1. მხარეს უფლება აქვს, აცილება მისცეს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.
3. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება ინტერესთა კონფლიქტის გამო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომ
მუხლი 12. უფლებამოსილი პირის თვითაცილება და აცილება— მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ