ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თავიანთი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აღმოუჩენენ ურთიერთს სამართლებრივ დახმარებას:
− პროცესუალურ მოქმედებათა შესრულების;
− დოკუმენტების გაგზავნის და გადაცემის;
− ნივთიერ მტკიცებულებათა გადაცემის;
− საქმის მასალების გადაგზავნის;
− სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების;
− სარჩელის უზრუნველყოფის;
− ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარისათვის ნასამართლობის შესახებ მონაცემების წარდგენის;
− პირთა დაძებნის;
− ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა შესრულების;
− სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის გზი