1. საბაჟო სამსახურებს ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით, შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებასა და საბაჟო სფეროში დარღვევების პრევენციას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი შეტყობინება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ;
b) საბაჟო კანონმდებლობის გატარების მიზნით, იმ ახალი საშუალებების გამოყენების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;
c) საბაჟო დანაშაულებათა ჩადენის ახალი ტენდენციების, საშუალებების ან მეთოდების შესახებ;
d) იმ საქონლის, რომელიც წარმოადგენს საბაჟო დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით, გამოყენებული მეთოდების შესახებ;
e) იმ პირების შესახებ, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო დარღვევა ან რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო დარღვევის მცდელობაში;
f) ნებისმიერი სხვა მონაცემისა და სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ, რომელიც დახმარებას გაუწევს მხარეთა საბაჟო სამსახურებს ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, რისკის შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
2. მოთხოვნის შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულმა დახმარებამ უნდა მოიცვას ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საბაჟო ღირებულების სწორად განსაზღვრის მიზნით.
3. თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანო, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს სახელით მოკვლევის ჩატარების დროს გამოიყენებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას მოთხოვნით განსაზღვრული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ინფორმაც