1. ამ შეთანხმების საფუძველზე პერსონალური მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახური, რომელიც იღებს პერსონალურ მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
3. ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
4. პერსონალური მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახური შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს კანონიერად შეგროვებული და ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი.
5. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არასწორია ან მისი გაცვლა არ შეიძლებოდა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. ის საბაჟო სამსახური, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, გამოცვლის ან გააუქმებს მათ.
6. საბაჟო სამსახურები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემის და მიღების რეგისტრაციას.
7. საბაჟო სამსახურები მიიღებენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგა