1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, ამ შეთანხმების მეორე მუხლის პირველი პუნქტის b) და c) ქვეპუნქტებში ასახული შემთხვევებისათვის აწესებს ზედამხედველობასა და შემოწმებას. ზედამხედველობისა და შემოწმების შედეგები გადაეცემა თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს.
2. ასეთი სახის ზედამხედველობა და შემოწმება უნდა განხორციელდეს, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
3. ამ შეთანხმების შესაბამისად, თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაუშვას თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური პირები ზედამხედველობისა და შემოწმების დასახმარებლად. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ უნდა შეძლონ ნებისმიერ დროს დაადასტურონ თავიათი თანამდებობა. ისინი არ უნდა დადიოდნენ ფორმით და არ უნდა ატარებდნენ იარაღს.
4. იქ ყოფნის დროს, ისინი დაცულები უნდა იყვნენ იმავე პირობებით, როგორც, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი პირები, და პასუხისმგებლები ყოველგვარი წესების დარღვევაზ