განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002355427
საქმე N1ბ/622-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ჯ------- ჯ---------- მიმართ, პირადი №4----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------- დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1–ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------- ჯ---------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჯ------- ჯ--------- უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ნასვამ მდგომარეობაში, მყოფი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს ი---- ჯ---------ს. ჯ------- ჯ--------- ი---- ჯ---------ს მიიჩნევდა საკუთრებად და მისი ნებართვის გარეშე არ აძლევდა გაღიმების საშუალებას, ასევე რადგან მისი მეუღლე იყო ავალდებულებდა, რომ მისი სურვილები და მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, შეწინააღმდეგების დროს კი მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და აგინებდა. ყოველივე აღნიშნულით ი---- ჯ--------- განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა 2018 წლის იანვრის ბოლოს, ქ--–------------–-------------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჯ------- ჯ---------მ თავის მეუღლეს, ი---- ჯ---------ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი გაარტყა სახეში და ხელი მოაყოლა აბაზანის კარში. ი---- ჯ---------მ ჯ------- ჯ---------- ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქა-–------------–----------------------------------------ს ეზოში ჯ------- ჯ---------მ თავის მეუღლეს, ი---- ჯ---------ს, ურთიერთშელაპარაკების დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა ხელი მხარზე და თავში. ი---- ჯ---------მ ჯ------- ჯ---------- ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 23:00 საათზე, ქ--–------------–--------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჯ------- ჯ---------, თავის მეუღლეს, ი---- ჯ---------ს, დაემუქრა მოკვლითა და მუცლის გამოფატვრით, რა დროსაც ი---- ჯ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ჯ------- ჯ---------ს მუქარის განხორციელების მომენტში ხელში ეჭირა დანა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით:
ჯ------- ჯ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი), და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ჯ------- ჯ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავისრაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ----- გ----------მა, აპელანტის მოითხოვნაა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ აპელანტის პოზიციით მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------ს გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუდგინდეს არანაკლებ 2 (ორი) და არაუმეტეს 6 (ექვსი) წელი, ნაცვლად რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით განსაზღვრული 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადისა.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებები, მათი შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ------- ჯ---------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.
მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------- მიერ საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ასევე აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოტივაციას სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, საქართველოს სსსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის ნაწილში ცვლილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი განსაზღვრული აქვს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და არა სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, შესაბამისად გამოსაცდელი ვადის მინიმალური ზღვარის გაზრდა მოცემული რეგულაციაზე მითითებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 წელი, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა“.
მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------ს გამოსაცდელი ვადა განსაზღვრული აქვს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით და პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისი გაზრდა. მსჯავრდებულმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე ცნო, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი ჯ------- ჯ---------- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----- გ----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი ჯ------- ჯ---------- მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ჯ------- ჯ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი), და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ჯ------- ჯ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ჯ------- ჯ---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
მსჯავრდებულს დაევალოს გაიაროს პრობაციის ბიუროში ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი