1.   ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტებისა და სხვა შეტყობინებების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ამ შეთანხმებაში აღნიშნული მიზნებისათვის, მათ შორის, საგამოძიებო, სასამართლო და ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2.   თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს უფლება გამოიყენოს ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული მტკიცებულებები ან ინფორმაცია სხვა მიზნებისათვის, გარდა თხოვნაში მითითებულისა, თუკი არ არსებობს თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობა.

3.   ამ შეთანხმების საფუძველზე პერსონალური მონაცემების გაცვლისას, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მათი მხოლოდ თხოვნაში აღნიშნული მიზნებისათვის და იმ პირობების შესაბამისად გამოყენება, რომლებიც შეიძლება დააყენონ თხოვნის მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანოებმა.

4.   ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც ეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან, ფსიქოტროპულ ან მათ შემცველელ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევებს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ორგანოებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოტროპული ან მათი შემცვლელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაშ