აღსრულების ეროვნული ბიურო -მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება N2/10 (ს.ს."მუხრანი98"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე #2/ 10

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

201 5 წლის 03 ივნისი

. მცხეთა

 

     მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

 

სს მუხრანი -98”- ის გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი

 

კრედიტორები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გიორგი თათარაშვილი, დავით ჯარმელაშვილი, ტარიელ კობალავა, შალვა ხიტირი, ნუკრი ნოზაძე, დავით ბასილაშვილი, თენგიზ მიდელაშვილი, ეთერ თათარაშვილი, გრიგოლ გაბარაშვილი, ნუგზარ ჩუგუაშვილი, ვახტანგ ბიჭიაშვილი, მარგო თამარაშვილი, მერაბ კაჭიური, თამაზ ლაბაური, ლილი ქინძოძე, ზაალ თვალიაშვილი, მანანა რევაზიშვილი, ლევან გულიაშვილი, ისაკი დალაქიშვილი, ვალერიან ორკოდაშვილი, თედო ჭიჭაძე, ირაკლი ბაკურაძე

 

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი .

 

გამოარკვია:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ `სს მუხრანი-98-ის” მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ და მიუთითა, რომ საზოგადოების დავალიანება არის 76256.73 ლარი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის განჩინებით მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო 2002 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დაკმაყ ო ფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და სს”მუხრანი-98-ის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმე.

 

სს „მუხრანი-98“-მა მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელ თენგიზ მიდელაშვილის და ვაჟა თაბორიძის მიმართ და მოითხოვა აღიარებული იქნას სს „მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე 3800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 475 კვ.მ. (განაშენიანების ფართი) შენობა-ნაგებობაზე; ასევე აღიარებული იქნას სს„მუხრანი-98-ის” საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე 1500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 237 კვ.მ. (განაშენიანების ფართი) შენობა-ნაგებობაზე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვაჟა თაბორიძემ და თენგიზ მიდელაშვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზვიად გადელიას განცხადება და გასწორდა 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

 

2015 წლის 24 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა ზვიად გადელიამ და მოითხოვა 2004 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმება, მისი სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველად აღდგენა. ასევე განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და განჩინების მიღების თარიღის თვედ „თებერვლის” ნაცვლად „აგვისტოს” მითითება. 24 თებერვალს ზვიად გადელიამ სასამართლოს ასევე მომართა განცხადებით და მოითხოვა სასამართლომ განაახლოს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე მისი კერძო საჩივრის განხილვა.

 

მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 15 მაისს განცხადებით მომართა ზვიად გადელიამ და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განჩინების (უსწორობის გასწორების შესახებ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სასამართლოს მიაჩნია , რომ განსახილველ საქმეზე უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება შემდეგი საფუძვლების გამო:

 

ზვიად გადელია სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, უსწორობის გასწორების საკითხი შეიძლება განხილული იქნას სასამართლო სხდომაზე მხარეთა ზეპირი მოსმენით, ხოლო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გადაწყვეტილებები მიიღება კრედიტორთა კრებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვიად გადელიას განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ და მისი კერძო საჩივრის მოთხოვნა განჩინების გაუქმების შესახებ განხულული უნდა იქნას კრედიტორთა და თავად ზვიად გადელიას ზეპირი განმარტებების მოსმენის შედეგად, რადგან ამ მოთხოვნებს მოჰყვება ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივი შედეგი.

 

`გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ა) მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ; ბ) გაკოტრების ან რებილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ; გ) კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი შემადგენლობის, უფლებამოსილების ფარგლებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ; დ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

 

განსახილველ გადახდისუუნარობის საქმეზე მიმდინარეობდა დავა სს ”მუხრანი-98”-ის ქონებაზე საკუთრების უფლების საკითხზე თენგიზ მიდელაშვილთან და ვაჟა თაბორიძესთან. ამ საკითხზე მიღებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლოს მიერ ასევე მიღებულია განჩინება სს „მუხრანი-98”-ის სამეურვეო ქონებაზე არსებული სხვა უძრავ ნივთებზე სს „მუხრანი-98”-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რაც ყველა კრედიტორს არ ჩაბარებია, რადგან კრედიტორთა ნაწილი გარდაცვლილია, შესაბამისად გადასაწყვეტია მათი უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხი. კრედიტორთა ვინაობა საქმეში არ არის მითითებული მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, რის გამოც მათი უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება ამ ეტაპზე გართულებულია. შესაბამისად, კრედიტორთა კრებაზე განხილული უნდა იქნას საკითხი გარდაცვლილი კრედიტორების უფლებამონაცვლეობის შესახებ.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ` გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 27- მუხლით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- , 285- მუხლებით

 

დაადგინა:

 

1.      `სს მუხრანი-98-ის” კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015წლის10 ივნისს11:00 საათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მცხეთა, სამხედროს ქ. #17) შემდეგი დღის წესრიგით - გარდაცვლილი კრედიტორების უფლებამონაცვლეობის დადგენა; ზვიად გადელიას კერძო საჩივრის და განცხადების განხილვა უსწორობის გასწორების შესახებ, სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლების საკითხი;

2.      კრების მოწვევის შესახებ ეცნობოთ მხარეებს;

3.      განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                             . გოგატიშვილი