1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად გაუწევენ ერთმანეთს ადმინისტრაციულ დახმარებას:
a) ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოებს შორის საქონლის გადაზიდვის გაუმჯობესების მიზნით;
b) საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად;
c) საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის, გამოძიების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეების მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში გაწეული დამხარება შესრულებული უნდა იქნეს მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით და მათი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში.
3. ამ შეთანხმების დებულებები გავლენას არ იქონიებენ საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები.
4. ეს შეთანხმება არეგულირებს მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ადმინისტრაციული დახმარების გაწევის შესაძლებლობას და გავლენას არ იქონიებს მათ შორის არსებულ სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებზე. ამ შეთანხმების დებულებები არ წარმოქმნიან პირის ვალდებულებას მოიპოვოს, დაფაროს ან ამოიღოს რაიმე მტკიცებულება ან შეაფერხოს თხოვნის შესრულებ