1.   იყო თუ არა ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექპორტირებული ან მის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი სათანადო წესით იმპორტირებული ან ექსპორტიერებული მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან და, საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტებს ამ საქონლის მიმართ გამოყენებულ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ეს ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებშიდაც, როდესაც საქონელი რეექსპორტირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან.

2.   თხოვნის წარმდეგნი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწვდის ინფორმაციას და ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას:

a)      სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებზე, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევისას თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

b)      თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტვირთზე, როდესაც არსებობს ეჭვი თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ საქონლის არალეგალურად შეტანის ან გატანის შესახებ;

c)      კონკრეტულ პირებზე, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ჩაიდინეს ან ჩადიან საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ კანონდარღვევას თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები, თავიანთი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე, ცვლიან დასრულებულ ან დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაძლოა წარმოადგენდეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ კანონდარღვევას.

4.   შემთხვევები, რომლებმაც შესაძლოა არსებითი ზარალი მიაყენოს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ეკონომიკას, ჯანმრთელობას, საჯარო უსაფრთხოებას ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თუ შესაძლებელია, თავისი ინციატივით მიაწვდის ინფორმაციას.

5.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები, თხოვნის წარდგენის გარეშე, დაუყოვნებლივ ცვლიან ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებების საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონდარღვევის აღკვეთისა და გამოძიების მიზნი