დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1534-შ-52-2026 24 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ი (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების (საქმე №2017/324, გადაწყვეტილების №2017/345) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
განხილვის საგანი – უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2017/324, გადაწყვეტილებით №2017/345):
- მ.ა–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- განქორწინდნენ მოსარჩელე (რეგისტრაციის ადგილი ქ.ქონია, სელჩუქლუს რაიონი, სოფ. ..........., სარეგისტრაციო წიგნაკის № 42, დედის სახელი - ჰ., მამის სახელი ჰ., დაბადების თარიღი - 1.11.1985წ.) და ბ.ა–ი (კ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1982 წლის 15 ნოემბერს, მამის სახელი - ტ., დედის სახელი - ნ., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე).
2. მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 22 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
4. საკასაციო სასამართლოში მოპასუხემ განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მანამდე მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში თარჯიმნის მხრიდან დაშვებულ უსწორობაზე მიუთითა და აქედან გამომდინარე 2026 წლის 22 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე იშუამდგომლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 22 პრილის განჩინებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, კერძოდ:
5. ზემოაღნიშნულ განჩინებაში, ნაცვლად მოსარჩელის რეალური სახელისა: „მ.ა–ი“, მითითებულია - „მ.ა–ი“, ხოლო, მოპასუხის გვარი მითითებულია, როგორც: „ხ–ი“, ნაცვლად გვარისა: „კ–ი“.
6. ამჟამად, საქმეზე წარმოდგენილია თარჯიმნის მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ თარგმნისას ტექნიკური შეცდომაა დაშვებული და ზემომითითებული ჩანაწერები გასწორებას ექვემდებარება. ამავდროულად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საკუთარი დაბადების მოწმობის ასლი, სადაც მისი გვარი დასახელებულია, როგორც „კ–ი“, ნაცვლად „ხ–სა“.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 260.1 მუხლზე, რომლის შინაარსი ასეთია: სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სასამართლო განჩინებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყდეს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ: „მ.ა–ის“ ნაცვლად მიეთითოს „მ.ა–ი“, ხოლო მოპასუხის გვარი მიეთითოს, როგორც: „კ–ი“, ნაცვლად გვარისა: „ხ–ი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებაში (საქმე №ა-1534-შ-52-2026) დაშვებული უსწორობა, კერძოდ, „მ.ა–ის“ ნაცვლად მიეთითოს „მ.ა–ი“, ხოლო მოპასუხის გვარი მიეთითოს, როგორც: „კ–ი“, ნაცვლად გვარისა: „ხ–ი“.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია