განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050630
ინსტანცია
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050630

საქმე №1ბ/878-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30აპრილი,2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა

 

მაია ყუშიტაშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის, ,ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - ლაშა კოტრიკაძე, იოსებ მოსიაშვილი

მსჯავრდებულის - დ--------–------ს

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მარიამ შათირიშვილის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ--------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მარიამ შათირიშვილის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №010100117801): დ--- რ-–-----ს ძე ფ--–------ს, დაბადებულის 1-----–-–------------------------–----------–---------------------------- მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, დ--------–------ ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება), სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, დ--------–------, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად, ლ----------–--------------–-----------–---–---- ერთად „ტოიოტა რავ 4-ის“ მარკის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით #DEM-123 იმყოფებოდა თბილისში, ნუცუბიძის პლატო, I მ/ რ-ნის, მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ცნობილი იყო რა საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, დაიგეგმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ--------------–---, შ--–---------------------------–--------- გ------------------ უზრუნველყვეს ზემოხსენებული ავტომობილის შეჩერება და წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ--------–------ დარწმუნდა რა, რომ ზემოხსენებული პირები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების, მიმალვის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, ავტომობილიდან გადმოუსვლელად მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა არაერთგზისი დამიზნებითი გასროლა პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რის შემდგომაც მოახერხა მიმალვა. გარდა ამისა, დ--------–------ მის საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი ბერი გაბრიელ სალოსის მე-6 შესახვევი #3, ბინა #70-ში ინახავდა დაუდგენელ ვითარებაში შეძენილ საბრძოლო მასალას ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, რაც 2016 წლის 2 დეკემბერს ამოღებული იქნა ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:

 

დ--------–------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

დ--------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

დ--------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

დ--------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დ--------–------ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ--------–------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით: პირველი ინსტანციის განაჩენი დაუსაბუთებელია, უკანონოა და ეფუძნება სუბიექტურ შეფასებებს, არ არის მხედველობაში დაცვის მხარის პოზიცია, მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულ დ--------–------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარიამ შათირიშვილა დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ლაშა კოტრიკაძემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ--------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მარიამ შათირიშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ--------–------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ--- ფელდმანმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ დ--------–------ს მიმართ დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

პალატა მსჯავრდებულ დ--------–------ მიერ ჩადენილ დანაშაულს დადგენილად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

დაზარალებული პოლიციელის მ--------------–--- ჩვენების თანახმად, 2016 წლის 2 დეკემბერს, მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დ--------–------ ცეცხლსასროლი იარაღით, მეგობრებთან ლ----------–--------------–-----------–---–---- ერთად გადაადგილდებოდა „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით DEM-123. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შედგა ოთხი ოპერატიული ჯგუფი დეპარტამენტში მომუშავე პოლიციელებით და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე გასულებს დახვდათ „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით DEM-123 ავტომანქანა, სადაც ნამდვილად ისხდნენ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირები. პოლიციელებმა მანქანას გზა გადაუკეტეს და წარდუდგნენ, რომ იყვნენ სამართალდამცავი ორგანოდან. დაზარალებულის განმარტებით, მას და ყველა სხვა პოლიციელს ეცვათ სამსახურებრივი ჟილეტები, ამოსაცნობი წარწერით. როდესაც დაზარალებული „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანის საქარე მინას მიუახლოვდა დ--- ფელდმანმა, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, უკნიდან წინა სალონში გადმოიწია და მანქანიდან გადმოუსვლელად რამდენჯერმე გაისროლა მ--------------–--- და სხვა პოლიციელთა მიგასროლა პოლიციელების მისამართით და სამივენი გაიქცნემართულებით. გასროლაზე მ-------–-- დაიხარა, რასაც მოჰყვა პოლიციელის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. გამაფრთხილებელი გასროლის მიუხედავად დ--------–------ მანქანის სალონიდან მაინც აგრძელებდა გასროლებს, ამ დროს ლ-----------–---–-- ავტომანქანა უკან დაძრა და დააჯახა სხვა მანქანებს, რა დროსაც ავტომანქანაში მსხდომნი სწრაფად გადმოხტნენ. დ--------–------ გაიქცა ერთი მიმართულებით, ხოლო ლ-----------–---–- და ლ----------–--- - საპირისპირო მიმართულებით. გაქცევის დროს დ--------–------ აგრძელებდა გასროლებს პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით და ამ ხერხით გასცდა შემთხვევის ადგილს, წინ მდებარე კორპუსის ხევში ჩახტა და გაიქცა. დადევნების დროს გამაფრთხილებელი გასროლები კვლავ განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა დ--------–------ს დაკავება ვერ მოხდა.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ------------------მ:

მოწმე გ------------------მ განმარტა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს მიღებული იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დ--------–------ მეგობრებთან - ლ-----------–---–---- და ლ----------–---სთან ერთად, „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით DEM-123 იმყოფებოდა თბილისში, ნუცუბიძის პლატოს, პირველი მრ/რ-ნის, მე-8 კორპუსთან და თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურორთან შეთანხმებით დაიწყო გამოძიება და ოთხი ოპერატიული ჯგუფი, დეტექტივ-გამომძიებლების სამსახურებრივი ფორმებით გავიდა ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე. შემთხვევის ადგილზე კორპუსთან ავტომანქანამ სახელმწიფო ნომრით DEM-123 დაიწყო მათი მიმართულებით მოძრაობა, რის გამოც პოლიციამ დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში გზა ჩახერგა და „ტოიოტა რავ-4-ს“ არ მისცა გადაადგილების საშუალება. გზის ჩახერგვისთანავე პოლიციელები, მ--------------–--- ჯგუფი - შ--–----------------- გუ------–----------------------------- შემადგენლობით გადავიდა მანქანიდან და „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანაში მსხდომებს უთხრეს რომ იყვნენ პოლიციიდან და მოუწოდეს გადმოსულიყვნენ ავტომანქანიდან. მოწოდებისთანავე „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა არაერთი გასროლა მაზიერ ხვარეშიას და მისი ჯგუფის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, ისროდა დ--------–------ რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, მან წინა სავარძლებს შორის გამოყო ხელი და მანქანიდან გადმოუსვლელად წინა მინიდან 4-ჯერ გაისროლა. გასროლების შემდეგ პოლიციელებმა კვლავ მოუწოდეს დ--------–------ შეეწყვიტა გასროლა, ამის მიუხედავად მძღოლმა ლ-----------–---–-- მანქანა უკანა სვლით წაიყვანა და სწრაფად დააჯახა იქვე მდგომი მოქალაქეების ავტომანქანებს. იმის გამო, რომ დ--------–------ და მისი თანხმლები პირები არ ემორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებას, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან არიდების მიზნით განხორციელდა ჰაერში არაერთი გამაფრთხილებელი გასროლა. გ------------- თავის მხრივ მანქანის შეჩერების მიზნით ესროლა საბურავს, ტყვია მოხვდა ასფალტის საფარს, ამის შემდეგ გაიღო „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანის კარები და დ--------–------ და მისი მეგობრები გადმოვიდნენ, გადმოსვლისას დ--- ფელდმანმა კვლავ განახორციელა 2 ნ იქვე არსებული ხევის მიმართულებით.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ზ--------------.

მოწმე პოლიციელმა ზ-------------- განმარტა, მას შემდეგ რაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანას ჩაუხერგა გზა და არ მისცა გადაადგილების საშუალება, სამსახურებრივი უნიფორმებით გადავიდნენ ავტომანქანიდან და გარკვევით და მკაფიოდ გასცეს ბრძანება ,,სდექ პოლიციაა“. ბრძანება იყო ხმამაღალი ტონით გაცემული, რათა მომხდარიყო პოლიციელთა იდენტიფიცირება. მოწმის ჩვენებით, ჯერ კიდევ არ იყო შებინდებული, რამაც გაადვილა „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანაში მსხდომი პირების იდენტიფიცირება, საჭეს მართავდა ლ-----------–---–-, მძღოლის გვერდზე იჯდა ლ----------–---, ხოლო მანქანის უკანა სალონში, შუაში დ--------–------. პოლიციელები მიუახლოვდნენ თუ არა დ--------–------ს ავტომანქანას, ამ უკანასკნელმა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა პისტოლეტი და მანქანიდან 4-ჯერ გაისროლა პოლიციელების მიმართულებით. პოლიციელების მოწოდების მიუხედავად ავტომანქანაში მსხდომი პირები არ ნებდებოდნენ, ლ-----------–---–-- მანქანა უკანა სვლით დაძრა და დააჯახა კორპუსთან მდგომ მოქალაქეთა ავტომანქანებს, ამის შემდეგ გადმოხტნენ მანქანიდან, დ--------–------ გასროლებით გაიქცა იქვე მდებარე ხევის მიმართულებით და სამივემ შეძლეს მიმალვა.

მ--------------–---, გ---------------------------------------ს ჩვენებაში გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმაც, პოლიციელებმა შ--–---------------------------–--------- გ------------------. ყველა მათგანმა დაადასტურა დ--------–------ს მიერ მათი მისამართით, როგორც ავტომანქანიდან, ასევე გაქცევის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის ფაქტი. ასევე დაზარალებულმა შ--–----------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მან ოთხი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა თავისი სამსახურებრივი იარაღიდან. დაზარალებული პოლიციელების ჩვენებით, ისინი მოუწოდებდნენ ავტომანქანაში მსხდომ დ--------–------ და მის მეგობრებს რომ შეჩერებულიყვნენ და ეუბნებოდნენ რომ პოლიციელები იყვნენ, თუმცა ისინი შეგნებულად არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავთა მოთხოვნებს. პოლიციელების გ------------------------–--–-------------ვენება გამაფრთხილებელ გასროლებთან დაკავშირებით დასტურდება საშტატო იარაღიდან ნასროლი ტყვიების ამოღებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.

სხვა თვითმხილველმა მოწმეებმა გივი მაისურაძემ, შალვა ჯინიყაშვილმა, ლევან ჩიხლაძემ და თამაზ მეშველაშვილმა ასევე დაადასტურეს დ--------–------ს მიერ ჯერ ავტომანქანიდან და შემდგომ გაქცევის პროცესში პოლიციის მუშაკთა მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტები.

მოწმე სოსლან კაბულოვის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი აკონტროლებდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას, როდესაც გაიგონა გასროლის ხმა, წავიდა მოვლენათა ეპიცენტრისკენ, სადაც შეეჩეხა დ--------–------, რომელიც გარბოდა. ამ უკანასკნელმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა ს. კაბულოვს და დაემუქრა, რომ ესროდა. მოწმე იქვე მდგომ ავტომანქანას ამოეფარა, ხოლო დ--------–------ გაიქცა და ხევში ჩახტა. მოწმის განმარტებით, დ--------–------ გაქცევის დროს ხელში მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ეკავა.

ოპერატიული ჯგუფის წევრმა - პოლიციელმა გ--–------------- ჩვენებაში განმარტა, რომ გზის ჩახერგვის დროს გაიგონა ხმა ,,პოლიციაა სდექ“, რასაც საპასუხოდ მოჰყვა არაერთი გასროლა, ამის შემდეგ „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანა შეგნებულად, უკუსვლით დაეჯახა კორპუსთან მდგომ მანქანებს, საიდანაც გადმოხტნენ დ--------–------ და მისი თანხმლები პირები და გაიქცნენ ხევის მიმართულებით.

გასროლა, რომ ნამდვილად დ--------–------ს ავტომანქანიდან არის ნაწარმოები, პოლიციელების ჩვენების გარდა მტკიცდება 2016 წლის 20 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1936/ბ დასკვნით, რომლის თანახმად, ავტომობილის TOIOTA RAV-4 სახ. ნომრით #DEM 123 წინა საქარე მინაზე, მინის მარჯვენა კიდიდან 65,5 სმ და ქვედა კიდიდან 25 სმ გადაკვეთაზე არსებული დაზიანება #1; ასევე მინის მარჯვენა კიდიდან 60 სმ და ქვედა კიდიდან 42 სმ გადაკვეთაზე არსებული დაზიანება #2; მინის მარჯვენა კიდიდან 62 სმ და ქვედა კიდიდან 42,5 სმ გადაკვეთაზე არსებული დაზიანება #3 და მინის მარჯვენა კიდიდან 76 სმ და ქვედა კიდიდან 38 სმ გადაკვეთაზე არსებული დაზიანება #4 თავისი ფორმით, განვითარების ხასიათით და მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე არის ცეცხლნასროლი წარმოშობის. განვითარებულია არანაკლებ 8 მმ. და არაუმეტეს 9 მმ. დიამეტრის ჭურვით. ისინი მიმართულია შიგნიდან (სალონიდან) გარეთ, უკნიდან წინ. გასროლა სავარაუდოდ ნაწარმოებია უკანა სავარძლის საზურგიდან წინა საქარე მინის უკანა ზედაპირამდე მანძილის დიაპაზონში. დასკვნით ასევე დასტურდება „ტოიოტა რავ-4-ის“, სახ. ნომრით #DEM 123 მანქანიდან ნაწარმოები გასროლების რაოდენობა - 4 გასროლა, რომელიც სრულ თანხვედრაშია პოლიციელთა ჩვენებებთან. ექსპერტმა ბალისტიკოსმა გ----------–----- სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად განაცხადა, რომ ტყვიები ნასროლი იყო „ტოიოტა რავ-4-ის“ სახ. ნომრით #DEM 123 ავტომობილის სალონიდან, ექსპერტმა დეტალურად, დაწვრილებით ახსნა, თუ რატომ მიიღო ამგვარი შედეგი.

მოწმეებმა ლ----------–----------–-----------–---–-- სასამართლოს მიუთითეს „ტოიოტა რავ-4-ის“ სახ. ნომრით DEM-123 ავტომანქანაში მსხდომ პირთა განლაგება, ლ-----------–---–- მართავდა საჭეს, ლ----------–--- იჯდა წინა მარჯვენა სალონში, ხოლო დ--------–------ უკანა სავარძელზე. მოწმეებმა ლ----------–---მ და ლ-----------–---–-- დამაჯერებლად განაცხადეს, რომ ამ ორ პირთაგან ცეცხლსასროლი იარაღიდან არცერთს არ უსვრიათ, გასროლების დროს თავი მანქანის სალონში ჰქონდათ დახრილი, ამიტომ ვის მიერ ხორციელდებოდა გასროლა ვერ აკონკრეტებენ.

პოლიციელებზე თავდასხმის დროს ბრალდებული დ--------–------ რომ მართლაც იმყოფებოდა „ტოიოტა რავ-4-ის“ სახ. ნომრით DEM-123-ის ავტომანქანაში და ჩამოთვლილი სამი პირის გარდა არავინ იმყოფებოდა ხსენებულ ავტომანქანაში გარდა მოწმეთა ჩვენებისა დასტურდება 2016 წლის 23 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #46/22-539 დასკვნით, რომლის თანახმად, ავტომანქანა „ტოიოტა რავ-4-ის“ სახ. ნომრით DEM-123-ის წინა მარცხენა, წინა მარჯვენა, უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა სავარძლების წინ ჩაფენილი ხალიჩებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმეებისგან ლ-----------–---–--გან, ლ----------–----გან და ბრალდებულ დ--------–------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

დ--------–------ს მიერ პოლიციელებზე თავდასხმის დროს გამოყენებული დანაშაულის იარაღი, თავდასხმიდან მცირე დროში, შემთხვევით ნაპოვნი იქნა მოქალაქე ვ---------------–---–----იერ, რომელმაც ნაპოვნი იარაღი წარადგინა პოლიციის განყოფილებაში. აღნიშნულის შემდეგ მოწმესთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან ზუსტად მიუთითა იარაღის პოვნის ადგილი. საგულისხმოა, რომ ხსენებული ადგილი მდებარეობს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ. მოწმე ვ---------------–---–-- ცეცხლსასროლი იარაღის პოვნის ფაქტი დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და განაცხადა, რომ იგი პირადი საქმის გამო იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ ადგილას, სადაც იპოვნა ბორდიურთან გუბეში დაგდებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იქვე პოლიციის განყოფილებაში წარადგინა.

ხსენებული იარაღის ტიპი, კატეგორია დადგენილია 2016 წლის 3 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1867/ბ დასკვნით, რომლის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი უნომრო ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ПМ. იარაღზე კონსტრუქციული გადაკეთების რაიმე აშკარა კვალი არ აღინიშნება. იგი მიეკუთვნება ცეცლხსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

თავდასხმა დ--------–------ს მიერ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღით რომ იყო ნაწარმოები უტყუარად დასტურდება 2016 წლის 5 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #007140116 დასკვნით, რომლის თანახმად პისტოლეტის ტიპის იარაღზე არსებული ბიომასალის (ობ.#2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.#2-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი დ--------–------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.

თავდასხმის ფაქტობრივი გარემოება და კვალი ასევე დასტურდება „ტოიოტა რავ-4-ის“ სახ. ნომრით DEM-123-ის ავტომანქანის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება ჩატარებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, მათ მიერ ამოღებული ობიექტები: ავტომანქანა, მასრები, ტყვიის გარსები და ამ ობიექტების აღმოჩენის ადგილი და განლაგება სასამართლოს დაეხმარა რეალური სურათის აღდგენაში.

პოლიციის თანამშრომლებმა - მოწმეებმა ო---------------------------------–---–------------------------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ გაჩხრიკეს დ--------–------ს ბინა, რა დროსაც ბრალდებულის საძინებელ ოთახში განთავსებული მაგიდის უჯრიდან ამოღებული იქნა საბრძოლო მასალა, ერთი ცალი ვაზნა.

2016 წლის 2 დეკემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის მე-6 შესახვევი, კორპუსი 3, ბინა #70-ში მდებარე დ--------–------ს საცხოვრებელ ბინაში მართლაც ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მის საძინებელ ოთახში არსებული კომპიუტერის მაგიდის უჯრიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის ტყვია, რაც დაილუქა კანონშესაბამისი წესით. აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებულის მამა რ-–-------------- მას რაიმე შენიშვნა საგამოძიებო მოქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით არ განუცხადებია.

დ--------–------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ობიექტი, რომ ნამდვილად საბრძოლო მასალაა დასტურდება 2016 წლის 3 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1867/ბ დასკვნით, რომლის თანახმად, ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის АПС და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

დ--------–------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტი დასტურდება 2016 წლის 3 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1867/ბ დასკვნით და 2016 წლის 5 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #007140116 დასკვნით. რაც შეეხება დ--------–------ს მიერ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მისამართით სროლის ფაქტს, აღნიშნულს ადასტურებენ როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულები და თვითმხილველი მოწმეები, ასევე 2016 წლის 20 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #1936/ბ დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ გასროლები ნაწარმოებია, სწორედ ავტომანქანის სალონიდან შიგნიდან გარეთ, გასროლა ნაწარმოებია მანქანის უკანა სალონიდან, სადაც როგორც პოლიციელების, ასევე დ--------–------ს თანხმლები პირების ლ----------–---- და ლ-----------–---–-- ჩვენებით იჯდა დ--------–------. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულთა და თვითმხილველ მოწმეთა სასარგებლოდ წყვეტს იმ არსებით სხვაობას, რაც მათსა და ლ-----------–---–--ა და ლ----------–---- ჩვენებებს შორის არის, თუ საიდან წარმოებდა გასროლები ავტომაქანის შიგნიდან გარეთ თუ - პირიქით. ბალისტიკური ექსპერტიზის #1936/ბ დასკვნა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოწმეების ლ-----------–---–--, ლ----------–---- და დ--------–------ს განმარტებას, რომ „ტოიოტა რავ-4-ის“ სახ. ნომრით DEM-123 ავტომანქანის შიდა სალონიდან არ განხორციელებულა გასროლები.

ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ადგენს, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს დ--------–------ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს მ--------------–---, შ--–---------------------------–---------------------------- როდესაც ეს უკანასკნელნი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და უნდა აღეკვეთათ მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი. ასევე დ--------–------ მის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ საბრძოლო მასალას, ერთ ცალ ქარხნულის წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, რაც 2016 წლის 2 დეკემბერს ამოღებული იქნა ჩხრეკის შედეგად.

დაცვის მხარის მცდელობა, მოახდინოს დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების დისკრედიტაცია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პოლიციელეთა ჩვენებები იდენტური და ერთმანეთთან შეთანხმებულია, ამ საფუძვლით საკითხის ამგვარად დაყენება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლები არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები (თვითმხილველები), მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებების თაობაზე - წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის ჩვენებებს, რომლებიც ამავდროულად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ზემოთ განხილული ზეპირი (მოწმეთა ჩვენებები) და წერილობითი (ექსპერტიზის დასკვნები) მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, დ--------–------ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად და აღნიშნულის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელებს, მათი მისამართით განახორციელა არაერთგზისი გასროლა, რათა თავი აერიდებინა მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამასთან, პოლიციელების ჩვენებების სანდოობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ მათ ჩვენებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს გარკვეულწილად ადასტურებენ დ--------–------ს თანხმლები პირებიც მოწმეები ლ-----------–---–- და ლ----------–---, და რაც ყველაზე არსებითია მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვედრაშია ნეიტრალურ მტკიცებულებებთან ექსპერტიზის დასკვნებთან.

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებებით, რომელიც შესაბამისობაში მოდის სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, დადასტურებულია, რომ დ--- ფელდმანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება), სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულები.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც ხელყოფს საზოგადოების ცხოვრების ნორმალურ რიტმს და საზოგადოებრივ უშიშროებას - ცხოვრების უსაფრთხოებას. პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმართულია სახელმწიფო მმართველობის წესის წინააღმდეგ. დ--------–------ წარსულში ნასამართლევია ანალოგიური კატეგორიის დანაშაულებისათვის, კერძოდ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისთვის, ასევე ცელცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის. ყოველივე აღნიშნული და მისი მიდრეკილება ამ კატეგორიის დანაშაულების ჩადენისაკენ კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს მისი ბრალეულობის თაობაზე.

სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მსჯავრდებულის მიერ პოლიციელების აღქმადობის საკითხზე, კერძოდ, მათი ჩაცმულობიდან და მოწოდების გათვალისწინებით დ--------–------ათვის გასაგეგი და აღქმადი იყო, რომ ისენი იყვნენ პოლიციელები. ამასთანავე როგორც საქმის მასალებით ირკვევა შემთხვევის ადგილზე გასვლისას მკათ ეცვათ პოლიციელის სამსახურებრივი ფორმა, რომელიც არის მუქი ფერის და თეთრი ასოებით როგორც წინ, ასევე უკან აწერიათ ამოსაცნობი წარწერა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია, დეტექტივი. აღნიშნული თეთრი წარწერა სიბნელის დროსაც არის მკაფიო და აღქმადი, რათა მარტივად მოხდეს პოლიციელის იდენტიფიცირება და განსხვავება სამოქალაქო ფორმისგან, გარდა ამისა, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ „ტოიოტა რავ-4“-ის სახ. ნომრით DEM-123 ავტომანქანაში მსხდომებს ისინი მიმართავდნენ ,,სდექ! პოლიცია!“ და მოუწოდებდნენ დამორჩილებულიყვნენ. დ--- ფელდმანმა განიზრახა თავდასხმა პოლიციელებზე, რათა ამ გზით შეენიღბა მისი დანაშაულებრივი ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება და ხელი შეეშალა პოლიციელებისთვის ამ დანაშაულის (სსკ-ის 236-ე მუხლი) გამოვლენაში.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. – 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მსჯავრდებულში უსამართლობის განცდა.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, დანაშაულის თავიდან აცილებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დარღვევის კომპენსირება.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ--------–------სთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს; პალატის აზრით, განსაზღვრული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ--------–------ ჩადენილი აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეძე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, საქმეში არსებული ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების, ასევე ყველა სხვა გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზით მტკიცდება მსჯავრდებულ დ--------–------ს დანაშაულის ჩადენა.

პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ნოდარ გოგოჭურის მიმართ, როგორც კვალიფიკაციისა ნაწილში, ასევე სასჯელის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული.;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ--------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მარიამ შათირიშვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

დ--------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

დ--------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

დ--------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

დ--------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დ--------–------ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ--------–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 დეკემბრიდან.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დ--------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ასფალტის ნატეხები, ,,ტოიოტა რავ 4“ მარკის ა/მანქანის, სახ. ნომრით DEM 123-დან ამოღებული ლაქ-საღებავების ნიმუშები, ,,სუბარუ აუთბექის“ მარკის ა/მანქანის, სახ. ნომრით WW117WW-დან ამოღებული ლაქ-საღებავების ნიმუშები, ,,მიცუბიში პაჯერო იო-ს“ მარკის ა/მანქანის, სახ. ნომრით UUG-022-დან ამოღებული ლაქ-საღებავების ნიმუშები, ერთი ცალი ნაჯახი ამოღებული ავტომანქანის ,,ტოიოტა რავ 4’’, სახ. ნომრით -DEM123-დან, დ--------–------საგან აღებული ანაწმენდის და საკონტროლო ნიმუშების დარჩენილი ნაწილი, ,,ტოიოტა რავ 4“ მარკის ა/მანქანის, სახ. ნომრით DEM123-დან აღებული ანაწმენდის და საკონტროლო ნიმუშების დარჩენილი ნაწილი, შ--–-----------------ღებული ანაწმენდის და საკონტროლო ნიმუშების დარჩენილი ნაწილი, გ----------------------ნ აღებული ანაწმენდის და საკონტროლო ნიმუშების დარჩენილი ნაწილი, დაქტილოფირი, დ--------–------ს ნერწყვის ნიმუში, დ--------–------ს თითის ანაბეჭდები ელექტრონული სახით, ლ----------–----- ლ-----------–---–-- და დ--------–------ს სუნის ნიმუშები, ვახტანგ პაპუნაშვილის, ლ----------–---- და ლ-----------–---–-- ნერწყვის ნიმუშები, ლ----------–---- და ლ-----------–---–-- ელექტრონული დაქტოლობარათები, ავტომანქანა ,,ტოიოტა რავ 4“, სახ. ნომრით-DEM123-დან ამოღებული სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ანაწმენდები, ასევე მასრები და ტყვიის გარსები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ელექტრონულ დისკებზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ავტომანქანა ,,ტოიოტა რავ 4“, სახ.ნომრით-DEM 123, შ--–-------------ნ ამოღებული HS9 ის მოდელის H 66808 ნომრის მქონე პისტოლეტი, მჭიდით და ვაზნებით, გ----------------------ნ ამოღებული სამსახურებრივი -საშტატო იარაღი HS9, H66071 მჭიდით და ვაზნებით, ავტომანქანა ,,ტოიოტა რავ4“, სახ. ნომრით -DEM123-დან ამოღებული ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ლ----------–---- და დ--------–------ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი