განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-110-2019 წელი
№080100113002724991
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
7 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- ც-------ის,ადვოკატის – ე-----–- ჭ--–---–ის,მსჯავრდებულის – ს---–------ ე-–--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ს---–------ ე-–--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ს---–------ ე-–--------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისში, პ. ჭაბუ-კიანის ქუჩის №6-ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდე-ბული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და შეეფარდა თავისუფ-ლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ს---–------ ე-–--------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2----–-–------------–ს საგადასახადო ინსპექციის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში სოლო-მონ ე-–--------ი დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ (ს/ნ 1--------, პ/ნ 6----------), შესაბამისად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა სამეწარმეო სუბიექტის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას. ს---–------ ე-–--------მა გადასახადის თავის არიდე-ბის მიზნით, სამეწარმეო საქმიანობაში არ მოახდინა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა და შემოსავლების რეალური აღრიცხვა, რეალური საქონელი არ დააფიქსირა საბუღალტრო დოკუმენტაციაში და დროულად არ განახორციელა დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება. ამ ხერხითა და ფორმით, ს---–------ ე-–--------მა 2008 წლის 10 აპრილიდან 2012 წლის 1 მაისამდე პერიოდში დამალა რეალურად მიღებული შემოსავალი და განზრახ თავი აარიდა 122495 ლარის ოდენობით გადასახადის გადახდას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს---–------ ე-–--------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-----–- ჭ--–---–მა, რომლებიც ითხოვენ ს---–------ ე-–--------ის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი არაა, რომ ს---–------ ე-–--------ს 2----–-–---------–--ის საგადასახადო შემოწმების აქტით დაერიცხა თანხა, არც იმ გარემოებას აქვს მნიშვ-ნელობა თუ როდის გაეცნო იგი საგადასახადო მოთხოვნას. სასამართლოს საერთოდ არ უმს-ჯელია იმ საკითხთან დაკავშირებით, ს---–------ ე-–--------ის მხრიდან გადასახადის გადა-უხდელობა განზრახ იყო ჩადენილი, თუ ობიექტურად იყო შეუძლებელი. ს---–------ ელჩი-ბეგოვისათვის უცნობი იყო მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, იგი იმ დროისათვის იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მის ოჯახთან კავშირი არ ჰქონდა, შესაბა-მისად მისთვის საერთოდ უცნობი იყო ხსენებული საქმის წარმოების შასახებ. ამასთან სო-ლომონ ე-–--------ს ედავებოდნენ 122495 ლარის ოდენობით გადასახადისათვის თავის არი-დებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით იძლევა სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას, რომელიც სასჯე-ლის სახით ჯარიმასაც კი ითვალისწინებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ს---–------ ე-–--------ს დღეის მდგომარეობით საერთოდ არ გააჩნია გადასახადის დავალიანება.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ს---–------ ე-–--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ე-----–- ჭ--–---–ს, რომლებიც ითხოვენ ს---–------ ე-–--------ის ქმედების გადაკვა-ლიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე და შემდეგ მის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს დ----- ც-------ეს, რომელიც ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში 2017 წლის 30 ივნისს შესული ცვლილების საფუძ-ველზე ს---–------ ე-–--------ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირ-ველ ნაწილზე და შემდეგ მის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქარ-თველოს კანონის გამოყენებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივ-რის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყო-ფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსე-ბული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშ-ნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გა-რეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რე-ლევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძ-ველზე მიიჩნევს, რომ ს---–------ ე-–--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ბრალდება სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირ-ველ ნაწილზე (სსკ 2017 წლის 30 ივნისის რედაქცია), შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნაში 2017 წლის 30 ივნისს შესული ცვლილების თანახმად, გადასახდელი გადასახადი თანხის განსაკუთრებით დიდ ოდენობად განისაზღვრა თანხა, რომელიც აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.
ს---–------ ე-–--------ს კი მსჯავრი დაედო 122 495 ლარის ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის, რაც დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს---–------ ე-–--------ის მიერ საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩა-დენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს---–------ ე-–--------ის ბრალეულობას. კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნუ-ლი სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგი-სტრაციის სამსახურიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციით, 2----–-–---------–--ის საგადა-სახადო შემოწმების აქტით, ს---–------ ე-–--------ის 2----–-–---------–--ის განაცხადით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსისადმი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------------------- ბრძანებით და თანდართული დოკუმენტაციით, შემოსავლების სამსახურის მიერ 2----–-–----------------ს გამოცემული №------- საგადასახადო მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის დავებმის დეპარტამენტის 2----–-–--------------–ის №---------- წერილით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2----–-–----------ის №21-12/36118 წერილით, 2013 წლის 11 ივლისის დათვალისრების ოქმით, მოწმეების ი-----–- რ-----ის, თ------ ე-–--------ის, ვ-–-------- მ–---------ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართ-ლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასა-მართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებუ-ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანა-შაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეა-ფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვა-ლისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუა-ლობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკ-რეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ს---–------ ე-–--------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწი-ნებს იმ გარემოებას, რომ ს---–------ ე-–--------ი წარსულში ნასამართლევი არ არის, სასამარ-თლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
ამდენად, ს---–------ ე-–--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახ-დება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცი-როს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართ-ლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდე-გობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ს---–------ ე-–--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსკ 2017 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ადრე გან-ზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
ს---–------ ე-–--------ი ადრე ნასამართლობის არ მქონეა, რის გამოც 2012 წლის 28 დეკემბ-რის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე უნდა გათავი-სუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსკ 2017 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუ-ხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ს---–------ ე-–--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სა-სამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ს---–------ ე-–--------ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სსკ 2017 წლის 30 ივნისის რედაქცია).
ს---–------ ე-–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 218-ე მუხლის პირველ ნაწილით (სსკ 2017 წლის 30 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ს---–------ ე-–--------ი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ს---–------ ე-–--------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისათანავე.
ს---–------ ე-–--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმ-ედეს.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით, ს---–------ ე-–--------ის მიმართ გამოყენებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიერ 2----–-–---------- ს---–------ ე-–--------ის მიმართ გაცემული №--------- საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვა-დის შეჩერება, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – ს---–------ ე-–--------ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუ-მენტაცია დალუქული და მოთავსებული ორ ფუთაში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვა-დით.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში 01 (ერთი) თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili