1.შემსრულებელი დაწესებულება ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 4-ე მუხლში გათვალისწინებული წესით, წერილობით აცნობოს შემკითხველ დაწესებულებას დავალების შესრულების შედეგების შესახებ, აგრეთვე გაუგზავნოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალების შესრულების დროისა და ადგილის მითითებით.
2. დოკუმენტების გადაცემის შესახებ დავალების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული უნდა იყოს დოკუმენტის მიღების თარიღი, მიმღების ხელმოწერა, და დავალების შემსრულებელი პირის ხელმოწერა. თუ მიმღები უარს ამბობ მიღებაზე, მითითებული უნდა იყოს ასევე მიღებაზე უარის თქმის მოტივები.
დავალების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს დავალების შემსრულებელი დაწესებულების ოფიციალური ბეჭდი