1. მომჩივნის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე ან დავის განმხილველი ორგანოს ინიციატივით, დასაშვებია ერთი და იმავე პირის მიერ წარდგენილი სხვადასხვა საჩივრის გაერთიანება, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.
2. საჩივრების გაერთიანების შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადად მიიჩნევა ის პერიოდი, რომელიც გამოყოფილია პირველად რეგისტრირებული საჩივრის განსახილველად.
3. რამდენიმე პირის მიერ გაერთიანებული ფორმით წარდგენილი საჩივრის მიღებისას, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ცალკე წარმოებად გამოყოს თითოეული მომჩივნის საჩივარ