1. სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეროვნული ბანკი და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი სხვა ორგანოები თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.
3. სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მხარეთა ახსნა-განმარტებებში;
გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე;
დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს ეროვნული ბანკის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე;
ე) მონაწილეობა მიიღოს შემაჯამებელ სხდომაში;
ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
5. კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის თანამშრომლობასთან მიმართებაში გამოიყენება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები და უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმებ