მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება შპს "მუხრანი 98"-ის მიმართ მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №2/10-2010

უსწორობის გასწორების შესახებ

2014 წლის15 მაისი

ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

განმცხადებელი –ზვიად გადელია;

სს „მუხრანი-98” - ის გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

კრედიტორები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გიორგი თათარაშვილი, დავით ჯარმელაშვილი, ტარიელ კობალავა, შალვა ხიტირი, ნუკრი ნოზაძე, დავით ბასილაშვილი, თემურ მიდელაშვილი, ეთერ თათარაშვილი, გრიგოლ გაბარაშვილი, ნუგზარ ჩუგუაშვილი, ვახტანგ ბიჭიაშვილი, მარგო თამარაშვილი, მერაბ კაჭიური, თამაზ ლაბაური, ლილი ქინძოძე, ზაალ თვალიაშვილი, მანანა რევაზიშვილი, ლევან გულიაშვილი, ისაკი დალაქიშვილი, ვალერიან ორკოდაშვილი, თედო ჭიჭაძე, ირაკლი ბაკურაძე

მოთხოვნის არსი – გაკოტრების მმართველოს შეცვლის შესახებ განჩინებაში უსწორობის გასწორება

აღწერილობითი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ზვიად გადელიას განცხადება გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და სს„მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველად დაინიშნა მალხაზ ბაქანიძე.

2013 წლის 20 მაისს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა ზვიად გადელიამ და მოითხოვა განჩინების ბათილად და ძალადაკარგულად ცნობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ცვლილების შეტანა და გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იქნეს არა თვე თებერვალი, არამედ თვე აგვისტო.

ზვიად გადელიას მიერ მცხეთის რაიონულ სასამართლოში კერძო საჩივრის წარმოდგენის დროს სს„მუხრანი-98”-ის გადახდისუუნარობის საქმე თენგიზ მიდელაშვილის კერძო საჩივრის განსახილველად 2013 წლის 13 მაისიდან გაგზავნილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საიდანაც საქმე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა 2014 წლის 21 მარტს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს ზვიად გადელიამ წარადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი თანდართული მტკიცებულებებით, მათ შორის წარადგინა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

დაზუსტებულ კერძო საჩივარში ზვიად გადელია მიუთითებს, რომ 2004 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმი და განჩინება ყალბია, რადგან კრედიტორთა კრებას არ ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი. სხდომის ოქმში საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლად მითითებულია ლევან ჯღარკავა, რომლის მინდობილობა საქმეში არ მოიპოვება. კრებაში საგადასახადო ინსპექციის სახელით მონაწილეობდა ვასილ კანანაძე, რომელსაც უფლებამოსილება მიენიჭა 2004 წლის მაისში. ვასილ კანანაძე ნოტარიულად დამოწმებულ   განცხადებაში ადასტურებს, რომ ზვიად გადელიას გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი სასამართლომ განიხილა 2004 წლის ზაფხულში.

გაკოტრების კრედიტორთა კრება მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, პრესაში საერთოდ არ გამოქვეყნებულა კრების თარიღი და დღის წესრიგი, არ იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორების დიდი ნაწილის დასწრება.

განჩინებაში მითითებულია ფაქტი, რომ სასამართლოს გადაყენების მოთხოვნით მიმართა ზვიად გადელიამ სიცრუეა, რადგან ასეთი განცხადება არც საქმეშია წარმოდგენილი არც სარეგისტრაციო ჟურნალშია რეგისტრირებული. გაზეთებში 2004 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში არ იძებნება რაიმე განცხადება სს“მუხრანი-98”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ, 2004 წლის 1 ივნისს გაზეთში ”ხვალინდელი დღე” გამოქვეყნებულია განცხადება 7 ივნისს კრების დანიშვნის შესახებ, რომელზეც განხილული იქნა მიწის რეალიზაციის საკითხი. ამავე პერიოდში პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და საწარმოს ფინანსური საქმიანობა შეამოწმა საგადასახადო ინსპექციამ. ინსპექციამ მას, როგორც გაკოტრების მმართველს გადასცა შემოწმების აქტი, ხოლო საგადასახადო ორგანო იყო მოთხოვნათა უმეტესი ნაწილის მფლობელი და მისთვის გაკოტრების მმართველის ვინაობა ცნობილი იყო. ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია 2004 წლის 6 ივლისს კრედიტორთა კრების მოწვევის განცხადება, სადაც სავაუდოდ განხილული იქნა გაკოტრების მმართველის ცვლილება ან/და მიწის დაკანონების საკითხი.

2013 წლის8 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ კერძო საჩივარში ზვიად გადელია მოითხოვს, გაუქმდეს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინება გაკოტრების მმართველის შეცვლის შესახებ; ზვიად გადელია აღდგეს სს“მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველად. გასწორდეს განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების მიღების თარიღში თვე„თებერვალი” შეიცვალოს„აგვისტოს” თვით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განჩინებით ზვიად გადელიას დაევალა კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსება.კერძოდ, განმცხადებელს უნდა დაეზუსტებინა იგი მოითხოვდა განჩინების გაუქმება, გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საპროცესო მოქმედების გაუქმებას თუ განჩინებაში დაშვებული უსწორობის – განჩინების მიღების თარიღის შეცვლას, რადგან ეს მოთხოვნები თავიანთი არსით ურთიერთსაწინააღმდეგოა.

2014 წლის 14 აპრილს სასამართლო განცხადებით მომართა ზვიად გადელიამ და განმარტა, რომ ძალაში ტოვებს კერძო საჩივარში მითითებულ ორივე მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვიად გადელიას მოთხოვნა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ უნდა დაკმყოფილდეს შემდეგი საფუძვლების გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, 1.            ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. 2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი არ შეიცავს ნორმებს უსწორობის გასწორების შესახებ, რის გამოც ზვიად გადელიას მოთხოვნის განსხილველად სასამართლო ხელძღვანელობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 260-ე მუხლით. ამ ნორმის თანახმად, 1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვიად გადელიას მოთხოვნა უსწორობის გასწორების შესახებ შესაძლებელია გადაწყდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზვიად გადელია მოითხოვს მისი გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 2 თებერვლის განჩინების გამოტანის თარიღის შეცვლას იმ საფუძვლით, რომ კრება ამ თარიღიტ სათადო წესით მოწვეული არ იყო. შესაბამისად, განცხადების განსახილველად გამოყენებული უნდა იქნეს იმ დროს მოქმედი„გაკოტრების შესახებ საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორტა კრების მოწვევის და ჩატარების წესი. კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, 1. გაკოტრების საქმის წარმოებისას თავის მოთხოვნებთან დაკავშირებულ უფლებებს გაკოტრების კრედიტორები ახორციელებენ კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც მოიწვევს გაკოტრების სასამართლო.2. გაკოტრების სასამართლო კრედიტორთა კრებას მოიწვევს აგრეთვე გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან გაკოტრების იმ კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც გაცხადებული მოთხოვნების შესაბამისად ეკუთვნის მოთხოვნების საერთო თანხის 1/5 მაინც. სასამართლო ვალდებულია მოიწვიოს კრედიტორთა კრება მიმართვიდან არა უგვიანეს 3 დღისა. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. ინფორმაცია კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს კრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 7 დღისა ამ კანონის მე - 12 მუხლით დადგენილი წესით .

ამ ნორმით დადგენილია ვალდებულება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნდეს კრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 7 დღისა ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.„გაკოტრების შესახებ საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი მე-12 მუხლის თანახმად, განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესის ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე სასამართლოს დაფაზე ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში. განჩინების გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნება შესრულებულად ითვლება გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებას იმ სახელმწიფოებშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი. გამოქვეყნდება განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები.2. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში. პერიოდულ გამოცემებს კონკურსის წესით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

სასამართლოს მიაჩნია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წლის 2 თებერვალს არ ჩატარებულ ზვიად გადელიას გაკოტრების მმართველის თანადებობიდან გადაყენების საკითხზე კრედიტორთა კრება, რადგან 2004 წლის 2 თებერვლის კრების დანიშვნის შესახებ განჩინება საქმეში არ არის.ასევე საქმეში არ არის პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2004 წლის 2 თებერვალს დანიშნულია კრება გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მომდევნო კრედიტორთა კრება ჩატარებულია 2005 წლის 18 მარტს.

ზვიად გადელიას მიერ სასამართლო წარმოდგენილია საგაზეთი პუბლიკაციების ასლები, რომელთა თანახმად, 2004 წლის 1 ივნისს გაზეთში ”ხვალინდელი დღე” გამოქვეყნებულია განცხადება იმავე წლის 7 ივნისს სს „მუხრანი-98”-ის კრედიტორთა კრების დანიშვნის შესახებ, საგაზეთო პუბლიკაციაში კრების დღის წესრიგი მითითებული არ არის, ხოლო ზვიად გადელიას განმარტებით კრებაზე განხილული იქნა მიწის რეალიზაციის საკითხი. ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია 2004 წლის 6 ივლისს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განცხადება. საგაზეთო პუბლიკაციაში კრების დღის წესრიგი მითითებული არ არის. ზვიად გადელიას განმარტებით, ამ კრებაზე სავარაუდოდ განხილული იქნა გაკოტრების მმართველის ცვლილებება ან/და მიწის დაკანონების საკითხი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვიად გადელიას განმარტება იმის შესახებ, რომ იგი გაკოტრების მმართველის ფუნქციას მთელი 2004 წლის განმავლობაში ასრულებდა, ხოლო მისი გადაყენაბა ფორმლურად მოხდა აგვისტოს თვეში, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ზვიად გადელიას არ წარმოუდგენია 2004 წლის აგვისტოს თვეში სს „მუხრანი-98”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ რაიმე მტკიცებულება, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წელს ბოლო კრედიტორთა კრება მოწვეული იყო 2004 წლის 6 ივლისს, სადაც განცხადებლის განმარტებით განხილული იქნა მიწის რეალიზაციის და გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვიად გადელიას გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2004 წლის 6 ივლისს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე და არა 2004 წლის 2 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ ზვიად გადელია 2004 წლის თებერვალში არ გადაუყენებიათ გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან, დასტურდება შემდეგი გარემოებებით: 2004 წლის 10 მაისს ზვიად გადელიამ, როგორც სს “მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველმა განცადებით მიმართ მცხეთის რაიონის გამგეობას და მოითხოვა სს „მუხრანი-98”-ის საკუთრებაში 2,67 ჰა მიწის ფართის დაკანონება, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, არასწორად არის მითითებული განჩინების მიღების თარიღი, რადგან არ დასტურდება 2004 წლის 2 თებერვალს კრედიტორთა კრების დანიშვნა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წელს გაკოტრების მმართველის შეცვლს საკითხზე კრედიტორთა კრება მოწვეული იყო 2004 წლის 6 ივლისს, ასევე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 6 ივლისის მდგომარეობით ზვიად გადელია ასრულებლდა გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებაში არსებულ მოქმედებებს.შესაბამისად, ზვიად გადელიას გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გადაყენების თარიღად მითითებული უნდა იქნეს 2004 წლის 6 ივლისი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ინიციატივით ასევე უნდა შეიცვალოს შესაბამისი კრედიტორთა კრების ჩატარების თარიღი, რადგან განცხადებელს სხდომის ოქმის თარიღის შეცვლა არ მოუთხოვია. შესაბამისად, კრედიტორთა კრების ჩატარების თარიღად ნაცვლად 2004 წლის 2 თებერვლისა, უნდა აღინიშნოს 2004 წლის 6 ივლისი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 185-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით, 260-ე, 414-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-9 მუხლებით

 

დაადგინა:

1.      ზვიად გადელიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.      შეიცავლოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმისა და განჩინების მიღების თარიღები და მათი მიღების თარიღად აღინიშნოს „2004 წლის 6 ივლისი“.

3.      განჩინება საჩივრდება.კერძო საჩივრით,მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში,მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

 

მოსამართლე                                              . გოგატიშვილი