1. დამატებითი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოების დადგენის მიზნით საჩივრის განხილვის შეჩერებისას დავის განმხილველი ორგანო წარუდგენს კითხვარს შესაბამის მხარეს ან მესამე პირს.

2. საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში აისახება განხილვის შეჩერების მიზეზები.

3. მხარეებისაგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნისას გადაწყვეტილებაში მაქსიმალური სიზუსტით აისახება მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი ან/და საჭირო მტკიცებულებათა სახეობა.

4. დავის ფარგლებში მომჩივნის მიმართ ახალი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების აღმოჩენის მიუხედავად, დავის განმხილველი ორგანო მსჯელობს მხოლოდ გასაჩივრებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში. დავის ფარგლებში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება, გარდა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა, არ დაიშვებ