1. ამ შეთანხმების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია. ის უნდა იყოს მოცული სამსახურებრივი საიდუმლოების ვალდებულებით და უნდა სარგებლობდეს დაცვის იგივე ხარისხით, როგორიც ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ მსგავს ინფორმაციას.
2. პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცვის ხარისხი ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით არის თანაბარი. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, სულ მცირე „პერსონალური ინფორმაციის დაცვის” პრინციპებზე დამყარებული დაცვის ხარისხი, რომელიც ასახულია ამ შეთანხმების დანართში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილ