განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002844886
საქმე № 1ბ/1292-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ------- გ--–--ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ტ----–---–--------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ------–---–-----------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი (ადევნება, ესე იგი პირადად და მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის).
სასჯელი: ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ------- გ--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ჭ---–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ------- გ--–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, აპელანტმა მოითხოვა ვ------- გ--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის 5000 ლარამდე შემცირება, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მართალია 2018 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში ვ------- გ--–--ე ინტენსიურ კომუნიკაციას ახორციელებდა გ---–- ა--------სთან, მაგრამ მან დაზარალებულს შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მხოლოდ კამათის დღეს, 2018 წლის 8 ივლისს. ამასთან, ხსენებულ დღეს თავად გ---–- ა--------მაც მიყენა ვ------- გ--–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დღის შემდეგ, ვ------- გ--–--ე ცდილობდა გ---–- ა--------სთან შერიგებას და მისთვის ბოდიშის მოხდას. მას სურდა ურთიერთობის აღდგენა და არა ფსიქიკური ტანჯვის მიყენება. აღნიშნული დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. პირის სურვილი, აღადგინოს ურთიერთობა მეორე პირთან და მასზე დაქორწინების სურვილი, დანაშაულს არ წარმოადგენს. მათ წარსულშიც ჰქონიათ მსგავსი სიტუაცია, თუმცა შერიგდნენ და აღადგინეს ურთიერთობა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც ვ------- გ--–--ისთვის ნათელი გახდა გ---–- ა--------ს პოზიცია, შეწყვიტა მასთან ურთიერთობა, მხოლოდ ერთხელ დახვდა გ---–- ა--------ს ქუთაისის აეროპორტში, რათა გოგონას სურვილის შემთხვევაში ჩამოეყვანა იგი თბილისში. ამასთან, არც ყვავილების გაგზავნის ფაქტი მეტყველებს არასასურველ კომუნიკაციაზე. აპელანტის განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ლ-------------–-ც შედგა ორივე მხარის ინიციატივით და ჩაიარა ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ,,ჩ----------–--“ სკვერში არასასურველ შეხვედრას, აღნიშნული გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. დაზარალებული და მისი დედა ცრუობენ, რადგან სატელეფონო ანძებით დადგინდა, რომ ვ------- გ--–--ე იმ პერიოდში მოცემულ ადგილზე არ იმყოფებოდა. ამასთან, მართალია მოწმე ბ---- ი-------ემ დაადასტურა დაზარალებულის მიერ აღწერილი საუბარი, თუმცა ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პირი იყო ვ------- გ--–--ე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა ვ------- გ--–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ამასთან, ალტერნარტივის სახით მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემცირება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ვ------- გ--–--ემ ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად და მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლიდან 2018 წლის 08 ივლისამდე ვ------- გ--–--ე და გ---–- ა-------- იყვნენ შეყვარებულები, თუმცა 2018 წლის 08 ივლისს, უთანხმოების გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
2018 წლის 08 ივლისის შემდეგ, მიუხედავად გ---–- ა--------ს არაერთგზისი თხოვნისა, რომ ვ------- გ--–--ეს დაენებებინა მისთვის თავი, ვ------- გ--–--ე მას უთვალთვალებდა, ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, წერდა სისტემატიურად კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, უგზავნიდა წერილობით და ხმოვან შეტყობინებებს, კატეგორიულად სთხოვდა შეხვედრას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ წაართმევდა მის მიერ ნაჩუქარ ძაღლს, გაუმწარებდა ცხოვრებას და არ მისცემდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას.
ვ------- გ--–--ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, გ---–- ა--------მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო კი, გ---–- ა--------ს ექმნება ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება, ეშინია სახლიდან მარტო გამოსვლის და აპირებს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას. მას ასევე შეეცვალა ცხოვრების წესი და აქვს განცდა, რომ ვ------- გ--–--ე უთვალთვალებს, ვეღარ გაჰყავს ძაღლი სასეირნოდ, აღარ გამოდის სახლიდან მარტო, იძულებულია სახლში დაბრუნებამდე დაურეკოს დედას, რათა დახვდეს ეზოში და სახლში ავიდნენ ერთად. ამასთან, გ---–- ა--------ს მოუწია ვ------- გ--–--ის მობილური ტელეფონის ნომრის დაბლოკვაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით, ვ------- გ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10500 (ათიათას ხუათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 03 იანვრის ჩათვლით), ვ------- გ--–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ვ------- გ--–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მან გ---–- ა--------ს მიაყენა შეურაცხყოფა და მისი სურვლის საწინააღმდეგოდ ამყარებდა ამ უკანასკნელთან კომუნიკაციას, კერძოდ, ფარულად დაჰყვებოდა უკან. მანვე დაადასტურა, რომ გ---–- ა--------ს სასაფლაოზე გადაუღო ფოტო, თუმცა მისი ქცევა გამოწვეული იყო გ---–- ა--------სადმი სიყვარულით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ გ---–- ა--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 08 ივლისს ვ------- გ--–--ემ, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო მისი შეყვარებული, თხოვა გაყოლოდა გორში, რაზეც თავიდან უთხრა უარი, შემდეგ კი - დათანხმდა. გორში ჩასვლისას, იგი დარჩა ავტომანქანაში, ხოლო ვ------- გ--–--ე შევიდა სკოლაში. ვინაიდან მანქანაში არ იყო კონდინციონერი და ძალიან ცხელოდა, მან ვ------- გ--–--ეს მიწერა დროულად გამოსულიყო, რადგან არ იყო ვალდებული დალოდებოდა. სკოლიდან გამოსულმა ვ------- გ--–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი ვ-------ს თხოვდა გაჩუმებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ ჩუმდებოდა, ამიტომ მოთხოვა გაეჩერებინა მანქანა. აღნიშნულის გამო, მას ვ------- გ--–--ემ ცხვირში გაარტყა ხელი და უთხრა „გადაეთრიე მანქანიდანო“. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და წამოვიდა თბილისის მიმართულებით. ცოტა ხანში ვ------- გ--–--ე დაბრუნდა უკან და თხოვა ჩამჯდარიყო მანქანაში, რაზეც არ დათანხმდა, გააჩერა ტაქსი და დაბრუნდა თბილისში. გზაში მას ვ------- გ--–--ე უგზავნიდა შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. კერძოდ, აგინებდა და წერდა რომ იგი იყო ,,საშინელი ნაბოზარი, ნაბიჭვარი ქალი“ და მოითხოვდა მისი ნაჩუქარი ძაღლის უკან დაბრუნებას. მას ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა ვ------- გ--–--ის მეგობარი, რომელიც ასევე ითხოვდა ძაღლის დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა, რომ „არ გაახარებდნენ“. მას ეშინოდა ძაღლი არ წაერთმიათ, ამიტომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ძაღლი, სახელად - ლ---- სახლიდან მარტო არ გაუყვანია, ბაღში სასეირნოდ გაჰყავდა დედასთან ერთად. ხსენებულ ბაღთან მიდიოდა ვ------- გ--–--ეც, თუმცა ამ უკანსკნელის დანახვაზე გარბოდა სახლში, რადგან არ სურდა მასთან კომუნიკაცია. დაზარალებულის განმარტებით, მას კუს ტბაზე ჰქონდა ბუშტების ბიზნესი, სადაც მუშაობდა პრომო გოგონა - ნ------------------ე, რომელსაც ყოველ ასვლაზე ეკითხებოდა ხომ არ ყოფილა მისული ვ------- გ--–--ე, რადგან ამ უკანსკნელის ქმედებებით იყო ძალიან შეშინებული და შეწუხებული. 2018 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში იმყოფებოდა კუს ტბაზე, რა დროსაც ნ------------------ემ ანიშნა, რომ იქ იყო ვ------- გ--–--ე. მან ყოფილ შეყვარებულს მოთხოვა წასულიყო, რაზეც ვ-------მა უპასუხა, რომ სურდა საუბარი და გაყოლოდა კაფეში, რაზეც დათანხმდა. კაფეში ყოფნისას, ვ------- გ--–--ე თხოვდა შერიგებას, რაზეც განუცხადა კატეგორიული უარი და წამოვიდა. იგი 2018 წლის ზაფხულში, ინგლისურში ემზადებოდა ნახალოვკაში - ი--- ბ-------ესთან, სადაც ერთ დღეს მივიდა ტაქსით და მანაქანიდან ჩამოსვლისას შენიშნა ვ------- გ--–--ის ავტომანქანა. აღნიშნულის გამო იგი სირბილით შევიდა მასწავლებელთან. იყო ძალიან აღელვებული და პედაგოგს სთხოვა ადრე გაეშვა. გაკვეთილიდან გამოსვლის შემდეგ, ტაქსის გასაჩერებლად წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. უკან მოხედვისას კი დაინახა, რომ მას მიყვებოდა ვ------- გ--–--ე, ამიტომ სწრაფად გააჩერა ტაქსი და დატოვა იქაურობა. სახლში დაბრუნებისას ვ------- გ--–--ისგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება შემდეგი შინაარსიით - „რატო გარბიხარ არ გრცხვენია“. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში დედასთან ერთად ნათესავის დაკრძალვასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ეკლესიაში. სახლში დაბრუნების შემდეგ ე.წ. „ვაიბერით“ ვ------- გ--–--ისგან მიიღო დაკრძალვაზე გადაღებული ფოტო, რამაც ძალიან გააბრაზა და დახმარება თხოვა თ------- ფ-–---ს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას ე.წ. გ---------–-----–- აქვს სტენდი. ერთ-ერთი ვიზიტის დროს იქ დახვდა ვ------- გ--–--ე, რომელიც ეუბნებოდა, რომ სურდა მასთან საუბარი. მან მამაკაცი გაიყვანა გარეთ და მოთხოვა წასულიყო, თუმცა ვ------- გ--–--ე არ მიდიოდა. ამ დროს, იქვე შემთხვევით გაიარა ქ------- ა------ემ მეუღლესთან ერთად, რომლებმაც ჩაისვეს ავტომანქანაში და გაარიდეს სიტუაციას. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა ბარსელონაში, სადაც დაპატიჟა მეგობარმა. უკან დაბრუნებისას კი, აეროპორტში დახვდა ვ------- გ--–--ე, რომელმაც თხოვა გაყოლოდა თბილისში, რაზეც არ დათანხმდა. მგზავრობისას მან ვ------- გ--–--ისგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინებები „არ გრცხვენია, როგორ იქცევი?“ იგი ერთხელ დედასთან ერთად ასეირნებდა ძაღლს, რა დროსაც მასთან მივიდა ვ------- გ--–--ე, რომელსაც დედამ მოთხოვა წასულიყო იმ ტერიტორიიდან, თუმცა იგი არ წავიდა. ამიტომ თავად დატოვეს აღნიშნული ტერიტორია. მათი დაძაბული ურთიერთობის შესახებ ასევე იცოდნენ მისმა მეგობრებმა: ქ------- ა------ემ და თ------- ფ-–---მ. იგი ძალიან დაიღალა ვ------- გ--–--ის ადევნებით, ამიტომ უთხრა დედას, ფინანსური შესაძლებლობა რომ ჰქონოდა დატოვებდა თბილისს და დააღწევდა ვ------- გ--–--ეს თავს. ვ------- გ--–--ესთან შეხვედრას და დალაპარაკებას თხოვდა ლ-------------–-, რომელსაც უთხრა, რომ ამ პირთან შეხვედრა აყენებდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მითითებულ პერიოდში მას მოუწია ცხოვრების წესის შეცვლა, კერძოდ, სახლში დაბრუნებისას უკავშირდებოდა დედას და თხოვდა დახვედროდა, რადგან ეშინოდა სახლში მარტო ასვლა. იმ შემთხვევაში თუ მარტო მოუწევდა სახლში ასვლა, კარგად ანათებდა სადარბაზოს და რომ დარწმუნდებოდა, ვ------- გ--–--ე იქ არ იყო, მხოლოდ მას შემდეგ ადიოდა სახლში. სახლიდან გამოსვლისას ნერვიულობდა და ათვალიერებდა ვ------- გ--–--ე ხომ არ მისდევდა, ან მისი მანქანა ხომ არ იყო სადმე გაჩერებული. ერთხელ სახლიდან გამოსვლისას, მას ვ------- გ--–--ე დახვდა სადარბაზოსთან. მან მამაკაცს მოთხოვა წასულიყო და დანებებინა თავი. მიუხედავად აღნიშნულისა ვ------- გ--–--ე მთელი გზა მიჰყვებოდა უკან. იგი ყოველი შეხვედრისას უხსნიდა ვ------- გ--–--ეს, რომ მასთან კომუნიკაცია იყო არასასურველი, ვერ იტანდა, ეზიზღებოდა და დაენებებინა თავი, თუმცა ამაოდ. მისთვის ცნობილია, რომ ვ------- გ--–--ე წერდა თ------- ფ-–---ს, რომ მას წაართმევდა ყველა იმ კომპანიას ვისთანაც თანამშრომლობდა და დატოვებდა ულუკმაპუროდ. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ვ------- გ--–--ე წერდა, რომ თუ მასთან არ იქნებოდა, მაშინ ვერც სხვასთან გაიხარებდა. იგი ყოფილ შეყვარებულს ეუბნებოდა, რომ მისი დანახვა აყენებდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, აღარ უყვარდა, ეზიზღებოდა და არ მისულიყო მასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიტანდა საჩივარს. ვინაიდან მეტის გაძლება და ატანა აღარ შეეძლო შეიტანა საჩივარი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- ლ-------ემ და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებული გ---–- ა-------- არის მისი შვილი, რომელსაც ვ------- გ--–--ესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. 2018 წლის ივლისში, გ---–- ა-------- აღელვებული მივიდა სახლში და უთხრა, რომ ვ------- გ--–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, ცხვირში გაარტყა ხელი. აღნიშნულის შემდეგ გ---–- ა--------მ ვ------- გ--–--ესთან გაწყვიტა ურთიერთობა, თუმცა მამაკაცი მას თავს არ ანებებდა, დასდევდა უკან და ტელეფონის საშუალებით ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას. მოწმის განმარტებით, ვ------- გ--–--ის ქმედებებმა გ---–- ა-------- მიიყვანა სტრესულ მდგომარეობამდე, კერძოდ, ჩაიკეტა, დაკარგა ყველაფრის ხალისი და ეშინოდა სახლიდან გასვლის. იგი არაერთხელ დაუკავშირდა ვ------- გ--–--ეს და მოთხოვა თავი დაენებებინა გ---–- ა--------სთვის, თუმცა მამაკაცი მაინც განაგრძობდა გოგონას დახვედრას და არასასურველი შეტყობინებების გაგზავნას. ვინაიდან აღნიშნულს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ხოლო ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საშუალება, გ---–- ა-------- იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის.
მოწმე ქ------- ა------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ---–- ა-------- და ვ------- გ--–--ე იყვნენ შეყვარებულები, რომლებიც მოგვიანებით დაშორდნენ ერთმანეთს. მას გ---–- ა--------მ უთხრა, რომ არ სიამოვნებდა ვ------- გ--–--ესთან კომუნიკაცია. ერთ დღეს იგი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა გ------ კლინიკასთან, რა დროსაც დაინახა, რომ ვ------- გ--–--ე და გ---–- ა-------- კამათობდნენ, ამიტომ დაუძახა გოგონას, ჩაისვა ავტომანქანაში და გაარიდა იქაურობას. როგორც მისთვის არის ცნობილი, გ---–- ა--------ს სურდა ბარსელონაში წასვლა, თუმცა ნერვიულობდა, რომ ვ------- გ--–--ე იქაც არ ჩასულიყო. ასევე იცის, რომ გ---–- ა-------- დადიოდა ინგლისურზე, სადაც მიაკითხა ვ------- გ--–--ემ, რომლის ქმედებებიც გოგონას არ სიამოვნებდა და სურდა მასთან ურთიერთობის დასრულება. მოწმის განმარტებით, ვ------- გ--–--ე გ---–- ა--------ს თავს არ ანებებდა, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მოწმე თ------- ფ-–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაახლოებით 12 წელია გ---–- ა-------- არის მისი მეგობარი. მისთვის ცნობილია, რომ ვ------- გ--–--ე იყო გ---–- ა--------ს შეყვარებული. მან 2018 წლის ზაფხულში გაიცნო ვ------- გ--–--ე, რომელმაც უთხრა, რომ უყვარდა გ---–- ა-------- და მასზე დაქორწინებას აპირებდა. როგორც მისთვის გ---–- ა--------სგან არის ცნობილი, ეს უკანასკნელი ვ------- გ--–--ესთან ერთად წავიდა გორში, სადაც მოუვიდათ უსიამოვნება, რა დროსაც ვ------- გ--–--ემ ხელი აუქნია გოგონას. აღნიშნულის გამო, გ---–- ა-------- გადავიდა მანქანიდან და სხვა ტრანსპორტით წამოვიდა თბილისში. ამის შემდეგ, გ---–- ა--------მ გადაწყვიტა ვ------- გ--–--ესთან ურთიერთობის დასრულება, თუმცა მამაკაცი ცდილობდა შერიგებას, რის გამოც ხშირად უკავშირდებოდა. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის გ---–- ა--------სგან არის ცნობილი, ვ------- გ--–--ე დასდევდა მას, რის გამოც ჰქონდა შიშები.
მოწმე ნ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის ივნისის ბოლოს იგი სამსახურში აიყვანა გ---–- ა--------მ. კერძოდ, კუს ტბაზე ყიდდა ბუშტებს. სამი დღის შემდეგ გ---–- ა--------მ მას როგორც მეგობარი გააცნო ვ------- გ--–--ე. დაახლოებით ივლისის თვეში ვ------- გ--–--ემ შეწყვიტა მათთან სიარული. ამის შემდეგ გ---–- ა-------- ხშირად ეკითხებოდა მას, ხომ არ იყო მისული ვ------- გ--–--ე. მოწმის განმარტებით, ივლისის თვის შუა რიცხვებში მივიდა ვ------- გ--–--ე, რომელიც გ---–- ა--------ს თხოვდა დალაპარაკებოდა. გ---–- ა-------- კი პასუხობდა, რომ არ სურდა მასთან საუბარი. მათ კარგა ხანს იკამათეს, რის შემდეგაც გ---–- ა-------- მამაკაცს გაჰყვა იქვე მდებარე კაფეში, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერდნენ. გ---–- ა-------- კაფედან დაბრუნდა აღელვებული და უთხრა, რომ შეწუხდა ამ ვიზიტით, დააკეტინა დახლი და წავიდნენ.
მოწმე ბ---- ი-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი „ა---------––-“ მდებარე საზოგადოებრივ კოლეჯში მუშაობს დარაჯად. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიცნო გ---–- ა--------, რომელიც ასეირნებდა ძაღლს. 2018 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი დღის მეორე ნახევარში, იგი ამოწმებდა ობიექტის ტერიტორიას, რა დროსაც დაინახა გ---–- ა--------, მისი დედა და ერთი ბიჭი, რომელიც საუბრობდა დაბალი ტონით. ხოლო გ---–- ა-------- კი, ეუბნებოდა „არ მინდიხარ, არ მიყვარხარ არ უნდა გაიგო? მომშორდი გამანებე თავი“. გ---–- ა--------ს დედა - ქ------- ლ-------ე კი მამაკაცს თხოვდა წასულიყო და მოშორებოდა იქაურობას, მაგრამ ბიჭი არ წავიდა. აღნიშნულის გამო ქ------- ლ-------ე და გ---–- ა-------- თავად გაერიდნენ სიტუაციას.
მოწმე ლ-------------–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ---–- ა-------- არის მისი მეუღლის მეგობარი, ვ------- გ--–--ესთან კი, ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. 2018 წლის ზაფხულში იგი ვ------- გ--–--ეს შეხვდა საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც ასევე ჰკითხა გ---–-სთან მისი ურთიერთობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ვ------- გ--–--ემ უპასუხა, რომ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, გ---–- ა-------- ხშირად მიდიოდა მის მეუღლესთან. ერთ-ერთი ვიზიტის დროს გ---–- ა--------მ თხოვა შეეხვედრებინა ვ------- გ--–--ე და თავადაც დასწრებოდა საუბარს. მას არ სურდა პირადი საუბრის მოსმენა, თუმცა გოგონას უარი ვერ უთხრა და დაუკავშირდა ვ------- გ--–--ეს. ამ უკანასკნელმა კი უთხრა, რომ მას გ---–- ა--------სთან შეხვედრის დიდი სურვილი ჰქონდა, ამიტომ შეხვდნენ ჩაიხანაში, სადაც ისაუბრეს თავის ურთიერთობაზე და დაშორდნენ მშვიდად.
მოწმე თ----- ლ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ---–- ა-------- არის მისი მეგობარი, რომლისგანაც გაიცნო ვ------- გ--–--ე. როგორც მისთვისაა ცნობილი, ამ პირებს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. ერთხელ მასთან მივიდა ნამტირალევი გ---–- ა-------- და უთხრა, რომ ვ------- გ--–--ესთან ერთად იყო გორში წასული, რა დროსაც მას ვ------- გ--–--ემ მანქანაში მოუქნია ხელი. ამის გამო იგი გადავიდა ავტომანქანიდან. მოწმის განმარტებით, მას გ---–- ა-------- ეუბნებოდა, რომ ვ------- გ--–--ისთვის თავის დასაღწევად უნდა წასულიყო ესპანეთში. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ მას გ---–- ა--------მ უთხრა, რომ აეროპორტში დახვდა ვ------- გ--–--ე და თხოვდა გაყოლას, რაზეც უთხრა უარი და წამოვიდა ტაქსით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც გარდაეცვალა მამამთილის ძმა, სამძიმარზე გ---–- ა-------- დედასთან ერთად იყო ტაძარში მისული. მოგვიანებით მას გ---–- ა--------მ უთხრა, რომ ვ------- გ--–--ემ ე.წ. „ვაიბერით“ გადაუგზავნა გასვენებაში გადაღებული ფოტო. მისთვის ცნობილია, რომ ვ------- გ--–--ე გ---–- ა--------ს არ აძლევდა თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. მისივე განმარტებით, გ---–- ა-------- იყო კომუნიკაბელური და კარგი ადამიანი, თუმცა ვ------- გ--–--ის გამოჩენის შემდეგ მის ცხოვრება შეიცვალა, იგი ჩაიკეტა და არ სურდა არავისთან ურთიერთობა.
მოწმე გ--–- მ---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი კოლმეურნეობის მოედანზე ყიდის ვარდებს. 2018 წლის ოქტომბერში მასთან მივიდა ვ------- გ--–--ე, რომელსაც მოეწონა ვარდები და თხოვა თუ შეეძლო ნახალოვკაში, მე-4 სართულზე, გ---–-სთან მიეტანა ვარდები, რაზეც დათანხმდა. იგი მივიდა მითითებულ მისამათზე, თუმცა გოგონა არ დახვდა სახლში. მეზობელმა უთხრა, რომ გ---–- ა-------- ბაღში ასეირნებდა ძაღლს. იგი ჩავიდა ბაღში, სადაც იპოვა გ---–- ა--------, რომელიც იყო დედასთან და ძაღლთან ერთად. მოწმის განმარტებით დედას ვარდების გამორთმევა არ სურდა, ამიტომ მოატყუა, რომ იყო კურიერი და თანხას არ გადაუხდიდნენ თუ ვარდებს არ დაიტოვებდნენ. აღნიშნულის გამო იგი შეეცოდა ქალბატონს და ვარდები გამოართვა. ამის შემდეგ, მას კიდევ სამჯერ გაატანა ვ------- გ--–--ემ ვარდები. მეორედ მიტანისას, ვარდები გამოართვა გ---–- ა--------მ, ხოლო ბოლო ორი მიტანისას გამოართვა გოგონას დედამ.
მოწმე ა-–--- ფ---–----ას ჩვენებით ირკვევა, რომ მან 2018 წლის 31 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ბ--–--–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ შპს „--------- ოფისში იმყოფებოდა ვ------- გ--–--ე, რის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ვ------- გ--–--ე იმყოფებოდა თბილისში, ბ--–--–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ შპს „--------- ოფისში. ხელმძღვანელის დავალებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც მასთან ერთად შედიოდნენ ჯ---- ბ-------–-- და გ------- დ-------–---–ი. მათ იდენტიფიკაციის მიზნით ბაზიდან ამოიღეს ბრალდებულის ფოტოსურათი და გავიდნენ მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას, მათ დახვდათ ვ------- გ--–--ე, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო განჩინება დაკავების შესახებ. ამის შემდეგ ვ------- გ--–--ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მცენარეული მასა. ვ------- გ--–--ის განმარტებით აღნიშნული იყო ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- ბ-------–--მ.
მოწმე გ---–- გ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მან დაზარალებულის თანხმობით დაათვალიერა გ---–- ა--------ს ტელეფონში არსებული მიმოწერა ვ------- გ--–--ესა და გ---–- ა--------ს შორის.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 06 თებერვალს 12:30-16:25 საათზე დათვალიერდა დაზარალებულ გ---–- ა--------ს სარგებლობაში არსებული „Iphone 6s-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებულია სიმ ბარათი ნომრით 5--------. მობილურ ტელეფონში ჩატვირთულია საკომუნიკაციო საშუალება „viber“, რომლის ,,chats-ში“ დათვალიერებულ იქნა გ---–- ა--------ს ნომერზე 5-------- ვ------- გ--–--ის ნომრიდან 5-------- მიწერილი მიმოწერა და ხმოვანი შეტობინებები. ვ------- გ--–--ის მიერ მიწერილ შეტყობინებებში იკიხითხება შემდეგი ტექსტი: „ავადმყოფო“. „იმიტომ რომ მე შენ გათხოვე და შემდეგ დაგიტოვე იმიტომ, რომ მეგონა რომ ერთად ვიქნებოდით, ეგ მონადირე ძაღლია და შენ არაფერში არ გჭირდება, მართლა არ გჭირდება, რაც დრო გავა შენ მიხვდები რომ მართალი ვარ, უბრალოდ ცოდოაა! რათ გინდა ისეთი ძაღლი რომელიც პირდაპირ ჩემთან ასოცირდება. მე მაგალითად არაფერი არ მინდა რომ რამე შენთან ასოცირდებოდეს და არანაირად არ გეკუთვნის რომ გყავდეს. მერე რა რომ გაზარდე, შენთვის არავის უთხოვია დაიტოვეო. მე შენ ეგ 3 დღით მოგიყვანე და მერე დაგიტოვე იმიტომ, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით. მითხარი რამდენი გიზის მაგ ძაღლი და გადაგიხდი არ არის პრობლემა იცი“. (12:43 pm 12.07.2018). „ძალიან გთხოვ გ---–- მე მეტს არაფერს გთხოვ“. (12:54 pm 12.07.2018). „ეგ ძაღლი შენთან ვერ დარჩება უბრალოდ ტეხავს რომ ასე მოიქცე“. (12:5, 12.07.2018). „ჩემთან აღარ გინდა ყოფნა, მეც აღარ მინდა შენთან იმიტომ, რომ ყველაზე სამართლიანი იქნება რომ ჩვენ ჩვენ გზებზე წავიდეთ და დავუბრუნოთ ყველაფერი ძველ კალაპოტს ისე როგორც შეხვედრამდე იყო. შენ გააგრძელე შენი ცხოვრებით ცხოვრება მე ჩემით უბრალოდ ეგ ძაღლი ძალიან სენსიტიური მომენტია შენთვის თუ ეგ შენთან იქნება ვერასოდეს დაგივიწყებ და ვერც შენ, სულ რამდენი შეხედავ გაგახსენდები და რათ გინდა“. (12:57 pm 12.07.2018). „აი მითხარი რათ გინდა“. (12:57 12.07.2018). „მართლა გეუბნები აქ ჯიბრი და შენი გამწარება არაფერ შუაშია, უბრალოდ ასე უნდა იყოს ეს“. (12:58 12. 07.2018). „იმიტომ რომ თუ გაღიზიანდები და არ გამატან მაინც წავიყვან კანონით და არ მინდა მართლა გეუბნები ტეხავს“ (12:59 PM 12.07.2018). „დანარჩენი ღმერთმა შეგარგოს ყველაფერი რაც შენთვის ოდესმე გამიკეთებია. არ მაინტერესებს, საშუალება რომ მოგეცა კიდევ უფრო მეტს გაგიკეთებდი, უბრალოდ ლ----ს ვერ დაგიტოვებ გამიგე რა გთხოვ“. (1:07 pm 12.07.2018). „მე ხომ გიგებ რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა, არ გიყვარვარ და ტყუილად დამაკარგინე ამდენი დრო“. (1:08 pm 12.07.2018). „ხოდა შენც გამიგე“. (1:09 pm 12.07.2018). „იმ დღეს რაც მოხდა ცალსახად შენი ბრალი იყო, გ---–- ისეთი სახით არ უნდა დამხვედროდი და ის სიტყვები არ უნდა გეთქვა კაცისთვის რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი. თუ არ გინდოდა წამოსვლა და ჩემთან ყოფნა კატეგორიულად გეთქვა და არ წაგიყვანდი. მე შენი დასამადლებელი არაფერი მჭირს. გ---–- მერე ერთ სიგიჟეს მეორე დაამატე და დედაშენს დამაპირისპირე და იძულებული გამხადე რომ მეწყენინებინა“. (1:13 pm 12.07.2018). „არც ქ-------ს წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ ძალიან გამამწარე შენი არასწორი ქმედებებით“ (1:13 pm 12.07.2018). „მეც ჩემი მხრიდან გადავამლაშე ძალიან და ვეღარ მოვზომე და ამ პონტში მაგრად ვტყუივარ და როგორც მამაკაცი ბოდიშს გიხდით, შენც და ქ-------საც (1:14 pm 12.07.2018)“. „უბრალოდ ძალიან გთხოვ მე შენთან ყოფნა აღარ მინდა და ამიტომაც ის რაც გთხოვე დამიბრუნე“. (1:15 pm 12.07.2018). „შენ წადი, იყიდე სხვა ძაღლი და გაზარდე. ისევე როგორც სხვა კაცს შეხდები და დაალაგებ მასთან ის რაც ჩემთან ვერ დაალაგე“. (1:16 pm 12.07.2018). „მე შენთვის არაფერი მითხოვია ცხოვრებაში და ამ ერთ რაღაცას გთხოვ (1:16 pm 12.07.2018)“. „ჩემი ძაღლი დამიბრუნე კარგი?“. (1:16 pm 12.07.2018). „თუ გინდა გყავდეს რამდენიმე დღე ოღონდ მერე აუცილებლად მომეცი“ (1:17 pm 12.07.2018.). „ეგ სანადრო თვალსაზრისით უნიკალური ჯიშია და ცოდოა თქვენთან“. (1:17 pm 12.07.2018.). „მე ჩემი გითხარი გაიგებ გაიგებ და თუ ვერ გაიგებ მე მომიწევს უკვე გავაკეთო ის რისი გაკეთებაც არ მინდა“ (1:19 pm 12.07.2018.). „ველოდები პასუხს“ (1:21 pm 12.07.2018.). „ან დედაშენის ნომერი მომეცი, დაურეკავ და იმას დაველაპარაკები თუ არ გინდა საუბარი“. (1:22 pm 12.07.2018.). „არ მაქვს ნომერი“ (1:22 pm 12.07.2018.). „გესმის გ---–-?“ (6:22 pm 12.07.2018.). „ჩემთან არ გინდა, ნუ გინდა. არ გიყვარვარ და ნუ გიყვარვარ“ ( 6:33 pm 12.07.2018.). „დამიბრუნე რა ჩემი ძაღლი გთხოვ“. (6:33 pm 12.07.2018.). „არ შეიძლება ეგრე შენ რომ იქცევი“ (6:34 pm 12.07.2018.). „არ გჭირდება ეგ შენ არაფერში გასართობად სხვა შეგიძლია მოიყვანო ან სხვამ მოგიყვანოს“ (6:34 pm 12.07.2018.). „ჩემი ძაღლი რა პონტში უნდა გყავდეს ა?“ ( 6:35 pm 12.07.2018.). „სინდისი სულ არ გაქვს?“ (6:35 pm 12.07.2018.). „საღოლ შენ“ (6:35 pm 12.07.2018.). „გ---–- ძაღლს მაძლევ თუ არა ბოლოჯერ გეკითხები“ (9:43 pm 12.07.2018.). „ქართული გესმის შენ გოგო?“ (11:36 pm 12.07.2018.). „დააბრუნე მეთქი“. (11:37 pm 12.07.2018.). „კარგი ხვალ საღამოს 6 საათამდე გაძლევ დროს მერე არაფერი გეწყინოს“ (11:37 pm 12.07.2018.). „პრინციპში მაგრად არ მაინტერესებს გეწყინება თუ არა რამე“ (11:38 pm 12.07.2018.). ,,ხვალ 6 საათამდე გელოდები“ (11:38 pm 12.07.2018.). „იცი რაზე მწყდება გული? როგორ გედექი გვერდში ყველაფერში, როგორ უანგაროდ და არანაირი სამაგიეროს მისაღებად რომელი ერთი გითხრა და როგორ უმადურად და უსინდისოდ მოიქეცი და უპატივცემულოდ“ (1:56 AM 13.07.2018.). „მთელი ორ წელზე მეტი იმაზე ვფიქრობდი რომ შენ ყოფილიყავი კარგად შენთვის ტვირთი შემემსუბუქებინა და რაღაცით გამეხარებინე და შენ რა გააკეთე? რამდენჯერ მატკინე გული შენი ხეპრე ქცევებით და მიმიყვანე იმ ზომამდე რომ გამელანძღე და მანქანიდან გადამეგდე შენი არასტაბულური და არასწორი ქცევების გამო. შენ არ ხარ ის გ---–- რომელიც მე მიყვარდა სიგიჟემდე და რომლის გულისთვისაც მზად ვიყავი ცხოვრებაც კი დამეთმო. შენ ჩამოყალიბდი რაღაც არსებად რომლისთვისაც ღირსება და პატივისცემა უცხოა, აი ეს არის სიმართლე გ---–-, შენ არავის არ გამოადგები ცხოვრებაში იმიტომ, რომ შენ არ იცი სიყვარული და სითბოს ფასი და ვერც გეცოდინება იმიტომ რომ არ გაზრდილხარ ოჯახში სადაც ეს ყველაფერი იყო, არ გინახია ქალი როგორ უნდა ექცეოდეს კაცს და ასე შემდეგ“ (2:37 AM 13.07.2018.). „რაღაც პონტში მეცოდები კიდეც, ოღონდ ამას ცუდათ არ გეუბნები მართლა. შენ ხარ დაკომპლექსებული შენი ყოფითი ოჯახური მდგომარეობის გამო და გგონია რომ ის არის სიმართლე რაც ტვინში ჩაგინერგეს. სამწუხაროდ არ ხარ შენ ჯანსაღ გარემოში გაზრდილი და ყველაფერი ამის ბრალია“ (2:41 AM 13.07.2018.). „თორემ ჩემისთანა ადამიანთან დალაგება ძალიან მარტივია. უბრალოდ შენთვის უცხოა ყველაფერი“ (2:42 AM 13.07.2018.). „მე შენ მიყვარდი მიუხედავათ ყველაფრისა და მეყვარებოდი მთელი ცხოვრება, მივიღებდი ყველა შენიანს ისე როგორც წესი და რიგია, მაგრამ შეეენ რაქენი დაფიქრდი აბა“. (2:52 AM 13.07.2018.). „ყველაფერი გააფუჭე და ნაგვად აქციე“. (2:55 AM 13.07.2018.). „ერთი შემთხვევა მაინც მითხარი რომ შენ რომელიმე კონფლიქტში მართალი იყავი ან თუნდა გორში. მე არ ვიყავი ხომ იმის ღირსი რომ და იმდენი ამაგი არ მქონდა შენზე რომ გაცოფებული ძაღლივით არ მცემოდი და შეურაცხმყოფელი და ამაზრზენი ტონით არ გექნა ის, რაც ქენი და ასეთი იყო ყველა შემთხვევა როცა კი ჩვენ სერიოზულად ვიჩხუბეთ“ (2:58 AM 13.07.2018.). „ნახევარ საათში ძაღლი ჩამომიყვანე!!!“. (5:25 PM 13.07.2018.). „ისე დედაშენს ველაპარაკე წეღან და რა მითხრა იცი? ძაღლის საბუთები უკან შეიტენეო“ (8:58 PM 13.07.2018.). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები არის შემდეგი შინაარსის: „და საღოლ კიდე შენ ჩემს ძმაკაცს რომ ეუბნები დავაჭერინებ და ციხეში რომ ჩავასმევინებო და ცოტა დაფიქრდი, მანამ ამოუშვებ პირიდან რამეს, მე არც შენი დაჭერის არ მეშინია არც ციხეში ჩაჯდომა მეშინია, ისეთი რაღაცა არ უნდა თქვა რასაც ვერ გააკეთებ და არ გააკეთებ გაიგე? არ მოსულა ეგეთი რაღაცა, რას ქვია რატომ, ვაშავებ რამეს, იმისთვის თუ დააჭერინებ ვინმეს ჩემს თავს, რომ მიყვარხარ დააჭერინე მიდი, ბაზარი არ არის თუ დამიჭერენ მაგისთვის დამიჭირონ.“ (9:04 PM 13.07.2018). ,,და კიდევ, ნუ მემუქრები არავის ჩარევის მე არ მეშინია, შენ კარგად იცი ჩემი ამბავი. ვაფშე შეიძლება ჩემი წარსული ბევრი არაფერი იცი, მარა ეს ორი წელი ხომ იცი არავის ჩარევის არ მეშინია გაიგე და ვინც არ უნდა ჩაერიოს ვიღაცას თუ ეყოფა, არ ეყოფა ტვინი, რომ ამ საქმეში ჩაერიოს და რასაც მიიღებს ცალკე დაითვალოს ბოლოს. შენ კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ვინ უნდა ჩარიო შენ გ---–-, რომ მე მითხრას რა გ---–- აღარ გიყვარდეს, მე შენ ჩემს ცხოვრებას მირჩევნიხარ გოგო, ვიღაცამ ეგ რომ მითხრას (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ეგრევე ხომ იცი არა, ეგ პირიდან რომ ამოუშვას“ (9:06 PM 13.07.2018). „მე შენთვის არაფერი დამიშავებია და არც ვაპირებ რო დაგიშაო, მე შენ მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემს გვერდით იყო, ეს იცოდე რო არ არსებობს ძალა რომელიც მე გამაჩერებს, ეს იცოდე, მე შენ მიყვარხარ და მე არ გეთამაშები, მე ეხლა არ ვიცი რა გაქვს გულში გიყვარვარ, არ გიყვარვარ, გიყვარდი არ გიყვარდი, მე ვიცი, რომ მე მიყვარხარ. იყო პერიოდი რომ ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ჩემი ბრალია რაღაც რაღაცეები, რაღაც რაღაცეები შენი ბრალია, მაგრამ აქ არის ჩემთვის მთავარი სიყვარული რომელიც შენს მიმართ მაქვს, ამ სიყვარულს მე ესე არ დავკარგავ, იცი შენ კარგად რა, ეხლა რაც გინდა ის ქენი რა“ (9:09 PM 13.07.2018). „ასეა ეს“ (9:13 PM 13.07.2018). „ძალიან მენატრები ბუსუნა“ (12:19 AM 14.07.2018). „ნუ რა ვქნა რაც მოხდა მოხდა, მე ჩემს პირადულში არასდროს არავის ჩავრევ ან თუ ჩავრევ ცეცხლზე ნავთს არ დაასხამს, მე და შენი ურთიერთობა ჩემი და შენია და მხოლოდ ჩემი და შენი გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება“ (12:38 AM 14.07.2018). „არავის არასდროს არ მივცემ უფლებას ჩემ პირადულში ჩაერიოს, თან შეურაცხოფებით და ყვირილით, დედაშენს კი არა გ---–- მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან იმასაც კი“ (12:39 AM 14.07.2018). „მაგრად ფეხებზე მკიდია ყველაფერი მე და შენ თუ რამე გასარკვევი გვაქვს მე და შენ გავარკვევთ დედიკოების და ასე შემდეგ დახმარება და ცხვირის ჩაყოფა ზედმეტია ან თუ ჩაერევა წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს!!!“ (12:42 AM 14.07.2018). „ძალიან გული მტკივა რომ ვიჩხუბეთ შენ თავს ვფიცავარ“. „ჩემი ცხოვრება ხარ შენ და სულ იქნები“ (14.07.2018). შეიძლება ეხლა გეზიზღები, ვერ მიტან და დანახვა არ გინდა ჩემი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ“ (14.07.2018). „ჩემო ცხოვრება“ (14.07.2018). „და ბუსუნა“ (14.07.2018). „რა გიჟები ვართ მაინც ორივე“ (14.07.2018). „აუ ხვდები მაინც“ (14.07.2018). „ხომ იცი რომ აუცილებლად დაგიჭერ, კუკუ დამალობანას სადამდე მეთამაშები, მითხარი? აუცილებლად დაგიჭერ, გუშინაც დაგიჭერდი, უბრალოდ აღარ დაგიჭირე, დღეს დაგიჭერ (იცინის)“. „რა ქენი ეხლა ლ----ს მოუხსენი პირადი დაცვა? თუ იცავს კიდე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია“. „ნუ ხარ გაბერილი რა ხომ იცი რომ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე“ (15.07.2018). „ბოდიში ხომ მოგიხადე არა. კარგი რა“. „მართლა კაცურად გპირდები რომ აღარ გეჩხუბები ასე მაგრად, ოღონდ შენც დათმე რაღაცაები რა გთხოვ“ (15.07.2018). „ჩემო სიყვარულო“ (15.07.2018). „აუ გვაანც იცი როგორ ვნერვიულობ ასე რომ ვიჩხუბეთ?“ (15.07.2018). „მაგრად მიტყდება“ (15.07.2018). „და შენ გგონია რომ ეს ყველაფერი ტყუილად? არა სიყვარულო ნუ გეშინია რა გთხოვ კაცი ყველა მყრალია ძირითადათ და მოჩხუბარი, მე შენ შემიძლია დაგპირდე რომ აღარასდროს მე შენ შეურაცხმყოფელ სიტყვას აღარ გეტყვი იმიტომ, რომ არც იმსახურებ. მე შენნაირი უღალატო და ერთგული ადამიანი არ შემხვედრია ცხოვრებაში, ოღონდ მართლა. იცი რას ვიხსენებდი ბებიაშენს რომ ედექი თავზე ამდენი დღე დაუსვენებლად მე ხომ არასდროს არ მითქვია შენთვის ეს, მაგრამ იმ ამბების მერე კიდევ უფრო შემიყვარდი და რაღაც პონტში დავინახე თუ რა შეგიძლია გააკეთო ადამიანისთვის რომელიც გიყვარს“ (16.07.2018). ,,ტურასავით გამოყავი თავი სადარბაზოდან და უცებ რომ შეყავი, შენ გეგონა ვერ დავინახე, ვერ დაგინახავდი, მაგარი სცენა იყო შენ თავს ვფიცავარ“ (17.07.2018). „კაროჩე როგორ ბოლო მომენტში დავინახე იცი შენი სახე? უცებ რომ კაკრას რომ კედელს მოეფარებოდი წამებში, აი მაშინ დავინახე შენი სახე მეთქი. ეს ეხლა არ ავიდოდა და იჩალიჩებს, რომ გამეპაროს, გადმოვედი მანქანიდან და მოგეპარე კიდეც და კაკრას კატასავით შემომაფრთხიალდი, გენაცვალე ძაან საყვარელი ხარ, უსინდისო ვიყო ძაან სიცოცხლე ხარ“ (17.07.2018). „გ---–- არ ფიქრობ რომ უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ?“ (18.07.2018). „როგორ ხარ ჩემო ბუსუნა გოგო“ (18.07.2018). „კარგი შემირიგდი ეხლა რა ხომ იცი როგორ მიყვარხარ“ (18.07.2018). „რა კარგად ზიხარ დაცვასთან ერთად“ (18.07.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: ,,აუ“ (18.07.2018). „დაახვიე რა“ (18.07.2018). „და გააჯვი“ (18.07.2018). „რა“ (18.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „ნორმალური ხაარ“. „გესმის?“ (19.07.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: ,,მე შენთან არ მინდა“ (19.07.2018). „ეს უკვე გადავწყვიტე და არ შევცვლი“ (19.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები: „შეგიძლია ხვალიდანვე ჩარიო პოლიცია, შეგიძლია, იმიტომ რომ მე შენ არ დაგკარგავ არავითარ შემთხვევაში“ (19.07.2018). „რატომ გგონია რომ მე პოლიციით შემაშინებ, ნუთუ ვერ გამიცანი, პოლიციით რო მე შემაშინებ? კი გყავს მაგის სპეციალისტი ბაზარი არ არის, როგორ მკიდია იცი რაც არ უნდა ჩარიო, ვინ არ უნდა ჩარიო, რა იმით უნდა ჩარიო, უყვარვარ და აღარ უყვარდეო? მიდი ბაზარი არ არის ჩამირიე ვინც გინდა?“ (19.07.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინები: „ძალადობ?“ (19.07.2018). „არ მიყვარხარ“ (19.07.2018). „ავადმყოფო“ (19.07.2018). „უთავმოყვარეო“ (19.07.2018). „შენთან არ მინდააა“ (19.07.2018). „არ გესმისს???“ (19.07.2018). ვ------- გ--–--ის მიერ გაგზავნილი შეტყობინები: „როგორ ხარ ბუუს“ (19.07.2018). „ძალიან გიხდებოდა გუშინ თმები“ (19.07.2018). „მასე გაიკეთე ხოლმე“ (19.07.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინები: „მე შენთან ვერასოდეს ვიქნები“ (19.07.2018). „აღარ მიყვარხარ და 1 წამით ვერ ვიქნები შენს გვერდით“ (19.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „მერე რა“ (19.07.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინები: „არ მინდა“ (19.07.2018). „არ გესმის?“ (19.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინები: „მე ხომ ეხლა მაგაზე არ გესაუბრები“ (19.07.2018). „უბრალოდ ძალიან ლამაზი იყავი გუშინ“. „მეტი არაფერი“. „და ერთი თხოვნა მექნება ნუ გყევარ დაბლოკილი ბუუს რა“. „ რომ იცოდე ძალიან ვნანობ რაც მოხდა და მინდა რომ ყველაფერი დალაგდეს ისე როგორც იყო, ვიცი ძალიან შეგაშინე და განერვიულე, მაგრამ ხომ იცი ადამიანები ვართ ყველა და შეცდომებს ყველა უშვებს“. „მაგრამ ხომ იცი ჩემთვის ვინც ხარ“. „დანარჩენი შენ იცი“. „მაპატიებ თუ არა ამ უაზრო ჩხუბს“ (19.07.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები: „გამოვიარე შენ სახლთან და ცოტა გავჩერდი სანამ წავიდოდი და ფანჯარაში ვიხედებოდი. კი მარა ოღრაში კაცივით ტრუსიკით და ლიფით რომ გამოხვედი აივანზე და უკან შეხვედი, კინაღამ ჭადარზე ამოვედი, რომ დაგინახე, ნორმალური ხარ? ეგრე როგორ გამოდიხარ აივანზე შე არანორმალურო“ (26.07.2018). „მემალე რამდენიც გინდა, შენ თავს ვფიცავარ შენ კორპუსში არ ვიქირავო ბინა, მაცადე, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ თუ შენ პადიეზდში არ ვიქირავო ბინა, აი ნახე პროსტა შენ მე არ მიცნობ ჩემო სიცოცხლე“ (26.07.2018). „შენ ხომ იცი ბუს მეც რამხელა მოთმინების უნარი მაქვს ზოგადად, ორი წელია სადაც შენ გიძლებ, რომ გითმენ ხომ, იცი ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს, შენ მაგდენი მოთმინების უნარი ვერ გექნება, ამიტო სანამ არ მოგწყინდება მემალე, სანამ არ მოგწყინდება რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ერთი რამ იცოდე მე შენ მიყვარხარ ძალიან, დანარჩენს შენ თვითონ ნახავ ჩემო სიცოცხლე, მიდი ეხლა აიყვანე დაცვა თუ გინდა, იარე დაცვით, გენაცვალე გეხუმრე, მართლა გეუბნები იმდენად მიყვარხარ, რომ იცი მე შენ გარეშე ცხოვრება...“. „ესე სახლში დამალვა და ჩაკეტვა და კონტაქტზე არ გამოსვლა მხოლოდ რაღაც სისულელეა მეტი არაფერი და დროის გაწელვაა პროსტა, იმიტომ რომ აუცილებლად გნახავ გ---–-, ხომ იცი შენ ეხლა ჩემი ხასიათი, მე შეგნებულად არ დაგსდევ და არ ვჩალიჩობ შენ ნახვას. მინდა რომ შენით მიხვიდე მაგ დასკვნამდე, რომ უნდა შემხვდე უნდა დამელაპარაკო“ (28.07.2018). ,,ბუუს როგორ ხარ“ (28.07.2018). „ავდმყოფი ხარ უნამუსო ვიყო“ (28.07.2018). „როგორ იქცევი“ (28.07.2018). „აუ მაგარი ავადმყოფი თუ არ იყო უსუნდისო ვიყო“. „სანამ არ დამელაპარაკები ეგრე მოგიწევს სირბილი ბოზიშვილი ვიყო, დაიმახსოვრე რას გეუბნები“. „ცვეტში 33 წლის ქალივით კი არა შიზოფრენიკივით იქცევი, მარა იმენნა მაინც მოგიწევს ჩემთან დალაპარაკება, ეს დაიმახსოვრე რა, ყველა ვარიანტში დამელაპარაკები და მერე სადაც გინდა იქ წადი რა“. „სულით ავადმყოფი თუ არ იყო ჩემი დედა (უწმაწურ სიტყვას იყენებს), ბოზიშვილი ვიყო“ (28.07.2018). „აი როგორ გარბიხარ შენ თუ მართალი ხარ, შენ თუ მართალი ადამიანი ხარ რატომ გარბიხარ, შე ლაჩარო, რატომ გარბიხარ, მითხარი თუ მართალი ხარ, თუ გაქვს რაიმე სათქმელი, მითხარი იდიოტო ნახალოვკაში ადგები და დარბიხარ, იმენნა გულის ამრევად იქცევი ბოზიშვილი იყო“ (28.07.2018). „სარფიანი სძელკა გამოგიჩნდა არა სხვა და იმიტომ დარბიხარ გამოშტერებული თხასავით, შენ ვინა ხარ ვაფშე აბა დაუფიქრდი შენ საქციელს, რომ წელიწად ნახევარი, დაუფიქრდი პროსტო შენ საქციელს შენ მე გიყვარდი არა? შე აფერისტო, შენ მაგ აფერისტობას არ შეგარჩენ, ბოზიშვილი ვიყო რა, იცოდე ეს რა, შენ მაგ აფერისტობას არ შეგარჩენ. ის რაც შენ მეაფერისტე შენ და შენმა ოჯახმა თავიდან ბოლომდე“ (28.07.2018). ,,უთავმოყვარეო ხარ, იმიტომ რომ უთავმოყვარეოდ ხარ გაზრდილი გაიგე? ქალი რომელიც ეგრე იქცევა, როგორც შენ იქცეოდი წელიწად ნახევარი, შენ ის ახლო ურთიერთობაში, რომელიც შედის ეგრე ახლოს ურთიერთობაში და ადამიანს გაუჩენს იმის შეგრძნებას, რომ მის გვერდზეა მთელი ცხოვრება და მერე ვიგოდნიცობს ისე ვითომ არაფერი ხო, მასე დაამთავრებს გ---–- როგორც გიწერია, შენ არა ხარ სწორი ადამიანი, შენ არა გაქვს მორალი, შენ ხარ ჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ვიგოდნიცა მეგრელი დედაკაცი. ეს ხარ შენ აი ესე, მოკლედ შენ სადმე არ შემხვდე ქუჩაში, გაფრთხილებ პროსტო, ვაფშე არ დამენახო თვალს, შენთან მომსვლელის (უწმაწურ სიტყვას იყენებს), შენზე წესიერად დამლაპარაკებლის“ (28.07.2018). „მიდი ეხლა დაარეკინე შ--------- და ვიღაც (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ახსნევინე, როგორ უნდა მოვიქცე, (უწმაწურ სიტყვას იყენებს) დაარეკინე ვიღაც შორენას, აუხსენი, შესჩივლე, შე საცოდაო, უბედურო, იმენნა ნოლი ხარ ადამიანი კი არა, იმენნა ნოლი ხარ და ამას წინათ გითხარი თვით გადარჩენაზე იმენნა ცხოველი ხარ, სიყვარული შენთვის არ არსებობს, მორალი შენთვის არ არსებობს, შენ ხარ ამორალური ქალი გაიგე, შენი საქციელი იყო ამორალური და ეგრე ამორალურადაც დაამთავრებ როგორც გიწერია, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა“ (28.07.2018). „შენ როგორ ბედავდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორ ბედავდი და მატყუებდი, შენ ნამუსის ნატამალი, როგორ ბედავდი გოგო შენ ჩემგან იღებდი ყველაფერს ზოგადად, გვერდში დგომას თანადგომას ყველაფერს იმ ფონზე როცა ჩემთან არ აპირებდი ყოფნას, შენ ვინა ნარ ვაფშე. ამის მერე არა ხარ გამომყენებელი და ვიგოდნიცა ქალი, ქალი რომელიც იღებს კაცისგან თანადგომას და გვერდში დგომას ყველანაირს, მერე თუ ისე იქცევა მითხარი რა ქვია იმ ქალს, გინდა მე გითხრა რა ქვია იმ ქალს“ (28.07.2018). „და ძალიან ვნანობ რომ გორში უფრო მეტი არ გაგიკეთე ვიდრე უფრო მეტად არ მიიღე რისი ღირსიც იყავი, აი ძალიან ვნანობ, მაგრამ ამ შეცდომას ეხლა ვერ გამოვასწორებ მე, მაგრამ იქნება ადამიანი, რომელიც ჩემს დაწყებულ საქმეს და ჩემს შეცდომას ბოლომდე მიიყვანს და შენ ამოგინაყავს ერთი მაგ ცხვირპირს. როგორც ღირსი ხარ, შენ რომ არ იცი ქალის და კაცის ადგილი სახლში, საიდან უნდა იცოდე მითხარი, საიდან უნდა იცოდე საიდან მთელი შენი ცხოვრება სად ხარ გაზრდილი, იქიდან გამომდინარე შენ როგორ შეიძლება იყო ნორმალური ადამიანი მითხარი? როგორ შეიძლება პროსტა რა მინდოდა შენთან გვერდით. ფუ ჩემ კაცობას, რომ შენნაირი ქალის გულისთვის გადავწყვიტე რომ ცხოვრება შემეცვალა, ფუ ჩემ კაცობას მართლა, მაგრამ გამოვასწორებ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირ ადამიანს ბედი არ დაუკავშირე“ (28.07.2018). „ძალიან ცუდათ მომექეცი და ამას არ გაპატიებ!!!“ (29.07.2018). „ძალიან ინანებ ყველაფერს!!!“ (29.07.2018). „ჩემი ცხოვრებიდან მოშორდი“ (29.07.2018. „არ დაგინახო აქეთა სანაპიროზე გადმოსული გაიგე გოგო!!!“ (29.07.2018). ვ-------ი უგზავნის გ---–-ს მისთვის სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „საუკუნის კადრი გაჩვენო?“. „გინდა?“. „რომ ვერ წარმოიდგენ ისეთი“. „მერე გაჩვენებ“. „ისტორიული სურათია“. „აუცილებლად გაჩვენებ“. „ოღონდ ჯერ არა“ (01.08.2018წ.). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „ერთი რამე იცოდე, მე შენ მიყვარხარ, მე შენგანაც ვგრძნობდი იგივეს და იცოდე არავითარ შემთხვევაში გ---–- არ დაუშვებ რომ შენ დაგკარგო ცხოვრებაში სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მაინც ეს იცოდე“ (02.08.2018). „არ გაბედოს კიდევ არავინ, ჰო არ გაბედოს კიდევ არავინ აი გაფრთხილებ რა არ დამირეკოს გაიგე? არვიცი ეს მე ვინ იქნება თუ დამირეკავს ყოველ შემთხვევაში იმით არ დამირიკოს მე რა უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო არ გაბედოს პროსტა უსინდისო ვიყო, თორემ დავასამარებ ვინც არ უნდა იყოს“ (02.08.2018). „სახლში ხაარ?“ (02.08.2018). „ბუს მომისმინე რა ერთი წუთი კარგი?“ (02.08.2018). „ბუსუნა“ (02.08.2018). „დამიკიდე?“ (02.08.2018). „ხო?“ (02.08.2018) გ---–- ა--------ს მიერ გაგაზავნილი შეტყობინებები: „მივალ პოლიციაში“ (02.08.2018). „უსინდისო ვიყო“ (02.08.2018). „შე არაკაცო მართლა“.(02.08.2018). „მე მამა არ მყავს და პატრონი და სერიოზულად სარგებლობ მაგითი“ (02.08.2018). „იმენა შენ ვერ გაიგე ალბათ ვერაფერი და კაროჩე სხვა გზით გაგაგებინებ და თუ მაინც არ შემეშვები“ (02.08.2018). „დაგიჭირონ იმენა მკიდიხარ რა უკვე!“ (02.08.2018). „ამოხვედი ყელში“ (02.08.2018). ვ------- გ--–--ის შეტყობინებები: „არ გრცხვენია ბუუს“ (02.08.2018). „რაებს მწერ“ (02.08.2018). გ---–- ა--------ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „შენ იმენა მართლა ვინ მოგცა უფლება, რომ ასე გამიმწარო ნერვები“ (02.08.2018). „რეებსაც გწერ და რეებსაც იმსახურებ“ (02.08.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „არა სიყვარულო, რა გჭირს“ (02.08.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „რას მომაბეზრე უკვე თავი“ (02.08.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „არ გრცხვენია“ (02.08.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „რაც მჭირს და რასაც გწერ“ (02.08.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „მაგის ღირსი ვაარ“ (02.08.2018). გ---–- მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „გამიშვი და ჩამომეცალე რა გზიდან რა“ (02.08.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „ჩემგან?“ (02.08.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „გაიგე ერთხელ და სამუდამოდ ის რასაც გწერ და რაც ადამიანურად უნდა გაიგო“ (02.08.2018). „თორე შენ მართლა გგონია რო მე არ მივალ პოლიციაში“. (02.08.2018). ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „რა გავიგო გ---–-“ (02.08.2018). „სინდისი სულ დაკარგე?“ (02.08.2018). გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: ,,ნაძირალა ვიყო თუ არ გავაკეთო“ (02.08.2018). „რა დავკარგე ბიჭო“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: ,,მიდი“. „ყველა გაჭედავს შეიძლება სხვადასხვა ხარისხით თუმცა მაინც გაჭედავს დამოკიდებულია თუ რამდენად უყვარხარ თუ ძალიან უყვარხარ ძალიან თუ ისე რა“. გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „ მე კი არა“. „შენ რით ვერ გაიგე რო მოკვდი ჩემთვის აა?“. „ისე, ცოტას შევხედავ და შენით თუ ვერ გაიგებ, მერე პოლიცია და მთელი ამბები ვ----“. „იმენა ვაბშე აი აღარ არსებობ ჩემთვის. „პონტი არააა“. „გულიც კი მერევა უკვე შენზე“. „იმენა მერევა“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „მიდი ბუუს შენ როგორც გინდა“. გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „მე შენთან დავასრულე საუბარი“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „მე უბრალოდ საიქიოდან გ--–-პარაკები“. გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „გაბედე და წინ გადამიდექი, ის ვისაც შენ იცნობდი აღარ არსებობს ძალიან მარტივად მივალ პოლიციაში და გავაკეთებ იმას, რაც არ მინდა გავაკეთო“. „მე არ მყავს მამა, არ მყავს კაცი პატრონი, მაგრამ არსებობს პოლიცია“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „მიდი ჩემო სიცოცხლე როგორც შენ გინდა“. გ---–-ა მიერ გაგზავნილი შეტყობინება: „დააა თუ არ აახვევ ნებით, აგახვევინებენ ძალით!“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „შენ როგორც გაგიხარდება და გაგისწორდება ისე მოიქეცი“. „მე ყველაფერს გაგებით მოვეკიდები“. „სულ რომ აიღო და მოაკვლევინო ვინმეს ჩემი თავი მაგასაც არაუშავს“. „შენთვის მოვკვდები კიდეც თუ საჭიროა“. „ხომ იცი რომ ასეა“. „აი ხომ ხედავ როგორც შენ ამბობდი დამსდევსო აღარ დაგსდევ აღარ გხვდები აღარ გაწუხებ როგორც შენ ამბობდი“. „უბრალოდ ჩემთვის ვარ წყნარად და ვფიქრობ ყველაფერზე“. „და შენზეც მათ შორის“. „როგორც ჩემ ყოფილ შეყვარებულზე“. „მეგობრულად ვფიქრობ და ვაანალიზებ ბევრ მომენტს ჩემს ცხოვრებაში“. „შენამდე, შენთან ერთად და შენს მერე“. „ეს ხომ შეწუხება და დახვედრა არ არის ბუუს“. „ბოდიში ბუუს რომ გეძახი“. „რავი სხვა სახელი არ შეგეფერება იმიტომ რომ ბუსუნა ხარ და იქნები ჩემთვის სულ“. „აფთარი მეგრელი ბუსუნა“. „ძილი ნებისა პატარა გოგო“. „შენ ხარ პატარა, ძალიან პატარა გოგო და მართლა კარგი ადამიანი ხარ. ამას იმიტომ არ გეუბნები რომ შენი გული მინდა მოვიგო“. „მეგობრულად და გულით გეუბნები“. „კარგი აბა ჩემო სიცოცხლე და საყვარელო მეგობარო დაგემშვიდობები ეხლა“. „ისე შენი ტერმინოლოგია ავიკიდე ვატყობ“. „ნახვამდის“. „თუ როგორ არის“. „გასაგლეჯი ხარ შუაზე ჩემგან თუნდაც მაგ საქცილელის გამო ყველაფერს რომ თავი დავანებო მაგრამ არ ღირხარ მაგად იმიტომ რომ ნოლი ხარ ნოლი და საცოდავი ცხოვრებისგან გამწარებული ნოლი და ეგეთი იქნები სულ ოღონდ ჩემგან შორს!!“ (14.08.2018). „უბრალოდ შეგინებადაც აგარ მიღირხარ, რომ შეგაგინო ხვდები ეგ ვიდეო ცოტა ადრე რომ ეჩვენებინათ მაშინ დიდიხნის წინ მოგიშორებდი თავიდან, მაგრამ კიდევ კარგი, კიდევ კარგი რომ შენისთანა ნაგავს არ დაუკავშირე ჩემი ცხოვრება“. „ისე კი ხარ ღირსი რომ მაგრად აი აირტყა ცხვირპირში, მაგრამ შენზე ხელსაც არ დავისვრი გამოჩნდება ადამინი სავარაუდოთ ვინც ამას აუცილებლად გააკეთებს“. „წადი ეხლა და გაისუსე და საერთოდ აღარ მომელანდო შენ დაქალებიანად არასად თორე ნამდვილად დაწყევლი იმ დღეს რომ მიცნობ“. „ნახვამდის“. „პატიოსანო ადამიანო“. ასევე, დათვალიერებულ იქნა გ---–- ა--------ს მობილურ ტელეფონში არსებული 08.07.2018 დათარიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები: „არ დავინახო, მეორედ მთხოვო რომ ასე იძულებით და მოტყუებით მთხოვო გამოყოლა“. „რას მავალდებულებ რომ ასე ძაღლივით ვიჯდე გორში“. „ხო არ გაგიჟდი შენ მართლა?“. „არ თქვი პროსტა უნდა დავხედო და წამოვიდეო? ასე შენ გზაში გეზარება მარტო სიარული, მე რა, შენი გამრთობი კი არ ვარ? ან რას მავალდებულებ ვერ გავიგე რო ასე გეჯდე და გელოდო“. „რა წესია ეს ან რა პონტია“. „რას დამათრევ ამ სიცხეში ამ შენს კონდიციონერებზე“. „ვერ გავიგე მართლა რა“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „გააჯვი“. „რა ალბათ გაქვს ურთიერთობა ისეთი ხარ შენც მაგრად მკიდიხარ, პაპუტკას დაუქნიე ხელი და წაგიყვანს თბილისში, ჩემი ცხოვრებიდან გაჯმევინებული ხარ საბოლოოდ“. ეხლა ჩაკიდე შენ ძუკნა დაქალებს ხელი და მოგსტყვნია პატრონი, ნაბიჭვარო ქალო“. „ეხლა კარაგად მომისმინე შე ჩათლაშკა ქალო, ადექი ეხლა და სახლში რომ მიეთრევი ყველაფერი რაც გამიკეთებია უკან დააბრუნე მათ შორის ძაღლიც შე ახვარო და ნუ გგონია რომ რამეს შეგარჩენ შე ნაბოზარი სულის პატრონო, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ადამიანის სულში ჩაჯმა და გამწარება. დღევანდელი დღე და შენი საქციელი დღეს არ შეგრჩება“. „დროზე ბოზიშვილი ვიყო, თორემ მერე სხვანაირად მოგიდგები და მაინც მოგიწევს იმის გაკეთება რასაც გეუბნები“. „შენ ნაბოზარი სულის პატრონო შენ გგონია შეგარჩენ შენ საქციელს დღევანდელს“. „რა ვალდებული ხარ არა რომ მელოდო მე თურმე 20 წუთი მანქანაში ხო შე ნაბოზარო სულის პატრონო. მე კიდე ვალდებული ვიყავი ხო შენ გვერდში ვყოფილიყავი არა როცა გჭირდებოდა შე ჩათლახო მეზიზღები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ არაფერი შეგარჩინო რაც გამიკეთებია შენთვის. უბრალოდ პრინციპის გულისთვის. თორემ შენნაირი მათხოჯისგან მე რა უნდა მჭირდებოდეს ფუ შენი...“. „ცოტახანში მოვლენ და ძაღლი გამოატანე და მერე როგორი გააჯვი იცი აი ისე გააჯვი რომ უკან აღარ მოიხედო შე ჩათლახო ძუკნა სულის მქონე ქალო!!!!!!“. „ერთ სათში მოვლენ და ძაღლი გამოატანე გოგო“. „ჩემი ძაღლი ჩამომიყვანე“. „დროზე გოგო!!!“. „შენ გგონია გეხუმრები?“. „ტელეფონი აიღე და რაც დასაბრუნებელი გაქვს დააბრუნე ნაბოზარო გაიგე გოგო!!!“. „2 დღეს გაძლევ შე გარეწარო“. „დედაშენმა აღარ გაბედოს და არ დარეკოს ჩემ ტელეფონზე თორემ საკადრის პასუხსაც მიიღებს“. „აი შენ კიდევ ჩემი ძაღლი დამიბრუნე და დაახვიე“. „მაგ ძაღლს არ დაგიტოვებ არავითარ შემთხვევაში თუ არ დააბრუნებ იურიდიულად დაგაბრუნებინებ იცოდე ყველანაირი საბუთი მაქვს რომ ჩემია, აუცილებლდ წავიყვან, გირჩევნია შენით მოიყვანო“. „მამის სულს გეფიცები არ დაგიტოვებ მილიონი რომ დამიჯდეს“. „მე შენთან ჭიდაობას არ ვაპირებ ეხლა პატრული მოვა თქვენთან და იმათ ელაპარაკეთ“. „მერე ვნახოთ ერთი როგორ არ მომცემ იმას რაც არ მეკუთვნის, როგორ მეზიზღები იცი? გული მერევა თიოეულ დღეზე რაც შენთან გავატარე შე მათხოვარო. შენ ერთი რაღაც არ შეგრჩება რაც მე სიყვარულით გავაკეთე გაუკვირდა დედაშენს რაც დაგიძახე? გასაოცარია პირდაპირ, ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება შენი არასწორი ... შენ საკუთარ მამას არ უნდიხარ იმიტომ რომ არ ვარგიხარ და იცის რაც ხარ და მე რაში გამომადგები ცხოვრებაში, გაეთრიე და არსად გადამეყარო გირჩევ, თორემ შეურაცხყოფა არ აგცდება საქვეყნოდ. ჩემი საკუთრება დააბრუნე ყველაფერი ბოლოჯერ გაფრთხილებ!!! არ შეგრჩება ის რაც არ არის შენი არანაირ პონტში“. შენთან ჩემი საკუთრება არ დაგრჩება არაფერი. წადით მერე და იჩივლეთ ერთად პროკურატურაში თავისი საკუთრება წაიღოო. სულით ავადმყოფებო. როგორი უთავმოყვარეო მათხოვარი ხარ ხვდები? გუშინდელის მერე როგორც შენ მოიქეცი და რაც მიიღე რა პონტში იწერები საერთოდ რამეს რაც მოცემულია ფუ შენი მაძვანგალა ... შენი უთავმოყვარეო ....... თუ ვერ წაგართმევ მაგასაც განახებ. მათხოვარო (12.07.2018). ,,გ---–- გამარჯობა მომისმინე მე არ მინდა შენთან დავა და ჩხუბი, უბრალოდ ტეხავს რა, ამიტომ ძალიან გთხოვ ჩემი ძაღლი დამიბრუნე კარგი? და წადი შენ გზაზე. აუცილებლდ უნდა დამიბრუნო და გეტყვი რატომ: არ გინდა ჩენთან ნუ გინდა, არ არის პრობლემა, უბრალოდ ჩემი ძაღლი მომეცი რა ძალიან გთხოვ. თან მამამისი კვდება და უძაღლოდ ვრჩები“. „მე სანადიროდ მინდა ეგ და არა სათამაშოდ. ძაღლი დამიბრუნე გოგო!!!.ნახევარ საათში მოვალ და ჩამომიყვანოს ვინმემ. მკიდია. ან ტელეფონი აიღე და ამხსენი რა უფლებით არ მიბრუნებთ“. გ---–- ძაღლი დამიბრუნეთ იცოდე ადამიანურად გეუბნები და ნუ მალაპარაკებ ამდენს. მაინც არ დაგიტოვებ ქვეყანა რომ დაიქცეს“. გ---–-ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „კიდევ ერთხელ გაბედავ და მომწერ, დამხვდები, დარეკავ ან სადმე გავიგებ, რომ ჩემს სიახლოვეს მოძრაობ, 2 წამით აღარ დაგინდობ! პოლიცია იქნება იცოდე ბოლო გამოსავალი და ამას 1 წამით არ გწერ ხუმრობით და ძალიან არ მინდა, რომ ეს გავაკეთო, მაგრამ მე უბრალოდ გაგაფრთხილე! უკვე ჩარეული მყავს ყველა და შენ თვითონ გირჩევნია, რომ გამეცალო!“. ვ-------ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები: „გამარჯობა გ---–- როგორ ხარ იმედია ყველაფერი კარგად გაქვს. მომისმინე შენთან საქმე მაქვს და უნდა გნახო. თუ შენ არ შემხვდები, მე მაინც გნახავ აუცილებლად. ჩემთან ლაპარაკი მოგიწევს საბოლოოდ და ეს შენ ძალიან კარგად იცი“. ,,ასე რომ დროებით“. ,,ნუ გგონია რომ შენ მართალი ხარ ჩვენ ურთიერთობაში. შენ მეთოდურად აკეთებდი ბოლო 2 თვის განმავლობაში იმას რომ გორში რაც მოხდა ის მომხდარიყო და ფიქრობ რომ გამოძვერი სიტუაციიდან? ასე უბრალოდ და მარტივად? ძალიან ცდები, და თუ შენ არ მიგიღია აქამდე ის რის ღირსიც ხარ, ეს მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ მიყვახარ და ველოდები როდის გაანალიზებ შენ ქცევებს ჩემს მიმართ და აზრზე მოხვალ“. ,,მეტი არაფერი“. ,,ჩხუბი და წყენა ყველა ადამიანს მოსდის ასეთიც და ამაზე უარესიც მაგრამ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს სულში არ უნდა ჩააფურთხოს იმიტომ რომ ეს არავის არ ეპატიება არც შენ და არც მე“. ,,მითუმეტეს იმ ურთიერთობის შემდეგ რაც ჩვენს შორის იყო“. ამიტომ მოდი შემხვდი და გულით და ალალად დამელაპარაკე“. ,,ყველაფერს გაგიგებ და გავითვალისწინებ“. ,,ხოლო თუ ასე გააგრძელებ ჩემთან ურთიერთობას მაშინ იცოდე რომ ასე არ ივარგებს და არ გამოვა“. ,,მე შენ მიყვარხარ და აუცილებალდ გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩემთან იყო იცოდე“. ,,ეს შენ ძალიან კარგად იცი“. ,,თან ძალიან მალე“. ,,უბრალოდ რა მაინტერესებს იცი მარტო რომ რჩები შენ თავთან და ფიქრობ რაც გააჩალიჩე არ გიტყდება? ასე როგორ გაქვს გაწყვეტილი შუბლის ძარღვი რომ ისეთ ადამიანს როგორიც მე ვიყავი შენთვის ასე ტრაკულად რომ მოექეცი? და შენი საჭიროების და კომფორტის გულისთვის რომ იყავი ჩემთან? და სიყვარული რომ არაფერ შუაში იყო თურმე?“. ,,აუ უსინდისო ვიყო მაგრად ტეხავს და უკვე შენი გარემოცვაც ხვდება რაც ჩაატარე მაგრამ შენ ხომ არაფერი არ გაინტერესებს საერთოდ, მთავარია შენ შენი პირადი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო“. ,,და მერე მაგრად გკიდია“. ,,საცოდავი ხარ რაღაც პონტში და მაგრად მეცოდები შენი ბუნების ადამიანები როგორც წესი ძალიან ცუდათ ამთავრებენ და არც შენ იქნები გამონაკლისი გ---–-, თუ დროზე გონზე არ მოხვალ“. ,,და მაგრად არ მინდა“. ,,იმიტომ რომ ჩემდა სამწუხაროდ რატომღაც კიდევ მიყვარხარ“. ,,სიყვარულს კიდე კანონები არ აქვს თორემ შენისთანა ადამიანი სიყვარულის ღირსი ნამდვილად არ არის“. ,,და არც მე არ უნდა შემყვარებოდი“. ,,მაგრამ როგორც გითხარი სიყვარულს წესები არ აქვს და შენნაირებიც უყვარდებათ სამწუხაროდ“. ,,გრცხვენოდეს ზოგადად“ ,,ყველაფრის“ (24.10.2018). ,,არ გრცხვენია ხო ეხლა გამეღვიძა შე უსინდისო ბავშვო სიზმარიდანაც აღარ მშორდები, გეხუტებოდი და გულში მყავდი ჩაკრული, რატომ მიკეთებ ამას“. ,,იმიტომ რომ ასე ძალიან მიყვარხარ?“. ,,ჩემო სიცოცხლე გოგო ნუ მომკლავ გთხოვ“. ,,გეყოფა რა ეს იდიოტური თამაშები ეხლა“. ,,ასე არ შეიძლება“. ,,ხაზი გადაუსვა ყველაფერს რაც მე და შენ გვაკავშირებდა“. ,,ხომ იცი რომ არ დაგანებებ თავს არასდროს“.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 07 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ვ------- გ--–--ის ქმედებების შედეგად გ---–- ა--------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გ---–-ს ჰქონდა დაუცველობის განცდა და თვლიდა, რომ მისი ცხოვრების სტილი საჭიროებდა შეცვლას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ვ------- გ--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჭ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან. უფლება, იცხოვროს მშვიდ გარემოში. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება, საიდანაც თითოეული განხორციელებული უნდა იყოს სისტემატურად. აღნიშნული ქმედებებია: ა) დაზარალებულის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, რაც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით, საცხოვრებელ ბინასთან ან სამუშაო ადგილას სისტემატურ თვალთვალში, როგორც სათანადო ტექნიკის გამოყენებით, ისე მის გარეშე. შემთხვევით შეხვედრისას გამოკიდებაში და სხვა სახის გადაკიდებაში, რაც დაკავშირებულია უკანონო თვალთვალთან. ბ) მათთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრუნული ან სხვა საშუალებით. ამ შემთხვევაშიც ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სისტემატურად. არასასურველი კომუნიკაციას ექნება ადგილი, როდესაც დამნაშავე პირისპირ, ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ლანძღავს და შეურაცხყოფს პირს, აშინებს მას ადევნებით, რომ გაუნადგურებს ქონებას, რომ დააზიანებს მისი ოჯახის რომელიმე წევრს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად აპირებდა თუ არა დამნაშავე ამ მუქარის განხორციელებას. ზემოხსენებული ქმედებების სისტემატურ განხორციელებას შედეგად უნდა მოჰყვეს პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება. ხსენებული შედეგებიდან ერთ-ერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2015 წლიდან 2018 წლის 08 ივლისამდე პერიოდში ვ------- გ--–--ე და გ---–- ა-------- იყვნენ შეყვარებულები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 08 ივლისს, ვ------- გ--–--ეს და გ---–- ა--------ს მოუვიდათ შელაპარაკება, რის გამოც დაშორდნენ ერთმანეთს. ხსენებული დღის შემდეგ ვ------- გ--–--ე სისტემატურად უკავშირდებოდა გ---–- ა--------ს, თხოვდა როგორც ძაღლის დაბრუნებას და შერიგებას, ასევე აყენებდა შეურაცხყოფას. მიუხედავად გ---–- ა--------ს არაერთი თხოვნის, დაენებებინა მისთვის თავი, ვ------- გ--–--ე კვლავ ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, უთვალთვალებდა მას და უგზავნიდა როგორც წერილობით, ისე ხმოვან შეტყობინებებს.
დაზარალებულ გ---–- ა--------ს ჩვენების გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლული დათვალიერების ოქმით დადგენილ იქნა, რომ ვ------- გ--–--ე დაზარალებულს თხოვდა შეხვედრას, რიგ შემთხვევბში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ წაართმევდა მის ნაჩუქარ ძაღლს, გაუმწარებდა ცხოვრებას და არ მისცემდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილ იქნა, რომ გ---–- ა-------- ვ------- გ--–--ის ქმედებებით იყო შეშინებული. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ როგორც მათთვის გ---–- ა--------სგან იყო ცნობილი ვ------- გ--–--ე არაერთხელ დახვდა გოგონას და შეეცადა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, რასაც არც თავად ვ------- გ--–--ე უარყოფს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, თითქოსდა ვ------- გ--–--ის ქმედებები გამოწვეული იყო გ---–- ა--------სადმი მისი სიყვარულით და სურდა მხოლოდ დაზარალებულთან შერგება და მასზე დაქორწინება. აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.
ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ვ------- გ--–--ის ქმედებების შედეგად გ---–- ა--------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ხოლო ექსპერტ მ------ მ-----–---–ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ გ---–- ა--------ს ჰქონდა დაუცველობის განცდა და თვლიდა, რომ მისი ცხოვრების სტილი საჭიროებდა შეცვლას, რაც ასევე თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამრთლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ვ------- გ--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შემადგენლობა. ამასთან, მის მიმართ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვ------- გ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ------- გ--–--ემ ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად და მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------- გ--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი, რა დროსაც გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს ვ------- გ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ვ------- გ--–--ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ ვ------- გ--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების და გასაკიცხაობის ხარისხი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ვ------- გ--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ - განადგურდეს.
2 (ორი) ცალი ,,CD“ დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ბახტანგ გოცძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ------- გ--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჭ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ------- გ--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ჭ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ------- გ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10500 (ათიათას ხუათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით - 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 03 იანვრის ჩათვლით), ვ------- გ--–--ეს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვ------- გ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ვ------- გ--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ - განადგურდეს.
2 (ორი) ცალი ,,CD“ დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე