განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2020
საქმის ნომერი
060100118002734445
ინსტანცია
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100118002734445

საქმე №1/ბ-103-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

11 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------–--ე;

 

გამართლებული: რ-----------–--ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ--------------------–-----–-------------------;

ადვოკატი: ი-–---------–--ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ-----------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხ----------------------–----------ში, რ-----------–--ემ, ვალთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით, ყბისა და ბარძაყის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ზ-------------–--ეს. რ-----------–--ემ ჩათვალა რა ზ-------------–--ის მკვლელობა დასრულებულად, დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. მძიმედ დაჭრილი ზ-------------–--ე აღმოაჩინეს სოფელ ი--------ის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც გამოიძახეს სასწრაფო და გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შენარჩუნებული იქნა ამ უკანასკნელის სიცოცხლე.

 

- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ-----------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კალაშნიკოვის სისტემის „AKC-74“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც 2017 წლის 15 ივლისს, ხ-------------ის სოფელ ი--------ში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა. 2017 წლის 17 ივლისს, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულ იქნა ხონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

 

ზემოაღნიშნულის გამო, რ-----------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით: რ-----------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა; რ-----------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა; რ-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა, შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ------------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 500.00 კვ.მ., მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 63.68 კვ.მ. - მდებარე რ--------------------------–---------–-------, საკადასტრო კოდი -№3-----------) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა. დადგინდა, რომ ზ-------------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ზ-------------–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; რ-----------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 8 ცალი ვაზნით რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარატამენტს მისი შემდეგომი განკარგვის მიზნით; სისხლისმაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვი, ნერწყვის და ხელი ანაწმენდები, ერთი ცალი გასროლილი ვაზნა, შავი ფერის ბრეზენტის ტომარა, რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილები მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; განემარტა გამართლებულ რ-----------–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ-----------–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ-----------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სასამართლომ ცალმხრივად და არაობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, რომელთა ერთობლიობაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ რ-----------–--ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა რ-----------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–---------–--ემ ითხოვეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ-----------–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ-----------–--ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში რ-----------–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

მოწმე ბ---------------–---–ი განმარტავს, რომ 2017 წლის 15 ივლისს დაახლოებით საღამოს 6 საათზე, თავის ეზოში ყოფნისას, მისი ეზოდან მოშორებით მდებარე ჩაის პლანტაციების მხრიდან შემოესმა ყვირილის ხმა, კაცი ითხოვდა შველას. მან დაუძახა თავის მეზობელ გ----------------–--ეს და ორივენი წავიდნენ ხმის მიმართულებით. მიდიოდნენ მეორე ხარისხოვან გზაზე. დაახლოებით ერთ კილომეტრის გავლის შემდეგ, გზის პირას ნახეს დაჭრილი ზ-------------–--ე. მან მისი კუთვნილი ტელეფონით დარეკა სასწრაფო დახმარებაში და გ----------–--ე გაუშვა მათ დასახვედრად, თვითონ კი დარჩა ზ---------–--ესთან. ზ---------–--ემ მას გამოართვა ტელეფონი, აკრიფა ნომერი და დაელაპარაკა პირს, რომელიც მოიხსენია ი-----დ, და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და მიეკითხა ჩაის პლანტაციებში. ცოტა ხანში ისევ დაურეკა ი-----ს, რომელმაც უთხრა, რომ იყო ჩაის ფაბრიკასთან და ვეღრ აგნებდა. მან ასწავლა წასულიყო ჯ----–ის მიმართულებით. თუმცა, ი----- იქ არ მისულა. ამასობაში მივიდა სასწრაფო დახმარება და ზ---------–--ე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ზ---------–--ეს ეცვა შავი შარვალი და თეთრი ბოტასები. იგი გზის ნაპირზე იყო. უშუალოდ დაჭრის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრი იყო გამოსული, როგორც ეს პოლიციელებმა უთხრეს. ზ---------–--ეს არ უთქვამს ვინ დაჭრა ან რა მიზეზით. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მას გონება არ დაუკარგავს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასმართლოს მოწმე გ----------–--ემ.

 

მოწმე ი----- ტ-----------ემ განაცხადა, რომ მუშაობს რკინიგზაში და სამსახურიდან თავისუფალ დროს, საკუთარი მანქანით, როგორც ტაქსი, ემსახურება მოქალაქეებს. ზ---------–--ე არის მისი კლიენტი და ხშირად ტელეფონითაც აქვს ურთიერთობა. იყო შემთხვევა, როდესაც ზ---------–--ემ გააგზავნა იგი რ------–--ესთან ქუთაისში, რომელმაც გამოატანა 970 ლარი. იყო შემთხვევა ზ---------–--ე წაიყვანა ბათუმში, სადაც ელოდებოდა მთელი ღამე, დილით კი წამოიყვანა სამტრედიაში. ზუსტი დრო არ ახსოვს, დაახლოებით ივლისის თვეში, ზ---------–--ეს მიაკითხა სამტრედიაში, სასტუმრო ობოლაში და წაიყვანა ჯ----–ში, ე.წ. სერგეთის მინდორთან. შეთანხმდნენ, რომ ზ---------–--ე მას დაურეკავდა და ისევ იმ ადგილას უნდა მიეკითხა. ზ---------–--ეს არ უთქვამს სად მიდიოდა ან ვინმეს თუ უნდა შეხვედროდა. წამოვიდა და ელოდებოდა დიდი ჯ----–ის ცენტრში, სახანძროსთან, სადაც ნახა დ-–----–--ე. ვინაიდან ზ---------–--ემ არ დაურეკა, წავიდა თავის საქმეზე. მოგვიანებით დაურეკა უცხო ნომრით და უთხრა, რომ იყო დაჭრილი და მიეკითხა მისთვის. თუმცა, ვერ მიაგნო იმ ადგილს. მერე კი გაიგო, რომ ზ---------–--ე საავადმყოფოში იყო. მისთვის უცნობია რას საქმიანობს ზ---------–--ე.

 

მოწმე კ-------------–--ემ განმარტა, რომ რ-----------–--ე არის მისი მეუღლის ძმა. ზ-------------–--ე კი მეუღლის ნათესავი რომელთანაც 3-4-ჯერ არის შენახვედრი. 2017 წლის 15 ივლისს, მის შვილს ჰქონდა სიცხე და რ------–--ე მივიდა სანახავად. ბავშვს სიცხემ მოუმატა და რ-----ი აღარ წავიდა, დარჩა მათთან. რ------–--ე დილით წავიდა და საღამოს დაახლოებით 6 საათზე დაბრუნდა. სად იყო არ იცის. ზ---------–--ის დაჭრის შესახებ გაიგო მეორე დღეს, მეუღლის მამამ თქვა ამის შესახებ და რ------–--ეც იქ იყო. ზუსტად რა მოხდა არავინ იცოდა. მისთვის უცნობია რა ურთიერთობა ჰქონდათ რ------–--ეს და ზ---------–--ეს. მან გაიგო, რომ რ------–--ე შეხვდა ზ---------–--ეს, თუმცა, ვისგან გაიგო არ ახსოვს.

 

მოწმე გ----------------–--ემ განაცხადა, რომ არის ზ---------–--ის მამა. ზ---------–--ის დაჭრის შესახებ შეიტყო როცა ზ---- საავადმყოფოში. როდესაც ზ---------–--ე გახდა კონტაქტური, კითხა თუ რა მოხდა, რაზეც ზ---------–--ემ უპასუხა, რომ ესროლეს ნიღბიანებმა და რამდენი იყვნენ ან რა მოხდა არ ახსოვდა. მან ზ---------–--ისა და რ------–--ის ურთიერთობების შესახებ არაფერი იცის.

 

მოწმე დ------–----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს დიდი ჯ----–ის სახანძროში. 2017 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, სახანძროსთან ახლოს ნახა ი----- ტ-----------ე - ტ-------–ა. ისაუბრეს ხუთი წუთი და იგი დაბრუნდა სამსახურში. ზ-------------–--ეს იცნობს სოფლიდან.

 

მოწმე ა-–------------------მ განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ხონის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 15 ივლისს, სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დაჭრილი იყო ზ-------------–--ე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ხუთ ადგილას აღმოაჩინეს სისხლის კვალი. ასევე სისხლით მოსვრილი მაისური. დილით გამომძიებელმა ს------–-----მა დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ჩაატარა ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ტ------–-------–---. რ------–--ემ დაწვრილებით განუმარტა, სად შეხვდა მ-------–--ეს, სად მივიდნენ, როგორ ესროლა და სად გადააგდო მისი კუთვნილი ავტომატი.

 

მოწმე ტ------–-------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ხონის შს რაიონულ სამმართველოში. ამ საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში სს საგამოძიებო ექსპერიმენტში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ი--------ში, ხ-----ჯ----–ის გზიდან არის გადასახვევი და მოხრეშილი გზა შედის დაუსახლებელ ადგილას, სადაც ჩაის პლანტაციები და საყანე ფართობებია. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ღამით, იყენებდნენ ფარნებს. აღმოაჩინეს და ამოიღეს სიგარეტის ნამწვები, დაახლოებით 50 მეტრში კი - მაისური. მისივე განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოუღიათ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება არ ახსოვს. მისი თანდასწრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას ავტომატი არ ამოუღიათ.

მოწმე ს-----–---------–-----მა განაცხადა, რომ არის ხონის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. ამ საქმეზე მან აწარმოა გამოძიება ა---------თან ერთად. მან დაკითხა შეტყობინების ავტორი და რამდენიმე მოწმე. რ------–--ის ჩვენების საფუძველზე ჩაატარა ადგილმდებარეობის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღეს ავტომატი, ვაზნები, მჭიდი და იარაღის ჩასადები ბრეზენტის ჩანთა. საავადმყოფოდან ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი და აიღო ბიოლოგიური ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმე გ----------–------ემ განაცხადა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2017 წლის ზაფხულში ხონის შს რაიონული სამმართველოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა სოფელ ი--------ში, ცენტრალური გზიდან იყო გადასახვევი და ქვაღორღიანი გზით მივიდნენ საყანე ფართობებში შესასვლელ ჭიშკართან. დათვალიერება მოხდა 5-6 მეტრი დიამეტრის ფარგლებში. ეძებდნენ ნივთმტკიცებებს. ამოიღეს ავტომატი, მჭიდი ვაზნებით და იარაღის ჩასადები ჩანთა. რაც დალუქეს ცალ-ცალკე. ავტომატში იყო ვაზნა და განმუხტეს. ადგილმდებარეობის დათვალიერებაში მონაწილეობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და გამომძიებელი ს------–-----ი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტმა შ--–------------ემ.

 

მოწმე გ--------–--–-----მა დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული N1---- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

მოწმე ნ--------–----ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის პირველ სექტემბერს გაცემული N0-------- ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

მოწმე თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N0-------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მისივე განმარტებით, დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები შეიძლება (არის ალბათობა) ჩამოირეცხოს დაბანით ან წყლის ჭავლის ზემოქმედების შედეგად.

 

მოწმე ნ-----–-----–-----მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ზ---------–--ის შარვალზე არსებული დაზიანება არის თუ არა ცეცხლნასროლი, კატეგორიული დასკვნის გაცემა არ შეუძლია.

 

მოწმე გ------------------ემ განაცხდა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2017 წლის 15 ივლისს გამომძიებელ ა---------თან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში. ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქები და სიგარეტის ნამწვები.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ--------------ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 26 ივლისს გაცემული სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც რ-----------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენტების სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ--------------ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 19 ივლისს გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც ზ-------------–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

2017 წლის 15 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მიხედვით: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ-------------ის სოფელ ი--------ში და წარმოადგენს დაუსახლებელ ტერიტორიას, სადაც მივდივართ ხ-------------------------ს საავტომობილო გზით. გზის მე-3 კილომეტრზე ცენტალური გზიდან ვუხვევთ მარცხნივ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და გადავდივართ მოხრეშილ მიხვეულ-მოხვეულ სასოფლო გზაზე, სადაც იმავე მიმართულებით 1, კმ-ის გავლის შემდეგ ვუხვევთ მარჯვნივ, ბალახის საფარით დაფარულ საურმე გზაზე, რომლის მარცნივ განთავსებულია არხი და ეკლიანი მავთულით შეღობილი საყანე ნაკვეთი, ხოლო მარჯვნივ ველური ეკლოვანი მცენარეების ბუჩქნარი, გზის ბოლოს კი განთავსებულია ერთფრთიანი ხის ჭიშკარი აღნიშნული ჭიშკრის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე დასავლეთით 4 მეტრში ბალახით დაფარული მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სპეციალური ჩხირით და დალუქული იქნა შსს ნივთმტკიცებათა პაკეტით. აღნიშნული ადგილიდან დიაგონალურად ჩრდილოეთ - დასავლეთით 2,6 მეტრში აღმოჩენილი იქნა ისეთივე ლაქა, რაც ამოღებულ იქნა სპეციალური ჩხირით და დაილუქა. აღნიშნული ადგილიდან სამხრეთით 1,6 მეტრში აღმოჩენილი იქნა ისეთივე ლაქა, რაც ამოღებული იქნა სპეციალური ცხირით და დაილუქა სსს ნივთმტკიცებათა პაკეტში, იქვე ბალახის საფარზე აღენიშნება 3,6 მეტრის სიგრძის საბურავის კვალი რომელიც მიემართება დიაგონალურად ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ. ხის ჭიშკრიდან დასვლეთით 3 მეტრში აღმოჩენილი იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი, რაც ამოღებული იქნა და დალუქული, აღნიშნული ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2,1 მეტრში აღმოჩენილი იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი, რაც ამოღებული და დალუქული იქნა აღნიშნული ადგილიდან ჩრდილოეთით 1,1 მეტრში ველურ ეკლიდან ბუჩქნარში აღმოჩენილ იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი რაც ამოღებული და დალუქული იქნა. აღნიშნული ადგილიდან დასავლეთით 1,1 მეტრში აღმოჩენილი იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი, რაც ამოღებული და დალუქული იქნა. მოცემული ადგილიდან ველურ ეკლიან ბუჩქნარის შორის გამავალ ბალახით დაფარულ საურმე გზაზე მივემართებით ჩრდილოეთით და 50 მეტრის გავლის შემდეგ ვუხვევთ მარცხნივ დასავლეთით, სადაც 101 მტრის გავლის შემდეგ, ეკლიანი მავთულით შეღობილ საყანე ნაკვეთისა და ველური ეკლოვანი მცენარეების ბუჩქნარის შორის ბალახით დაფარული მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, რაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სპეციალური ჩხირით და დაილუქა შსს ნივთმტკიცებათა პაკეტში. აღნიშნული ადგილიდან მივემარტებით კვლავ დასავლეთით, სადაც 29 მეტრში მოხრეშილი სასოფლო გზასა და საურმე გზის შეერთების ადგილზე ბალახით დაფარული მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სპეციალური ჩხირით და დალუქული იქნა შსს სპეციალური პაკეტში. ხოლო იქვე ეკლიანი მავთულის ღობესთან კუთხეში აღმოჩენილი იქნა მოთეთრო ფერის მაისური მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, რაც ესპერტების მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა შსს ნივთმტკიცებათა სპეციალური პაკეტში. ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგადაღება, რითაც დათვალიერება დასრულდა.

 

2017 წლის 16 ივლისის ამოღების ოქმი თანახმად, სს ე-----------------------–ის მედდამ ნ------–---–---მ წარმოადგინა შავი ფერის ცელოფნის პარკში მოთავსებული შავი ფერის მაისური რომელზეც შესხმული ბლანტი სითხე, შავი ფერის შარვალი, რომლის მარჯვენა ტოტი გაჭრილია მთელ სიგრძეზე და ლურჯი ფერის სპორტიული ფეხსაცმელი თასმებით.

 

2017 წლის 17 ივლისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტების ო--------------ისა და გ-----------ს მიერ სპეციალური ჩხირით რ-----------–--ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა შსს საექსპერტო- კრიმინალისტიკური მტავარი სამმართველოს პაკეტში F--------.

 

2017 წლის 17 ივლისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტების ო--------------ისა და გ-----------ს მიერ სპეციალური ჩხირით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმედები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, რომელიც დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პაკეტში F--------.

 

2017 წლის 17 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით: სისხლის სამართლის N0----------- საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა აღმოჩენის მიზნით ადგილმდებარეობის დამატებითი დათვალიერებით დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ხ-------------------------ის საავტომობილო გზიდან სამ კლომეტრში, სადაც მარცხნივ ჩრდილო აღმოსავლეთით გადის მოხრეშილი, ქვაღორღიანი სოფლის გზა, აღნიშნული გზის მონაკვეთიდან 1,5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს ეკალ ბარდით, ველური მცენარეთა და ბალახით დაფარული მინდვრები და ჩაის პლანტაციები გზიდან მარჯვენა მხარეს მდებარეობს ბალახის საფარით დაფარული საურმე გზა, რომელსაც მარცხენა მხრიდან აკრავს არხი, ხოლო მარჯვენა მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთით ეკალბარდით დაფარული მინდორი. საურმე გზის ბოლოში არის ხის ჯოხებისაგან დამზადებული ჭიშკარი, რომლითაც გადაკეტილია საურმე გზიდან საყანე ფართობებში შესასვლელი. აღნიშნული ჭიშკრის წინ ოთხ მეტრში ბალახზე აღინიშნება მუქი წითელი და მოშაო ფერის კვლები ამ ადგილიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 5 მეტრში ეკალ ბარდის ბუჩქის კიდეზე აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი 5,45 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის მასრა, რომელიც ამოღებული იქნა და დალუქული. მასრის აღმოჩენის ადგილიდან იმავე მიმართულებით სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხ მეტრში ასევე ეკალბარდის ეკალბარდის ბუჩქნარებში აღმოჩენილი იქნა აკ 74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დასაკეცი ლითონის კონდახით, ლითონის ერთი მჭიდით. დათვალიერებისას ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი 5,45მმ კალიბრის ვაზნა, ჩამკეტი მექნიზმი დაყენებულია ერთჯერადი გასროლის რეჟიმზე, იარაღის კორპუსი ნაწილობრივ დაკოროზირებულია. კორპუსზე იკითხება ნომერი F----- და გამოშვების თარიღი 1992. მჭიდის მოხსნისას მასში აღმოჩენილი იქნა 5,45მმ კალიბრის 11 ცალი დამუხტული ვაზნა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ცალი დამუხტული ვაზნა დაილუქა პაკეტში. ამ ადგილიდან ორ მეტრში ეკლის ბუჩქებზე აღმოჩენილი იქნა შავი ფერის ბრეზენტის ტომარა ზომით 1,60სმ-42სმ-ზე გვერდზე ელვაშესაკრავით, რომელსაც ქვედა კუთხეში აქვს მარკირების აღმნიშვნელი სტიკერი, რომელზეც გამოსახულია ლოგო და უცხოენოვანი წარწერა, რომელიც დაილუქა.

 

2017 წლის 19 ივლისის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ შპს „აკად. ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ მედდის გ---–------–----ის მიერ 5 მლ. მოცულობის ერთჯერადი საინექციო შპრიცით, ზ-------------–--ის მარჯვენა ხელის ვენიდან მოახდინა 5 მლ. სისხლის ნიმუშის აღება, რაც დაილუქა თეთრი ქარალდის კონვერტში.

 

2017 წლის 19 ივლისის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ შსს საექსპერტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის ექსპერტის ო-–----------ის მიერ სპეციალური ჩხირით ზ-------------–--ის პირის ღრუდან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქული იქნა ნივთმტკიცებათა პაკეტში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივლისის N0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზ-------------–--ეს დაუდგინდა. მარცხნივ ჰაიმორის წიაღის ლატერალური და მედიალური კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა, მარცხნივ ცხავის ძვლის უჯრედების, ცხვირის ძვლის და ძგიდის ფრაგმეტული მოტეხილობა, ზედა ყბის მორჩების, მარცხნივ ქვედა ყბის როკისებული მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა, მარცხნივ დვრილისებრი მორჩის ფრაგმეტული მოტეხილობა. მწვავე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, ქალას ფუძისა და სახის ძვლების ტრავმული დაზიანება. მარჯვნივ ტაბუხის ფოსოს უკანა, ქვემო მედიალური კედლების და სახურავის მრავალფრაგმენტული სახსარშიდა მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებით. მარჯვენა ბარძაყის ძვლის ქირურგიული ყელის ხაზოვანი მოტეხილობა. მოტეხილი კიდეების ზომიერი შეცილებით. ცეცხლნასროლი ჭრილობა ორივე დუნდულის არეში. ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ყბის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა. ჩაუტარდა ოპერაცია: ცისტოსტომია. დაესვა ინტრაოპერაციული დიაგნოზი: შარდის შეკავება, ურეთრის პენალური ნაწილის სტრუქტრურა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ივლისის N0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 17.07.2017წ 05:17-05:30სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. რ-----------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 სექტემბრის N0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: - პაკეტი წარწერით „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი F----- გამოშ. 1992წ ლითონის მჭიდი, 12 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტული ვაზნით“ მოთავსებულ იარაღისმაგვარ საგანზე (ობ. N103), მჭიდზე (ობ.N5) და პაკეტში, წარწერით „შავი ფერის ბრეზენტის ტომარა ელვა შესაკრავით“ მოთავსებულ მოშაო ფერის შალითაზე (ობ.N6,7), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონტრაცია არ აღმოჩნდა. - აღნიშნულ იარაღისმაგვარი საგნის ლულის კიდესთან არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N4), სისხლს არ წარმოადგენს. - პაკეტში წარწერებით: „4 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი“ და „5 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი“ მოთავსებულ „Wistom”-ის ფირმის სიგარეტის ორ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N8,9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ-------------–--ეს (ობ.N26; პაკეტი, წარწერით „ზ-------------–--ისაგან ამოღებული სისხლის ნიმუში“). - პაკეტში წარწერებით „6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი“ და „7. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი...“ მოთავსებულ „Wistom”-ის ფირმის სიგარეტის ორ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N10,11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ-----------–--ეს (ობ.27; პაკეტი. წარწერით „რ-----------–--ის ნერწყვის ნიმუში“). - ხუთ ცალ პაკეტში, მსგავსი წარწერებით „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბალახით დაფარული მიწის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა“ მოთავსებულ ჩხირებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N12-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ-------------–--ეს (ობ.N26). - პაკეტში წარწერით „რ-----------–--ისაგან ამოღებული ლურჯი ჯინსის შარვალი და მაისური“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17,18) წარმოადგენს ადამინის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ-------------–--ეს (ობ. N26) ამავე პაკტში მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე, სისხლისა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება. - პაკეტი წარწერით „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური“ მოთავსებულ მაისურზე (ობ. N21) პაკეტში, წარწერით „ზ-------------–--ის ტანსაცმელი შავი ფერის მაისური“ მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N22) და პაკეტში წარწერით: ზ-------------–--ის ტანსაცმელი შავი ფერის შარვალი და სპორტიული ფეხსაცმელები“ მოთავსებულ მთლიანობა დარღვეულ შარვალზე (ობ.N23) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N24,25) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამინის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ-------------–--ეს (ობ. N26).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 აგვისტოს N5--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 1-გამოსაკვლევად წარმოდგენილი „ზ-------------–--ის ტანსაცმელი“-დან შარვალზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული დაზიანება, მორფოლოგიური მონაცემების მიხედვით, დამახასიათებელია გამსვლელი ცეცხლნასროლი დაზიანებისათვის. კატეგორიულად საკითხის გადაწყვეტა, ასევე სროლის მანძილის და მიმართულების დადგენა ვერ მოხერხდა ობიექტზე ინფომაციული მონაცემის აუსახაობის გამო. - „რ-----------–--ისაგან“ ამოღებულ ტანსაცმელზე (მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ქამარი“ დაზიანება არ აღენიშნება. - „ზ-------------–--ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. „ ბოტასი“) გარდა ჯინსის შარვალზე ბალისტიკურ კვლევაში აღწერილი დაზიანებებისა, სხვა რაიმე მექანიკური ხარისხის დაზიანება არ ყოფილა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 ოქტომბრის N5-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რ-----------–--ის მარჯვენა ხელის მტევნიდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ხელის მტევნიდან არებულ ანაწმენდზე, რ-----------–--ის შარვალზე და მაისურზე, ზ-------------–--ის შარვალზე და მაისურზე, დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 25 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ - ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის „AKC-74” მოდიფიკაციის NFF 8306 ავტომატი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია, მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; - 5.45მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი მჭიდი გამოყენებისათვის ვარგისია და წარმოადგენს აღნიშნულ ავტომატების სათადარიგო საკუთვნოს; - ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ. 1974 წლის ნიმუშის 12 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ 1.ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ. კალიბრის 1974 წლის ნიმუშის ვაზნის ერთი ცალი მასრა ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიპიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5.45მმ. კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის „AKC-74” მოდიფიკაციის NFF 8306 ავტომატიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო რ-----------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა პირდაპირი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმის დასადასტურებლად რომ რ-----------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კალაშნიკოვის სისტემის „AKC-74“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც 2017 წლის 15 ივლისს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა და დაახლოებით 15:00 საათზე, ხ-------------ის სოფელ ი--------ში, ვალთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, მითითებული იარაღიდან რამდენიმე გასროლით ყბისა და ბარძაყის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ზ-------------–--ეს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, მჭიდზე და ბრეზენტის ტომარაზე რ-----------–--ის დნმ აღმოჩენილი არ ყოფილა; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მეცნიერებათა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რ-----------–--ის ხელის მტევნებიდან აღებული ანაწმენდზე და მის ტანსაცმელზე, დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და უარყოფს ბრალდების მხარის პოზიციას რ-----------–--ის მიერ საგამოძიებო ექსპრიმენტის მიმდინარეობისას გაკეთებული განმარტების მტკიცებულებად გამოყენების შესახებ, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამასთან, ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში რ-----------–--ე მონაწილეობდა მოწმის სტატუსით.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ და ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე აღმოჩნდა ზ-------------–--ისა და რ-----------–--ის დნმ-ის, ხოლო რ-----------–--ის შარვალზე - ზ-------------–--ის სისხლის კვალი, პალატა, ეთანხმება რაიონული სასამართლოს შეფასებას, რომ თავისთავად ის მოცემულობა, რომ რაიმე მტკიცებულება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მომხდარ ფაქტთან, არ შეიძლება გახდეს ამ მტკიცებულების უტყუარობის საფუძველი. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული - ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყოს ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ, ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ და არა პირიქით - გამორიცხავდნენ. ხოლო სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რ-----------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და რ-----------–--ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ რ-----------–--ის მიმართ, 2019 წლის 26 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, რ-----------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.რ-----------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.რ-----------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

5.გამართლებულ რ-----------–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

6.რ-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ------------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 500.00 კვ.მ., მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 63.68 კვ.მ. - მდებარე რ--------------------------–---------–-------, საკადასტრო კოდი - №3-----------) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ზ-------------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს ზ-------------–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- რ-----------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 8 ცალი ვაზნით რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შსს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარატამენტს მისი შემდეგომი განკარგვის მიზნით;

 

- სისხლისმაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვი, ნერწყვის და ხელი ანაწმენდები, ერთი ცალი გასროლილი ვაზნა, შავი ფერის ბრეზენტის ტომარა, რაც ინახება შსს ხ-------------ულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილები მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

-

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/