განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001316946
საქმე #1ბ/22-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშვილის, მაია ყუშიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------- ჭ----------ის, ს--–---- ჩ--------ს
მსჯავრდებული: ა---- ა--–--ის
ადვოკატის: ზ----- მ--------ის, გ---- შ-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----- მ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ა---- ა--–--ის მიმართ (საქართველოს მოქალაქის, (პ/ნ 5----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საშუალო განათლების, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-----------------------–-------------------, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---- ა--–--ეს ბრალი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” მიერ 2011 წლის 20 იანვარს ა---- ა--–--ის მიერ დარეგისტრირებულ იქნა შპს ,,ს----------” (ს/ნ 4---------, ორგანიზაციის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ა---- ა--–--ე. 2013 წლის 25 ნოემბერს ა---- ა--–--ემ შპს ,,ს----------” საბანკო ანგარიშები გახსნა სს ,,ბ----------ში”, რეალურად საბანკო ანგარიშების გახსნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო ხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით, ა---- ა--–--ის და გამოძიებისათვის დაუდგენელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების დაუფლებისაკენ. კერძოდ, ანგარიშის გახსნიდან მცირე დროში 2013 წლის 20 დეკემბერს შპს ,,ს----------”-ს სს ,,ბ----------ში” გახსნილ საბანკო ანგარიშზე არარეზიდენტი კომპანიის ,,N--------------------------------------------”-გან (ს/ნ 1-----, რეგისტრირებული იორდანია, A----------------) დანიშნულებით - თამბაქოს ნედლეული, ჩაერიცხა 122 046 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა---- ა--–--ემ 2013 წლის 21 და 23 დეკემბერს სს ,,ბ----------იდან” ნაღდი ფულის სახით სრულად გაიტანა და დაეუფლა შპს ,,ს----------”-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 122 046 აშშ დოლარს. აღნიშნულ ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც სრულად იქნა გატანილი თანხა, სს ,,ბ----------მა” 2014 წლის 15 და 20 იანვარს მიიღო ს------ (S----) შეტყობინება გადმომრიცხავი ბანკიდან ,,D---------------------------------------“-დან, სადაც იტყობინებოდა, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს შპს ,,ს----------”-ს ანგარიშზე 122046 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა თაღლითურად და მოთხოვნილ იქნა ტრანზაქციის შეჩერება და თანხის უკან დაბრუნება. თუმცა, სს ,,ბ----------მა” ვერ შეძლო ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან შეტყობინების მიღების დროს 122 046 აშშ დოლარი სრულად იყო გატანილი ა---- ა--–--ის მიერ. თანხის გადმორიცხვას წინ უძღოდა გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ ,,N--------------------------------------------”-ის კონტრაქტორის დ---------------ში არსებული ორგანიზაციის - ,,H----------------------------------”-ის ელექტრონული ფოსტის მისამართის ჰაკერული გამოყენება, რაც გახდა თანხის გადმომრიცხავი კომპანიის მოტყუების საფუძველი. გამოძიებით დადგინდა, რომ ,,N--------------------------------------------”-ის მხრიდან თანხის გადარიცხვის საფუძველი გახდა, აღნიშნული ორგანიზაციის მეილზე გაგზავნილი ყალბი ჰაკერული შეტყობინება. შეტყობინების გამგზავნად მითითებული იყო ,,N--------------------------------------------”-ის კონტრაქტორი კომპანია ,,H----------------------------------”-ი, რომლის წინაშეც ამ უკანასკნელს ჰქონდა თამბაქოს პროდუქციის ღირებულების დავალიანება და ამ ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ მოთხოვნილ იქნა 122 046 აშშ დოლარის გადარიცხვა საქართველოში შპს ,,ს----------”-ის სს ,,ბ----------”-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, მაშინ როდესაც ხსენებული ფულადი თანხა უნდა მიეღო დ---------------ში რეგისტრირებულ კომპანიას - ,,H----------------------------------”-ს. აღნიშნული ქმედებით ა---- ა--–--ე გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირების მონაწილეობით თაღლითურად დაეუფლა 122 046 აშშ დოლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით:
ა---- ა--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა---- ა--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ა---- ა--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ა---- ა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---- ა--–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- მ--------ემ; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გაუქმდეს მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი და მის მაგივრად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი; სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულმა არ იცოდა შპს ,,ს----------” (ს/ნ 4--------- ანგარიშზე ჩარიცხული თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და თვითონაც მოტყუებულ იქნა ჰაკერის მიერ და ადგილი არ აქვს მსჯავრდებულის მხრიდან თაღლითობას, აპელანტის პოზიციით მოწმეთა ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ა---- ა--–--ის დამნაშავედ ცნობას, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა---- ა--–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ----- მ--------ემ და გ---- შ-----ემ მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლებმა გ------- ჭ----------ემ და ს--–---- ჩ--------მ მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა მონაწილეობით, არსებითად იქნა გამოკვლეული როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები;
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, კერძოდ, სს ,,კო-------------------ის’’ სათაო ოფისიდან ამოღებული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” მიერ 2011 წლის 20 იანვარს ა---- ა--–--ის მიერ დარეგისტრირებულ იქნა შპს ,,ს----------” (ს/ნ 4---------, ორგანიზაციის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ა---- ა--–--ე. საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ვალუტის გაცვლა, სალომბარდე მომსახურება და სხვა. იურდიულ მისამართად დაფიქსირდა ბ--------------------------. ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ დაიდო ს.ს. ,,კ------------------------ან’’. საბანკო ოპერაციები ხორცილდებოდა ,,კო---------------------ს’’ მეშვეობით, სალომბარდე საქმიანობასთან დაკავშირებით.
სს ,,ბ----------ის’’ სათაო ოფისიდან ამოღებული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ 2013 წლის 25 ნოემბერს ა---- ა--–--ემ შპს ,,ს----------” საბანკო ანგარიში (4------------------ გახსნა სს ,,ბ----------ში”. 21/12/2013 ანგარიშზე ჩაირიცხა 122 046 აშშ დოლარი. 21/12/2013 ს.ს. ,,ბ----------იდან’’ მის მიერ გატანილ იქნა 40 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 23/12/2013 გამოტანილ იქნა 81 438 აშშ დოლარი, ამასთანავე, ჩამოიჭრა სალაროს ოპერაციების საკომისიო. სხვა სახის ოპერაციები ამ ანგარიშზე არ განხორციელებულა.
საშემოსავლო დეკლარაციებით დასტურდება, რომ 2011 – 2013 წლებში ა---- ა--–--ეს დაფიქსირებული აქვს უმნიშვნელო თანხების ბრუნვა.
პირველი ინსტანციის მოწმე ო----- კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის ,,B-------”-ის პარტნიორი, მათი იურიდიული კომპანია წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო კომერციულ ორგანიზაციას და იცავს მათ ინტერესებს. კომპანია ,,B-------“-ს იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუკავშირდა კომპანია ,,N-------------------”-ის დამფუძნებელი, ი----------ს მოქალაქე ნ-----– ხ------ი, რომლმაც განუმარტა, რომ მისი კომპანია, ეწევა თამბაქოს ბიზნესს და აქვს შესაბამისი კომერციული ურთიერთობები სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის, ბრიტანულ კომპანიასთან ,,H----------“, აღნიშნულ კომპანიასთან განხორციელდა პროდუქციის მიწოდება, შესაბამისი თანხების ანაზღაურების პირობით. ერთ-ერთი ამგვარი მიმოწერის შემდგომ მოხდა, ჰაკერული თავდასხმა, ანუ გატეხეს მეილები, როგორც ,, N------------------- ”-ის, თავად ნ-----– ხ------ის, აგრეთვე H---------- წარმომადგენლის კ--------- ტ-------–ის. აღნიშნული მეილების გატეხვის შედეგად მოიპოვეს ინფორმაცია და ჩაერთვნენ მიმოწერაში. გააყალბეს იმეილის მისამართები, კერძოდ კ--------- ტ-------–ის მეილი, რომელიც არის c---------- გააყალბეს - ,,e- ამოიღეს, თვალისთვის რომ ძნელად გასარჩევი ყოფილიყო და ამ მეილით აწარმოებდნენ მიმოწერას ნ-----– ხ------ისთან, ხოლო ქ--------- ტ-------–ისთან აწარმოებდნენ ნ-----– ხ------ის გაყალბებული იმეილით, რომელიც იყო ,,n--------“ ანუ ,,n---------“- ,---- იყო დამატებული, ამ ფორმით შეიყვანეს შეცდომაში კ--------- ტ-------–ი. მიუთითეს, რომ გარდაიცვალა ბროკერი, ფ-----–ის ა-------ე, რამაც გამოიწვია ანგარიშის რეკვიზიტების ცვლილება და ნაცვლად ტრადიციული ანგარიშის ნომრისა, რომელზეც ტრანზაქციები მანამდე ხორციელდებოდა კომერციული ურთიერთობის ფარგლებში, მიუთითეს ,,ბ---------ის“ შესაბამისი ანგარიშის ნომერი და გადააგზავნეს მოთხოვნები ფულად გადარიცხვებზე, ორი გადარიცხვა განხორციელდა, დაახლოებით ერთი და იგივე ოდენობით. საბოლოოდ, არაბული ბანკის ანგარიშზე გადარიცხული 113 ათასი აშშ დოლარის ანაზღაურება მოხერხდა 9 ათასი აშშ დოლარიანი დანაკარგით, ხოლო მეორე ტრანზაქცია, 122 100 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ,,ბ----------ის“ ანგარიშზე გადაირიცხა და გადარიცხვის საკომისიოს ჩამოჭრის შემდგომ 122 046 აშშ დოლარი დარჩა, არის ზიანი რომელიც მიადგა კომპანიას, რომლის დაბრუნება ვერ მოხერხდა. ო----- კ----ის ინფორმაციით კომპანია ,,N-------------------“-ს არ ჰქონია ურთიერთობა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია ,,ს----------’’-თან, მის დირექტორთან და დამფუძნებელთან ა---- ა--–--ესთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს.ს. ,,ბ----------ის“ ფინანსური მონიტორინგის განყოფილების უფროსის რ--------- ბ-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ს.ს. ,,ბ----------ში“ შპს ,,ს----------“-ის დამფუძნებელმა იყო ა---- ა--–--ემ 2013 წლის 25 ნოემბერს გახსნა ანგარიში და ამავე წლის 20 დეკემბერს ი----------დან კომპანია ,,N--------------------------------------------”-დან ჩაერიცხა თანხა 122 046 აშშ დოლარი, რომელიც ა---- ა--–--ემ გაიტანა ბათუმის ფილიალიდან 23 დეკემბერს რამდენიმე ტრანშად. 2014 წლის 15 იანვარს სს ,,ბ----------ში“ მიიღეს ,,ს------ (S----)“ შეტყობინება კორესპონდენტი ბანკიდან ,,D---------------------------------------,“-დან, რომ თანხა ჩარიცხული იყო თაღლითური გზით და ბანკი ითხოვდა უკან დაბრუნებას. რ--------- ბ-----------ამ ინფორმაცია გადასცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. პროგრამულად ჩანდა და გასავლის ორდერებზეც ფიქსირდებოდა ა---- ა--–--ის ხელმოწერა, თანხა მთლიანად ათვისებული იყო ანგარიშიდან, თუ კლიენტი ამ თანხას უკან არ დააბრუნებდა თანხით გაფორმება ვეღარ მოხდებოდა, ამიტომ ბანკის წარმომადგენელი, ანგარიშსწორების განყოფილების თანამშრომელი ნ---- ც--–--- დაუკავშირდა ა---- ა--–--ეს და სთხოვა თანხა შეეტანა ბანკში ანგარიშზე, რათა მომხდარიყო მისი დაბრუნება. ა---- ა--–--ემ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა იმ საბაბით, რომ თანხა მას ეკუთვნოდა. აღნიშნულის შესახებ ,,ბ----------ის“ წარმომადგენლებმა შეატყობინეს კორესპონდენტ ბანკს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ---- ც--–---მ განმარტა, რომ მას ა---- ა--–--ესთან ქონდა სატელეფონო კავშირი ინფორმაციის მისაღებად. ა---- ა--–--ემ, რომელიც იყო შპს ,,ს----------“-ის დამფუძნებელი 2013 წლის 25 ნოემბერს გახსნა ანგარიში ,,ბ----------ში“, 2013 წლის 20 დეკემბერს კომპანია ,,N--------------------------------------------”-დან ჩაერიცხა 122 046 აშშ დოლარი, რომელიც გაიტანა ნაწილ-ნაწილ. 2014 წლის 15 იანვარს ,,ბ----------ში“ შუამავალი ბანკიდან - ,,D--------------------------------------- მივიდა ,,სვიპ“ შეტყობინება, რომ ეს ჩარიცხვა იყო თაღლითური გზით განხორციელებული და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას. მათი ვალდებულებაა კლიენტის თანხმობის შემთხვევაში დააბრუნონ თანხა. თუ თანხა არის კლიენტის ანგარიშზე, ეს უკვე მისი კუთვნილებაა, კლიენტის თანხმობის გარეშე მათ არ აქვთ უფლება რაიმე მოიმოქმედონ. შესაბამისად, ცდილობდნენ კლიენტთან დაკავშირებას, დაახლოებით 4-5 თებერვალს, ნ---- ც--–--- ბანკის ტელეფონიდან პროგრამაში მითითებულ ნომერზე დაუკავშირდა ა---- ა--–--ეს, რომელმაც მოახსენა, რომ თანხა მას ეკუთვნოდა, სრულად ქონდა ათვისებული და ვერ დააბრუნებდა. აღნიშნულის შესახებ 5 თებერვალს აცნობეს შუამავალ ბანკს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით კერძოდ: სს ,,ბ----------იდან“ ამოღებული ამონაწერით 20/12/2013-20/02/2014 დასტურდება, რომ 20/12/2013 წელს შპს ,,ს----------“ ანგარიშზე ი----------დან ,,N--------------------------------------------- დან ჩაერიცხა 122, 046.00 აშშ დოლარი. 21 დეკემბერს ა---- ა--–--ის მიერ ორ ოპერაციად იქნა გატანილი 40000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 23 დეკემბერს 80 000 (ოთხმოცი) აშშ დოლარი. სალაროს გასავლის ორდერებზე დასმულია ა---- ა--–--ის ხელმოწერა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკიხული მოწმე კ---- მ--------ს ჩვენებით დგინდება რომ მას აქვს საბუღალტრო კომპანია, არის კომპანიის დირექტორი, 2013 წლის დეკემბერში მას მიმართა ა---- ა--–--ემ და ფერადკანიანმა უცხოელმა, მათი ინფორმაციით ანგარიშზე თანხა უნდა ჩარიცხულიყო, რის სანაცვლოდაც უნდა გადახდილიყო მომსახურების საფასური. ფერადკანიანის ინფორმაციით მისი ბიძა ურიცხავდა მას თანხას ნიდერლანდებიდან და იქ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლებოდა თანხის ფიზიკურ პირზე ჩარიცხვა და საჭირო იყო იურიდიული პირის ანგარიშზე განხორციელებულიყო გადმორიცხვა, შესაბამისად აღნიშნულ დახმარებაში თანხის 3 %-ს მიიღებდა ა---- ა--–--ე. ფინანსური მომსახურების შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება ,,ს----------“-თან, ასევე მიღება-ჩაბარების აქტები და გაკეთდა საგადასახადო დეკლალირება, დოკუმენტების ერთ ორ დღეში მზად იყო, როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე. მოწმე განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით თანხა უნდა ჩარიცხულიყო ნიდერლანდებიდან, სხვა დეტალებზე ა---- ა--–--ისგან და მისი თანხმლები უცხოელისგან, არ იყო ინფორმირებული, მათ შორის რა იყო რეალურად თანხის ჩარიცხვის მიზეზი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხული მოწმე ო----- კ----ის ჩვენებით დგინდება, რომ ის ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სასამართლოს აცნობებს, რომ 2013 წელს იგი მუშაობდა „B-------”- კომპანიაში, აღნბიშნული წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო კომერციულ ორგანიზაციას და იგი იცავდა მათ ინტერესებს. კომპანია ,,B-------“-ს იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუკავშირდა კომპანია ,, N-------------------”-ის დამფუძნებელი, ი----------ს მოქალაქე ნ-----– ხ------ი, რომელმაც განაცხადა, რომ ის გახდა თაღლითობის მსხვერპლი და მიადგა მატერიალური ზიანი, ასევე მიუთითა რომ მისი კომპანია, ეწევა თამბაქოს ბიზნესს და აქვს შესაბამისი კომერციული ურთიერთობები სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის, ბრიტანულ კომპანიასთან ,,H----------“, აღნიშნულ კომპანიასთან განხორციელდა პროდუქციის მიწოდება, შესაბამისი თანხების ანაზღაურების პირობით. ერთ-ერთი ამგვარი მიმოწერის შემდგომ მოხდა, ჰაკერული თავდასხმა, ანუ გატეხეს მეილები, როგორც ,, N------------------- ”-ის, თავადთავად ნ-----– ხ------ის, აგრეთვე H---------- წარმომადგენლის კ--------- ტ-------–ის. აღნიშნული მეილების გატეხვის შედეგად მოიპოვეს ინფორმაცია და ჩაერთვნენ მიმოწერაში. გააყალბებული მონაცმებით გადარიცხული თანხის დაბრინებას ითხოვდა დაზარალებული. მისი ინფორმაციით არანაირი ურთიერთობა ზ/აღნიშნულ კომპანიებს ,,ს----------“-თან არ ჰქონიათ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხული მოწმე რ--------- ბ-----------ას ჩვენებით დგინდება, რომ არის ბ----------ის ფინანსური მონიტორინგის განყოფილების უფროსი, 2013 წლის ნოემბრიდან ,,ს----------“ არის ბასის ბანკის კლიენტი, 2013 წლის 20 დეკემბერს ჩაირიცხა 122 046 აშშ დოლარი ი----------დან, მომდევნო დღეებში მოხდა სალაროდან აღნიშნული თანხის გატანა ორი გასავლის ორდერით კლინეტის წარმომადგენლის ა---- ა--–--ის მიერ. 2014 წლის იანვრის თვეში მიიღეს კორესპონდენტი ბანკის შეტყობინება, რომ შესაძლებელია აღნიშნული თანხის გადმორიცხვა მოხდა თაღლითური გზით და საჭირო იყო თანხმობა კლიენტის აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე. რის შემდეგადაც ა---- ა--–--ესთან შედგა საუბარი, მან განაცხადა უარი თანხის დაბრუნებაზე, რადგან მას აღნიშნული თანხა ჩაერიცხა მიზნობრვად, რის თაობაზეც ეცნობა კორესპონდენტ ბანკს. გარდა ზემოაღნიშნული ფინანსური ოპერაციისა, ,,ს----------“-ს რაიმე სხვა სახის ტრანზაქცია არ ჰქონია, თავდაპირველად ,,ს----------“-ს ანგარიშის გახსნის მიზნა მითითებული ჰქონდა - სასმელების წარმოება, ხოლო თავად თანხის ჩარიცხვისას მიზნად მითითებული იყო თამბაქოს ნაწარმის მიმართულება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ---- ცინცაძის ჩვენებით დგინდება, რომ 2005 წლიდან მუშაობს ბ----------ში, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით შეხება აქვს ,,ს----------“-ს ანგარიშზე ი----------დან თანხის ჩარიცხვის ფაქტზე, რომლის თაობაზეც შუამავალმა ბანკმა მოითხოვა თანხის დაბრუნება რადგან შეიძლებოდა იგი თაღლითური გზით ყოფილყო გადმორიცხული, რის თაობაზეც შედგა კომუნიკაცია ა---- ა--–--ესთან, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე, ა---- ა--–--ემ განცხადა უარი, რადგან ეს თანხა მისი იყო და არ აპირებდა უკან დაბრუნებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატას მიაჩნია, რომ სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით და ასევე მოწმის ჩვენებებით შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს გერმანიის ბანკის ნდობით აღჭურვილი კომპანია ა---------ს მიერ, (მდებარე ნი----------------------–-----------–--–--------), გამოიგზავნა სს ,,ბ----------ში’’ თანხა 122 046 აშშ დოლარი, რომელიც შეკვეთილი იყო ,,ნ----–-----------–----–-----------------------------“ მიერ, დანიშნულებით ,,თამბაქოს მატერიალი’’; 21 დეკემბერს თანხა ჩაირიცხა შპს ,,ს----------’’-ის მიერ ს.ს. ,,ბ----------ში’’ გახსნილ ანგარიშზე; ამავე ბანკიდან გაგზავნილი ს------ შეტყობინების თანახმად, 20 დეკემბერს განხორციელდა საეჭვო ცრუ გადახდა 122 046.00 ამერიკული დოლარის ოდენობით. თანხა დაკრედიტდა შეცდომით და ითხოვდნენ ტრანზაქციის ანულირებას, რის პასუხადაც ,,ბ----------იდან“ გერმანიის ბანკის ნდობით აღჭურვილი კომპანია ა---------სათვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება, რომ არ დაეჭვებულან გადახდის უწყისის არსში და განახორციელეს გადარიცხვა, დაუკავშირდებიან კლიენტს და იმოქმედებენ შესაბამისად; საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, რამდენჯერმე განხორციელდა შეტყობინება არაბული ბანკიდან P-- თანხის დაბრუნების მოთხოვნით, სადაც აღუთქვეს რომ პარტნიორებთან განიხილავენ მოცემულ საკითხს; ,,ბ----------ის“ წარმომადგენლობა დაუკავშირდა შპს ,,ს----------“ თანხის დაბრუნების თხოვნით, რომელმაც განაცხადა, რომ თანხა მას ეკუთვნოდა და გამოიყენა. გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ა---- ა--–--ემ შპს ,,ს----------” საბანკო ანგარიშები გახსნა სს ,,ბ----------ში”, რაც რეალურად ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო ხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით, ა---- ა--–--ისა და გამოძიებისათვის დაუდგენელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების დაუფლებისაკენ. თანხის გადმორიცხვას წინ უძღოდა გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ ,,N--------------------------------------------”- ის კონტრაქტორის დ---------------ში არსებული ორგანიზაციის - ,,H----------------------------------”-ის ელექტრონული ფოსტის მისამართის ჰაკერული გამოყენება, რაც გახდა თანხის გადმომრიცხავი კომპანიის მოტყუების საფუძველი. ,,N--------------------------------------------”-ის მხრიდან თანხის გადარიცხვის საფუძველი გახდა, აღნიშნული ორგანიზაციის მეილზე გაგზავნილი ყალბი ჰაკერული შეტყობინება. შეტყობინების გამგზავნად მითითებული იყო ,,N--------------------------------------------”-ის კონტრაქტორი კომპანია ,,H----------------------------------”-ი, რომლის წინაშეც ,,N--------------------------------------------”-ს ჰქონდა თამბაქოს პროდუქციის ღირებულების დავალიანება და ამ ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ მოთხოვნილ იქნა 122 046 აშშ დოლარის გადარიცხვა საქართველოში შპს ,,ს----------”-ის სს ,,ბ----------ში” გახსნილ ანგარიშზე, რაც ,,N--------------------------------------------”- ს მიერ იქნა გადარიცხული. გადარიცხული თანხები 2013 წლის 21 და 23 დეკემბერს სს ,,ბ----------იდან’’ ორ ეტაპად გამოტანილ და გამოყენებულ იქნა შპს ,,ს----------”-ის დამფუძნებლის და დირექტორის ა---- ა--–--ის მიერ.
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, საგანი სხვიდი უძრავი ან მორავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია, თაღლითობას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან კიდევ დამნაშავისა და დაზარალებულ შორის არსებული ნდობის ფაქტორია გადამწყვეტი მნიშვნელობის. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება მოტყუებაა, სწორედ მოტყუების დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა, აღნიშნული ურთიერთ დაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. . სუბიექტური მხრის დანაშაული ჩადენა პირდაპირი განზრახვით ჩადენას გულისხმობს, კერძოდ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვს ქონებას, რითაც აყენებს მის მესაკუთრეს ზიანს და სურს ამ შედეგის დადგომა.
განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ თაღლითური გზით თანხების დაუფლების მიზნით, ა---- ა--–--ემ სს ,,ბ----------ში’’ გახსნა ანგარიში, რის შემდეგაც, ჰაკერული საქმიანობით სს ,,ბ----------ში’’ მოხდა აღნიშნული თანხის გადმორიცხვა. გამოძიების მასალებით არ დასტურდება უშუალოდ ა---- ა--–--ის მიერ ჰაკერული საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც მოწმობს, რომ ა---- ა--–--ის ანგარიშზე აღნიშნული თანხის ჩარიცხვა განხორციელდა გამოძიებით დაუდგენელ ჯგუფის სხვა წევრებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. სახეზე გვაქვს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების კვალიფიციური შემადგენლობა, კერძოდ ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
ა---- ა--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რა დროსაც მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, მსჯავრდებულმა არ იცოდა შპს ,,ს----------” (ს/ნ 4--------- ანგარიშზე ჩარიცხული თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და თვითონაც მოტყუებულ იქნა ჰაკერის მიერ, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, პალატა ვერ გაიზიარებს მოცემულ მსჯელობას, ვინაიდან სახეზე გვაქვს საკმაოდ გააზრებული, ურთიერთ შეთანხმებული და კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---- ა--–--ეს სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე არანაირი კავშირი არ ქონია თამბაქოსა და მისი ნაწარმის წარმოებასთან, ასევე არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებდა როგორც კომპანია ,,N--------------------------------------------”-თან, ასევე ამ კომპანიის კონტრაქტორ კომპანია ,,H----------------------------------”-თან, რომლის წინაშეც ,,N--------------------------------------------’’- ს ჰქონდა თამბაქოს პროდუქციის ღირებულების დავალიანება;
ა---- ა--–--ის საქმიანობიდან გამომდინარე, მის ანგარიშზე არ უნდა ჩარიცხულიყო ,,N--------------------------------------------” კუთვნილი თანხები, მითუმეტეს, ა---- ა--–--ეს არ გააჩნდა არანაირი უფლებამოსილება დაუფლებოდა მის ანგარიშზე ჩარიცხულ აღნიშნულ თანხას, რაც მოწმობს, რომ ბრალდებული ა---- ა--–--ე თაღლითურად დაეუფლა ,,N------------------- F-----------------------ის კუთვნილ თანხას. როგორც პირველი ინტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე სააპელაციომ სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწეების ცალსახად უთითებებენ იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ რაც 2013 წლის 20 დეკემბერს გერმანიის ბანკის ნდობით აღჭურვილი კომპანია ა---------ს მიერ, (მდებარე ნი----------------------–-----------–--–--------), გამოიგზავნა სს ,,ბ----------ში’’ თანხა 122 046 აშშ დოლარი, რომელიც შეკვეთილი იყო ,,ნ----–-----------–----–-----------------------------“ მიერ, დანიშნულებით ,,თამბაქოს მატერიალი’’; 21 დეკემბერს თანხა ჩაირიცხა შპს ,,ს----------’’-ის მიერ ს.ს. ,,ბ----------ში’’ გახსნილ ანგარიშზე; ამავე ბანკიდან გაგზავნილი ს------ შეტყობინების თანახმად, 20 დეკემბერს განხორციელდა საეჭვო ცრუ გადახდა 122 046.00 ამერიკული დოლარის ოდენობით. თანხა დაკრედიტდა შეცდომით და ითხოვდნენ ტრანზაქციის ანულირებას, რის პასუხადაც ,,ბ----------იდან“ გერმანიის ბანკის ნდობით აღჭურვილი კომპანია ა---------სათვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება, რომ არ დაეჭვებულან გადახდის უწყისის არსში და განახორციელეს გადარიცხვა, დაუკავშირდებიან კლიენტს და იმოქმედებენ შესაბამისად; ,,ს----------’’-ის დამფუძნებელთან და დირექტორთან საუბრისას, მან განცხადა რომ ჩარიცხული თანხა იყო მისი და არ აპირებს აღნიშნული თანხის დაბრუნებას (იმ ვითარებაში როდესაც ა---- ა--–--ეს სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე არანაირი კავშირი არ ქონია თამბაქოსა და მისი ნაწარმის წარმოებასთან ტრანზაქციაში მონაწილე კომპანიებთან). პალატას აღნიშნულ რწმენას უმძაფრებს მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის მიერ ბ----------ში საბანკო ანგარიშების გახსნა, რომელიც უფრო მეტად ფიქტიური ხასიათის დანიშნულების იყო, რეალური მიზნის შესანიღბავად თავდაპირველად ,,ს----------“-ს ანგარიშის გახსნის მიზნად მიეთითა - სასმელების წარმოება, ხოლო თავად თანხის ჩარიცხვისას მიზნად მითითებული იყო თამბაქოს ნაწარმის მიმართულება. საბანკო ანგარიშის გახსნიდან მოკლე პერიოდში გამოძიებისათვის დაუდგენელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება მოხდა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აპელანტის მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ ა---- ა--–--ე თავად არის მოტყუებული და არანაირი რეალური ინფორმაცია თაღლითობასთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, ეწინააღმდეგება მის მიერ ბანკის თანამშრომლებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ მას შემდეგ რაც ბანკის თანამშრომლებმა უთხრეს საეჭვო ტრანზაქციის შესახებ და შესთავაზეს თანხის დაბრუნება, კანონმორჩილი მოქალაქე მოცემულ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ დახმარებოდა როგორც ბანკს, ისე გამოძიებას სიმართლის დადგენაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი. პალატა წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სრული მოცულობით ეთანხმება ა---- ა--–--ის მიერ თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია ა---- ა--–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე. ამასთან მოცემულ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა---- ა--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პალატა მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ზ/აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ ა---- ა--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია კი სწორია. სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თვითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ა---- ა--–--ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა---- ა--–--ემ ჩაიდინა, თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მსჯავრდებულში უსამართლობის განცდა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, დანაშაულის თავიდან აცილებას. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების პროპორციულია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე, ასევე მის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას, მის სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, ამასთანავე დანაშაულის ჩადენის მომენტში მისი წარსული არ იყო შებღალული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, რაც შეეხება განსახილველი საქმის შემდგომ ჩადენილ დანაშაულს (უკანონო საზღვრის კვეთა) პალატა მსჯავრდებულის მდგომარეობის საუარესოდ არ მიიღებს მხედველობაში. ამასთანავე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ა---- ა--–--ეს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი უნდა შევიდეს ცვლილება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა---- ა--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----- მ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ა---- ა--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა---- ა--–--ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა---- ა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან- 2017 წლის 19 ნოემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ისაევი