1. პირი, რომელსაც ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩაჰბარდა უწყება, ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რომელიმე მხარის საპატიო მიზეზით ან/და ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გადადოს სხდომა.
3. თუ სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს საქმის განხილვის რომელიმე მხარის გამოუცხადებლობას, იგი სხდომას ატარებს ამ მხარის დაუსწრებლად. ამგვარ შემთხვევაში სასამართლო ასევე უფლებამოსილია, გადადოს სხდომა, თუ იგი საქმის გამოკვლევისათვის აუცილებლად მიიჩნევს გამოუცხადებელი მხარის პოზიციის მოსმენას.
4. მოსარჩელის მიერ ორჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, შესაძლოა, განხილულ იქნეს მის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვად და კონსტიტუციურ სარჩელზე უარის თქმად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
5. მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას ამ პირთა დაუსწრებლად სხდომის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე და ადგილზე თათბირით წყვეტს საკითხს სხდომის გადადების შესახე