განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
050100120003395313
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100120003395313

საქმე №1/ბ-192-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

31 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ------------ე

 

მსჯავრდებული: რ-----------–--ე, დაბადებული 1980 წლის 20 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ო--------------------–------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ-----------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით: რ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში;

 

რ-----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის თვიდან ამავე წლის 12 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

რ-----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

რ-----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150 მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ რ-----------–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

გაუქმდა მსჯავრდებულ რ-----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დადგინდა, რომ მსჯავრდებულ რ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული თ-----------–--ის (3----------), მ-----–------–--ის (3----------) და რ-----------–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ო------------------–----–------ი, სოფელი მ--------ი, საკადასტრო კოდით N2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში;

 

მსჯავრდებულ რ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

- რ-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის 08 ივნისიდან რ-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ---------–-------ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2019 წლის ივნისის თვიდან ამავე წლის 12 ნოემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, ო------------------–----–------ის სოფელ მ--------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და ამავე სოფელში მცხოვრებ ს--–------–-------ის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმრთვადა უწმაწური სიტყვებით, რ-----------–--ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე, მიემართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედის და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო, ქ---------–-------ე თავს გრძნობდა დმცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

- რ-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის 08 ივნისიდან რ-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ---------–-------ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის სექტემბრის თვის ბოლო რიცხვებში, ო------------------–----–------ის სოფელ მ--------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე განაწყენებულმა რ-----------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ---------–-------ეს, კერძოდ: ხელებით წვდა თმებში და დაქაჩა ძლიერად, რა დროსაც დაზარალებულმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.

- რ-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის 08 ივნისიდან რ-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ---------–-------ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ო------------------–----–------ის სოფელ მ--------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ-----------–--ემ ქ---------–-------ის მიმართ გამოიჩინა ფსიქიკური იძულება და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სთხოვდა დაეტოვებინა ოზურგეთის მუნიცაპლიტეტის სოფელ მ--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ქ---------–-------ემ საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და 2019 წლის 14 ნოემბერს ფსიქიკური იძულების შედეგად საცხოვრებელად გადავიდა რ-----------–--ის ძმის - გ-----------–--ის საცხოვრებელ სახლში.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ რ-----------–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ თვით მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ განხორციელებული დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, რ-----------–--ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად, ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: შეტყობინებით, ქ---------–-------ის, ი-----------ის, ლ---------–--ის და თავად რ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, რ-----------–--ის დაკავების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ-----------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს რ-----------–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

რ-----------–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. რ-----------–--ე ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, დაზარალებულის პოზიოცია, რომელიც არ ითხოვს მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.

სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ-----------–--ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი, რ-----------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ, იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი, ნ------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.რ-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში;

 

4.რ-----------–--ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის თვიდან ამავე წლის 12 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

5.რ-----------–--ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

6.რ-----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150 მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ რ-----------–--ეს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

8.მსჯავრდებულ რ-----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, მსჯავრდებულ რ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული თ-----------–--ის (3----------), მ-----–------–--ის (3----------) და რ-----------–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ო------------------–----–------ი, სოფელი მ--------ი, საკადასტრო კოდით N2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში;

 

9.მსჯავრდებულ რამაზ მსხალაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით;

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს;

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/