განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100119003106953
ინსტანცია
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003106953

საქმე № 1ბ/1889-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – თ------ მ-----–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1994 წლის 11 აგვისტო, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------–-----------------------------------------–---------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

ძირითადი სასჯელის სახე და ზომა - შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით. დამატებითი სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 1 (ერთი) წლის ვადით იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების აკრძალვა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ----------------–---–მა და დ-----------------მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ა--------–-–---–ის ჩვენება უდევს საფუძვლად, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს და შესაბამისად არ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ მაღალ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის 1/1/548 გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა მითითებული პირის მსჯავრდებისათვის უტყუარი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს მის ბრალს ჩადენილ დანაშაულში. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი კი ემყარება მხოლოდ ერთი პირის - დაზარალებულის ჩვენებას, რის გამოც აპელანტებს მიჩნიათ, რომ იგი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი თ------ მ-----–-–---–ის მიმართ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

თ------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ------ მ-----–-–---–მა და ა--------–-–---–მა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ თ------ მ-----–-–---–ი პნევმატური პისტოლეტის დემონსტრირებით დაემუქრა ა--------–-–---–ს, რომ გაუხვრეტდა მუხლებს, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, კერძოდ - შეეშინდა, რომ თ------ მ-----–-–---–ი პისტოლეტიდან ესროდა და გაიქცა სახლის მიმართულებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველ ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა თ------ მ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მან დაზარალებულ ა--------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო დამუქრებით არ დამუქრებია.

 

დაზარალებულ ა--------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის მაისში, მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა თ---–--–-------------------------–------------------------–-, რა დროსაც მან გაიცნო იმავე უბანში მცხოვრები თ------ მ-----–-–---–ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და ნებაყოფლობით ჰქონდა სქესობრივი კავშირი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე ხნის შემდეგ, მან შეიტყო, რომ უბნის ბიჭები დასცინოდნენ თ------ მ-----–-–---–თან ურთიერთობის გამო. ამ საკითზე საუბრის მიზნით, დაუკავშირდა თ------ მ-----–-–---–ს და სთხოვა შეხვედრა, რაზეც თ------ მ-----–-–---–მა უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ მისი მეუღლე სახლში იმყოფებოდა. აღნიშნულის გამო, გაბრაზებულმა ვინაობის გამხელის გარეშე, ტელეფონის სხვა ნომრიდან, თითქოსდა როგორც სხვა პირმა, თ------ მ-----–-–---–ის ტელეფონზე გააგზავნა შეტყობინებები შეურაცხმყოფელი ტექსტით, რასაც თ------ მ-----–-–---–ი მიხვდა და ასევე შეურაცხყოფით უპასუხა. 2019 წლის 17 მაისს დილით, როდესაც მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში, თ------ მ-----–-–---–ი დახვდა მას ავტოფარეხთან და მოსთხოვა მასთან მიახლოება, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი მის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აიწია მაისური, ხელი მოკიდა ქამარში მოთავსებული იარაღის ტარს, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შეაგინა და დაემუქრა, რომ იარაღით მუხლებს დაუხვრეტდა. მას შეეშინდა, სირბილით შევიდა თავის საცხოვრებელ ბინაში და დაკეტა შესასვლელი რკინის კარი. მეორე დღეს მომხდარის შესახებ უამბო მეგობარს - ე---------------------ს. დაზარალებულის განმარტებით, მათ შორის კონფლიქტის არსებობის და თ------ მ-----–-–---–ის აგრესიული ქცევიდან გამომდინარე, გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების შიში. ამასთან, რამდენიმე ხნით ადრე თ------ მ-----–-–---–მა მას განუცხადა, რომ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც გაუსწორდებოდა იმათ, ვინც გააბრაზებდა.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ როგორც გამოკვლეული, ასევე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ე---------------------ის და გ---------------------ას გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 17 მაისის სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, 2019 წლის 17 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 მაისის №----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, 2019 წლის 23 მაისის ნივთიერი მტკიცებულების (თ------ მ-----–-–---–ის მობილური ტელეფონის) გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ----------------–---–ის და დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------ მ-----–-–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: დაზარალებულ ანა დვალისშვილის ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული, რაც ასევე გამყარებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. კერძოდ, ა--------–-–---–სა და თ------ მ-----–-–---–ს შორის ნაცნობობის და შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი დასტურდება მოწმეების გ---------------------ას და ე---------------------ის გამოკითხვის ოქმებით. ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მისთვის ა--------–-–---–ისგან ცნობილია, რომ მას თ------ მ-----–-–---–თან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, 2019 წლის 17 მაისს, კი თ------ მ-----–-–---–ი დახვდა ა--------–-–---–ს ავტოფარეხთან, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც მსჯავრდებულმა დაანახა შარვლის ქამარში მოთავსებული იარაღი და დაემუქრა მუხლების გახვრეტით, რის გამოც ა------- ძალიან შეშინებული.

 

ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის მუქარის შედეგად განიცადა საფუძვლიანი შიში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ასევე დასტურდება როგორც მოწმე ე---------------------ის გამოკითხვის ოქმით, ასევე იმ ფაქტით, რომ დაზარალებული უმალვე ახორციელებს ზარს 112-ზე, რაც დადასტურებულია სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმებით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ იმავე დღეს - 2019 წლის 17 მაისს, 16:55 საათზე შსს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადების სამმართველოს მ--------------–--ის პოლიციის შენობაში თ------ მ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა შავი ფერის, პისტოლეტის მსგავსი საგანი და ცარიელი მჭიდი, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 4.5 მმ კალიბრის პნევმატურ პისტოლეტს, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორია და უვარგისია სროლისათვის.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების (თ------ მ-----–-–---–ის მობილური ტელეფონის დათვალიერების) ოქმით დასტურდება ა--------–-–---–ს და თ------ მ-----–-–---–ს შორის ურთიერთშეურაცხყოფის, მათ შორის კონფლიქტის არსებობის და ამასთან მსჯავრდებულის მხრიდან მუქარის შემცველი შეტყობინებების მიწერის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ ქმედების მუქარად კვალიფიკაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ა--------–-–---–მა დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები, რაც თანხვედრაშია და გამყარებულია მოწმე ე---------------------ის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 17 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე 2019 წლის 22 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და 2019 წლის 23 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომელთა გაუზიარებლობის საფუძველი პალატას არ გააჩნია. ამასთან, დაზარალებულ ა--------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ საკითხთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა თუ არა მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარა - არის დამაჯერებელი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თ------ მ-----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა თ------ მ-----–-–---–ის მიერ ა--------–-–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი. შესაბამისად პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა მუქარა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ------ მ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებლი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. დადგენილია, რომ თ------ მ-----–-–---–ი არ არის ნასამართლევი, აგრეთვე არ არის გაწვეული სამხედრო მოსამსახურე და სახეზე არ გვაქვს ოჯახური დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ თ------ მ-----–-–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - შინაპატიმრობის სახით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

პალატას მიაჩნია, რომ თ------ მ-----–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების და გასაკიცხაობის ხარისხი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

თ------ მ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პნევმატური პისტოლეტი - განადგურდეს.

 

თ------ მ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი -დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ----------------–---–ის და დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი თ------ მ-----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ----------------–---–ის და დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი თ------ მ-----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ------ მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით.

 

თ------ მ-----–-–---–ს დაეკისროს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება დღე-ღამის განმავლობაში 22:00 საათიდან 08:00 საათამდე დროის პერიოდში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად, თ------ მ-----–-–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 1 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

 

შინაპატიმრობისა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ------ მ-----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

თ------ მ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პნევმატური პისტოლეტი - განადგურდეს.

 

თ------ მ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი -დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე