განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.12.2018
საქმის ნომერი
330310016001397360
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1371-17, 330310016001397360

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე- მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - გ------ი ბ-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შპს „სამაუწყებლო კომპანია რ----------“, საქართველოს პარლამენტი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს მთავარი პ----------------ა

მესამე პირები - იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს------ის ორგანიზაცია

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ------ი ბ-----–--ის სარჩელი ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის დაკისრებისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რ----------“-ს, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავარი პ----------------ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1(ერთი) ლარის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჭ--------ის რაიონულ განყოფილებაში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება 2----–-–----------ს, ქ. ჭ---------–ი გ------ი ბ-----–--ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ქ. ჭ---------–ი, მ-------–--------–------------------------------, ნ----–---–-------აზე, 2----–-–----------ს, დაახლოებით 18:00 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭ--------ის რაიონის სოფელ პ-------აში მცხოვრები გ------ი ბ-----–--ე სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა------------–----–-------------------------- ზ------ კ--------ემ. ცემის შედეგად გ------ი ბ-----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია.

 

2.2. 2-----–-–------ მაისის დადგენილებით გ------ი ბ-----–--ე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად და განემარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

2.3. 2015 წლის 30 მაისს ს------ის რაიონული პ----------------ის პ-------------ის მიერ მიღებულ იქნა განრიდების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი, რომლის თანახმად, ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირი არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას და დაზარალებული არ ითხოვს მის დასჯას ზ------ კ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება, ხოლო განრიდების შესრულების პირობად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის - 1--- ლარის გადახდა. დაზარალებულმა გ------ი ბ-----–--ემ თანხმობა განაცხადა ზ------ კ--------ის მიმართ განრიდების ღონისძიების გამოყენებაზე.

 

3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-6-7, მე-17, 42-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 408-ე, 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 83-ე, 105-ე მუხლები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4-5 მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ), სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი ზიანის არსებობის მიზეზ- შედეგობრივი კავშირის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე განმარტებაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმე №ას-1156-1176-2011), რომლის თანახმად სამოქალაქო ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმის მოქმედება უნდა გაგვევრცელებინა ნებისმიერი ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას, რაც ყოვლად დაუშვებელია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონით დადგენილ პირობათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ის სცემა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა------------–----–-------------------------- ზ------ კ--------ემ თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების დარღვევით.

 

3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1005-ე მუხლით და განმარტა, ზიანის ანაზღაურების წინაპირობები სახეზეა, როდესაც პირი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბრალეული ქმედებით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ,რაც ხდება ზიანის წარმოშობის მიზეზი. ზიანის მიმყენებელი სუბიექტის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ”საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ”. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეა პირი, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. კანონის მე-5 მუხლი საჯარო მოსამსახურის 4 სახეს გამოყოფს: 1) სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის პირი 2) მოხელე 3) დამხმარე მოსამსახურე 4) შტატგარეშე მოსამსახურე. 208-ე მუხლის რეგულირების სფეროში აგრეთვე ექცევა ნებისმიერი სხვა პირი,რომელიც ფუნქციონალურად არის დაკავშირებული სახელმწიფო ორგანოსთან თუ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და დელეგირებული აქვს გარკვეული უფლებამოსილება. ზემოაღნიშნულ სუბიექტთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სხვა პირისთვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევა სხვა პირის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სამსახურეობრივი ვალდებულების დარღვევამ გამოიწვიოს სხვა პირის უფლებების დარღვევა და შესაბამისად,ზიანი.

 

3.6. სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევა სხვა პირის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სამსახურეობრივი ვალდებულების დარღვევამ გამოიწვიოს სხვა პირის უფლებების დარღვევა და შესაბამისად,ზიანი.

 

3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობა უნდა განსხვავებულ იქნეს „წმინდა პიროვნული ბრალისაგან“. არსებობს სამსახურეობრივი მოვალეობა და არსებობს საჯარო მოსამსახურის პირადი ცხოვრება, რომელიც დაკავშირებული არ არის მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ზ------ კ--------ის მიერ ჩადენილ იქნა 2----–-–----------ს, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, დაახლოებით 18:00 საათზე. ჭ--------ის რაიონული სამმართველოს №------------ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა მოხდა მხარეთა ურთიერთშელაპარაკების, კერძოდ, გინების ნიადაგზე. საქმეში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ზ------ კ--------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს წმინდა პიროვნულ ბრალს და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს პირი მუშაობს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არ ქმნის იმ მტკიცებულებას, რომ მან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბრალეული ქმედებით დაარღვია თავის სამსახურეობრივი მოვალეობა გ------ი ბ-----–--ის მიმართ. შესაბამისად არ არსებობს იმ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელშიც ზ------ კ--------ე მუშაობს, კერძოდ ჭ--------ის მუნიპალიტეტის გამგეობისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

3.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რ----------’’-ის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 01 (ერთი) ლარის დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

3.6. სასამართლოს მითითებით, გ------ი ბ-----–--ემ ვერ დაასაბუთა თუ რა ფაქტორმა გამოიწვია ან რაში გამოიხატა, დასახელებულ მოპასუხეთა მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ყოველგვარი მტკიცებულებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე არ არის სასამართლოსთვის საკმარისი მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის,4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ი ბ-----–--ემ, რომელიც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტი აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ არის, თუ რის გამო არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, უსაფუძვლობის თუ დაუსაბუთებლობის გამო; ამიტომ აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ბუნდოვანია.

 

4.2. აპელანტი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზ.კ--------ის ქმედება სახელმწიფო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნია.

 

4.3. აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის თანახმად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზ------ კ--------ის „წმინდა პიროვნული ბრალი“ და ჩადენილი დანაშაული კავშირში არ არის ზ------ კ--------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

 

4.4. აპელანტი მიუთითებს კ--------ის მოწმედ დაკითხვის ოქმზე და აღნიშნავს, რომ მის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება ზ. კ--------ის მხრიდან განხორციელდა 17:45 და არა 18:00 საათზე, რასაც თვითონ ეს უკანასკნელიც ადასტურებს. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ურთიერთშელაპარაკება მოხდა სამუშო დროის დასრულების შემდეგ მიწების თაობაზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ კ--------ის მიმართ არაერთხელ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა.

 

4.5. აპელანტი განმარტავს, რომ კაბინეტში ყოფნისას უწევდა აეტანა ზ. კ--------ის სიტყვიერი შეურაცხყოფა; კაბინეტიდან გამოსულს ყველა შემხვედრ თანამშრომელთან ამცირებდა. ამის შემდეგ იძულებული გახდა დაედო ფიცი, რომ აღარ შევიდოდა გამგეობის შენობაში. შენობის დატოვების შემდეგ კ--------ე სირბილით მივარდა მასთან და მოუწოდა მოსარჩელეს შენობის უკან გაჰყოლოდა საჩხუბრად. თუმცა მან დატოვა შენობა და დაინახა, რომ უკან მიჰყვებოდა კ--------ე; გარკვეული დროის შემდეგ იძულებული გახდა გაჩერებულიყო. კ--------ემ ხელი დაარტყა სახეში, შემოახია ქურთუკი და ეს ყველაფერი გააკეთა ხალხის თვალწინ. აპელანტი აღნიშნავს, რომ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება, დაინიშნა ექსპერტიზები.

 

4.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ დადასტურდა კ--------ის მხრიდან მოსარჩელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. იგი პირველი მაისიდან 30 მაისამდე დადიოდა ს------ის რაიონულ პ----------------აში ჩვენების მისაცემად. 30 მაისს კი კ--------ე საპროცესო განრიდებით 1--- ლარის გადახდით გათავისუფლდა პასუხისმგებლობიდან.

 

4.7. სააპელაციო საჩივრის თანახმად, დავის საჯაროსამართლებრივ ხასიათს ადასტურებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებები, რომელთა მიხედვითაც გ------ი ბ-----–--ეს უარი ეთქვა სადავო საკითხის სამოქალაქო წესით განხილვაზე. ამდენად, აპელანტის მითითებით მისთვის გაუგებარია თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი კანონიერი მოთხოვნა და ვინ უნდა აღადგინოს გ------ი ბ-----–--ის სახალხოდ ცემის გამო შელახული პატივი და ღირსება.

 

4.8. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 თავით, 207-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. საქართველოს შსს ჭ--------ის რაიონულ განყოფილებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება 2----–-–----------ს, ქ. ჭ---------–ი გ------ი ბ-----–--ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ქ. ჭ---------–ი, მ-------–--------–------------------------------, ნ----–---–-------აზე, 2----–-–----------ს, დაახლოებით 18:00 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭ--------ის რაიონის სოფელ პ-------აში მცხოვრები გ------ი ბ-----–--ე სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა------------–----–-------------------------- ზ------ კ--------ემ. ცემის შედეგად გ------ი ბ-----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია.

 

6.2. ს------ის რაიონული პ----------------ის პ-------------ის2-----–-–------ მაისის დადგენილებით გ------ი ბ-----–--ე N047010515001 სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად და განემარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

6.3. ს------ის რაიონული პ----------------ის პ-------------ის მიერ 2015 წლის 30 მაისს მიღებულ იქნა განრიდების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი, რომლითაც გ. ბ-----–--ეს განემარტა ის, რომ ვინაიდან ზ. კ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშული, პირი არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას და დაზარალებული არ ითხოვს მის დასჯას, ზ------ კ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება, ხოლო განრიდების შესრულების პირობად დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1--- ლარის გადახდა. დაზარალებულმა გ------ი ბ-----–--ემ თანხმობა განაცხადა ზ------ კ--------ის მიმართ განრიდების ღონისძიების გამოყენებაზე.

 

7.1. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლი კი ითვალისწინებს ??????????? ?????????? ???????? ??????????? ????????????? ??????????????? ??????? ???? ?????????? ?????? ?????????????? . სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

7.2. სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის, 413-ე მუხლის პირველი ნაწილის, 992-ე და 1005-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე თვლის, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, ასევე აუცილებელია კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის (სუს. საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ. გადაწყვეტილება).

 

7.3. სააპელაციო პალატა საქმის ზემოხსენებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე აღნიშნავს, გ------ი ბ-----–--ესა და ზ------ კ--------ეს შორის კონფლიქტი მოხდა დაახლოებით 18:00 საათზე სიტყვიერი შელაპარაკებისას ჭ--------ის მ-------–--------–------------------------------, ნ----–---–-------აზე; სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ თითოეულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობა უნდა განსხვავებულ იქნეს „წმინდა პიროვნული ბრალისაგან“. არსებობს სამსახურეობრივი მოვალეობა და არსებობს საჯარო მოსამსახურის პირადი ცხოვრება, რომელიც დაკავშირებული არ არის მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. ამიტომ სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზ------ კ--------ე მუშაობდა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ ქმნის იმ უტყუარ მტკიცებულებას, რომ მან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბრალეული ქმედებით დაარღვია თავის სამსახურეობრივი მოვალეობა გ------ი ბ-----–--ის მიმართ, ვინაიდან ამგვარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობს ჭ--------ის მუნიპალიტეტის გამგეობისათვის გ------ი ბ-----–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 01 (ერთი) ლარის დაკისრება მოპასუხეების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რ----------’’-ის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გ------ი ბ-----–--ის სასარგებლოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (სასკ. მუხლი 17.1). მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

8.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტმა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა დასახელებულ მოპასუხეთა მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის", საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რაიმე სახის ბრალეული ქმედების ჩადენის ან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის არსებობა გ------ი ბ-----–--ესთან მიმართებით, რაც შესაძლოა გამხდარიყო გ------ი ბ-----–--ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს გ------ი ბ-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს გ------ი ბ-----–--ის სააპელაციო საჩივარი.

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე