1. ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა უფლებამოსილი ორგანოები მიღებული თხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფენ საქონლის სახმელეთო ან საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას, სადაც ასახული იქნება საქონლის ღირებულება, წარმოშობა, მდებარეობა და დანიშნულების ადგილი.
2. საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ორიგინალების მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუ ასლები არასაკმარისია. სპეციფიკური მოთხოვნის საფუძველზე, ასეთი საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ორიგინალები შესაბამისად მოწმდება.
3. საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ორიგინალები, რომელიც მიეწოდა თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, უნდა დაბრუნდეს შესაძლებლობისთანავე. ამასთან, თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ან მესამე მხარის უფლებები უნდა იქნეს დაცული. თხოვნის საფუძველზე, სასამართლო ან მსგავსი დანიშნულების ორიგინალი მასალები უნდა დაბრუნდეს შეფერხების გარეშე.
4. ამ შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ჩაინაცვლოს ნებისმიერი ფორმით, იგივე მიზნებისათვის წარმოებული კომპიუტერიზებული ინფორმაციით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ასეთი სახის კომპიუტერიზებული ინფორმაციის განმარტების ან გამოყენებისათვის, მიეწოდება თანმხლებ მასალად.
5. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თავისი შეხედულებისამებრ, ახდენს უფლებამოსილების მინიჭებას დაქირავებულ მუშაკზე, თუ ეს მუშაკი დათანხმდება საჯაროდ გამოვიდეს თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე როგორც ექსპერტი ან მოწმე სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაზე და უზრუნველყოს ასეთი საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ან ავთენტიკური ასლების წარდგენა, რომლებიც ჩაითვლება წარმოებისთვის საჭიროდ. ასეთი თხოვნა უნდა აზუსტებდეს სასამართლო წარმოების დროს, ადგილსა და სახეობას და დაქირავებული მუშაკის წარდგენის სტატუს