1. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები არ მოითხოვენ მოცემული შეთანხმების შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც არ მოიცავს მოწმეებზე გაწეულ ხარჯებსა და ექსპერტების მომსახურების საფასურს, თარჯიმნების ხარჯებს, გარდა საჯარო მოსამსახურეებზე გაწეული ხარჯებისა, რომლებსაც გაიღებს თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო და ამ შეთანხმების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ ხარჯებს.
2. თუკი საჭიროა ან საჭირო გახდება არსებითი და გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა თხოვნის შესასრულებლად, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები კონსულტაციების გზით განსაზღვრავენ თხოვნის შესრულებისას გასათვალისწინებელ პირობებს და ასევე ხარჯების განაწილების მეთოდებ