1. კომპეტენტური ორგანოები, მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ან შესაძლებელია შეიცავდნენ საბაჟო დარღვევას.
2. ისეთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკას, მოსახლეობის ჯანმრთელობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს ან საერთაშორისო სავაჭრო ქსელის უსაფრთხოებას, მხარეების კომპეტენტური ორგანოები ოპერატიულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საკუთარი ინიციატივი