უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ნებისმიერ არსებითად საჭირო ინფორმაციას, რომელიც გამომჟღავნდა მათი ჩვეულებრივი საქმიანობისას და რომელიც იძლევა საფუძველს მიჩნეული იქნეს, რომ დაგეგმილია საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონდარღვევის განხორციელება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კერძოდ, გაცვლილი ინფორმაცია უნდა უკავშირდებოდეს:
a) საქონლის გადაადგილებას, რომელმაც შესაძლოა რაიმე ზიანი მიაყენოს გარემოს ან ადამიანების ჯანმრთელობას;
b) იარაღის, საბრძოლო, ფეთქებადი, მომწამვლელი ან ბირთვული მასალების, ფეთქებადი მოწყობილობების გადაადგილებას;
c) ხელოვნების ნიმუშების, ისტორიული, კულტურული ან არქეოლოგიური ფასეულობების მქონე ნივთების გადაადგილებას;
d) ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების მაღალი განაკვეთით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილება