განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
060100118002672072
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-801-2018 წელი

№060100118002672072

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

20 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ მ--–--ის,ადვოკატის – ი-----–- შ-----–--ს,მსჯავრდებულის – თ-------- ხ----–--–---ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომა-ზე, განიხილა თ-------- ხ----–--–---ს ბრალდების №----------- სისხლის სამართლის საქმე.

თ-------- ხ----–--–---, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ხ-----------------------–------–---ში, მსჯავრდებულია სამ-ტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

თ-------- ხ----–--–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სისტემატური ცემი-სა და სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსუ-ლი ქალის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თ-------- ხ----–--–--- ხ-----------------------–------–---ში მდებარე თავისივე საცხოვრე-ბელ სახლში, სისტემატურად ძალადობდა ორსულ მეუღლეზე ც---- წ----------ეზე, აყე-ნებდა რა მას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 10 ივნისს, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას, დაახლოებით 19:00 საათზე, 14 ივნისს დაახლოებით 1 საათ-ზე და 17 საათზე, ასევე 15 ივნისს დაახლოებით 07:30 საათზე, სახისა და სხეულის სხვა-დასხვა ადგილებში ხელების დარტყმის გზით ცემა, ასევე მხრების და ხელების მტევნე-ბის არეში ხელების ძლიერად მოჭერის გზით იძალადა ც---- წ----------ეზე, თ-------- ხ----–--–---ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის შე-დეგად ც---- წ----------ემ განიცადა ფიზიკური და ფსიქიური ტანჯვა, ასევე მიიღო სხე-ულის დაზიანება მრავლობითი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ-------- ხ----–--–---მ და მისი ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა ი-----–- შ-----–--მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ თ-------- ხ----–--–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასა-ბუთებენ იმ მოტივირებით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი მის მიერ გაცემულ დასკვნაში და მიცემულ ჩვენებაში ცალსახად და უტყუარად არ უთითებს, რომ ც---- წ----------ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები მაინცადამაინც მიყენებულია ადამიანის სხეულის ორგანოს მიერ, კონკრეტულად ხე-ლით ან ფეხით. ის დასკვნაში ზოგადად მიუთითებს, რომ დაზიანებები განვითარებუ-ლია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. აქედან გამომდინარე ექსპერტი არ გამორიცხავს რომ ეს დაზიანებები მიღებული იყოს ასევე გადმოვარდნის, დაცემის და დანარცხების შედეგად. ამ შემთხვევაში მტკიცებულების შეფასების პრო-ცესში წარმოიშვა ეჭვი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც თ-------- ხ----–---–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ კიდევ ერთ მტკიცებულებად მიიჩნია.

ორივე ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და შესაბამისად მა-თი გამცემი ექსპერტების მოწმის სახით მიცემული ჩვენებებიც არის ირიბი ჩვენები, ვი-ნაიდან მათ აღნიშნული ინფორმაცია მიიღეს სხვა პირის, ამ შემთხვევაში კი დაზარალე-ბულისაგან მიღებული, გავრცელებული ინფორმაციის შედეგად.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ თ-------- ხ----–--–---ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს ი-----–- შ-----–--ს, რომლებიც ითხოვენ თ-------- ხ----–--–---ს მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.

– პროკურორ მ------ მ--–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვალილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდება თ-------- ხ----–--–---ს ედავება, რომ 2018 წლის 10 ივნისს, მთვრალ მდგო-მარეობაში ყოფნისას, დაახლოებით 19:00 საათზე, 14 ივნისს დაახლოებით 1 საათზე და 17 საათზე, ასევე 15 ივნისს დაახლოებით 07:30 საათზე, სახისა და სხეულის სხვა-დასხვა ადგილებში ხელების დარტყმის გზით ცემა, ასევე მხრების და ხელების მტევნე-ბის არეში ხელების ძლიერად მოჭერის გზით იძალადა ც---- წ----------ეზე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებუილებებით არ დასტურდება, რომ თ-------- ხ----–---–---მ სცემა მეუღლე - ც---- წ----------ე 2018 წლის 10 ივნისს, 14 ივნისს დაახლოებით 1 საათზე და 17 საათზე.

მოწმეებმა ც---- წ----------ემ და მ---- ხ----–--–---მ პირველი ინსტანციის სასამართლო-ში ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - თ-------- ხ----–--–---ს მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ბრალდების ამ ეპიზოდებში თ-------- ხ----–--–---ს ბრალის მადასტურებლად წარმო-დგენილია მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედ-ვითაც ც---- წ--–-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწი-ნააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს (10.06.2018; 14.06.2018 და 15.06.2018). თუმცა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს თ-------- ხ----–--–---ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ც---- წ----------ის მიმართ 2018 წლის 10 ივნისს, იმავე წლის 14 ივნისს, დაახლოებით 1 საათზე და 17 საათზე განხორ-ციელებული ძალადობის ეპიზოდებში.

რაც შეეხება 2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდს, კერძოდ თ-------- ხ----–--–---ს მიერ ც---- წ----------ის სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმის გზით ცემას, ასევე მხრების და ხელების მტევნების არეში ხელების ძლიერად მოჭერის გზით ძალადობას, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია და არ იზიარებს დაცვის მხარის სა-აპელაციოსაჩივრის მოთხოვნას თ-------- ხ----–--–---ს გამართლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ც---- წ----------ის შეტყობობინება 112-ის სამსახურში მასზე, მე-უღლის - თ-------- ხ----–--–---ს მიერ, განხორციელებული ძალადობის შესახებ.

(ს/ფ 1)

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ც---- წ-----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ, დაზიანებები - მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, შუა და ქვედა მესამედების დონეზე არსებული ნაჭდევი და მარჯვენა მხრის უკანა და გარეთა ზედაპირებზე ზედა, შუა და ქვედა მესამედების დონეზე, მარ-ჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში, მარჯვენა წინამხრის უკანა ზედა-პირზე ქვედა მესამედში, მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარ-ცხენა მხრის უკანა და გარეთა ზედაპირებზე ზედა, შუა და ქვედა მესამედების დონეზე და მარცხენა მტევნის უკანა ზეადაპირზე პირველი და მეორე თითების ნების ძვლების საპროექციო მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდე-გებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს 14.06 2018 წელს და 15.06 2018 წელს.

ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას განმარტა, რომ დასკვნა გასცა სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებისა და ც. წ----------ის პირადი გასინჯვის შედეგების მიხედვით და სრულად დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 22 ივნისს გაცემული №--------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რო-მლის მიხედვითაც ც---- წ----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებუ-ლნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს (10.06.2018; 14.06.2018 და 15.06.2018) და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი, ს.ფ. 29-32)

2018 წლის 04 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნით დასტურ-დება, რომ 112-ის სამსახურიდან გამოთხოვილ აუდიოჩანაწერში არსებული ხმა იდენ-ტურია ც---- წ----------ის ხმის ნიმუშისა. ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ჩანაწე-რით დასტურდება, რომ ც---- წ----------ე ითხოვს დახმარებას მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო. სთხოვს ოპერატორს, რომ არ გაამხილონ რომ ზარი მან განახორ-ციელა, რადგან არ უნდა ეს ოჯახის წევრებმა გაიოგონ.

მოწმის სახით დაკითხული დ----- მ---------ის ჩვენებით (მხარეებს სადაოდ არ გაუხ-დიათ) დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ექიმად. 2018 წლის 15 ივნისსმორიგეობდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში. 112-დან მიიღეს შეტყობინება, რომ სოფელ ძ-----–---ში ნაცემი იყო მოქალაქე ც---- წ----------ე. როდესაც მივიდნენ გამოძახების ად-გილზე, დახვდათ ფეხმძიმე გოგონა - ც---- წ----------ე, რომელსაც აღენიშნებოდა მრავ-ლობითი დაზიანებები. პაციენტი განიცდიდა მწვავე ტკივილებს, რის გამოც გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

სამეში არსებული შემაკავებელი ორდერით №------ დასტურდება, რომ თ-------- ხ-----–--–---ს მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, 2018 წლის 15 ივნისს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის მოქმედების ვადით.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლების ჭ------ ც-------ისა და ი----- ს--–----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ შეტყობინების საფუძველზე გა-ვიდნენ ხ-----------------------–------–---ში, ც---- წ----------ის საცხოვრებელ სახლში, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადასთან ერთად. ც---- წ----------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივნისს, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ - თ-------- ხ----–--–---მ. ც---- წ----------ეს ვიზუალურადაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახისა და თვალების არეში, აგრეთვე ორივე მკლავზე.

ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან მიღებული ფორმა №----ით დას-ტურდება, რომ ც---- წ----------ე ძალადობის განხორციელების მომენტისათვის იმყო-ფებოდა ორსულად.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დადას-ტურებულად მიაჩნია, რომ თ-------- ხ----–--–---მ, 2018 წლის 15 ივნისს, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმის გზით ცემა, ასევე მხრების და ხელების მტევნების არეში ხელების ძლიერად მოჭერის გზით იძალადა ც---- წ-----------ეზე.

ბრალდების მხარის მიერ თ-------- ხ----–--–---ს ქმედება დაკვალიფიცირებულია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვე-პუნქტით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან არ დასტურდება თ-------- ხ----–--–---ს მიერ ც---- წ----------ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალა-დობა, მისი დანაშაულებრივი ქმედება, რაც განახორციელა ც---- წ----------ის მიმართ 2018 წლის 15 ივნისს, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

სსკ-ის 1261 მუხლისაგან სს დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფ-ლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრუ-ლებელია მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკ-საა მიღწეული. შესაბამისად, მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დადგენილია, რომ თ-------- ხ----–--–--- და ც---- წ----------ე არიან ცოლ-ქმარი და ერთი ოჯახის წევრები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თ-------- ხ----–--–---ს დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტზე და ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწი-ლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესა-ბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანი-ჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხ-ლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვა-ლისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმე-დებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედე-ბის შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფა-სოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათ-ვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივი-დუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყო-ველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანა-ზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ-------- ხ----–--–--- არაა წარსულში ნასამართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, შეზღუდული შერაცხადია და მიიჩნევს, რომ თ-------- ხ----–--–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძ-ველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქ-რებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შე-უწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თ-------- ხ----–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

თ-------- ხ----–--–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონუ-ლი სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

თ-------- ხ----–--–---ს ამოერიცხოს ბრალდებიდან და გამართლებული იქნეს ც---- წ-----------ის მიმართ 2018 წლის 10 ივნისს, იმავე წლის 14 ივნისს, დაახლოებით 1 საათზე და იმავე დღეს, 17 საათზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებში.

თ-------- ხ----–--–---ს ქმედება (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

თ-------- ხ----–--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

თ-------- ხ----–--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 15 ივნისიდან.

თ-------- ხ----–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.

ნივთმტკიცება – სამი ცალი CD დისკი, რაც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმე-ში, დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili