თუ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს პირი უნდა გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოში, ამის მიუხედავად საქმის წარმოების დროს მას პატივისცემით უნდა მოეპყრონ მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ის დაპატიმრებული ან დაკავებულია, რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლებები უნდა შეუქმნან საკონსულო ფუნქციების შესრულებაში. როდესაც იქნება აუცილებლობა დააკავონ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს შესაძლო მოკლე ვადაშ