1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ჩაატაროს განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე ჩაატაროს განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია, ჩაატაროს განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 3 წევრი.
4. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების ან/და არსებითად გადაწყვეტის საკითხს წყვეტს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეების ხმათა უმრავლესობით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებულად ან/და დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი.
6. თუ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას განმწესრიგებელ სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება არ მიიღება არსებითად განსახილველად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას ხმები თანაბრად გაიყო, სადავო ნორმის მოქმედება არ შეჩერდება.
8. თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4
1
პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას
განმწესრიგებელ სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, სადავო ნორმა ინარჩუნებს ძალას გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილე ოთხი წევრიდან ორი მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, რაც შედეგად იწვევს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე, დაკმაყოფილებაზე ან/და სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობაზე უარის თქმას, საქმე განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სასამართლოს კოლეგიის პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგა