დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.03.2023
საქმის ნომერი
45აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020142222700798235

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №45აგ-22 6 მარტი, 2023 წელი

ზ–ი ა., 45აგ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: ა. ზ–ის, გ. ჩ–ის, რ. მ–ის, მ. ს–ისა და ნ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ქ–სა და დ. ღ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ:

თ. გ–ის მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 4 ივნისიდან.

ნ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ნ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩანის აღსრულების მიზით მისი დაკავების მომენტიდან.

ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ნ. ბ–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: 1684670 ევრო, 4000 ლარი და ერთი 50 ევროს ნომინალის დაზიანებული (გახეული) ბანკნოტი; „MERSEDES-BENZ 260 E KAT“ მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......... და №.......... ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა; „MERSEDES-BENZ 614 D“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .......; შპს “..........“ ელექტრონული სასწორი და 7 ერთეული გირი; ,,ნისან-პატრულის“ მარკის ავტომანქანის წინა ხიდის შიგთავსი (რედუქტორი, პაჩებნიკი, მჭიდი და დამჭერი) და მანქანის ორი ყუმბარა, ავტომანქანის „რედუქტორი“, ავტომანქანის ორი „ყუმბარა“, 4 ჭანჭიკი თავისი „შაიბებით“ და 2 ჩამკეტი (ე.წ. „აბოიმა“); ნ. ბ–სის საცხოვრებელი სახლის (წ–ს რაიონის სოფელ ტ–ი) ჩხრეკისას ამოღებული 9 წყვილი ხელთათმანი, მართკუთხა ფორმის გირები, ფირმა „REBER-ის“ და ფირმა „SEVERIN-ის“ პოლიეთილენის პარკების ვაკუუმური შეკვრის აპარატები.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ა. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ ა. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 1 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ა. ზ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი „MERSEDES-BENZ C 320“ მარკის ავტომანქანა სახლმწიფო ნომრით ...........

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

გ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, საბოლოოდ გ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 1 ივნისიდან.

ამავე განაჩენით გ. ჩ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ა. ზ–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული 50000 ევრო.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

რ. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 1 ივნისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 2 ივნისიდან.

ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ,,MERSEDES BENZ C 180“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ........

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. ბ–ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მისჯილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 18,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეეპუნქტით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით და 6 თვით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძძველზე ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ბ–ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ა. ზ–სი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. ამავე კანონის მე–4 მუხლის თანახმად ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით და 4 თვით, ამავე კანონის მე–7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 18,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 18 წლით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. ამავე კანონის მე–12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული საჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც შეიკრიბა და საბოლოოდ ა. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 (ოცდაექვსი) წლით და 4 (ოთხი) თვით.

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჩ–სს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3, მე–7, მე–12, მე–16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 18,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით შეუმცირდა და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით და 15 დღით.

6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ–ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7, მე–16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 18,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით შეუმცირდა და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, 7 თვითა და 23 წლით.

7.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ს–ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 და მე–16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 24 წლით შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით:

მსჯავრდებულ ა. ზ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებში შევიდა ცვლილებები: ა. ზ–ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქარველოს კანონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა – 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთამ, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად შთანთქა: სსკ–ის 18,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 236–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ა. ზ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით და 4 თვით.

მსჯავრდებულ გ. ჩ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებში შევიდა ცვლილებები: გ. ჩ–ის მიმართ სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანოონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად შთანთქა სსკ–ის 18,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 236–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელები და, საბოლოოდ, გ. ჩ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

მსჯავრდებულ რ. მ–სის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებში შევიდა ცვლილებები: რ. მ–სის მიმართ საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად შთანთქა სსკ–ის 18,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად შემცირებული სასჯელი – 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, რ. მ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ა. ზ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 3 წლით, 4 თვითა და 23 დღით. შინაპატიმრობის ვადა აითვალა №.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან. მსჯავრდებული ა. ზ–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 8 მაისს.

10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გ. ჩ–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე – 3 წლითა და 8 თვით ადრე; მსჯავრდებული გ. ჩ–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2021 წლის 01 ოქტომბერს;

11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით

მსჯავრდებულ რ. მ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 1 წლით, 11 თვითა და 20 დღით, შინაპატიმრობის ვადა აითვალა №.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან. მსჯავრდებული რ. მ–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 12 ივნისს.

12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ მ. ს–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 2 წლით, 1 თვითა და 4 დღით. შინაპატიმრობის ვადა აეთვალა №.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან; მსჯავრდებული მ. ს–ე გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 29 აპრილს.

13. 2022 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულების - ა. ზ–ის, გ. ჩ–ის, რ. მ–სის, მ. ს–ის და ნ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ქ–მა და დ. ღ–მ და ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულების: ა. ზ–სის, გ. ჩ–ს, რ. მ–ს, მ. ს–სა და ნ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ა. ზ–ს, გ. ჩ–ის, რ. მ–ს, მ. ს–სა და ნ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ქ–სა და დ. ღ–სის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

15. 2022 წლის 3 ნოემბერს მსჯავრდებულების - ა. ზ–სს, გ. ჩ–ის, რ. მ–ის, მ. ს–ისა და ნ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ქ–მა და დ. ღ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და მოითხოვეს მისი გაუქმება, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

16. კასატორთა პოზიციით, მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებული მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების ძირითადი პრინციპები. გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა კანონის უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. მსჯავრდებულები მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობდნენ მოეპოვებინათ ახალი გარემოებები, რაც დაადასტურებდა, რომ ნ. ბ–ს მიმართ არსებობდა პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილი. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო და არ გამოიკვლია ექსპერტ პ. კ–ს მიერ 2011 წლის 3 მაისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მ. ს–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებებზე, გამოძიების დავალებით 2010 წლის 3 და 11 ივნისს ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები დგებოდა ეჭვქვეშ, კერძოდ: გამოყენებული მეთოდი არ იძლეოდა იმის დადგენის საშუალებას, რომ საქმე ეხებოდა ,,კოკაინს“ ან ,,ჰეროინს“, არ გამოუყენებიათ შესადარებელი ნიმუში, არ შეუმოწმებიათ ხარისხი, არ გამოუყენებიათ ტესტირებული შემოწმებული ნივთიერება და გამოყენებული დეტექტორი არ იყო სპეციფიკური მასიური სპექტრომეტრის. კასატორები ასევე უთითებენ, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ავტომანქანის ჩხრეკის მოწმეები - ც. ბ–ი, თ. ბ–ი და ბ. გ–ე ამჯერად დაცვის მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა აღნიშნულ მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ახალი განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ ჩხრეკა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც მტკიცებულებად წარმოდგენილი საგანი არის დაუშვებელი მტკიცებულება, თუმცა აღნიშნული ახალი მტკიცებულება სასამართლომ არ განიხილა. კასატორები ასევე უთითებენ, რომ ახალ გარემოებას წარმოადგენდა ნ. ბ–ის მიმართ პოლიტიკური დევნის და მისი დასჯის სურვილის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იგი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი და 2012 წლამდე გამართულ საპროტესტო ღონისძიებებში ეხმარებოდა ოპოზიციას, რაც გახდა მისი და მისი უახლოესი ადამიანების დასჯის საფუძველი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებები ადასტურებდა მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს (შეიარაღებული თავდასხმა ს–ში. საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიერ მომზადებული მასალა და ჟურნალისტ ნ. ლ–ს ინტერვიუ), თუმცა სასამართლომ არც ეს მტკიცებულებები განიხილა. დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა საქართველოს პარლამენტის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მიმართ პოლიტიკურ ინტერესს, ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წერილი გენერალური პროკურატურის სახელზე. კასატორები ასევე უთითებენ, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები, რომელსაც შემდგომ დაეყრდნო სასამართლო, მოპოვებულია წამებისა და უკანონო მოქმედებების შედეგად. მსჯავრდებულთა მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე, შსს თანამშრომლების შესაძლო უკანონო ქმედებებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და დღემდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება ნ. ბ–ის დედის სახლიდან ამოღებულ, ნივთმტკიცებად ცნობილი თანხის - 1700000 ევროს მისაკუთრებას. ახალი გარემოების სახით წარმოდგენილია გამოძიების მიერ გამოგზავნილი წერილები. კასატორებმა ასევე წარადგინეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის დადგენილება და სამართლებრივი დასკვნა 2004-2012 წწ. ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები, როგორც ახალი გარემოება, ადასტურებს ნ. ბ–ს მიმართ სამართლდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირების მხრიდან პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოქმედებას. კასატორების აზრით, ახალი გარემოებაა ნ. ბ–ის, იმავე კ–ს ბ–ი ადვოკატის მიერ კ–სა და პ–ში მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არ არსებობდა არანაირი სისხლის სამართლისა და მიგრაციული ხასიათის ადმინისტრაციული პროცედურები ნ. ბ–სის მიმართ. მას კოლუმბიის სასამართლო ორგანოებთან მიმდინარე საქმეები არ აქვს. ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს ს–ში ჩატარებულ საგამოძიებო პროცესებს და მიღებულ განაჩენებს. ვინაიდან ნ. ბ–ი გასამართლებულია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის დანაშაულის ჩადენისათვის კ–ა-პ–ს გავლით ს–ში ნარკოტიკების გადაზიდვისათვის, მაგრამ კ-სა და პ-ში მის წინააღმდეგ არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. ზემოაღნიშნული ახალი ფაქტები და გარემოებები გავლენას ახდენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული მტკიცებულებების უტყუარობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კასატორთა პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმისათვის აუცილებელი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები: საერთაშორისო ექსპერტიზის დასაბუთებული დასკვნა, რეაგირების გარეშე დარჩა ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფულადი თანხის საქმიდან გაქრობა, ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, მ. ს–ს პირადი ავტომობილის ჩხრეკის ნაწილში მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ჩვენებები, პოლიტიკური მოტივის დამადასტურებელი ფაქტები. სასამართლომ ასევე დაარღვია მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპი. საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე იყო იგივე, ვინც 2011 წელს ამ პირთა მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველია თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და განმარტავს, რომ კასატორთა მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა ექსპერტ პასკალ კინცის მიერ გაცემულია 2011 წლის 3 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხნენ დაცვის მხარის ინიციატივით მოწვეული მოწმეები: ც. ბ–ი, თ. ბ–ი და ბ. გ–ე, რომელთა ჩვენებებიც შეაფასა სასამართლომ. შუამდგომლობაზე დართული, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება კი ვერ განიხილება იმ ახალ მტკიცებულებად, რაც სამართალწარმოების განხორცილებისას და განაჩენის გამოტანისას ობიექტურად არ იყო ცნობილი მხარისათვის. დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული, აღნიშნული მტკიცებულება მოეპოვებინა და წარედგინა გამოძიებისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. გარდა ამისა, ნ. ბ–ის პოლიტიკური საქმიანობა ვერ მიიჩნევა ახალ გარემოებად და ფაქტად, რადგან ამით ვერ შეფასდება მისი ბრალეულობა/უდანაშაულობა.

5. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, ნ. ბ–ის დედის სახლიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ თანხაზე, როგორც განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებზე მითითება, მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან, კასატორთა პოზიციით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად ვერ ჩაითვლება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წერილი, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის დადგენილება და დასკვნა 2004-2012 წწ. ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, ასევე, 2012 წლის 21 მარტს საბერძნეთში ნ. ბ–სზე თავდასხმის ფაქტი, ვინაიდან მითითებული დოკუმენტები ვერ ამტკიცებენ მსჯავრდებულთა უდანაშაულობას ან მათ მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მათ მსჯავრი დაედოთ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნ. ბ–სის ბ–ელი ადვოკატის მიერ კ–ს და პ–ში მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ კ-ასა და პ-ში ნ. ბ–სის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ მიმდინარეობდა, არ გამორიცხავს მის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენას. შესაბამისად, კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება ისეთ ახალ მტკიცებულებად, რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა არგუმენტები უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

6. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ბ–სი გასამართლებულია დაუსწრებლად. მისი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების შემთხვევაში მას უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოებში გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო - რომელიც აღარ საჩივრდება). ამდენად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი (საბოლოო)“. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის N64აგ-20 განჩინება).

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად გამოვნელ გარემოებათა გამო შუამდგგომლობის განხილვისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევას. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული ამ მოტივით განჩინების გაუქმების მოთხოვნა.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების: ა. ზ–ის, გ. ჩ–ის, რ. მ–ის, მ. ს–სა და ნ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ქ–სა და დ. ღ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე