განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
050100119003339894
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119003339894

საქმე №1/ბ-130-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ-----------ე

 

მსჯავრდებული: ს-------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჩ---------------------–---------–-------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს-------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 03 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ს------–--------–-------ში მცხოვრები ს-------------ე მივიდა სახლში და მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----------ეს უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე მოსთხოვა, რომ თავი დაენებებინა დ----------------ში მცხოვრები მოხუცი ქალის მომვლელად საქმიანობისათვის, რაზეც უარი მიიღო ნ-----------ისაგან. მეუღლის პასუხით განაწყენებულმა ს-------------ემ, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში ნ-----------ეს დაუწყო უცენზურო, უხამსი სიტყვებით ძახილი, აგინა დედის და ახლობლების მისამართით, რის შემდეგაც წვდა თმებში და რამდენჯერმე დაქაჩა ძლიერად, ამასთან, დაუწყო ცემა ხელებითა და ფეხებით, სახის, თავის და ფეხების არეში. ს--------------- მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ-----------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ს-------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:

 

ს-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ს-------------ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 03 ნოემბრიდან 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ს-------------ე გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან;

 

გაუქმდა მსჯავრდებულ ს--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. შესაბამისად, დადგინდა, რომ მსჯავრდებულ ს--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ-------------ის (პირადი ნომერი 4----------), მ-------------ის (პირადი ნომერი 46001021338), ნ-----------ის (პირადი ნომერი 4----------) და ს--------------- (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 4400 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა N1 ფართით 164,60 კვ.მ. მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ს------–--------–-------ში ს/კ2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: DVD დისკი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ემ და მოითხოვა, რომ ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში და ს-------------ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის ფაქტი, რომ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური, აგრესიული, ძალადობრივი ქმედება და მიუხედავად ამისა, დანიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები. შესაბამისად, ბრალდების მხარე თვლის, რომ დანიშული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია, არ არის შესაბამისობაში როგორც ჩადენილ დანაშაულთან, ასევე, ს--------------- პიროვნებასთან და სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უნდა დანიშნოს კანონიერი და სამართლიანი სასელი.

 

დაცვის მხარეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: ნ-----------ის გამოკითხვის ოქმებით, ნ-----------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოცხრილით, მოწმეების: თ-------------ის, მ-------------ის, ზ--------------ის, გ------------------ის და ნ-------------------ის გამოკითხვის ოქმებით, ს--------------- გამოკითხვის ოქმითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს-------------ემ ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ს---------------ათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

განაჩენის მიხედვით, ს-------------ე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა და სსსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის შემცირებას და საბოლოოდ, მის გატავისუფლებას დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს მომხდარს, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს--------------- მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, ს--------------- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ოზურგთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, ს--------------- მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ს-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით;

 

4.მსჯავრდებულ ს-------------ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 03 ნოემბრიდან 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ს-------------ე გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან;

 

5.ს--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია. შესაბამისად, მსჯავრდებულ ს--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ-------------ის (პირადი ნომერი 4----------), მ-------------ის (პირადი ნომერი 46001021338), ნ-----------ის (პირადი ნომერი 4----------) და ს--------------- (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 4400 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა N1 ფართით 164,60 კვ.მ. მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ს------–--------–-------ში ს/კ2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

6.ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, DVD დისკი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში - დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/