შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სა---–-–----- ქო----- მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ს---------------------------------------------, ხოლო მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქო----- და სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ქო----- საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება არ ფიქსირდება;
3.2.5. აპელანტმა სსიპ ს---------------------------------------------ს წარმომადგენელმა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ზუ-------- რაიონი, სოფელ გ----------–-, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1492.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით 4----------- - წარმოადგენს თ------------------ს საკუთრებას (ს.ფ.16-18);
4.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, 1251.00 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მდებარე ზუ-------- რაიონი, სოფელ გ----------–-, საკადასტრო კოდით 4----------- - წარმოადგენს თ-------------ს საკუთრებას (ს.ფ.19-21);
4.3. მიწის ნაკვეთების საკადასტრო მდგომარეობის შესახებ, შპს „----------------ს მიერ შედგენილი დასკვნით დადგენილია, რომ №4----------- და №4----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია ურთიერთმომიჯნავედ; აღნიშნულ უძრავ ნივთებზე მოწყობილია ასფალტირებული გზის საფარი (გზის ნაწილი), რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან უკავშირდება ზუგდიდი-განმუხურის დამაკავშირებელ გზას, ხოლო სამხრეთით უკავშირდება გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს: სტადიონს, სკვერს და გასართობ ცენტრს. აღნიშნულის გარდა მიწის ნაკვეთები დასავლეთის მხრიდან ფაქტობრივად წარმოადგენს არსებული სკვერის ნაწილს, სადაც მოწყობილია გამწვანების ზოლი (ს.ფ.35-37);
4.4. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოწყობილია/განთავსებულია ასფალტირებული საავტომობილო გზა (გზის ნაწილი), ასევე მიწის ნაკვეთზე დასავლეთის მხრიდან განთავსებულია სკვერის ნაწილი, სადაც მოწყობილია გამწვანების ზოლი. თუმცა მითითებულ გამწვანებულ ზოლს სკვერის სტატუსი მინიჭებული არ აქვს;
4.5. დადგენილია, რომ სადავო საავტომობილო გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება (ს.ფ. 33);
4.6. საავტომობილო გზა და გამწვანების ზოლი, რომელიც უკანონოდ არის განთავსებული მოსარჩელეთა საკუთრებაში, ცალკე უფლების ობიექტის ან/და ხაზობრივი ნაგებობის სახით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამასთან, თ-------------ს და თ------------------ს საკუთრებაში არსებული №4----------- და №4----------- საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებსა და სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ქო----- საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება არ ფიქსირდება (ს.ფ. 16-21, 24);
4.7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 148897.00 კვ.მ. (ს/კ.: 4-----------, 4-----------) სა---–-–-----ს საკუთრებაშია და მდებარეობს მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ (ს.ფ. 110, 36-47);
4.8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ზ-------------------------------------- წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოთავსებული ასფალტირებული გზა დასაყისში და ბოლოს უკავშირდება ზუ-------- მუ--–----–-------- საკუთრებაში არსებულ გზას. შესაბამისად ივარაუდება, რომ გზის სადავო მონაკვეთიც არის მუნიციპალიური გზის შემადგენელი ნაწილი;
4.9. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურედება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების ნაწილზე, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ მოწყობილ საავტომობილო გზაზე (გზის ნაწილი), ასევე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობას ახორციელებს ზ------------------------------------- და მას (გზას) მოიხმარს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზას; ამით კი მოსარჩელეებს ხელი ეშლებათ თავისი საკუთრებით სრულყოფილად სარგებლობაში, რადგან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მოსარჩელეების მიერ კი ამ დანიშნულებით საკუთრებით სარგებლობა ვერ ხორციელდება;
4.10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ ს--------------------------------------------- არ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც შეიძლება პასუხი აგოს მოსარჩელეთა მიერ აღძრულ სარჩელზე, რადგან სააგენტოს არ აქვს დაკავებული მითითებული მიწის ნაკვეთი, არ ფლობს მას, მასზე არ განუხორციელებია გზის საფარისა და გამწვანების ზოლის მოწყობის სამუშაოები ან/და სხვა რაიმე ფორმით არ ზღუდავს მოსარჩელეთა მიერ საკუთრებით სარგებლობას, რის გამოც პალატა თვლის, რომ თ------------------სა და თ-------------ს სარჩელი სსიპ ს---------------------------------------------ს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.13. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალი არის იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა განხილვა გადაწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილ პროცესუალურ ურთიერთობებს აწესრიგებს.
4.15. დავები, რომელიც შეეხაბა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის, ქონებრივ, საოჯახო ან პირად ურთიერთობებს, განიხილება საერთო სასამართლოების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი სახეა სასარჩელო წარმოება, სადაც მონაწილეობს მოსარჩელე, რომელიც არის პირი, რომელმაც აღძრა სასამართლოში სარჩელი თვისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული ინტერესების დასაცავად და მოპასუხე - პირი, რომელმაც, როგორც მოსარჩელე ფიქრობს, დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება. სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა კონსტიტუციური ნიშანია, საპროცესო უფლებაუნარიანობა და საპროცესო ქმედუნარიანობა, რომელთა რეგლამენტაცია მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80, 81-ე მუხლებში;
4.16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ს---------------------------------------------ს არ აქვს დაკავებული მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, არ ფლობს მას, არ განუხორციელებია მასზე გზის საფარისა და გამწვანების ზოლის მოწყობის სამუშაოები ან/და სხვა რაიმე ფორმით არ ზღუდავს მოსარჩელეთა მიერ საკუთრებით სარგებლობას, რის გამოც - სააგენტო არ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც შეიძლება პასუხი აგოს მოსარჩელეთა მიერ აღძრულ სარჩელზე, შესაბამისად თ------------------სა და თ-------------ს სარჩელი სსიპ ს---------------------------------------------ს მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4.17. რაც შეეხება სარჩელს ზუ-------- მუნიციპაიტეტის მერიის წინააღმდეგ პალატა განმარტავს შემდეგს: მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამ ნაწილში რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ;
4.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012);
4.19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი);
4.20. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII);
4.21. პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენსუფლების ბოროტად გამოყენებას;
4.22. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
4.23. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
4.24. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება,№ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება);
4.25. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, მუ--–----–-------- ქონებას განეკუთვნება: ა) მუ--–----–--------თვის კანონით მიკუთვნებული ქონება;
4.26. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით მუ--–----–--------თვის მიკუთვნებულია მუ--–----–-------- ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები;
4.27. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ასევე დადგენილია ზ-------------------------------------- მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა/სარგებლობა, ვინაიდან მასზედ განთავსებულია საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას და თავისი ფუნქციური დანიშნულებით წარმოადგენს მუ--–----–-------- გამგებლობაში შემავალ ელემენტს - მოსარჩელეთა (მესაკუთრეთა) ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული გარემოებები კი ქმნიან მოსარჩელეთა მიერ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას და სადავო უძრავი ქო----- გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეთათვის ჩაბარებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი ფართის გამოთავისუფლება გულისხმობს მასზე მოწყობილი მოასფალტებული გზის მოშლას, ანუ სადავო მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელებას, რათა მოსარჩელემ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით დანიშნულებისამებრ სარგებლობა;
4.28. ზ-------------------------------------- მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
4.29. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატე----ლურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს;
4.30. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მოპასუხე მისი ნებართვის გარეშე ფლობს ქონებას. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გააჩნია. ამგვარი მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე აპელირება საკმარისი ვერ გახდება;
4.31. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით აპელანტმა ვერ დაასაბუთა თავის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები;
4.32. ამდენად, სააპელაციო პალატა თვილის, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც მოპასუხის მიერ სათანადოდ უარყოფილი არ ყოფილა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სსიპ ს---------------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ზ-------------------------------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ზუ-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე - სსიპ ს---------------------------------------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მთითებულ მოპასუხეს დაევალა თ------------------ და თ-------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე - მიწის ნაკვეთებზე მოწყობილი/გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელებაბა და ზუ-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სა---–-–----- ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა;
6.2. აპელანტები გათავისუფლებული არიან სა---–-–----- ბიუჯეტის სასარგებლიოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ ს---------------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ზ-------------------------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ზუ-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე - სსიპ ს---------------------------------------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მთითებულ მოპასუხეს დაევალა თ------------------ და თ-------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე - მიწის ნაკვეთებზე მოწყობილი/გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება;
4. ზუ-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სა---–-–----- ბაჟის გადახდისაგან;
6 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე