1. მოსამართლე ჩამოცილდება საქმის განხილვას/გადაწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) შეუწყდა უფლებამოსილება;

ბ) შეუჩერდა უფლებამოსილება;

გ) სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი აცილების ან თვითგანრიდების თაობაზე.

2. მოსამართლე ჩამოცილდება საქმის შესაბამისი ეტაპის (განმწესრიგებელი სხდომა/საქმის არსებითი განხილვა) განხილვას/გადაწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არ მიუღია მონაწილეობა შესაბამის ეტაპზე ჩატარებულ საქმის ზეპირი განხილვის რომელიმე სხდომაში;

ბ) განზრახ თავს არიდებს ან ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მონაწილეობს ამ რეგლამენტის 36-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს აქტის მიღების სხდომაში და საქმის განხილვაში მონაწილე სხვა მოსამართლეთა რაოდენობა საკმარისია სასამართლოს აქტის მიღებისთვის.

3. თუ მოსამართლის ჩამოცილების შემდეგ კოლეგიის წევრთა დარჩენილი რაოდენობა არ ქმნის მოსამართლეთა კვორუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ საქმის განხილვისათვის კოლეგიას დროებით მიამაგროს სხვა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, გარდა კოლეგიის თავმჯდომარისა.

4. სასამართლოს ახლადდანიშნული წევრი ანაცვლებს უფლებამოსილებაშეწყვეტილ წევრს და მის ნაცვლად მონაწილეობს საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში.

5. თუ საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, შემცვლელი მოსამართლე უფლებამოსილია, მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც მოხდა მოსამართლის ცვლილება. შემცვლელი მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის შესაბამისი ეტაპი (განმწესრიგებელი სხდომა, საქმის არსებითი განხილვა) თავიდან იწყებ