1. განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.
2. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.
თავი V
დანაშაულის სიმრავ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(138)
საქმე №2კ-482აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2025
…ამისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის განმარტებას იმის შესახებ, რომ თუნდაც დადგენილი იყოს პრედიკატული დანაშაულის ფაქტი, ფულის გათეთრებით დამატებით კვალიფიკაცია არასწორია, რადგან სახეზეა ერთი, განგრძობადი დანაშაული. საქართველოს სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი…
საქმე №2კ-306აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
…მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის…
საქმე №2კ-1214აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2025
…ვინაიდან, ერთი მხრივ, არასწორია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ორ ეპიზოდად დაკვლიფიცირება და, აქედან გამომდინარე, ცალ-ცალკე სასჯელების განსაზღვრა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 14-ე მუხლის შესაბამისად, განგრძობადია ამავე კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს…
საქმე №2კ-34-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2025
…ან სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს განგრძობადი ტიპის დანაშაულთან, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებები ხორციელდებოდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2007 წლიდან 2023 წლამდე და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, იგი დასრულებულად მიჩნევა 2023 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 30-წლიანი…
საქმე №2კ-86-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
…წლის 5 მაისის განჩინებით უკვე ნამსჯელია და არ არსებობს ხელახლა განხილვის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, არ არსებობს ზ. გ–ს მიმართ 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან ამ კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად,,მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით…
საქმე №2კ-19-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2024
საქმე №ბს-900(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
საქმე №ას-549-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2023
საქმე №2კ-236-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2021
საქმე №2კ-221-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2021
საქმე №2კ-131-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2021
საქმე №2კ-157-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2021
საქმე №2კ-177-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2021
საქმე №2კ-38-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2021
საქმე №ა-759-შ-32-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2009
საქმე №2კ-1570აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2009
საქმე №2კ-1661აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2008
საქმე №2კ-879აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2008
…მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი.…
…(საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. 3. იმ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 14, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-14/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია