1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, მის წარმოებაში არსებული კონსტიტუციური სარჩელები/წარდგინებები სრულად ან ნაწილობრივ გააერთიანოს ერთ საქმედ.

2. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში გადასაწყვეტია შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება გაყოს რამდენიმე საქმედ და ცალ-ცალკე გადაწყვიტოს, მათ შორის, სასარჩელო მოთხოვნის რომელიმე ნაწილი სხვა სარჩელთან ერთად გააერთიანოს ერთ საქმედ.

3. სადავო ნორმის კონსტიტუციის რომელიმე დებულებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია აღარ შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ახდენს არსებით გავლენას მოსარჩელის უფლებების დაცვაზე.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული საოქმო ჩანაწერი საქმის სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულად განხილვა/გადაწყვეტის შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია, პრიორიტეტულად განიხილოს საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც ესაჭიროება მოსარჩელეს საკუთარი ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად ან/და რომელზეც არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზ