1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის ზეპირი განხილვის დროს დაყენებული მხარეთა შუამდგომლობები გადაწყვიტოს სხდომათა დარბაზში (ადგილზე თათბირით) ან სათათბირო ოთახში.

2. სასამართლოს სხდომამდე დაყენებულ მხარეთა შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დაწყებამდე, სასამართლო უფლებამოსილია, ხსენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მიიღოს სხდომის დაწყების შემდეგ იმ შემთხვევაში თუ საჭიროა მხარეთა მოსმენა.

3. შუამდგომლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ და აღინიშნება სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება, შესაძლებელია ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს აქტის გამოქვეყნებისთვის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სხდომაზე შესაძლებელია გამოცხადდეს მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი.

4. სასამართლო საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტისათვის დადგენილი წესით.

5. თუ ამ რეგლამენტით ან/და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქმის განმხილველი სასამართლო შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან/და საპროცესო მოქმედების ჩატარების საკითხს წყვეტს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეების ხმათა უმრავლესობით. თუ მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება ან/და საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებულ