1.        ეს შეთანხმება ძალაში შევა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2.        ერთ-ერთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის საფუძველზე ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის შემდეგ, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები თანხმდებიან შეხვედრაზე ამ შეთანხმების დებულებათა გადახედვის ან მათ შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებს გარეთ წარმოშობილი საბაჟო საკითხების განხილვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე აცნობებენ ერთმანეთს, რომ არ არსებობს ასეთი გადახედვის საჭიროება.

3.        ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.

რის დასტურადაც, ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია ქ. ბლგრადში 2012 წლის ავთენტიკურია. ორ დედნად, თითოეული ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

დანართი

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1.   ავტომატურ დამუშავებას დაქვემდებარებული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს:

a)      კეთილსინდისიერად და კანონიერად მოპოვებული და დამუშავებული;

b)      შენახული კანონიერი და ზუსტად განსაზღვრული მიზნებისათვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიზნებთან შეუსაბამოდ;

c)      იმ მიზნებისათვის ადეკვატური, შესაბამისი და ზომიერი, რომლებისთვისაც ისინი ინახება;

d)     ზუსტი და აუცილებლობის შემთხვევაში – აქტუალიზებული;

e)      შენახული ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირების საშუალებას და არა უმეტეს იმ დროისა, რაც აუცილებელია იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც ისინი ინახება.

2.   რასობრივი წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების ან რელიგიური თუ სხვა რწმენის შესახებ ინფორმაციის შემცველი პერსონალური მონაცემები ისევე, როგორც ჯანმრთელობასთან ან სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, არ შეიძლება იქნეს ავტომატურად დამუშავებული, თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას.

ეს წესი ასევე მოქმედებს ნასამართლობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მიმართაც.

3.   ხელშემკვრელმა სამხელმწიფოებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოების სათანადო ზომები ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზებში შენახული პერსონალური მონაცემების დასაცავად არაუფლებამოსილი განადგურებისა ან შემთხვევითი დაკარგვისაგან, ისევე როგორც უნებართვო წვდომის, შეცვლის ან გავრცელებისაგან.

4. ნებისმიერ პირს უნდა მიეცეს უფლება:

a)      დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა ბაზის არსებობა, მისი ძირითადი მიზნები, ისევე როგორც ამ ბაზის მაკონტროლებლის პიროვნება და ადგილი, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს, ან მისი ძირითადი სამუშაო ადგილი;

b)      მოიპოვოს გონივრული ინტერვალებით და გადაჭარბებული დაგვიანების და ხარჯების გარეშე დადასტურება იმისა, რომ მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები ინახება ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზაში და მიეწოდოს ასეთი მონაცემები მისთვის გასაგები ფორმით;

c)      მოითხოვოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ მონაცემების გასწორება ან წაშლა, თუკი ისინი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევით იქნა დამუშავებული, რაც გამოიწვევს ამ დანართის პირველი და მეორე პუნქტების ძირითადი პრინციპების ამოქმედებას;

d)     გააჩნდეს გასაჩივრების უფლება, როდესაც ინფორმაციის დადასტურებასთან ან, არსებობის შემთხვევაში,  გაცვლასთან, ჩასწორებასთან ან წაშლასთან დაკავშირებული თხოვნა არ შეესაბამება ამ პუნქტის b) და c) ქვეპუნქტებს
.

4.   ამ დანართის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, არ დაიშვება გამონაკლისების დაშვება, გარდა მომდევნო პუნქტებში განსაზღვრული შეზღუდვებისა.

5.   ამ დანართის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების დებულებებიდან გადახვევა ნებადართულია, როდესაც ამგვარი გადახვევა დაშვებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი მიზნებისათვის:

a)      სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესების ან სისხლის სამართლის დარღვევების აღკვეთა;

b)      იმ პირების, რომელთა შესახებ ცვლიან ინფორმაციას, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

6.   დანართის მე-4 პუნქტის b), c) და d) ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებების გამოყენების შესახებ შეზღუდვები ასევე შეიძლება განისაზღვროს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელიც გამოიყენება სტატისტიკის ან სამეცნიერო კვლევების მიზნებისათვის გამოყენებულ ავტომატურ მონაცემებზე და როდესაც არ არსებობს იმ პირის შესახებ პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის დაცვის საშიშროება.

7.   ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს შესაბამისი სანქციები და დაცვის მეთოდები იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის წინააღმდეგ, რომელიც ადგენს ამ დანართით გათვალისწინებულ პრინციპებს.

8. ამ დანართის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ზღუდავს ან გავლენას ახდენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, დააწესოს მონაცემების დაცვის უფრო ფართო ზომები, ვიდრე ეს ამ დანართშია ასახულ