1. ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ კონტროლირებადი მიწოდების ინიციირება, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალურ ვაჭრობაში ჩართული პირების გამოსავლენად და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების გატარების მიზნით. როდესაც კონტროლირებადი მიწოდების ინიციირება არ შედის უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციაში, მათ შეუძლიათ ამ კომპეტენციის მქონე ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობის ინიციირება ან ამ ორგანოებისათვის საქმის გადაცემა.
2. კონტროლირებადი მიწოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, და აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში მიღწეული შეთანხმებებისა და გარიგებების დებულებათა შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გაითვალისწინონ კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს შორის მიღწეული ურთიერთშეთანხმებები და ფინანსური გარიგებები.
3. არალეგალური ტვირთი, რომელიც ექვემდებარება კონტროლირებად მიწოდებას, კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაკავდეს და ხელუხლებლად გააგრძელოს მოძრაობა ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით და გარკვეული პირობების გათვალისწინებით მთლიანად ან ნაწილობრივ იქნეს ამოღებული ან ჩანაცვლებულ