1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოხელეები ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.

2. თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ დანიშნულ მოხელეებს, რომლებიც ამ შეთანხმების მე-15 და მე-16 მუხლების თანახმად იმყოფებიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.

3. თხოვნის მიმღები ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს ისინი ისარგებლებენ ისეთივე დაცვის უფლებით, როგორიც გააჩნიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურების მოხელეებს და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იმ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, სადაც ისინი არიან მიწვეულნ