1. ამ შეთანხმების მე-2 და მე-3 პუნქტების პირობების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები უარს აცხადებენ ამ შეთანხმების გამოყენების დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნისგან.

2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებსა და დანამატებს, ასევე, თარჯიმანთა მომსახურების საფასურს, საჯარო მოსამსახურეთა გარდა, გაიღებს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.

3. თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა საფუძველზე მოხდება თხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევ