განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2020
საქმის ნომერი
080100120003415134
ინსტანცია
თარიღი
03.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100120003415134

საქმე №1/ბ-188-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

31 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ---------–-----ე

 

მსჯავრდებული: დ------------------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ-----------------------------------–------------–----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ------------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო, დ------------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განაჩენით: დ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ დ------------------ის პატიმრობაში ყოფნის დღის (2019 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დღე ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და დ-----------------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 500 (ხუთასი) ლარი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

დადგინდა, რომ დ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტანს - ქ----------------–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი;

 

მსჯავრდებულ დ-------------------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალა შესაბამის სააღსრულებო ბიუროს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ დ------------------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

მსჯავრდებულ დ-------------------ეს დაევალა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერის ამსახველი დისკი - რომელიც მოთავსებულია საქმეში, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; ფანჯრის მინის ნამსხვრევები - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - საქმის საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------------ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ-----------------ე და ო-–-----------–---ი 2019 წლის ივლისიდან ცხოვრობდნენ ერთად ქ-------–---------------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქ-------–---------------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დ-----------------ე საცხოვრებელ სახლში გამოწვით დაემუქრა ო-–------------–---ს და მის მეუღლე დ--------------------ეს, რითაც ო-–-----------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების - თავისი ასევე მეუღლის სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---------–-----ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ დ-----------------ისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით რომ იგი ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს და იქნება მსჯავრდებულისათვის წამახალისებელი ხასიათის.

 

დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ო-–------------–---ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა: დ--------------------ის, გ-------–----–----ის, ი-----–-------–--ს, ა-–---------------------------–ის, დ--------–-----ის გამოკითხვის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ-----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ------------------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დ------------------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ------------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რადგანაც, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას საზოგადოებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განაჩენი, დავითი ხაჭაპურიძის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განაჩენი, დ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.დ------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

4.მსჯავრდებულ დ------------------ის პატიმრობაში ყოფნის დღის (2019 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დღე ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მოხდის ვადაში და დ------------------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით;

 

5.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 500 (ხუთასი) ლარი;

 

6.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

7.დ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს - ქ----------------–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი;

 

8.მსჯავრდებულ დ-------------------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს;

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ დ------------------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

10.მსჯავრდებულ დ------------------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;

 

11.განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერის ამსახველი დისკი - რომელიც მოთავსებულია საქმეში - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

- ფანჯრის მინის ნამსხვრევები - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - საქმის საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/